სუდანელი მსაჯი თავდასაცავად მატჩზე ძაღლით მივიდა

სუდანის ჩემპიონატის მესამე დივიზიონში მომუშავე ერთ-ერთმა არბიტრმა თავდასაცავად საკუთარი ძაღლის გამოყენება გადაწყვიტა. მატჩის მიმდინარეობისას გერმანული ნაგაზი გვერდით ხაზს იქით იჯდა და მოვლენებს ყურადღებით აკვირდებოდა, რათა მისი პატრონისთვის საფრთხე არავის შეექმნა.

აფრიკის რიგ ქვეყნებში მსაჯებზე თავდასხმის ფაქტები გახშირდა და სწორედ ეს არის ამ არბიტრის ასე თავდაცვის მიზეზიც.

კუმანს 12-მატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება

ესპანეთის პრიმერადივიზიონში მადრიდის “რეალთან” გამართული შეხვედრის (1:3) შემდეგ “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა მსაჯები და ვიდეოგამეორების სისტემა გააკრიტიკა, რის გამოც ორიდან 12 მატჩამდე დისკვალიფიკაცია ემუქრება.

ნიდერლანდელი სპეციალისტის წინააღმდეგ დისციპლინური საქმე აღძრეს მუხლით, რომელიც კრძალავს მსაჯების ან ესპანეთის სამეფოს ფეხბურთის ფედერაციის წევრების მიუკერძოებლობის ეჭვქვეშ დაყენებასა და მათ შეურაცხყოფას. შესაძლოა, კუმანს დისკვალიფიკაცია არ აკმარონ და 601-დან 3005 ევრომდე ოდენობის ჯარიმის გადახდაც დააკისრონ.

“რეალთან” ჩატარებული მატჩის შემდეგ კუმანმა მსაჯები გააკრიტიკა და თქვა, რომ მიმდინარე სეზონში VAR სისტემასთან დაკავშირებული სადავო ეპიზოდები მუდმივად მისი გუნდის საწინააღმდეგოდ წყდება.

2017 წლის კონფედერაციის თასის მთავარი არბიტრების ვინაობა ცნობილია

ცნობილია იმ მსაჯთა ვინაობა, რომლებიც 2017 წლის კონფედერაციის თასზე იმუშავებენ.

ზაფხულში გასამართ ტურნირზე ცხრა მთავარი არბიტრი იქნება წარმოდგენილი, რომლებიც ხუთ კონფედერაციას წარმოადგენენ, მათ შორის სამი უეფადან გახლავთ:

ფაჰად ალ მირდასი (საუდის არაბეთი), ალირეზა ფაღანი (ირანი), ბაკარი გასამი (გამბია), მარკ უილიამ გეიგერი (აშშ), ნესტორ პიტანა (არგენტინა), ვილმარ როლდანი (კოლუმბია), ჯანლუკა როკი (იტალია), მილორად მაჟიჩი (სერბეთი) და დამირ სკომინა (სლოვენია).

ეს ცხრავე არბიტრი 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მსაჯად მომუშავე კანდიდატურებად განიხილება. შეგახსენებთ, რომ კონფედერაციის თასი მსოფლიოს ჩემპიონატის გენერალურ რეპეტიციად მოიაზრება და ის 17 ივნისიდან 2 ივლისამდე რუსეთის ოთხ ქალაქში (მოსკოვი, სანქტ-პეტერბურგი, ყაზანი, სოჭი) ჩატარდება.

ლამაზმანი უკრაინული ფეხბურთიდან

უკრაინულ ფეხბურთში გოგონათა რიცხვი საგრძნობლად იზრდება. ერთ-ერთი მათგანი მარია შპაკი გახლავთ, რომელიც ქვეყნის ახალგაზრდულ ჩემპიონატსა და საქალაქო ტურნირზე არბიტრის ასისტენტად მუშაობს. გთავაზობთ მარიას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოებს.

Shpak1 Shpak2 Shpak3 Shpak4 Shpak5 Shpak6 Shpak7 Shpak8 Shpak9 Shpak10 Shpak11 Shpak12 Shpak13 Shpak14 Shpak15 Shpak16 Shpak17 Shpak18 Shpak19 Shpak20

აღსანიშნავია, რომ მარია შპაკის შეყვარებული ალექსეი დუბოვოიც მსაჯად მუშაობს.

Shpak21 Shpak22 Shpak23 Shpak24 Shpak25 Shpak26 Shpak27 Shpak28 Shpak29 Shpak30 Shpak31 Shpak32 Shpak33 Shpak34 Shpak35 Shpak36 Shpak37 Shpak38 Shpak39 Shpak40 Shpak41 Shpak42

 

ევროპის ლიგა: ქართული გუნდების მონაწილეობით მატჩებში მსაჯები დანიშნეს

ცნობილია იმ არბიტრთა ვინაობა, რომლებიც უეფას ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართული გუნდების მონაწილეობით გასამართ საპასუხო მატჩებს მოემსახურებიან.

“გაბალასა” და “დინამო თბილისს” გასამართ შეხვედრას ამორი დელერიუს ხელმძღვანელობით ფრანგ მსაჯთა ბრიგადა განსჯის.

“ცხინვალსა” და რუმინულ “ბოტოშანის” შორის “მიხეილ მესხზე” გასამართ მატჩში ბულგარელი არბიტრები იმუშავებენ, მთავარი მსაჯი ნიკოლაი იორდანოვი იქნება.

ნიქოზიის “ომონიასა” და “დინამო ბათუმს” შორის მატჩს ფაბიუ ვერიშიმუს ხელმძღვანელობით პორტუგალიელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება.

სამივე შეხვედრა ხუთშაბათს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

 

IFFHS: 2014 წლის საუკეთესო არბიტრები

ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) 2014 წლის საუკეთესო მსაჯთა სია გამოაქვეყნა.

წლის საუკეთესო არბიტრად იტალიელი ნიკოლა რიცოლი დასახელდა, რომელმაც 2014 წელს ბრაზილიაში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ მატჩში იმსაჯა.

1. ნიკოლა რიცოლი (იტალია) – 131 ქულა
2. ჰოვარდ უები (ინგლისი) – 78 ქულა
3. ფელიქს ბრიხი (გერმანია) – 61 ქულა
4. ბიორნ კეიპერსი (ჰოლანდია) – 45 ქულა
5. რავშან ირმატოვი (უზბეკეთი) – 37 ქულა
6. პედრო პროენსა (პორტუგალია) – 34 ქულა
7. კარლოს ველასკო კარბალიო (ესპანეთი) – 16 ქულა
8-9. ჯიუნეთ ჩაქირი (თურქეთი) – 13 ქულა
8-9. მარკო როდრიგეს მორენო (მექსიკა) – 13 ქულა
10. ნესტორ პიტანა (არგენტინა) – 7 ქულ

წინა წელთან შედარებით საუკეთესო არბიტრთა ათეული დატოვეს ვიქტორ კაშაიმ (უნგრეთი) და ჯანლუკა როკიმ (იტალია).

 

ჰოვარდ უებმა პროფესიული კარიერა დაასრულა

43 წლის ინგლისელმა არბიტრმა ჰოვარდ უებმა, რომელიც ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციის (IFFHS) ვერსიით, 2013 წლის საუკეთესო მსაჯად დასახელდა, პროფესიული კარიერა დაასრულა.

25-წლიანი მუშაობის განმავლობაში მან ინგლისის ჩემპიონატისა და ევროთასების 500-ზე მეტ მატჩში იმსაჯა.

2010 წელს ჰოვარდ უები გახდა პირველი არბიტრი, რომელსაც ერთ წელს მიანდეს როგორც ჩემპიონთა ლიგის, ასევე მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური შეხვედრის განსჯა.

უები ამიერიდან ინგლისის სამსაჯო სისტემაში გააგრძელებს მუშაობას და კომიტეტის ტექნიკური დირექტორის პოზიციას დაიკავებს. მისი მოვალეობა ახალგაზრდა მსაჯების მომზადება და კონტროლი იქნება.

 

სპეციალურ სასხურ ხელსაწყოს პრიმერადივიზიონშიც გამოიყენებენ

მთავარი არბიტრებისთვის განკუთვნილ სპეციალურ სასხური ხელსაწყოს ესპანეთის ჩემპიონატშიც გამოიყენებენ.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ხელსაწყოს ბრაზილიაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე მომუშავე მსაჯები იმისთვის იყენებენ, რომ საჯარიმო დარტყმის შესრულების დროს ბურთისა და ცოცხალი კედლის ადგილი დააფიქსიროს. ფიფას პრეზიდენტმა ზეპ ბლატერმა განაცხადა, რომ სპეციალური სასხური ხელსაწყოს დანერგვამ გაამართლა.

ესპანეთის პრიმერადივიზიონის ხელმძღვანელებმა გადაწყვიტეს, რომ აღნიშნული ტექნოლოგია ჩემპიონატში ახალი სეზონიდან დანერგონ.

სპეციალურ სასხური ხელსაწყოს გამოყენების სურვილი თავად ესპანელმა არბიტრებმაც გამოთქვეს.

 

ვინ არის და რას ამბობს ჩემპიონთა ლიგის ფინალის მთავარი მსაჯი?

უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩს, რომელიც მადრიდის „რეალსა“ და „ატლეტიკოს“ შორის გაიმართება, 41 წლის ჰოლანდიელი არბიტრი ბიორნ კეიპერსი განსჯის. კეიპერსი 2006 წლიდან ფიფას მსაჯია. ნაიმეგენის რადბუდის უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირებას სწავლობდა, პარალელურად ოლდენზალში სუპერმარკეტების ქსელისა და თმის სალონის თანამფლობელი იყო.

2013 წელს ლონდონის „ჩელსისა“ და ლისაბონის „ბენფიკას“ შორის გამართულ უეფას ევროპის ლიგის ფინალურ მატჩში იმსაჯა. იმავე წელს ბრაზილიისა და ესპანეთის ნაკრებებს შორის ჩატარებული ფიფას კონფედერაციის თასის ფინალური შეხვედრა განსაჯა.

2013 წელს კეიპერსი ევროპელ მსაჯთა სპეციალიზირებული ვებ-გვერდის football refereeing-ის გამოკითხვის შედეგად, წლის საუკეთესო არბიტრად დაასახელეს.

ბიორნ კეიპერსმა დამდეგი შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

„დიდი ხნის განმავლობაში ვემზადებოდით. ფინალში მონაწილე გუნდების მატჩები ჩემპიონთა ლიგის ტურნირზე ვიხილე. განსაკუთრებული ყურადღება მივაქციეთ „რეალსა“ და „ატლეტიკოს“ შორის ესპანეთის თასზე და პრიმერადივიზიონში გამართულ შეხვედრებს. ასე რომ, მზად ვართ. ჩვენ ვიდეოანალიტიკოსი გვყავს, რომელიც დიდ დახმარებას გვიწევს. გვირჩევს სასურველ მატჩებს, ცალკე გამოყოფს საჭირო კადრებს, მისი რჩევით ყურადღებას ვაქცევთ ამა თუ იმ მოთამაშეს.

ჩემპიონთა ლიგის ფინალური შეხვედრის განსჯა დიდი პატივია. ამაყი და მოხარული ვარ, რომ ამ ფანტასტიური მატჩის გაძღოლა მე დამევალა. ჩემი ბრიგადით ვამაყობ და მოუთმენლად ველოდები ფინალურ შეხვედრას“, – 41 წლის ჰოლანდიელი არბიტრის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი აქვეყნებს.

ფინალური მატჩი „რეალსა“ და „ატლეტიკოს“ შორის დღეს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

ბექა დოგრაშვილი

იურგენ კლოპი მსაჯების „დატერორებას“ განაგრძობს

დორტმუნდის „ბორუსიას“ მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი, რომელიც მსაჯებთან აგრესიული ქმედებებით არის ცნობილი, მეოთხე არბიტრის „დატერორებას“ განაგრძობს.

გელზენკირხენის „შალეკსა“ და დორტმუნდის „ბორუსიას“ შორის გუშინ გამართული მატჩის (1:3) მიმდინარეობისას ერთი კურიოზული ფაქტი მოხდა: მწვრთნელის სკამზე მჯდომმა კლოპმა მისკენ წამოსულ ბურთს მიმართულება ისე შეუცვალა, რომ პირდაპირ მეოთხე მსაჯს მოხვდა თავში. მსაჯმა ეს ინციდენტი არ შეიმჩნია და ჩვეულად განაგრძო წერა თავის წიგნაკში. ალბათ, მიხვდა კიდეც, ვისგან მოხვდა ბურთი.

გთავაზობთ ფაქტის ამსახველ ვიდეომასალას.