ESM: წლის სიმბოლური გუნდი

ევროპის სპორტულ გამოცემათა ასოციაციამ 2013-2014 სეზონის სიმბოლური გუნდი შეადგინა.

აღნიშნულ ასოციაციაში შემდეგი გამოცემები შედიან: A Bola (პორტუგალია), Goal News (საბერძნეთი), Fanatik (თურქეთი), ELF Voetbal (ჰოლანდია), De Telegraaf (ჰოლანდია), Kicker (გერმანია), Frankfurter Allgemeine (გერმანია), So Foot (საფრანგეთი), Nemzeti Sport (უნგრეთი), Sport Express (რუსეთი), Sport / Voetbal Magazine (ბელგია), Tipsbladet (დანია), World Soccer (ინგლისი), Marca (ესპანეთი).

წლის სიმბოლური გუნდი ასე გამოიყურება:

მეკარე: ტიბო კურტუა („ატლეტიკო“);
მცველები: დავიდ ალაბა („ბაიერნი“), მეჰდი ბენატია („რომა“), ხერარ პიკე („ბარსელონა“), პეპე („რეალი“);
ნახევარმცველები: ფილიპ ლამი („ბაიერნი“), იაია ტურე („მანჩესტერ სიტი“), არტურო ვიდალი („იუვენტუსი“);
თავდამსხმელები: კრიშტიანუ რონალდუ („რეალი“), ლუის სუარესი („ლივერპული“), ზლატან იბრაჰიმოვიჩი („პარი სენ-ჟერმენი).

ბექა დოგრაშვილი

მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ მოთამაშეთა სია გამოქვეყნდა

შვეიცარიის ქალაქ ნევშატელში სპორტული კვლევების საერთაშორისო ცენტრმა მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე ძვირადღირებულ მოთამაშეთა სია გამოაქვეყნა.

სიას სათავეში „ბარსელონას“ არგენტინელი ფეხბურთელი ლიონელ მესი უდგას, რომელსაც მადრიდის „რეალის“ პორტუგალიელი თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ მოსდევს. შემდეგი პოზიციები ლუის სუარესს, ედენ აზარსა და ნეიმარს აქვთ დაკავებული.

გთავაზობთ მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე ძვირადღირებულ მოთამაშეთა 11-ეულს.

თანხა წარმოდგენილია მილიონ ევროში.

ფეხბურთელი: მლნ. ევრო
ლეო მესი 216
კრიშტიანუ რონალდუ 114
ლუის სუარესი 107
ედენ აზარი 82
ნეიმარი 68
პოლ პოგბა 66
გარეტ ბეილი 62
მესუთ იოზილი 53
ედინსონ კავანი 52
მარიო გიოტცე 51
დიეგო კოსტა 51

 

ბექა დოგრაშვილი

კომერციულად ყველაზე მიმზიდველი ფეხბურთელები

მადრიდის „რეალისა“ და პორტუგალიის ნაკრების ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ ფეხბურთის სამყაროში კომერციულად ყველაზე მიმზიდველ მოთამაშედ დასახელდა.

აღნიშნულ რეიტინგში შარშან პირველი ადგილი „ბარსელონას“ თავდამსხმელ ლიონელ მესის ეკავა.

რეიტინგის პირველი ათეული შემდეგნაირად გამოიყურება:

1. კრიშტიანუ რონალდუ – 79,49 ქულა/ 83,87%* / 82 მლნ** / 26 მლნ***
2. ლიონელ მესი – 75,87 / 76,07% / 57 მლნ/ 2 მლნ
3. ხერარ პიკე – 62,90 / 58,08% / 12 მლნ/ 8 მლნ
4. ფერნანდო ტორესი – 62,69 / 59,64% / 3 მლნ/ 2 მლნ
5. უეინ რუნი – 59,47 / 55,82% / 20 მლნ/ 9 მლნ
6. ანდრეს ინიესტა – 59,47 / 52,82% / 20 მლნ/ 9 მლნ
7. ნეიმარი – 59,36 / 53,33% / 22 მლნ/ 11 მლნ
8. იკერ კასილასი – 59,09 / 49,43% / 18 მლნ/ 1 მლნ
9. ზლატან იბრაჰიმოვიჩი – 59,07 / 55,81% / 15 მლნ/ 1 მლნ
10. ტიერი ანრი – 57,56 / 51,62% / 16 მლნ/ 300 ათასი.

* – ცნობადობა მსოფლიოს მასშტაბით
** – Facebook-ის გვერდზე მოწონებების რაოდენობა
*** – Twitter-ის მიკრობლოგზე მიმდევრების რაოდენობა

ბექა დოგრაშვილი

ბომბარდირი რონალდუ

კრიშტიანუ რონალდუმ ჩემპიონთა ლიგის 2013-14 წლების სეზონში 17 გოლი გაიტანა, რითაც რეკორდი დაამაყარა. პორტუგალიელი ფეხბურთელი ზედიზედ მეორედ და კარიერაში მესამედ გახდა ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი.

რონალდუ ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი პირველად 2007-08 წლების სეზონში გახდა, როდესაც 8 გოლის გატანა მოახერხა. მაშინ მისი „მანჩესტერ იუნაიტედი“ ჩემპიონის ტიტულსაც შესწვდა. შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში ყველაზე შედეგიანი ლიონელ მესი გახლდათ, 2012-13 წლების სეზონში კი რონალდუმ 12 გოლი გაიტანა და საუკეთესო ბომბარდირის სტატუსი დაიბრუნა.

კრიშტიანუ რონალდუ და ლეო მესი ტურნირის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირ რაულ გონსალესს კიდევ უფრო მიუახლოვდნენ. მადრიდის „რეალისა“ და „შალკეს“ ყოფილ თავდამსხმელს ჩემპიონთა ლიგაზე სულ 71 გოლი აქვს გატანილი, რაც ოთხით მეტია რონალდუსა და მესის მონაგარზე. რაულის რეკორდი, სავარაუდოდ, მომდევნო სეზონში დაემხობა.

2013-14 წლების სეზონის საუკეთესო ბომბარდირები:
17 კრიშტიანუ რონალდუ („რეალი“)
10 ზლატან იბრაჰიმოვიჩი („პარი სენ-ჟერმენი“)
8 დიეგო კოსტა („ატლეტიკო“)
8 ლიონელ მესი („ბარსელონა“)
6 სერხიო აგუერო („მანჩესტერ სიტი“)
6 რობერტ ლევანდოვსკი („ბორუსია“ დორტმუნდი)

ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირები სეზონების მიხედვით:
2012-13: კრიშტიანუ რონალდუ („რეალი“) – 12
2011-12: ლიონელ მესი („ბარსელონა“) – 14
2010-11: ლიონელ მესი („ბარსელონა“) – 12
2009-10: ლიონელ მესი („ბარსელონა“) – 8
2008-09: ლიონელ მესი („ბარსელონა“) – 9
2007-08: კრიშტიანუ რონალდუ („მანჩესტერ იუნაიტედი“) – 8
2006-07: კაკა („მილანი“) – 10
2005-06: ანდრეი შევჩენკო („მილანი“) – 9
2004-05: რუდ ვან ნისტელროი („მანჩესტერ იუნაიტედი“) – 8
2003-04: ფერნანდო მორიენტესი („მონაკო“) – 9
2002-03: რუდ ვან ნისტელროი („მანჩესტერ იუნაიტედი“) – 12
2001-02: რუდ ვან ნისტელროი („მანჩესტერ იუნაიტედი“) – 10
2000-01: ანდრეი შევჩენკო („მილანი“) – 9
1999-00: მარიო ჟარდელი („პორტუ“), რივალდო („ბარსელონა“), რაული („რეალი“) – 10
1998-99: ანდრეი შევჩენკო („დინამო“ კიევი), დუაიტ იორკი („მანჩესტერ იუნაიტედი“) – 8
1997-98: ალესანდრო დელ პიერო („იუვენტუსი“) – 10
1996-97: მილინკო პანტიჩი („ატლეტიკო“) – 5
1995-96: იარი ლიტმანენი („აიაქსი“) – 9
1994-95: ჟორჟ ვეა („პარი სენ-ჟერმენი“) – 7
1993-94: რონალდ კუმანი („ბარსელონა“), ვინტონ რუფერი („ვერდერი“) – 8

ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირები:
71 – რაული („რეალი“, „შალკე“)
67 – ლიონელ მესი („ბარსელონა“)
67 – კრიშტიანუ რონალდუ („მანჩესტერ იუნაიტედი“, „რეალი“)
56 – რუდ ვან ნისტელროი (პსვ,
„მანჩესტერ იუნაიტედი“, „რეალი“)
50 – ტიერი ანრი („მონაკო“, „არსენალი“, „ბარსელონა“)
48 – ანდრეი შევჩენკო („დინამო“ კიევი, „მილანი“, „ჩელსი“)
46 – ფილიპო ინძაგი („იუვენტუსი“, „მილანი“)
42 – ალესანდრო დელ პიერო („იუვენტუსი“)
41 – დიდიე დროგბა („მარსელი“, „ჩელსი“, „გალათასარაი“)
41 – ზლატან იბრაჰიმოვიჩი („აიაქსი“, „იუვენტუსი“, „ინტერი“ „ბარსელონა“, „მილანი“, „პარი სენ-ჟერმენი“)

ბექა დოგრაშვილი
ჟურნალი Fanebi.com

რონალდუს სენდვიჩი

ბრაზილიაში მდებარე ერთ-ერთ ბარში მადრიდის „რეალისა“ და პორტუგალიის ნაკრების ლიდერ კრიშტიანუ რონალდუს პატივსაცემად სპეციალური სენდვიჩი დაამზადეს.

პორტუგალიის ნაკრები კამპინასში დაბინავდება. სწორედ ამ ქალაქში მდებარე ერთ-ერთი ბარის პორტუგალიელმა შეფ-მზარეულმა ჟოზე დოს სანტოს ანტონიომ სენდვიჩი მოამზადა, რომლის ინგრედიენტებადაც ვირთევზა, ნიორი, ოხრახუში, ყველი, ზეთისხილი, ხახვი, ზეითუნის ზეთი და როგორც შეფ-მზარეული ამბობს, სპეციალური ინგრედიენტი „რონალდუსადმი უსაზღრო სიყვარული“ გამოიყენა.

მსოფლიოს ჩემპიონატი 12 ივნისიდან 13 ივლისამდე პერიოდში ჩატარდება. პორტუგალიელებს ჯგუფურ ეტაპზე მეტოქეებად გერმანიის, აშშ-სა და განის ნაკრებები ჰყავს.

იხილეთ: 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის კალენდარი

ბექა დოგრაშვილი

სუარესი: „მესი და რონალდუ ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული მოთამაშეები არიან“

„ლივერპულის“ ურუგვაელმა თავდამსხმელმა ლუის სუარესმა ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ დაახასიათა, თუმცა მათ შორის უკეთესი ვერ აარჩია.

„მესი და რონალდუ სრულიად განსხვავებული ტიპის მოთამაშეები არიან. ვერ გეტყვით, რომელია მათ შორის უკეთესი. მესი ლამაზი ტექნიკით გამოირჩევა, ბევრ გოლს იტანს, დაბალი სიმაღლის წყალობით დრიბლინგიც გამოსდის. რონალდუ მანქანას მაგონებს. მასში ძალა და საფეხბურთო ინტელექტი ერთიანდება. ბურთს ყოველთვის იდეალურად არტყამს. ისინი ერთ დონეზე დგანან.

აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ანდრეს ინიესტაც ძალიან მომწონს. ის იმ ფეხბურთელთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებიც სხვებზე სწრაფად ფიქრობენ და წარმოუდგებელ გადაცემებს იძლევიან. ანდრესი აკეთებს იმას, რასაც არ მოელი. მის მსგავსად მოედანს ვერავინ ვერ ხედავს. ეს მისი სათამაშო სტილია, თუმცა ინიესტას ცხოვრების გზაც გამორჩეულია. ის ყოველთვის წყნარია“, – სუარესის სიტყვები Goal.com-მა გამოაქვეყნა.

ბექა დოგრაშვილი

ანჩელოტი:”ბენზემა და რონალდო ფინალში ითამაშებენ”

„კრიშტიანუმ დისკომფორტი იგრძნო და რასაკვირველია, მისი მოედანზე გამოყვანა არ გავრისკეთ.ვფიქრობ, საგანგაშო არაფერია, რამეთუ პორტუგალიელი მზადყოფნაში შეხვდება ჩემპიონთა ლიგის ფინალს.რაც შეეხება ბენზემას, ფრანგი კუნთმა შეაწუხა და მყისვე გავიყვანეთ.ისიც მოახერხებს 24-ში ასპარეზობას.“

„ესპანიოლის წინააღმდეგ ჩემმა ფეხბურთელებმა მშვენივრად ითამაშეს,ახლა ყველა ფინალზე ვფიქრობთ.“

„პეპეს მდგომარეობა უმჯობესდება.აქამდე სატრენაჟორო დარბაზში ირჯებოდა, ხოლო ხვალიდან სრული დატვირტთვით მოედანზე ივარჯიშებს.გვჯერა, რომ არც მას შეექმნება პრობლემა ფინალში ასპარეზობასთან დაკავშირებით.“

„ალონსოს ყველაზე რეალურ შემცვლელად ილიარა მოიაზრება.კიდევ ერთი კვირა მაქვს, რათა საბოლოო გადაწყვეტილება მივიღო.ასიერის თამაშებით კმაყოფილი ვარ.“

„გუნდი კონდიციები მოსაწონია. ახლა მთავარია, ალონსოსა და ხესეს გარდა, ყველა მოთამაშე 100 პროცენტით მზად იყოს ფინალისათვის.“

„ხედირა რთული ტრავმის შემდეგ მწყობრში ჩადგა.ადვილი როდია, ამდენხნიანი უქმობის შემდეგ დაბრუნება.ილიარას უფრო დიდი შანსი აქვს ფინალურ დაპირისპირებაში მოედანზე გამოსვლისა.“

„მარსელომ მოახერხა კონდიციების აკრეფა.მარცხენა ფრთაზე დიდი კონკურენციაა და ჯერჯერობით არვიცი, რომელ ფეხბურთელს ავირჩევ სასტარტო თერთმეტეულისათვის.“

„როდესაც წინ ფინალი გაქვს, რისკზე წასვლა არ შეიძლება.კრიშტიანუ თავს მშვიდად გრძნობს და მოუთმენლად ელოდება მოედანზე დაბრუნებას.“

რონალდუ ჩემპიონთა ლიგის ფინალს გამოტოვებს?

მადრიდის „რეალის“ ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ ესპანეთის პრიმერადივიზიონის 38-ე ტურში „ესპანიოლის“ წინააღმდეგ გამართულ მატჩამდე გახურებისას ტრავმა მიიღო.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელმა ფეხბურთელმა 7 მაისს, „ვალიადოლიდთან“ გამართული მატჩის მიმდინარეობისას მყესი დაიზიანა და შესაცვლელი შეიქნა, თუმცა მალევე მომჯობინდა და პრიმერადივიზიონის უკანასკნელ ტურში სათამაშოდ ემზადებოდა. გახურებისას რონალდუმ თავი შეუძლოდ იგრძნო და მინდორი დატოვა, სასტარტო შემადგენლობაში კი ის ისკომ ჩაანაცვლა.

პრიმერადივიზიონის ბოლო ტურის მატჩის გამოტოვებით პორტუგალიელმა „ოქროს ბუცის“ ერთპიროვნულად დაუფლების შანსიც დაკარგა, ვინაიდან, მის მსგავსად, 31 გოლი „ლივერპულის“ თავდამსხმელ ლუის სუარესს აქვს გატანილი. ახლა ეს საპატიო ჯილდო ამ ორ ფეხბურთელს შორის განაწილდება.

გარდა ამისა, რონალდუს თამაში ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩშიც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. რაც შეეხება მსოფლიოს ჩემპიონატს, წესით და რიგით, პორტუგალიის ნაკრების კაპიტანმა მუნდიალამდე მომჯობინება უნდა მოასწროს.

ბექა დოგრაშვილი

რონალდუმ მსოფლიოს ჩემპიონატის ფავორიტები დაასახელა

პორტუგალიის ნაკრების ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ მოახლოებული მსოფლიოს ჩემპიონატის შესახებ საკუთარი აზრი დააფიქსირა.

„მსოფლიოს ჩემპიონატზე ბევრი ნაკრებია, რომელთაგანაც შეიძლება ველოდოთ გამარჯვებას: საფრანგეთი, იტალია, გერმანია, არგენტინა. თუმცა, მე ტურნირის ფავორიტად ბრაზილიისა და ესპანეთის ნაკრებებს ვთვლი. ბრაზილიის მოედნებზე მსოფლიოს ჩემპიონატის თამაში უდიდესი გამოცდილებაა. იმედი მაქვს, ნაკრებთან ერთად მაქსიმალურად შორეულ ეტაპზე გავალ. შეგვიძლია თუ არა ფინალში გასვლა? მატჩიდან მატჩამდე ვითამაშებთ, ფეხბურთში ყველაფერი შესაძლებელია“, – რონალდუს სიტყვები „ტუტომერკატომ“ გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიას G ჯგუფში მეტოქეებად გერმანიის, განისა და ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებები ჰყავს.

გეტყვით იმასაც, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე 33 დღე დარჩა.

 

უეფამ კვირის გოლი დაასახელა

თითქოს, მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუს მიჩვეულნი ვყავდით, რომ ნებისმიერი გემოვნების გოლს იტანდა, თუმცა პორტუგალიელი ფეხბურთელი უბრალო მოკვდავების გაოცება განაგრძობს. „რეალის“ თავდამსხმელმა „ვალენსიასთან“ გამართული მატჩის უკანასკნელ წუთებზე მორიგი საოცარი სილამაზის გოლი შემოგვთავაზა და საკუთარი გუნდი საშინაო მარცხისგან იხსნა (2:2).

სწორედ რონალდუს მიერ ქუსლით გატანილი შედევრი დაასახელა უეფამ კვირის გოლად.

რუმენიგე: „იმედი მაქვს, რონალდუ ჩვენს წინააღმდეგ ითამაშებს“

მიუნხენის „ბაიერნის“ გენერალური დირექტორი კარლ-ჰაინც რუმენიგე იმედს გამოთქვამს, რომ მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი კრისტიანუ რონალდუ გამოჯანმრთელებას მოასწრებს და უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე ბავარიული კლუბის წინააღმდეგ თამაშს შეძლებს.

„იმედი მაქვს, კრიშტიანუ რონალდუ ჩვენთან სათამაშოდ მზად იქნება. მომხრე ვარ იმისა, რომ გუნდებმა ერთმანეთის წინააღმდეგ ყოველთვის ოპტიმალური შემადგენლობით ითამაშონ. მიყვარს მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესო ფეხბურთელების თამაშის ცქერა. ფიფას თანახმად, რონალდუ საუკეთესოა.

„რეალის“ არ მეშინია. მადრიდში ჩვენ „შავ მონსტრს“ გვეძახიან. ეს იმას ნიშნავს, რომ პატივს გვცემენ. ასეთივე პატივს ვცემთ ჩვენ მათ“, – რუმენიგეს სიტყვებს Football Espana აქვეყნებს.

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე „რეალსა“ და „ბაიერნს“ შორის პირველი მატჩი „სანტიაგო ბერნაბეუზე“, 23 აპრილს შედგება.

ბექა დოგრაშვილი

„დორტმუნდთან“ კრიშტიანუ რონალდუს თამაში საეჭვოა

ესპანური „ასის“ ცნობით, მადრიდის „რეალის“ თავამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ გუშინდელ საწვრთნელ პროცესში მხოლოდ 20 წუთით ივარჯიშა. შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე დორტმუნდის „ბორუსიასთან“ გამართულ მატჩში (3:0) ფეხი დაიშავა, რის გამო ესპანეთის პრიმერადივიზიონის 32-ე ტურში „სოსიედადთან“ შეხვედრა გამოტოვა. რონალდუს, სავარაუდოდ, „ბორუსიასთან“ გასამართი განმეორებითი მატჩის გამოტოვებაც მოუწევს.

კრიშტიანუ რონალდუს შესახებ „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„რონალდუმ საერთო გუნდთან ერთად ბევრი ივარჯიშა. ის თავს კარგად გრძნობს. თუ ყველაფერი კარგად იქნება, კრიშტიანუ მოედანზე პირველივე წუთებიდანვე იქნება, თუმცა გარისკვა არ მინდა. რონალდუს ყოველ მატჩში სურს თამაში, მაგრამ მისი სათადარიგოთა სკამზე გამწესებაც შემიძლია. ვემხრობი მისგან ასეთი ინიციატივის გამოჩენას. რონალდუ პროფესიონალი ფეხბურთელია. თუ რაიმე პრობლემა აქვს, მე უკითხავად შემიძლია, რომ მას დასვენების საშუალება მივცე“, – ანჩელოტის სიტყვები მადრიდული კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

მატჩი „ბორუსიასა“ და „რეალს“ შორის 8 აპრილს, ჩვენი დროით 22:45 საათზე დაიწყება და მას სლოვენი არბიტრი დამირ სკომინა განსჯის.

ბექა დოგრაშვილი