“სარბიელის” საიუბილეო ნომერი გამოიცა

დღეს, 11-წლიანი პაუზის შემდეგ გაზეთ “სარბიელის” საიუბილეო ნომერი გამოიცა. ზუსტად 30 წლის წინ, 1990 წლის 28 დეკემბერს აღნიშნული გამოცემის პირველი ნომერი დაიბეჭდა. მას შემდეგ წლების განმავლობაში “სარბიელი” მკითხველს უამრავ საინტერესო მასალას აწვდიდა და რაც მთავარია, ეს არ იყო გაზეთის ფურცლებზე სტანდარტული სიტყვებით მშრალი ინფორმაციის გადმოცემა. “სარბიელის” ჟურნალისტებმა სპეციფიკური წერის მანერით შეძლეს ის, რომ გაზეთს საკუთარი სტილი ჩამოუყალიბდა, რისი წყალობითაც მისი გამორჩევა სხვა უამრავ გამოცემას შორის იყო შესაძლებელი. ყველაზე მთავარი კი საქმისადმი პასუხისმგებლობა და ის გულწრფელობა გახლდათ, რომლისთვისაც ამ გაზეთის ავტორებს ყველაზე კრიტიკულ პერიოდებშიც არ უღალატიათ, საქებს აქებდნენ, საკრიტიკებელს აკრიტიკებდნენ. მკითხველმაც მალე შეიყვარა “სარბიელი” და ყოველდღიურობის ნაწილად აქცია.

დღევანდელი საიუბილეო-საკოლექციო ნომერიც ტრადიციულ სტილშია გადაწყვეტილი, ისევ იმ ხალხის მიერაა შედგენილი, ისევ იმ ენით, ისევ ისე საინტერესოდ, ისევ იმ ფასად, განსხვავება კი ისაა, რომ გამოცემა 32-გვერდიანია.

ვულოცავთ “სარბიელს” 30 წლის იუბილეს!

ომი და მშვიდობა იტალიურ ფეხბურთში: ულტრასები და დაძმობილებული გუნდები

ულტრასული დაჯგუფება სპორტული გუნდის მხარდასაჭერად შექმნილ ქომაგთა ორგანიზებულ ჯგუფს ნიშნავს. მას საფუძველი 50-იანი წლების დასაწყისში ჩაეყარა და განვითარების პიკს 80-იან წლებში მიაღწია, როდესაც თითქმის ყველა საფეხბურთო კლუბს ჰყავდა ულტრასდაჯგუფება. ულტრასების ხსენებისას ხშირად ასოცირება ინგლისელ ხულიგნებთან ხდება, თუმცა ეს სტერეოტიპული წარმოდგენაა. მიუხედავად ამისა, ვერ უარვყოფთ იმ ფაქტს, რომ ულტრასდაჯგუფებებს შორის ძალადობა ხშირია, თუმცა ეს მათი არსებობის შედეგი უფრო არის, ვიდრე მიზანი.ულტრასები ძირითადად სტადიონის ქვედა იარუსზე, კარის მახლობელ სექტორებზე თავსდებიან და იქიდან ქომაგობენ თავიანთ გუნდს სხვადასხვა შეძახილებითა თუ სიმღერებით, ხშირად თვალსასეირო პერფორმანსებსაც დგამენ. ულტრასსამყაროში პოლიტიკაც ღრმად არის ფესვგადგმული. დაჯგუფებები ძირითადად მკვეთრად მემარცხენე ან მემარჯვენე მიმართულების პოლიტიკური იდეოლოგიის მატარებლები არიან და ხშირად ეს განსაზღვრავს სხვადასხვა გუნდების ფანკლუბების ერთმანეთთან დაახლოებას. ამასთან, მხოლოდ პოლიტიკა არ არის ორი ულტრასდაჯგუფების ერთმანეთთან დაძმობილების მიზეზი.

“ლაციო” და “ინტერი”
იტალიაში სხვადასხვა კლუბთა ულტრასდაჯგუფებებს შორის მეგობრობის ერთ-ერთი ყველაზე კარგი მაგალითია რომის “ლაციოსა” და მილანის “ინტერის” ფანთა შემთხვევა. “ლაციოს” ულტრასები ცნობილნი არიან თავიანთი მკვეთრად მემარჯვენე შეხედულებებით, მათთვის არც სვასტიკის დემონსტრირებაა უცხო. ამ გარემოების გამო ისინი “ინტერის” ულტრასებს დაუძმობილდნენ. მართალია, “ნერაძურის” ფანდაჯგუფება ასეთივე ექსტრემალური შეხედულებებით ცნობილი არ არის, თუმცა მათ გარკვეული კავშირი აქვს იტალიის სხვადასხვა მემარჯვენე ჯგუფებთან, მათ შორის “შავ გულთან”.

აღნიშნული გუნდების ულტრასები ხშირად კიდებენ ტრიბუნებზე ერთმანეთის მიმართ პატივსაცემ ბანერებს. პოსტერი წარწერით “Da sempre fieri del nostro gemellaggio alla nord di Milano rendiamo omaggio” (“ვამაყობთ და პატივს ვცემთ ჩვენს დაძმობილებას მილანის ჩრდილოეთთან”) ამის ერთ-ერთი მაგალითია.

ამ ორ კლუბს შორის კავშირი კარგად გამოჩნდა 2010 წელს გაჩაღებულ სკუდეტოსთვის ბრძოლაში. გათამაშების დასრულებამდე ორი ტურით ადრე “ლაციო” “ინტერს” მასპინძლობდა, რომელსაც საჩემპიონო რბოლაში მხოლოდ გამარჯვება აძლევდა ხელს. ტიტულისთვის ბრძოლაში მილანელთა უშუალო კონკურენტი “ლაციოს” თანაქალაქელი და პრინციპული მეტოქე “რომა” იყო, რომელიც ლიდერ “ინტერს” მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩებოდა. ის შეხვედრა “ლაციომ” თითქმის უბრძოლველად, ანგარიშით 0:2 დათმო და ორ კვირაში “ინტერმა” ისტორიაში მე-18 სკუდეტოს მოგება იზეიმა.

“მილანი” და “ბრეშა”
იტალიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი ძმობა “მილანსა” და “ბრეშას” აკავშირებთ. მათი დამეგობრება პოლიტიკურმა შეხედულებებმა განაპირობა და მიუხედავად იმისა, რომ “მილანის” ულტრასდაჯგუფებაში იდეოლოგია შეიცვალა, ამ კლუბების ფანებს შორის ძმობა გრძელდება. ისინი ხშირად სტუმრობენ ერთმანეთის სტადიონებს დაძმობილებული გუნდის გასამხნევებლად. აღსანიშნავია, რომ “ბრეშასთან” დამეგობრებამ “მილანს” ურთიერთობა გაუფუჭა ბერგამოს “ატალანტასთან”.

“ატალანტა” და “ტერნანა”
თავის მხრივ, “ატალანტას” ულტრასდაჯგუფება ნაკლებად ცნობილია. პოლიტიკური იდეოლოგიის თვალსაზრისით ისინი მემარცხენეები არიან და ეს გახდა მათი საფეხბურთო კლუბ “ტერნანას” ფანებთან დაძმობილების მიზეზი. ასე რომ, თუ “ატალანტას” ქომაგთა შორის “ტერნანას” წითელ-მწვანე ფორმასაც მოკრავთ თვალს, არ გაგიკვირდეთ.

“ფიორენტინა” და “ვერონა”
განსხვავებული პოლიტიკური იდეოლოგია არ არის ფანკლუბების დაძმობილებისთვის ხელის შემშლელი ფაქტორი, თუმცა ასეთი შემთხვევები იშვიათია. “ფიორენტინას” ულტრასები მემარცხენეები არიან, ხოლო “ვერონასი” – მემარჯვენეები. ამ განსხვავების მიუხედავად, მათ ერთმანეთთან საკმაოდ მყარი ურთიერთობა აკავშირებთ.

“ფიორენტინა” და “ტორინო”
ორი სხვადასხვა კლუბის ულტრასები შესაძლოა, საერთო მოძულე გუნდმა გააერთიანოს. მაგალითად, “ტორინოსა” და “ფიორენტინას” ფანები ერთმანეთთან “იუვენტუსის” სიძულვილმა დაამეგობრა. ამ გუნდების ულტრასები სტადიონზე ერთმანეთს თბილი შინაარსის ბანერებით ესალმებიან: “Il popolo Fiorentino saluta la vera Torino” (“ფლორენციელი ხალხი მიესალმება ნამდვილ ტურინს”).

მარტოხელა “იუვენტუსი”
“იუვენტუსი” იტალიაში გარკვეულწილად მარტოხელა კლუბია. “ბებერი სინიორას” ულტრასებს სხვა გუნდის ფანებთან ალიანსი არ შეუქმნიათ და ამას მრავალი მიზეზი აქვს, რომელთაგან ორია გამოსაყოფი: “იუვენტუსი” იტალიის მასშტაბით ყველაზე წარმატებული გუნდია და ეს სხვა გუნდის ფანებისთვის დამაბრკოლებელი ფაქტორია, ხოლო მეორე მიზეზად “კალჩოპოლის” სკანდალი უნდა მივიჩნიოთ. მართალია, “იუვენტუსმა” ძველი დიდება მალევე დაიბრუნა, თუმცა ტიტულების მოგებაზე რთული გატეხილი სახელის აღდგენა აღმოჩნდა. “იუვეს” ულტრასები მეგობრებს იტალიის გარეთ ეძებენ და ყველაზე მყარი კავშირი ნიდერლანდურ “დენ ჰააგის” ფანებთან აქვთ.

“პარმა” და “სამპდორია”
იტალიურ ფეხბურთში ერთმანეთთან დაძმობილების შედარებით ნაკლებად ცნობილი შემთხვევებია “პარმასა” და “სამპდორიას” ფანებისა და “ნაპოლისა” და “ჯენოას” ულტრასების მეგობრობა. “პარმასა” და “სამპდორიას” ფანების ძმობა ოც წელზე მეტს ითვლის. 2009 წლის კოპა იტალიის ფინალურ მატჩში გენუელთა საქომაგოდ “პარმას” ფანები რომში საგანგებოდ ჩავიდნენ კიდეც.

“ნაპოლი” და “ჯენოა”
“ნაპოლისა” და “ჯენოას” დამეგობრებას საფუძველი 1982 წელს ჩაეყარა. იმ სეზონის ბოლო ტურში გენუელებს სერია A-ში დასარჩენად კინკილა ქულა ჰყოფნიდათ, თუმცა “სან პაოლოზე” 0:1 მარცხდებოდნენ. საბოლოო ჯამში, ის შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა, “ჯენოამ” გადასარჩენად საჭირო ქულა მოიპოვა და სერია B-ში მის ნაცვლად “მილანი” დაქვეითდა. ამ ისტორიულმა მოვლენამ “ჯენოას” ულტრასების “ნაპოლის” ფანებთან დამეგობრება განაპირობა.

დარღვეული ძმობა
ყოფილა შემთხვევებიც, როდესაც ძლიერი და ერთი შეხედვით დაუშლელი ძმობა დარღვეულა. “ინტერისა” და “ვერონას” ულტრასთა მეგობრობა 80-იან წლებში დაიწყო და 2001 წლამდე გაგრძელდა. შემდეგ “ვერონას” ულტრასდაჯგუფების სათავეში ახალი ხალხი მოვიდა და “ინტერთან” “მეგობრობის ხელშეკრულებაც” გაუქმდა.

სხვადასხვა კლუბების ულტრასების ერთმანეთთან დამეგობრების შემთხვევები იტალიურ ფეხბურთს ლამაზ, რომანტიკულ ელფერს სძენს და ეს ისტორიები დასტურია იმისა, რომ ულტრასკონცეფცია უფრო მეტია, ვიდრე ხულიგნებთან ასოცირებული სტერეოტიპული შეხედულება.

უილშირი “სამპდორიაში”: “არსენალმა” 6.2-მილიონიანი შეთავაზება დაბლოკა, “მეთოფეებს” მეტი სურთ!

ჯეკ უილშირმა გასული სეზონი არენდის სახით “უოტფორდში” გაატარა. მიუხედვად ნორმალური სათამაშო დროის რაოდენობისა, 25 წლის ნახევარმცველი მაინც ვერ შევიდა სათანადო ფრომაში. ჯეკი ახლა მშობლიურ კლუბში დაბრუნდა. მას “მეთოფეებთან” კონტრაქტი 2018 წლის ზაფხულში ეწურება.

ვენგერმა განაცხადა, რომ, დიდი ალბათობით, უილშირი გუნდში დარჩება. თუმცა, ბრიტანელით დანტერესებული კლუბები მაინც აქტიურობენ. ერთ-ერთი ასეთი სერია ა-ს ბინადარი “სამდორიაა”. კლუბის მთავარ მწვრთნელს, მარკო ჯამპაოლოს ძალიან სურს ჯეკის შეძენა. იტალიური პრესის ცნობით, “სამპდორიას” ხელმძღვანელობამ, სწორედ ნახსენები სპეციალისტის თხოვნით 6.2 მილიონი ფუნტი შესთავაზა “მეთოფეებს.” ინგლისელებმა ეს წინადადება დაბლოკეს და 8.8 მილიონი ფუნტი მოითხოვეს.

საინტერესოა, რა პასუხი ექნებათ ამაზე იტალიაში. თუმცა, როგორც იუწყებიან, “სამპდორია” აპირებს, რომ უილშირის შესაძენად მაქსიმალურად გამოიყენოს ის თანხა, რომელსაც იგი საკუთარი თავდამსხმელის, პატრიკ შიკის სანაცვლოდ ტურინის “იუვენტუსისგან” უახლოეს მომავალში მიიღებს. ჩეხი ფორვარდის საბაზრო ღირებულება კი ამ მომენტში ზუსტად 15 მილიონი ევროა, რაც სრულიად საკმარისა “არსენალის” “მოსათაფლად”.

ჯეკ უილშერი შესაძლოა, იტალიის სერია A-ში ვიხილოთ

Sky Sport Italia-ს ჟურნალისტის, ჯანლუკა დი მარციოს მიერ გავრცელებულ ცნობებს თუ ვაუჯერებთ, “სამპდორიას” ხელმძღვანელები ჯეკ უილშერის ტრანსფერზე მუშაობენ.

როგორც ცნობილი ხდება, იტალიელებმა უკვე წამოიწყეს მოლაპარაკებები ლონდონის “არსენალის” ხელმძღვანელებთან და მათ ტრანსფერის ფასიც დაუსახელეს – საუბარია 10 მილიონ ევროზე.

შეგახსენებთ, რომ გასული სეზონი უილშერმა ინგლისური “ბორნმუთის” რიგებში გაატარა, სადაც ერთი წლით იყო განათხოვრებული.

დი მარციოს ცნობით, ოფიციალურ განცხადებას უახლოეს საათებში უნდა ველოდოთ.

“სევილია” “სამპდორიას” თავდამსხმელის ტრანსფერში 22 მილიონს იხდის

“სამპდორიას” თავდამსხმელმა, ლუის მურიელმა შესაძლოა, კარიერა ესპანურ “სევილიაში” გაავრცელოს. ამ ინფორმაციას Sky Italia-ს რედაქცია ადასტურებს.

წყაროს ცნობით, “სევილია” მზადაა “ვალენსიასა” და “ლაციოს” სამიზნეში 22 მილიონი ევრო გადაიხადოს, რასაც შესაძლოა, 6 მილიონიც დაემატოს ბონუსების სახით.

გეტყვით იმასაც, რომ კოლუმბიელი ფეხბურთელსა და იტალიურ კლუბს შორის არსებულ კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად სწორედ 22 მილიონია მითითებული, ასე რომ, ყველაფერი ფეხბურთელზეა დამოკიდებული.

მურიელმა სერია ა-ს 31 მატჩში 11 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემაც ჩაიწერა აქტივში.

გამპერის თასზე “ბარსას” მოწინააღმდეგე იტალიური კლუბი იქნება

უკვე ცნობილია, თუ ვის დაუპირისპირდება კატალონიური “ბარსელონა” ჟოან გამპერის თასზე. ეს გუნდი იტალიური “სამპდორიაა”.

აღნიშნული მატჩი 10 აგვისტოს, “კამპ ნოუზე” გაიმართება. ეს იქნება 2016/17 წლების სეზონის პირველი საშინაო მატჩი “ბლაუგრანასათვის”.

ეს ორი გუნდი ერთმანეთს 25 წლის წინაც შეხვდა. მაშინ მატჩი ჩემპიონთა თასის ფინალური მატჩის ეგიდით იმართებოდა და სწორედ ამ მატჩში მოახერხა “ბარსელონამ” პირველად ამ ტურნირის მოგება.

რაც შეეხება ჟოან გამპერის თასს – ეს არის ამხანაგური ტურნირი, რომელსაც კატალონიური კლუბი უწევს ორგანიზებას.

1996 წლამდე ტურნირი განსხვავებული ფორმატით ტარდებოდა – იყო მეოთხედფინალები, ნახევარფინალები და ფინალი. 1997 წლიდან კი ტურნირის გამარჯვებულის ვინაობას მხოლოდ ერთი მატჩი წყვეტს.

„სამპდორიას“ ჯუზეპე როსის დამატება სურს

„სამპდორიას“ პრეზიდენტის მასიმო ფერეროს თქმით, მისი კლუბი „ფიორენტინას“ თავდამსხმელის ჯუზეპე როსის დამატებით დაინტერესდა. გენუელები იმედოვნებენ, რომ იანვარში „იები“ მათ ფასდაკლებაზეც დათანხმდებიან.

„როსი დიდი ნიჭის პატრონია, ის ნამდვილი ჩემპიონია. თუ „ფიორენტინა“ მისთვის ხელფასის გადასახდელად მზად იქნება, მას გენუაში სიამოვნებით ვიხილავ. პირველ რიგში, მონტელას გავესაუბრები და თუ ის თანახმა იქნება, რატომ არა? რა თქმა უნდა, ამ ფეხბურთელის სრული სატრანსფერო ფასის გადახდა არ შეგვიძლია“, – ციტირებს ფერეროს „Firenzeviola“.

მიმდინარე სეზონში როსიმ სერია ა-ში ცხრაჯერ ითამაშა და ორი გოლი გაიტანა.

მონტელა: „მილანის“ დამარცხება შეგვიძლია“

„სამპდორიას“ მთავარმა მწვრთბელმა ვინჩენცო მონტელამ „მილანთან“ დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრა.

„მილანს“ ახლა კრიზისი არ აქვს, მაგრამ მე მხოლოდ ჩემი გუნდი მაინტერესებს. თუ „როსონერის“ დამარცხება შეგვიძლია, ეს უახლოეს მატჩში რატომ არ გაგვეკეთებინა?

ახლა მხოლოდ ამ შეხვედრაზე ვფიქრობთ. „სამპდორია“ გასვლებზე ცუდად თამაშობს, მაგრამ დროა ამას ბოლო მოეღოს“, – განაცხადა მონტელამ.

„ფიორენტინა“ პირველ ადგილზე დაბრუნდა

იტალიის სერია ა-ს მე-12 ტური გენუაში დასრულდა, სადაც „ლუიჯი ფერარისზე“ „სამპდორიამ“ „ფიორენტინა“ მიიღო და ანგარიშით 0:2 დამარცხდა.

მე-10 წუთზე ანგარიში იოსიპ ილიჩჩა გახსნა, რომელმაც პენალტი გაიტანა. უპირატესობა სტუმრებმა 58-ე წუთზე კალინიჩის გოლით გაზარდეს.

ამ გამაჯრვებით „ფიორენტინამ“ 27 ქულა დააგროვა და ახლა „ინტერთან“ ერთად კვლავ პირველ ადგილს იყოფს. რაც შეეხება „სამპდორიას“, გენუელთა აქტივში 16 ქულაა და ისინი მე-10 პოზიციაზე იმყოფებიან.

„სამპდორია“ – „ფიორენტინა“ 0:2
გოლები: ილიჩიჩი 10′ (პენ.), კალინიჩი 58′ (0:2)

გაფრთხილებები: ჟუკანოვიჩი 9′, სორიანო 20′ ედერი 83′ – ბადელი 3′, ვესინო ფალერო 6′, გონსალო როდრიგესი 12′

“სამპდორია” — “ბოლონია” გადაიდო

იტალიის ჩემპიონატის მე-3 ტურში “სამპდორიასა” და “ბოლონიას” შორის გასამართი მატჩი უამინდობის გამო გადაიდო.

შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 17:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა გენუაში ძლიერი წვიმა და ქარია. შესაბამისად, მატჩის ჩატარება ვერ ხერხდება. შეხვედრა შესაძლოა, ხვალ გაიმართოს.

 

„სამპდორიამ“ კასანო ოფიციალურად დაადასტურა

როგორც გუშინ მოგახსენეთ, იტალიის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი ანტონიო კასანო გენუის „სამპდორიაში“ გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო. დღეს კი გენუურმა კლუბმა კლუბმა ანტონიოს დამატება ოფიციალურა დაადასტურა.

როგორც „სამპდორიას“ ოფიციალური საიტი წერს, მხარეებმა ორწლიანი ხელშეკრულება გააფორმეს.

ბოლოს ანტონიომ „პარმაში“ ითამაშა, რომლის შემადგენლბოში 2013 წლიდან 2015 წლამდე 53 მატჩი ჩაატარა. იანვარში ფინანსური პრობლემების გამო მხარეებმა კონტრაქტი გაწყვიტეს.

შეგახსენებთ, რომ კასანო „სამპდორიაში“ 2008 წლიდან 2011 წლამდე თამაშობდა.

კასანო „სამპდორიაში“ ბრუნდება

იტალიის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი ანტონიო კასანო, რომელიც ამჟამად თავისუფალი აგენტია, გენუის „სამპდორიაში“ დაბრუნებასთან ახლოსაა.

ამ მომენტისთვის მოთამაშე გენუურ კლუბში სამედიცინო შემოწმებას გადის და კონტრაქტს უახლოეს დროში გააფორმებს.

ბოლოს ანტონიომ „პარმაში“ ითამაშა, რომლის შემადგენლბოში 2013 წლიდან 2015 წლამდე 53 მატჩი ჩაატარა. იანვარში ფინანსური პრობლემების გამო მხარეებმა კონტრაქტი გაწყვიტეს.

შეგახსენებთ, რომ კასანო „სამპდორიაში“ 2008 წლიდან 2011 წლამდე თამაშობდა.