მიმდინარე სეზონის ბოლოს კრიშტიანუ რონალდუმ შესაძლოა, ტურინის “იუვენტუსი” დატოვოს. ამ ინფორმაციას სოციალური ქსელის მეშვეობით იტალიელი ჟურნალისტი პიეტრო ბალცანო ავრცელებს.
“ჯერჯერობით ეს მხოლოდ ჭორების რიგს უნდა მივაკუთვნოთ, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია რამდენიმე სხვადასხვა წყაროსგან მივიღე, ამიტომაც ამაზე ყურადღების გამახვილება საჭიროდ მივიჩნიე. სეზონის ბოლოს რონალდუსა და იუვეს გზები შეიძლება გაიყაროს”, – დაწერა საკუთარ მიკრობლოგზე ბალცანომ.
კრიშტიანუ რონალდუმ მიმდინარე სეზონში ყველა საკლუბო ტურნირზე ერთად 32 მატჩი ჩაატარა, 25 გოლი გაიტანა და ოთხი შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
ტურინის “იუვენტუსსა” და 35 წლის პორტუგალიელ ფეხბურთელს შორის გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებას ვადა 2022 წლის 30 ივნისის ჩათვლით აქვს.