როგორც მოგეხსენებათ, “პარი სენ-ჟერმენმა” მილანის “ინტერისგან” 58 მილიონ ევროდ მაურო იკარდის კონტრაქტი გამოისყიდა. აღნიშნულ ტრანსფერზე კომენატრი გააკეთა ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა, 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა ჯუზეპე ბერგომიმ.
“ინტერმა” იკარდისთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ კიდევ გასულ წელს მიიღო. განვითარებული სიტუაციიდან გამომდინარე, ვფიქრობ, “პარი სენ-ჟერმენმა” ყველა დაინტერესებული მხარისთვის საუკეთესო გადაწყვეტილება მიიღო. იკარდი გადავიდა კლუბში, რომელსაც “ინტერის” პრესტიჟი არ გააჩნია, თუმცა მოგებული აქვს საფრანგეთის ჩემპიონატი და თეორიულად ჩემპიონთა ლიგის მოგებაც შეუძლია.
რომელუ ლუკაკუმ იკარდის შესაცვლელად ფანტასტიური სამუშაო გასწია. ასე რომ, ყველა კმაყოფილია”, – ციტირებს ბერგომის სიტყვებს “სქაი სპორტ იტალია”.