მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ იტალიის სერია A-ს VI ტურის ცენტრალური მატჩის შესახებ ისაუბრა, რომელიც ტურინის “იუვენტუსსა” და “რომას” შორის გაიმართება. გარდა ამისა, იტალიელმა სპეციალისტმა სკუდეტოს მოპოვების მთავარი პრეტენდენტიც დაასახელა.
“რთული სათქმელია, რა შედეგით დასრულდება მატჩი, თუმცა ვიმედოვნებ, კარგი თამაში გამოვა და საზღვრებს გარეთ იტალური ფეხბურთის იმიჯს გამოასწორებს. რომელი გუნდი მოიგებს სკუდეტოს? თავს უფლებას მივცემ და ვიტყვი, რომ ჩემპიონი “რომა” გახდება”, – განაცხადა ანჩელოტიმ, რომელსაც როგორც “იუვენტუსში”, ასევე “რომაშ” უმუშავია.
მატჩი “იუვენტუსსა” და “რომას” შორის კვირას, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.