სვენ-გორან ერიქსონი: “ფერგიუსონი მოკვლით მემუქრებოდა, თუ რუნის მუნდიალზე წავიყვანდი”

ინგლისის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა სვენ-გორან ერიქსონმა გამოცემა “თაიმსს” საინტერესო ინტერვიუ მისცა, რომლის ერთ-ერთი მონაკვეთი “მანჩესტერ იუნაიტედის” ექსთავკაც ალექს ფერგიუსონთან მომხდარ ინციდენტს დაეთმო.

შვედმა სპეციალისტმა ინტერვიუში 2006 წელს მომხდარი ამბავი გაიხსენა. ამ პერიოდში “წითელი ეშმაკების” აწ უკვე ყოფილმა თავდამსხმელმა უეინ რუნიმ ტრავმა მიიღო და გამოჯანმრთელების პროცესი საკმაოდ გაეწელა. ინგლისელმა ფეხბურთელმა მსოფლიოს ჩემპიონატამდე ტრავმის მოშუშება ვერ მოასწრო, თუმცა უშუალოდ ტურნირის მიმდინარეობისას გამოჯამრთელებისა და თამაშის საშუალება ჰქონდა. ამის მიუხედავად, “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარ მწვრთნელ ალექს ფერგიუსონს მუნდიალზე რუნის გაშვება არ სურდა, რასაც ერიქსონთან დაძაბული სატელეფონო საუბარი მოჰყვა.

შვედი სპეციალისტი იხსენებს:

“ალექსი უცნაური კაცი იყო. ასეთი ჩვევა ჰქონდა: დამირეკავდა დილის შვიდ საათზე ან უფრო ადრე და ყოველგვარი მისალმების გარეშე იწყებდა ყვირილით საუბარს. როდესაც ასეთი გაღიზიანებული იყო ხოლმე, მასთან კომუნიკაცია შეუძლებელი ხდებოდა.

მან ის დილაც ჩხუბით დაიწყო. ყვიროდა, რომ მომკლავდა, თუ რუნის მსოფლიოს ჩემპიონატზე წავიყვანდი.

მე მას ვკითხე: “რა ხდება ალექს, რაშია საქმე?” თუმცა, ის მე არ მისმენდა და განაგრძობდა ყვირილსა და მუქარას. საბოლოო ჯამში, ვუთხარი: “რუნის მსოფლიოს ჩემპიონატზე მაინც წავიყვან. კარგი შვებულება, ჩაო” და ტელეფონი გავუთიშე”.

უეინ რუნიმ 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მართლაც ითამაშა, თუმცა “სამი ლომი” ტურნირს მეოთხედფინალურ ეტაპზე პორტუგალიის ნაკრებთან პენალტების სერიაში მარცხის შემდეგ გამოეთიშა.

ანანიძე: “ბეილი ჩემზე ძლიერია, მაგრამ ჩემზე ხშირად ტრავმიანობს, აღნაგობა არაფერ შუაშია”

საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის “სპარტაკის” ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ რუსული კლუბის ოფიციალური ვებგვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში უარყო მოსაზრება, თითქოს მისი ხშირი ტრავმიანობა ფიზიკურ მონაცემებთან არის დაკავშირებული.

“სპარტაკის” ლიდერობა მსურს, თუმცა მესმის, რომ ეს ან ახლა მოხდება ან არასდროს. ვგრძნობ, რომ შემიძლია ისე ვითამაშო, როგორც ამას ჩემგან გულშემატკივრები მოელიან. სამწუხაროდ, ხშირად ტრავმები მიშლიდა ხელს. ფაქტობრივად ათი წლიდან სამი მკურნალობაში მაქვს გატარებული. ხშირად ვკითხულობ, თითქოს ყველაფერი ჩემი აღნაგობის ბრალია, მაგრამ შეხედეთ მადრიდის “რეალის” ფეხბურთელ გარეტ ბეილს. ის ჩემზე სამჯერ მეტს იწონის და კუნთებიც სამჯერ დიდი აქვს, თუმცა ჩემზე ხშირად ტრავმიანობს. მან “რეალში” ყოფნის ექვსი წლიდან მხოლოდ წელიწადნახევარი ითამაშა.

ალბათ, უფროსების წინააღმდეგ თამაში საკმაოდ ადრეულ ასაკში დავიწყე. გარდა ამისა, თავიდან სატრენაჟორო დარბაზებს ხშირად არ ვსტუმრობდი. ახლა გაცილებით ხშირად ვვარჯიშობ. იმას არ ვამბობ, რომ რობოტის დონემდე უნდა მიხვიდე, როცა ბურთსაც ვეღარ გრძნობ, მაგრამ პროფილაქტიკა აუცილებელია, რათა კუნთები და სახსრები კარგ მდგომარეობაში იყოს.

დეკემბრამდე უნდა ვაჩვენო, რა შემიძლია: გოლების გატანა, საგოლე გადაცემები. თამაშის მიმდინარეობის წაყვანა. მთავარი მწვრთნელისგან ნდობას ვგრძნობ და ეს მეხმარება”, – აღნიშნა ანანიძემ.

“ინტერმა” რაჯა ნაინგოლანი ტრანსფერზე დააყენა

მილანის “ინტერმა” გუნდის ნახევარმცველ რაჯა ნაინგოლანის ტრანსფერზე დაყენება გადაწყვიტა.

მილანურ გუნდში ბელგიელი ფეხბურთელის პირველი სეზონი არაერთმნიშვნელოვანი გამოდგა: ნაინგოლანმა დიდი პერიოდი ლაზარეთში გაატარა, თუმცა ცალკეულ შემთხვევებში ჰქონდა საკმაოდ კარგი თამაშებიც.

“კორიერე დელო სპორტი” წერს, რომ “ნერაძურიმ” ფეხბურთელთან განშორების გადაწყვეტილება მიიღო. წყაროს თანახმად, “ინტერის” ხელმძღვანელობამ ნაინგოლანის აგენტ ალესანდრო ბელტრამის უკვე აცნობა, რომ ფეხბურთელი ტრანსფერზეა დაყენებული.

ბუფონს “ბრეშა” ეპატიჟება

ლეგენდარული იტალიელი მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი პროფესიული კარიერის დასრულებას ჯერ არ აპირებს.

“პარი სენ-ჟერმენიდან” წამოსვლის შემდეგ 41 წლის კიპერი, სავარაუდოდ, სამშობლოს მიაშურებს. Football Italia წერს, რომ ბუფონის დამატებით “ბრეშა” არის დაინტერესებული, რომელმაც ვეტერანი მეკარისთვის წინადადება უკვე მოამზადა. შეგახსენებთ, რომ “ბრეშამ” იტალიის სერია B მოიგო და დამდეგ წელს სერია A-ში იასპარეზებს.

როგორც მოგეხსენებათ, ჯანლუიჯი ბუფონმა გასული სეზონი “პარი სენ-ჟერმენში” გაატარა, რომლის რიგებშიც ყველა ტურნირზე ერთად 25 მატჩი ჩაატარა და ამდენივე გოლი გაუშვა. იტალიელი კიპერი პარიზული კლუბის გარდა კარიერის განმავლობაში ტურინის “იუვენტუსისა” და “პარმას” ღირსებას იცავდა.

ბუფონი: “მე, ბონუჩი და კიელინი შევთანხმდით – მბაპე რაღაც არაადამიანურია”

“პარი სენ-ჟერმენის” ახალწვეული ჯანლუიჯი ბუფონი აღიარებს, რომ ბოლო სამი წელია, რაც ფრანგული გრანდის გარშემო არსებულ სიტუაციას აკვირდება. იტალიელმა თავის თანაგუნდელ კილიან მბაპეს “არაადამიანური” ძალების ქონაშიც დასდო ბრალი.

“ბოლო სამი წელია, რაც “პარი სენ-ჟერმენს” ვაკვირდები. ამ კლუბზე მარკო ვერატისა და სალვატორ სირიგუსთანაც ვსაუბრობდი. ძალიან მიკვირს, რატომ ვერ შეძლო ასეთმა ძლიერმა კლუბმა ჩემპიონთა ლიგის მოგება.

რა თქმა უნდა, ყველაფერს დრო სჭირდება. მაგრამ ასეთი გუნდითა და ძლიერი მწვრთნელით ეს დრო მაქსიმალურად უნდა შემცირდეს.

კილიან მბაპეზე საუბრისას მე, ბონუჩი და კიელინი შევთანხმდით, რომ ის რაღაც არაადამიანურია. ასე თუ გააგრძელებს, მას შეუძლია, ისეთივე დიდებული გახდეს, როგორებიც პელე, მარადონა, რონალდუ და მესი არიან,” – აცხადებს ლეგენდარული იტალიელი მეკარე.

ბუფონის რეაქცია, როცა მას რონალდუს შესახებ შეკითხვა დაუსვეს

ჯანლუიჯი ბუფონმა, რომელიც ახალხან გადაბარგდა “პარი სენ-ჟერმენის” შემადგენლობაში, კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერზე საუბარს თავი აარიდა. როგორც იცით, ჯიჯიმ “პსჟ” რონალდუს ტრანსფერამდე აირჩია.

“არსენალთან” გამართული ამხანაგური მატჩის შემდეგ, ჯიჯიმ რონალდუს შესახებ დასმულ კითხვას ასე უპასუხა:”ახლა “იუვენტუსი” მხოლოდ ისე მაინტერესებს, როგორც ერთ-ერთ მაყურებელს.

“იუვე” დიდებული კლუბია, ისევე როგორც “პარი სენ-ჟერმენი” და ვფიქრობ, ორივე მათგანი საუკეთესოს აკეთებს უფრო ძლიერი რომ გახდეს, ადრეც ასე იყო და მომავალშიც ასე იქნება,” – განაცხადა ლეგენდარულმა იტალიელმა მეკარემ.

“იუვენტუსმა” კოშტას გაფორმების შემდეგ, მეორე ტრანსფერი განახორციელა

“ჯენოას” უკვე ყოფილი ფეხბურთელი, მატია პერინი “იუვენტუსში” ითამაშებს. 25 წლის მეკარე დღეს ჩავიდა ტურინში, სასტუმროში დაბინავდა და ხვალ კონტრაქტს ხელს მოაწერს. ჯერჯერობით, უცნობია, რა თანხა დაუჯდა იტალიელი “ბებერ ქალბატონს”.

პერინი ჯენოას აღზრდილია. ის 2010 წლიდან თამაშობს მთავარ გუნდში, თუმცა 2011-2013 წლებში თითო-თითო სეზონი “პადოვასა” და “პესკარაში” გაატარა. მან წინა სეზონში სერია ა-ს 38 მატჩიდან 37 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

შეგახსენებთ, რომ მეკარის ტრანსფერი დაკავშირებულია ჯანლუიჯი ბუფონის “იუვედან” წასვლასთან. როგორც გუნდის ხელმძღვანელობამ განაცხადა, მომავალ სეზონში მთავარი კარის დარაჯი ვოიცეხ შჩესნი იქნება. პერინი კი მისი შემცვევლის როლს შეასრულებს.

 

უეფა ბუფონის დასჯას აპირებს

უეფა ჯანლუიჯი ბუფონის დასჯას აპირებს. საქმე იტალიელი მეკარის მიერ მადრიდის “რეალთან” ჩადენილ საქციელს ეხება.

როგორც იცით, ზემოთ აღნიშნული მატჩის ბოლო წუთებზე შეხვედრის მთავარმა არბიტრმა იტალიელი მეკარის კარის მიმართულებით თერთმეტმეტრიანი დანიშნა, რამაც ჯიჯის აღშფოთება გამოიწვია. ოლივერმა კი მას წითელი ბარათი უჩვენა.

მოედანზე ყოფნისას მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის შემდეგ, ჯიჯიმ ოლივერს საჯაროდ მიმართა და თქვა, რომ მას გულის მაგივრად ნაგვის ყუთი აქვს. ამ ყველაფრის გამო უეფამ ოლივერსა და მის ოჯახს პოლიციის დახმარებაც კი შესთავაზა, რადგანაც მას სოციალური მედიის მეშვეობით არაერთი ფანი ემუქრებოდა.

უეფა ბუფონის საკითხს 31 მაისს განიხილავს.

პირლო: იყო თუ არა პენალტი?

ფეხბურთის იტალიური სკოლის გენიალური წარმომადგენელი, ანდრეა პირლო, მადრიდის “რეალსა” და ტურინის “იუვენტუსს” შორის გამართული მატჩის (1-3 “სანტიაგო ბერნაბეუზე”) ერთ-ერთ გადამწყვეტ და ყველაზე სადავო ეპიზოდზე აფიქსირებს საკუთარ აზრს.

როგორც იცით, საქმე ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის მატჩს ეხება, რომლის პირველი რაუნდი “ბლანკოსის” ბრწყინვალე გამარჯვებით დასრულა (0-3). გუშინ კი ძალიან ახლოს ვიყავით დამატებით ტაიმებთან, რომ არა ჯიჯის კარისაკენ დანიშნული თერთმეტმეტრიანი.

“იყო თუ არა პენალტი? შესაძლოა, მაგრამ ბუფონის მესმის. მის ადგილას რომ ვყოფილიყავი, გავგიჟდებოდი.ის აანალიზებდა, რომ ეს მისი ბოლო მატჩი იყო ჩემპიონთა ლიგაზე და ძალიან უნდოდა, რომ მოეგო.

მსაჯს შეეძლო, რომ “რეალისთვის” პენალტი დაენიშნა, ან არა, არჩევანი მას უნდა გაეკეთებინა. ლიგიდან გავარდნა “იუვეზე” ძალიან ცუდად იმოქმედებს,” – აცხადებს პირლო.

ზიდანი: “ჯიჯი ბუფონი ასე წასვლას არ იმსახურებდა”

მადრიდის “რეალმა” ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის საგზური “იუვენტუსთან” ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვების წყალობით მოიპოვა (4-3). არ არის გამორიცხული, რომ ეს ამ ტიტულის ბოლო შანსი იყოს ჯიჯისთვის, რაზეც ყურადღება ზიდანმაც გაამახვილა.

“რა თქმა უნდა, ვფქირობ, რომ ჯანლუიჯი ბუფონი ასე წასვლას არ იმსახურებდა. მაგრამ რას ვიზამთ, ვერ შევცვლით იმას, რაც უკვე მოხდა,” – აცხადებს ფრანგი სპეციალისტი.

ზიდანმა ბუფონის გაძევების მომენტიც გაიხსენა:”ის რაც მატჩის შემდეგ მოხდა, ჯანოლუიჯი ბუფონის ღვაწლზე და სახელზე ვერ იმოქმედებს, ვერაფერს შეცვლის.

ბუფონი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და დიდი იმედი მაქვს, რომ ეს მისი ბოლო სეზონი არ ყოფილა ჩემპიონთა ლიგაზე,” – დაამატა “რეალის” “ჩემპიონმა” დამრიგებელმა.

ჯანლუიჯი ბუფონის პირველი კომენტარი “რეალთან” წაგებული მატჩის შემდეგ

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე, მადრიდის “რეალთან” განცდილი დასანანი მარცხის (0-3) შემდეგ ჯანლუიჯი ბუფონმა პრესასთან პირველი კომენტარი უკვე გააკეთა და აღნიშნა, რომ ის ძალიან იმედგაცრუებულია.

“ვნახეთ, თუ რას წარმოადგენს რონალდუ და რა შეუძლია მას. ის უმაღლეს დონეზე იმყოფება ლეო მესისთან ერთად და ისინი უმაღლეს მწვერვალებს იპყრობენ. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ისინი მარადონასა და პელეს დონეზე იმყოფებიან.

შეცდომები ყველას შეიძლება მოუვიდეს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც უძლიერეს გუნდს ეთამაშები, ჩემპიონს, რომელიც დიდ ზეწოლას ახორციელებს შენზე.

ძალიან იმედგაცრუებული ვარ და ამავდროულად სინანულსაც ვგრძნობ, რადგანაც დიდი ალბათობით, ჩვენთვის ჩემპიონთა ლიგა დასრულებულია. თუმცაღა, როცა ასეთ ძლიერ მეტოქეს ხვდები, უნდა აღიარო, რომ ის უფრო ძლიერია,” – აცხადებს ლეგენდარული იტალიელი მეკარე.

ჯიჯი ბუფონმა მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტები დაასახელა

ტურინის “იუვენტუსისა” და იტალიის საფეხბურთო ნაკრების კარის დარაჯმა, ჯანლუიჯი ბუფონმა, პრესასთან საუბრისას მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის მთავარი ფავორიტები დაასახელა.

ბუფონმა არგენტინის ნაკრებთან წაგებული ამხანაგური მატჩის შემდეგ (2-0) განაცხადა:”არგენტინის ნაკრების წინაშე ქუდი უნდა მოვიხადოთ, მათ ბრწყინვალე პერფრომანსი შემოგვთავაზეს.

იტალიის ნაკრებში რეკონსტრუქციის პროცესი მიმდინარეობს. ჩემპიონთა ლიგაზე ვერ მოვხვდით, რაც ჩვენთვის ნამდვილად მიუღებელი შედეგია. სხვა შემთხვევაში იტალია-არგენტინა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალიც კი შეიძლება ყოფილიყო.

არგენტინის ნაკრებს უდიდესი პოტენციალი აქვს, ისინი ერთ-ერთი მთავარი ფავორიტები იქნებიან მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაზილიის, გერმანიისა და ესპანეთის ნაკრებებთან ერთად,” – აცხადებს ჯიჯი.