“სარბიელის” საიუბილეო ნომერი გამოიცა

დღეს, 11-წლიანი პაუზის შემდეგ გაზეთ “სარბიელის” საიუბილეო ნომერი გამოიცა. ზუსტად 30 წლის წინ, 1990 წლის 28 დეკემბერს აღნიშნული გამოცემის პირველი ნომერი დაიბეჭდა. მას შემდეგ წლების განმავლობაში “სარბიელი” მკითხველს უამრავ საინტერესო მასალას აწვდიდა და რაც მთავარია, ეს არ იყო გაზეთის ფურცლებზე სტანდარტული სიტყვებით მშრალი ინფორმაციის გადმოცემა. “სარბიელის” ჟურნალისტებმა სპეციფიკური წერის მანერით შეძლეს ის, რომ გაზეთს საკუთარი სტილი ჩამოუყალიბდა, რისი წყალობითაც მისი გამორჩევა სხვა უამრავ გამოცემას შორის იყო შესაძლებელი. ყველაზე მთავარი კი საქმისადმი პასუხისმგებლობა და ის გულწრფელობა გახლდათ, რომლისთვისაც ამ გაზეთის ავტორებს ყველაზე კრიტიკულ პერიოდებშიც არ უღალატიათ, საქებს აქებდნენ, საკრიტიკებელს აკრიტიკებდნენ. მკითხველმაც მალე შეიყვარა “სარბიელი” და ყოველდღიურობის ნაწილად აქცია.

დღევანდელი საიუბილეო-საკოლექციო ნომერიც ტრადიციულ სტილშია გადაწყვეტილი, ისევ იმ ხალხის მიერაა შედგენილი, ისევ იმ ენით, ისევ ისე საინტერესოდ, ისევ იმ ფასად, განსხვავება კი ისაა, რომ გამოცემა 32-გვერდიანია.

ვულოცავთ “სარბიელს” 30 წლის იუბილეს!

ომი და მშვიდობა იტალიურ ფეხბურთში: ულტრასები და დაძმობილებული გუნდები

ულტრასული დაჯგუფება სპორტული გუნდის მხარდასაჭერად შექმნილ ქომაგთა ორგანიზებულ ჯგუფს ნიშნავს. მას საფუძველი 50-იანი წლების დასაწყისში ჩაეყარა და განვითარების პიკს 80-იან წლებში მიაღწია, როდესაც თითქმის ყველა საფეხბურთო კლუბს ჰყავდა ულტრასდაჯგუფება. ულტრასების ხსენებისას ხშირად ასოცირება ინგლისელ ხულიგნებთან ხდება, თუმცა ეს სტერეოტიპული წარმოდგენაა. მიუხედავად ამისა, ვერ უარვყოფთ იმ ფაქტს, რომ ულტრასდაჯგუფებებს შორის ძალადობა ხშირია, თუმცა ეს მათი არსებობის შედეგი უფრო არის, ვიდრე მიზანი.ულტრასები ძირითადად სტადიონის ქვედა იარუსზე, კარის მახლობელ სექტორებზე თავსდებიან და იქიდან ქომაგობენ თავიანთ გუნდს სხვადასხვა შეძახილებითა თუ სიმღერებით, ხშირად თვალსასეირო პერფორმანსებსაც დგამენ. ულტრასსამყაროში პოლიტიკაც ღრმად არის ფესვგადგმული. დაჯგუფებები ძირითადად მკვეთრად მემარცხენე ან მემარჯვენე მიმართულების პოლიტიკური იდეოლოგიის მატარებლები არიან და ხშირად ეს განსაზღვრავს სხვადასხვა გუნდების ფანკლუბების ერთმანეთთან დაახლოებას. ამასთან, მხოლოდ პოლიტიკა არ არის ორი ულტრასდაჯგუფების ერთმანეთთან დაძმობილების მიზეზი.

“ლაციო” და “ინტერი”
იტალიაში სხვადასხვა კლუბთა ულტრასდაჯგუფებებს შორის მეგობრობის ერთ-ერთი ყველაზე კარგი მაგალითია რომის “ლაციოსა” და მილანის “ინტერის” ფანთა შემთხვევა. “ლაციოს” ულტრასები ცნობილნი არიან თავიანთი მკვეთრად მემარჯვენე შეხედულებებით, მათთვის არც სვასტიკის დემონსტრირებაა უცხო. ამ გარემოების გამო ისინი “ინტერის” ულტრასებს დაუძმობილდნენ. მართალია, “ნერაძურის” ფანდაჯგუფება ასეთივე ექსტრემალური შეხედულებებით ცნობილი არ არის, თუმცა მათ გარკვეული კავშირი აქვს იტალიის სხვადასხვა მემარჯვენე ჯგუფებთან, მათ შორის “შავ გულთან”.

აღნიშნული გუნდების ულტრასები ხშირად კიდებენ ტრიბუნებზე ერთმანეთის მიმართ პატივსაცემ ბანერებს. პოსტერი წარწერით “Da sempre fieri del nostro gemellaggio alla nord di Milano rendiamo omaggio” (“ვამაყობთ და პატივს ვცემთ ჩვენს დაძმობილებას მილანის ჩრდილოეთთან”) ამის ერთ-ერთი მაგალითია.

ამ ორ კლუბს შორის კავშირი კარგად გამოჩნდა 2010 წელს გაჩაღებულ სკუდეტოსთვის ბრძოლაში. გათამაშების დასრულებამდე ორი ტურით ადრე “ლაციო” “ინტერს” მასპინძლობდა, რომელსაც საჩემპიონო რბოლაში მხოლოდ გამარჯვება აძლევდა ხელს. ტიტულისთვის ბრძოლაში მილანელთა უშუალო კონკურენტი “ლაციოს” თანაქალაქელი და პრინციპული მეტოქე “რომა” იყო, რომელიც ლიდერ “ინტერს” მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩებოდა. ის შეხვედრა “ლაციომ” თითქმის უბრძოლველად, ანგარიშით 0:2 დათმო და ორ კვირაში “ინტერმა” ისტორიაში მე-18 სკუდეტოს მოგება იზეიმა.

“მილანი” და “ბრეშა”
იტალიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი ძმობა “მილანსა” და “ბრეშას” აკავშირებთ. მათი დამეგობრება პოლიტიკურმა შეხედულებებმა განაპირობა და მიუხედავად იმისა, რომ “მილანის” ულტრასდაჯგუფებაში იდეოლოგია შეიცვალა, ამ კლუბების ფანებს შორის ძმობა გრძელდება. ისინი ხშირად სტუმრობენ ერთმანეთის სტადიონებს დაძმობილებული გუნდის გასამხნევებლად. აღსანიშნავია, რომ “ბრეშასთან” დამეგობრებამ “მილანს” ურთიერთობა გაუფუჭა ბერგამოს “ატალანტასთან”.

“ატალანტა” და “ტერნანა”
თავის მხრივ, “ატალანტას” ულტრასდაჯგუფება ნაკლებად ცნობილია. პოლიტიკური იდეოლოგიის თვალსაზრისით ისინი მემარცხენეები არიან და ეს გახდა მათი საფეხბურთო კლუბ “ტერნანას” ფანებთან დაძმობილების მიზეზი. ასე რომ, თუ “ატალანტას” ქომაგთა შორის “ტერნანას” წითელ-მწვანე ფორმასაც მოკრავთ თვალს, არ გაგიკვირდეთ.

“ფიორენტინა” და “ვერონა”
განსხვავებული პოლიტიკური იდეოლოგია არ არის ფანკლუბების დაძმობილებისთვის ხელის შემშლელი ფაქტორი, თუმცა ასეთი შემთხვევები იშვიათია. “ფიორენტინას” ულტრასები მემარცხენეები არიან, ხოლო “ვერონასი” – მემარჯვენეები. ამ განსხვავების მიუხედავად, მათ ერთმანეთთან საკმაოდ მყარი ურთიერთობა აკავშირებთ.

“ფიორენტინა” და “ტორინო”
ორი სხვადასხვა კლუბის ულტრასები შესაძლოა, საერთო მოძულე გუნდმა გააერთიანოს. მაგალითად, “ტორინოსა” და “ფიორენტინას” ფანები ერთმანეთთან “იუვენტუსის” სიძულვილმა დაამეგობრა. ამ გუნდების ულტრასები სტადიონზე ერთმანეთს თბილი შინაარსის ბანერებით ესალმებიან: “Il popolo Fiorentino saluta la vera Torino” (“ფლორენციელი ხალხი მიესალმება ნამდვილ ტურინს”).

მარტოხელა “იუვენტუსი”
“იუვენტუსი” იტალიაში გარკვეულწილად მარტოხელა კლუბია. “ბებერი სინიორას” ულტრასებს სხვა გუნდის ფანებთან ალიანსი არ შეუქმნიათ და ამას მრავალი მიზეზი აქვს, რომელთაგან ორია გამოსაყოფი: “იუვენტუსი” იტალიის მასშტაბით ყველაზე წარმატებული გუნდია და ეს სხვა გუნდის ფანებისთვის დამაბრკოლებელი ფაქტორია, ხოლო მეორე მიზეზად “კალჩოპოლის” სკანდალი უნდა მივიჩნიოთ. მართალია, “იუვენტუსმა” ძველი დიდება მალევე დაიბრუნა, თუმცა ტიტულების მოგებაზე რთული გატეხილი სახელის აღდგენა აღმოჩნდა. “იუვეს” ულტრასები მეგობრებს იტალიის გარეთ ეძებენ და ყველაზე მყარი კავშირი ნიდერლანდურ “დენ ჰააგის” ფანებთან აქვთ.

“პარმა” და “სამპდორია”
იტალიურ ფეხბურთში ერთმანეთთან დაძმობილების შედარებით ნაკლებად ცნობილი შემთხვევებია “პარმასა” და “სამპდორიას” ფანებისა და “ნაპოლისა” და “ჯენოას” ულტრასების მეგობრობა. “პარმასა” და “სამპდორიას” ფანების ძმობა ოც წელზე მეტს ითვლის. 2009 წლის კოპა იტალიის ფინალურ მატჩში გენუელთა საქომაგოდ “პარმას” ფანები რომში საგანგებოდ ჩავიდნენ კიდეც.

“ნაპოლი” და “ჯენოა”
“ნაპოლისა” და “ჯენოას” დამეგობრებას საფუძველი 1982 წელს ჩაეყარა. იმ სეზონის ბოლო ტურში გენუელებს სერია A-ში დასარჩენად კინკილა ქულა ჰყოფნიდათ, თუმცა “სან პაოლოზე” 0:1 მარცხდებოდნენ. საბოლოო ჯამში, ის შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა, “ჯენოამ” გადასარჩენად საჭირო ქულა მოიპოვა და სერია B-ში მის ნაცვლად “მილანი” დაქვეითდა. ამ ისტორიულმა მოვლენამ “ჯენოას” ულტრასების “ნაპოლის” ფანებთან დამეგობრება განაპირობა.

დარღვეული ძმობა
ყოფილა შემთხვევებიც, როდესაც ძლიერი და ერთი შეხედვით დაუშლელი ძმობა დარღვეულა. “ინტერისა” და “ვერონას” ულტრასთა მეგობრობა 80-იან წლებში დაიწყო და 2001 წლამდე გაგრძელდა. შემდეგ “ვერონას” ულტრასდაჯგუფების სათავეში ახალი ხალხი მოვიდა და “ინტერთან” “მეგობრობის ხელშეკრულებაც” გაუქმდა.

სხვადასხვა კლუბების ულტრასების ერთმანეთთან დამეგობრების შემთხვევები იტალიურ ფეხბურთს ლამაზ, რომანტიკულ ელფერს სძენს და ეს ისტორიები დასტურია იმისა, რომ ულტრასკონცეფცია უფრო მეტია, ვიდრე ხულიგნებთან ასოცირებული სტერეოტიპული შეხედულება.

რივალდო: “ბარსელონას” გამო “რეალში” გადასვლაზე უარს არ ვიტყოდი”

“ბარსელონას” ყოფილმა ნახევარმცველმა რივალდომ განაცხადა, რომ თავის დროზე რეალური შემოთავაზების არსებობის შემთხვევაში, კატალონიური გუნდიდან მადრიდის “რეალში” გადასვლაზე უარს არ იტყოდა.

“რონალდოსთან ერთად “რეალში” რომ მეთამაშა, მრისხანე წყვილი ვიქნებოდით. ჩვენ ეს ბრაზილიის ნაკრებში ასპარეზობის პირობებში დავამტკიცეთ. საკლუბო დონეზეც უფრო მეტად რომ შევთამაშებულიყავით, მომაკვდინებელი დუეტი გავხდებოდით. მცველებს ჩვენი შიში ექნებოდათ, მიუხედავად იმისა, რომელი კლუბის წინააღმდეგ ვითამაშებდით.

იმ ზაფხულს (2002 წელი) რონალდო “რეალში” გადავიდა. მადრიდელებს ჩემ მიმართაც ჰქონდათ ინტერესი და დიდებული იქნებოდა, რონალდოსთან ერთად რომ მეთამაშა. “რეალს” “ბარსელონას” გამო უარს არ ვეტყოდი, თუმც კატალონიურ კლუბთან მშვენიერი ურთიერთობა მქონდა და ის სამუდამოდ დარჩება ჩემს საყვარელ ევროპულ გუნდად. იმ დროს უკლუბოდ ვიყავი, ვინაიდან შევთანხმდით, რომ კონტრაქტს არ გავაგრძელებდით. ასე რომ, შემოთავაზებებზე უარს ნამდვილად ვერ ვიტყოდი. როდესაც პროფესიონალი ფეხბურთელი ხარ, ყოველთვის უნდა გაანალიზო დადებითი და უარყოფითი მხარეები. კარგად მესმის, რომ “რეალში” გადასვლის შემთხვევაში, ლუიშ ფიგუს ანალოგიური ისტორია განმეორდებოდა, მაგრამ მადრიდულ კლუბში ჩემი გადასვლა არ შედგა.

სინამდვილეში “რეალში” გადასვლასთან ახლოს არასდროს ვყოფილვარ, ვინაიდან მაშინ ჩემით “მილანი” იყო დაინტერესებული და ჩვენ შორის შეთანხმება სწრაფად მოხდა, მადრიდელებმა კი იტალიელებთან სატრანსფერო ბრძოლაში შესვლაზე უარი თქვეს და მეც ბევრი ფიქრი არ დამჭირვებია”, – რივალდოს კომენტარი “ასმა” გამოაქვეყნა.

რივალდო: “ადრე თუ გვიან, ნეიმარი “რეალში” ითამაშებს”

“ბარსელონასა” და ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა ვარსკვლავმა რივალდომ თანამემამულე ნეიმარზე საუბრისას საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა და მისი გზა მადრიდის “რეალს” დაუკავშირა.

“ამ დროისთვის ნეიმარი სიტყვებს უნდა დავუჯერო, ის “პარი სენ-ჟერმენში” დარჩება. თუმცა იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რასაც ვფლობ და კომენტარების გათვალისწინებით, მჯერა, რომ ადრე თუ გვიან, ის მადრიდის “რეალში” აღმოჩნდება.

მოსალოდნელია, რომ ნეიმარი კიდევ ერთი წლით მაინც დარჩეს საფრანგეთში, მაგრამ ასეთი გიჟური სატრანსფერო ბაზრის ფონზე არავინ იცის, რა შეიძლება მოხდეს მომავალში. ასე რომ, ყველაფერი შესაძლებელია,” – აცხადებს რივალდო.

რივალდო: “იმისათვის, რომ მესი მარადონას გაუთანაბრდეს…”

ბრაზილიური ფეხბურთის ლეგენდამ, რივალდომ, მოახლოებული მსოფლიო ჩემპიონატის წინ არგენტინის ნაკრებსა და ლეო მესიზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მესი მანამ ვერ იქნება მარადონას დონის ლეგენდა არგენტინელებისთვის, სანამ მუნდიალს არ მოიგებს.

“იმ ყველაფრის გამო, რაც ლეო მესიმ კლუბთან და ეროვნულ ნაკრებთან გააკეთა, მესი მსოფლიო ფეხბურთის ნამდვილი ლეგენდაა. შეუძლებელია ამას რამე დაამატო. რა თქმა უნდა, არგენტინის ნაკრებისთვის მთავარი ვარსკვლავი მარადონა იყო, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატი მოაგებინა.

შესაძლოა, ამ მიზეზის გამო, არგენტინელები მარადონას უფრო დიდ ფეხბურთელად მიიჩნევდნენ, ვიდრე ლეო მესის. მიუხედავად იმისა რა აქვს გაკეთებული საკლუბო დონეზე.

ახლა ის ასი პროცენტით მზად არის. “ბარსელონაში” მოგებული ტიტულებით იმ კლუბის ფანები ხარობენ, ახლა არგენტინელები უნდა გაახაროს. მას ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ ჩემპიონი გახდეს,” – აცხადებს რივალდო.

რივალდო “ჩელსი” – “ბარსელონაზე”: “ინგლისურ კლუბებს დიდ პატივს ვცემ, თუმცა…”

დღეს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინაურ ეტაპზე ლონდონის “ჩელსი” კატალონიის “ბარსელონას” მიიღებს. აღნიშნული დაპირისპირების შესახებ ისაუბრა ბრაზილიელმა ლეგენდამ, რივალდომ.

“ვფიქრობ, რთული მატჩი იქნება. მიუხედავად ამისა, “ბარსელონა” ფავორიტია. ინგლისურ კლუბებს ყოველთვის დიდი პატივი უნდა სცე. თუმცა, ამჟამად ვიტყვი, რომ “ბარსა” გაცილებით უკეთესია. სწორედ ისინი შეძლებენ შემდეგ ეტაპზე გასვლას,” – ამბობს რივალდო.

 

რივალდო შეინიღბა და “ბარსელონას” ფანებთან ერთად ფეხბურთი ითამაშა (ვიდეო)

“ბარსელონას” ყოფილმა ფეხბურთელმა რივალდომ გუნდის ფანებს სიურპრიზი მოუწყო. კლუბის საწვრთნელ ბაზაზე მოყვარულთა მატჩი გაიმართა, რივალდო საგანგებოდ შეინიღბა, მათთან ერთად თამაშში ჩაერთო და მოედანზე ნამდვილი შოუ დადგა. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ სწორედ ბრაზილიელი დაასახელეს, რომელმაც ბოლოს ნიღაბი მოიხსნა, გულშემატკივრები კი მას ოვაციით შეეგებნენ.

რივალდო: “ნეიმარი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდება”

ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიის “ბარსელონას” ყოფილმა თავდამსხმელმა, რივალდომ თანამემამულე ნეიმარზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მალე ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდება.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარი “ბარსელონაში” 2013 წელს “სანტოსიდან” გადავიდა. მან კატალონიურ კლუბთან ერთად ლა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მოგება მოახერხა.

“ამ დროისათვის საუკეთესოები ლიონელ მესი და კრიშტიანო რონალდუ არიან, თუმცა, ჩემი აზრით, მალე მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ნეიმარი გახდება”, – უთხრა რივალდომ Mundo Deportivo-ს.

რივალდო: “არ ჩახვიდეთ ბრაზილიაში ოლიმპიადაზე”

ბრაზილიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი რივალდო რიო დე ჟანეიროში წელს გასამართ ოლიმპიურ თამაშებზე დასწრების მსურველებს ბრაზილიაში გამგზავრებისგან თავის შეკავებას ურჩევს. მისი ეს განცხადება რიოში ყაჩაღების მიერ 17 წლის გოგონას მკვლელობას მოჰყვა.

“რიო დე ჟანეიროში ყაჩაღებმა 17 წლის გოგონა მოკლეს. ბრაზილიაში ვითარება სულ უფრო მძიმდება. ვინც ბრაზილიაში ოლიმპიური თამაშების საყურებლად აპირებს ჩამოსვლას, მოვუწოდებ, რომ დარჩნენ თავიანთ ქვეყანაში. აქ თქვენს სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ დააყენებთ. აღარაფერს ვამბობ აქ არსებულ საავადმყოფოებზე, რომლებიც ცუდ მდგომარეობაშია. ქვეყანაში პოლიტიკური არეულობაა. ღმერთმა ქნას, ჩვენს ბრაზილიაში სიტუაცია შეიცვალოს”, – წერს რივალდო სოციალურ ქსელში.

რივალდო: “ახლანდელ ესპანეთის ჩემპიონატში, სეზონში 50 გოლზე მეტს გავიტანდი”

კატალონიის “ბარსელონასა” და “მილანის” ყოფილი თავდამსხმელი რივალდო აცხადებს, რომ ის ამჟამინდელ ესპანეთის ჩემპიონატში, სეზონში 50 გოლზე მეტს გაიტანდა, ხოლო ოქროს ბურთს ორჯერ მოიგებდა.

“დღეს რომ უმაღლეს დონეზე ვთამაშობდე, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ვიქნებოდი, ოქროს ბურთს კი ორჯერ ავიღებდი. თუ ამჟამინდელ ესპანეთის ჩემპიონატზე ვისაუბრებთ, ვიტყვი, რომ იქ სეზონში 50 გოლზე მეტს გავიტანდი.

დღეს ფეხბურთი განსხვავებულია, არა მარტო ბრაზილიაში, არამედ მთელ მსოფლიოში. ადრე, რაც არ უნდა კარგი ფეხბურთელი ყოფილიყავი, წარმოუდგენელი იყო, რომ სეზონში, 38 მატჩში 50 გოლი გაგეტანა, ამას კი დღეს ლიონელ მესი და კრიშტიანო რონალდუ ახერხებენ”, – უთხრა 43 წლის ბრაზილიელმა EPTV-ს.

შეგახსენებთ, რომ რივალდომ ოქროს ბურთის მოგება 1999 წელს მოახერხა, მაშინ ის “ბარსელონას” ღირსებას იცავდა.

რივალდო მოედანს უბრუნდება

ბრაზილიური ფეხბურთის ლეგენდა რივალდო, რომელიც ამჟამად “მოჟი მირიმას” პრეზიდენტია, ფეხბურთში დაბრუნებას აპირებს. ინფორმაცია რივალდომ სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა.

“გადავწყვიტე, რომ გუნდს შევუერთდე. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მოედანზე მხოლოდ იმის გამო გავალ, რომ კლუბის პრეზიდენტი ვარ. უკვე 15 თვეა, რაც პროფესიონალურ დონეზე აღარ ვთამაშობ. რაც მთავარია, მუხლი აღრ მაწუხებს. ყველაფერი ვარჯიშებზე გამოჩნდება” – განაცხადა 43 წლის ბრაზილიელმა.

არველაძე და იბრაჰიმოვიჩი და კიდევ 10 ვარსკვლავური წყვილი, რომლებიც ერთად თამაშობდნენ

ფეხბურთის ისტორიის განმავლობაში, ყოფილა შემთხვევები, როცა გამორჩეულ ფეხბურთელებს ერთ გუნდში ცოტა ხნით უთამაშიათ, ამიტომ ბევრს არ ახსოვს, რომ ისინი ოდესღაც ერთი გუნდის ღირსებას იცავდნენ.

დიეგო სიმეონე – ანდრეა პირლო (“ინტერი”, 1998-99)

1

რივალდო – იაია ტურე (“ოლიმპიაკოსი”, 2005-06)

2

მარიო ჟარდელი – კრიშტიანო რონალდუ (“სპორტინგი”, 2002-03)

3

რონალდინიო – მიკელ არტეტა (“პარი სენ-ჟერმენი”, 2001-02)

4

ზლატან იბრაჰიმოვიჩი – იარი ლიტმანენი (“აიაქსი”, 2002-04)

VI-Images Archive

ფრენკ ლამპარდი – დავორ შუკერი (“ვესტ ჰემი”, 2000-01)

6

ანტონიო კასანო – ხოსეპ გვარდიოლა (“რომა”, 2002-03)

7

ჩავი – დემეტრიო ალბერტინი (“ბარსელონა”, 2005)

8

რადამელ ფალკაო – ალექსის სანჩესი (“რივერ პლეიტი”, 2007-08)

9

დანი – პეპე (“მარიტიმო”, 2003-2004)

12

ზლატან იბრაჰიმოვიჩი – შოთა არველაძე (“აიაქსი”, 2001 წელი)

cats