ოთხ მარტს სტარტს აიღებს საქართველოს რიგით XXIV ჩემპიონატი.
Fanebi.Com-ი ეროვნული ლიგის I ტურის პრევიუს გთავაზობთ.
სამტრედიის “სამტრედია” – ქობულეთის “შუქურა”
დასაწყისი: 4 მარტი, 14:00
აღნიშნული შეხვედრა სამტრედიაში, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება. სწორედ საქართველოს მოქმედი ჩემპიონისა და “შუქურას” დაპირისპირება გახსნის ეროვნულ ლიგას. “სამტრედია” ზამთარში რამდენიმე ლიდერმა დატოვა. სწორედ ამის შემდეგ გაემგზავრა გუნდი თურქეთში და იქ გამართა 4 ამხანაგური შეხვედრა, საიდანაც ორში გამარჯვება მოიპოვა, ორში კი დამარცხდა. 2017 წლის პირველი ოფიციალური მატჩი იმერლებმა ქუთაისის “ტორპედოსთან” სუპერ თასის ეგიდით გამართეს და დაძაბულ ბრძოლაში ანაგრიშით, 2:1 იმარჯვეს. შესაბამისად, ისინი წლის პირველ ტიტულსაც დაუფლნენ. რაც შეეხება “შუქურას”, ამ გუნდმა ეროვნულ ლიგაში დასარჩენად დიდი ბრძოლა გამოიარა. აჭარლები პლეი-ოფში ბოლნისის “სიონს” დაუპირისპირდნენ. ორმატჩიან დუელში გამარჯვებით (5:4), მათ რანგით პირველ ლიგაში დარჩენის უფლება მოიპოვეს და სეზონს ახალი შემართებით იწყებენ.
თბილისის “დინამო” – ფოთის “კოლხეთი”
დასაწყისი: 5 მარტი, 15:00
თბილისში, “დინამო არენაზე” ქართული ფეხბურთის ფლაგმანი ფოთის “კოლხეთს” მიიღებს. წარუმატებელი სეზონის შემდეგ, “დინამო” ბევრმა ფეხბურთელმა დატოვა. მათ შორის არიან: მათე ცინცაძე, ლაშა პარუნაშვილი, ვახტანგ ჭანტურიშვილი, ჯაბა ჯიღაური და ასე შემდეგ. გუნდს, მოულოდნელად, მთავარი მწვრთენლიც შეეცვალა: თბილისლებს ვიაჩესლავ გროზნის ნაცვლად კახა კაჭარავა დამოძღვრავს. დედაქალაქელებმა ორი შეკრება გაიარეს – ორივე თურქეთში. თავდაპირველად მათ 16 იანვრიდან 5 თებერვლამდე ოთხი მატჩი გამართეს. ორი მათგანი ფრედ ითამაშეს, ხოლო ერთი წააგეს, ერთი კი მოიგეს. მცირე პაუზის შედმეგ, “დინამო” თერთმეტ თებერვალს ისევ დაუბრუნდა თურქეთს. ამჯერად თბილისლებმა ხუთ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა. მათ, მხოლოდ და მხოლოდ, ერთი წააგეს, დანარჩენში კი გამარჯვებულები გამოვიდნენ. ფოთის “კოლხეთმა” მოსამზადებელი პერიოდი დუშეთში გაიარა. მეგრელებმა ორკვირიან შეკრებაზე ხუთი ამხანაგური შეხვედრა გამართეს. მათ ანგარიშზე ორი მოგება, ამდენივე ფრე და მხოლოდ ერთი წაგებაა.
თბილისის “ლოკომოტივი” – ბათუმის “დინამო”
დასაწყისი: 5 მარტი, 15:00
თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის მოედანზე თბილისის “ლოკომოტივი” ბათუმის “დინამოს” დაუპირისპირდება. დედაქალაქელებმა თურქეთში გაიარეს წინასასეზონო სამზადისი. მათ ხუთი შეხვედრიდან ოთხში იმარჯვეს, ერთი კი დათმეს. რაც შეეხება ბათუმის “დინამოს”, ამ გუნდმა ბელეკში ოთხი მატჩი ჩაატარა: ორი მათგანი მოიგო, ორი კი ფრედ ითამაშა. ამ გუნდებს შორის 5 მარტს საკმაოდ სიანტერესო დაპირისპირებას უნდა ველოდოთ.
საჩხერის “ჩიხურა” – გორის “დილა”
დასაწყისი: 5 მარტი, 18:00
ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე საჩხერის “ჩიხურა” გორის “დილას” მიიღებს. იმერლების საშინაო მოედნის საფარი ჯერ ჩემპიონატის დონეს ვერ აკმაყოფილებს და, დროებით, “ჩიხურა” ნახსენებ მოედანზე გამართავს მატჩებს. რაც შეეხება უშუალოდ გუნდებს… საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა თურქეთში ორი შეკრება გაიარა. პირველ ეტაპზე სოსო ფრუიძის შეგირდებამა ორი მატჩი გამართეს, საიდანაც ერთი წააგეს, ერთი კი მოიგეს. მეორე შეკრებაზე იმერლება უკვე ოთხი შეხვედრა გამართეს. გორის “დილაზე” ის უნდა ითქვას, რომ ამ გუნდში ძირეული ცვლილებები განხორციელდა. გუნდში ებრაელი ინვესტორები მოვიდნენ, რომლებმაც, თავისთავად, ახალი მწვრთბელი და რამდენიმე ლეგიონერი მოიყვანეს. მათ შორის არიან ახალაგაზრდა ბრაზილიელებიც. გუნდმა, სხვა ქართული კლუბების მსგავსად, სპარინგ-მატჩები თურქეთში გამართა.
თბილისის “საბურთალო” – ქუთაისის “ტორპედო”
დასაწყისი: 5 მარტი, 18:00
ბოლო მატჩი “საბურთალოსა” და “ტორპედოს” დაპირისპირებაა. ორივე გუნდმა წინასასეზონო შეკრება თურქეთში გაიარა. როგორც “საბურთალო”, ასევე “ტორპედო” სხვადასვხა ფეხბურთელით შეივსო. ამ გუნდებს ახალი ამბიციები აქვთ. მთავრი მიზნისთვის ბრძოლას კი ისინი 5 მარტს, თბილისში დაიწყებენ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ “ტორპედომ”, საქართველოს თასის მოგების შემდეგ, 2017 წლის პირველ ოფიციალურ შეხვედრაში “სამტრედიასთან” წააგო და საქართველოს სუპერ თასის ტიტულიც დათმო. ვნახოთ, რას იზამენ კახა ჩხეტიანის შეგირდები თბილისური გუნდის წინააღმდეგ.