სვენ-გორან ერიქსონი: “ფერგიუსონი მოკვლით მემუქრებოდა, თუ რუნის მუნდიალზე წავიყვანდი”

ინგლისის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა სვენ-გორან ერიქსონმა გამოცემა “თაიმსს” საინტერესო ინტერვიუ მისცა, რომლის ერთ-ერთი მონაკვეთი “მანჩესტერ იუნაიტედის” ექსთავკაც ალექს ფერგიუსონთან მომხდარ ინციდენტს დაეთმო.

შვედმა სპეციალისტმა ინტერვიუში 2006 წელს მომხდარი ამბავი გაიხსენა. ამ პერიოდში “წითელი ეშმაკების” აწ უკვე ყოფილმა თავდამსხმელმა უეინ რუნიმ ტრავმა მიიღო და გამოჯანმრთელების პროცესი საკმაოდ გაეწელა. ინგლისელმა ფეხბურთელმა მსოფლიოს ჩემპიონატამდე ტრავმის მოშუშება ვერ მოასწრო, თუმცა უშუალოდ ტურნირის მიმდინარეობისას გამოჯამრთელებისა და თამაშის საშუალება ჰქონდა. ამის მიუხედავად, “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარ მწვრთნელ ალექს ფერგიუსონს მუნდიალზე რუნის გაშვება არ სურდა, რასაც ერიქსონთან დაძაბული სატელეფონო საუბარი მოჰყვა.

შვედი სპეციალისტი იხსენებს:

“ალექსი უცნაური კაცი იყო. ასეთი ჩვევა ჰქონდა: დამირეკავდა დილის შვიდ საათზე ან უფრო ადრე და ყოველგვარი მისალმების გარეშე იწყებდა ყვირილით საუბარს. როდესაც ასეთი გაღიზიანებული იყო ხოლმე, მასთან კომუნიკაცია შეუძლებელი ხდებოდა.

მან ის დილაც ჩხუბით დაიწყო. ყვიროდა, რომ მომკლავდა, თუ რუნის მსოფლიოს ჩემპიონატზე წავიყვანდი.

მე მას ვკითხე: “რა ხდება ალექს, რაშია საქმე?” თუმცა, ის მე არ მისმენდა და განაგრძობდა ყვირილსა და მუქარას. საბოლოო ჯამში, ვუთხარი: “რუნის მსოფლიოს ჩემპიონატზე მაინც წავიყვან. კარგი შვებულება, ჩაო” და ტელეფონი გავუთიშე”.

უეინ რუნიმ 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მართლაც ითამაშა, თუმცა “სამი ლომი” ტურნირს მეოთხედფინალურ ეტაპზე პორტუგალიის ნაკრებთან პენალტების სერიაში მარცხის შემდეგ გამოეთიშა.

რუნი: “სიტის” პრემიერ ლიგის ყველა დროის საუკეთესოებს შორის ვერ ვხედავ”

მერსესაიდული “ევერტონის” ინგლისელი შემტევის, უეინ რუნის თვალსაზრისით პეპ გვარდიოლას “მანჩესტერ სიტი” პრემიერ ლიგის ყველა დროის საუკეთესო გუნდებს სათანადო კონკურენციას ჯერ ვერ უწევს.

“დარწმუნებული არ ვარ, რომ “სიტი” მათ შორის არის. ვფიქრობ, მათ კიდევ ბევრი უნდა იმუშაონ, ამ დონეს რომ მიაღწიონ.

პრემიერ ლიგას ძალიან ბევრი დიდებული გუნდი ახსოვს. იმისათვის, რომ “მანჩესტერ სიტი” ამ თვალსაზრისით განვიხილოთ, პეპის გუნდმა ტიტულები უნდა მოიგოს და მათმა ჰეგემონიამ კიდევ უფრო დიდი ხანი გასტანოს.

საუკეთესო კლუბი? ჩემი აზრით ეს 2008 წლის “მანჩესტერ იუნაიტედია”.

არა მგონია, ამ გუნდმა სეზონის დაუმარცხებლად დასრულება შეძლოს. ეს პრემიერ ლიგაა და ამ ჩემპიონატში ყველაფერი გაცილებით უფრო რთულადაა, თანაც, მალე ჩემპიონთა ლიგაც ბრუნდება,” – აცხადებს რუნი.

ერიკსონი: “რუნი იტალიელი რომ იყოს, ტოტის მსგავსად შეიყვარებდნენ”

სვენ-გორან ერიკსონმა ჟურნალისტებთან საუბრისას ინგლისელი ფანები გააკრიტიკა, უეინ რუნის ღვაწლის დაუფასებლობას გაუსვა ხაზი და “ევერტონის” მოთამასე ლეგენდარულ ფრანჩესკო ტოტის შეადარა.

“ფაქტი, რომ უეინ რუნის ასე ექცევიან, ძალიან ბევრს ამბობს ინგლისელი ფანების დამოკიდებულებაზე. რუნი “მანჩესტერ იუნაიტედის” და ინგლისის ნაკრების რეკორდსმენია გატანილი გოლების მხრივ.

რუნი იტალიელი რომ ყოფილიყო, მას ისევე შეიყვარებდნენ, როგორც “რომას” ფანებს უყვარდათ ფრანჩესკო ტოტი. იტალიაში ტოტის არ აკრიტიკებენ. შესაძლოა, არსებობს კრიტიკის მიზეზი, მაგრამ იქ მას არავინ ეხება.

ინგლისში, რუნისთან მიმართებაში სულ სხვა სიტუაციაა, რაც უნდა გამოსწორდეს,”- აცხადებს ინგლისის ნაკრების ყოფილი თავკაცი.

“ევერტონმა” უეინ რუნი 300 000 ევროთი დააჯარიმა

ინგლისის საფეხბურთო ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, უეინ რუნიმ ბოდიში მოიხადა “უპატიებელი საქციელის” გამო და მზადყოფნა განაცხადა, სათანადოდ დაისაჯოს საკუთარი ოჯახის საფრთხეში ჩაგდების გამო.

როგორც ცნობილი ხდება, 31 წლის ფეხბურთელი პოლიციელებმა მაშინ შეაჩერეს, როდესაც 29 წლის ლაურა სიმფსონი სახლში მიჰყავდა “ვოლკსვაგენ ბიტლის” მეშვეობით. ეს ყველაფერი პირველი სექტემბრის ღამის ორ საათზე ხდებოდა.

გასაკვირი არაა, რომ ამ დროს უეინი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მის სისხლში (ყოველ ას მილიგრამში) დასაშვები, 35 მილიგრამის ნაცვლად 104 მილიგრამი იყო ალკოჰოლის მოცულობა.

სასამართლომ უეინ რუნის მართვის მოწმობა ორი წლით ჩამოართვა და გარდა ამისა, საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმიანობის განხორციელება დააკისრა. “ევერტონმა” კი ეს უკანასკნელი 300 000 ევროთი დააჯარიმა.

მოურინიო: “რუნი უკვე მენატრება, თანაც ძალიან”

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ ყველასათვის გასაკვირად, პრესასთან საკუთარ ემოციებზე ისაუბრა, რომელიც გუნდიდან 31 წლის უეინ რუნის წასვლის შემდეგ დაებადა.

“რუნი მენატრება, ძალიან მენატრება. ის ფანტასტიკური ადამიანია,” – განაცხადა პორტუგალიელმა ტაქტიკოსმა The Telegraph-ის ჟურნალისტებთან საუბრისას.

“მე სპეციალისტების იმ კატეგორიას არ მივეკუთვნები, რომლებიც ემოციურად უდგებიან ასეთ საკითხებს, მაგრამ ეს გამონაკლისი იყო. დარწმუნებული ვარ, რომ “ევერტონში” ის ძალიან კარგად იქნება.

უეინს გუნდზე ყოველთვის ძალიან პოზიტიური გავლენა ჰქონდა და ჩემთვის მისი ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მის გარეშე ყველაფერი სხვანაირია,” – დაამტა მოუმ.

ვინ უკაპიტნებს “მანჩესტერ იუნაიტედს” რუნის წასვლის შემდეგ?

უეინ რუნის “ევერტონში” გადასვლის შემდეგ გუნდის კაპიტნის სამკლაურს “მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველი, მაიკლ კერიკი ჩაიბარებს, რომელიც ინგლისური გრანდის ღირსებას 2006 წლიდან იცავს.

მაიკლ კერიკის არყოფნის პერიოდში კაპიტნის სამკლაურს ანდერ ერერა მოირგებს.

რაც შეეხება უეინ რუნის, ის მანჩესტერელთა ღირსებას 2004 წლიდან იცავს  და ძალიან დიდია იმის შანსი, რომ მომავალი სეზონიდან კარიერა მშობლიურ “ევერტონში” გააგრძელოს.

რუნი “ევერტონში” ბრუნდება

მერსესაიდული “ევერტონის” ხელმძღვანელები ყველაფრის გაკეთებას აპირებენ გუნდის ყოფილი ლიდერის, უეინ რუნის “გუდისონ პარკზე” დასაბრუნებლად.

როგორც ცნობილი ხდება, ჟოზე მოურინიომ სპეციალური შეხვედრა გამართა ინგლისელ კაპიტანთან და განუცხადა, რომ მომავალ სეზონში მას სასტარტო შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული არ ექნება.

talkSport-ის ცნობით, რუნიმ უკვე წამოიწყო მოლაპარაკებები თავის მშობლიურ კლუბთან და ძალიან დიდია შანსი, რომ მომავალი სეზონიდან უეინმა “კამფეტებისთვის” გაიტანოს.

ჰენრიხ მხითარიანმა “მანჩესტერ იუნაიტედში” ბოლო შვიდი წლის რეკორდი დაამყარა

ჰენრიკ მხითარიანი “მანჩესტერ იუნაიტედის” პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ბოლო 7 წლის მანძილზე ევროპული ტურნირის ზედიზედ სამ მატჩში შეძლო გოლის გატანა.

სომეხმა ფეხბურთელმა ეს რეკორდი დღეს, “როსტოვთან” მატჩში გატანილი გოლის წყალობით დაამყარა. აქამდე, მან “სენტ-ეტიენთან” გამართულ ბოლო ორ მატჩში შეძლო თავის გამოჩენა.

ბოლოს ასეთი რამ “მანჩესტერ იუნაიტედის” ინგლისელმა კაპიტანმა, უეინ რუნიმ მოახერხა – 2010 წლის მარტში.

მოურინიომ რუნი ისევ სახლში დატოვა

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ გუნდის კაპიტანი, უეინ რუნი ევროპა ლიგის ეგიდით, რუსეთში გასამართი მატჩისთვის შედგენილ განაცხადში არ შეიყვანა.

როგორც ცნობილი ხდება, ამით მოურინიო “ჩელსისთან” გასამართი მატჩისთვის ინგლისელი შემტევის დასვენებას აპირებს. შეგახსენებთ, რომ “ჩელსისა” და “მანჩესტერ იუნაიტედის” დაპირისპირება ორშაბათს უნდა შედგეს.

რუნისგან განსხვავებით, 20-კაციან განაცხადში მოხვდა ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რომელმაც “ბორნმუთის” ფეხბურთელთან უხეშობის გამო 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო.

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები (29 იანვარი)


კონტე “ჩელსიში” ბერარდის მიყვანას გეგმავს


იტალიურ პრესაში გავრცელებული უახლესი ინფორმაციის თანახმად, ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი, ანტონიო კონტე “სასუოლოს” ახალგაზრდა ტალანტის, დომენიკო ბერარდის გადაბირებას აპირებს.

ცნობისთვის გეტყვით, რომ 22 წლის შემტევს სერია ა-ს მატჩებში შესანიშნავი შედეგი აქვს – 40 გოლი და 25 საგოლე გადაცემა 90 მატჩში – ასე რომ, სულაც არ არის გასაკვირი “არისტოკრატთა” ინტერესი მის მიმართ.


ობამეიანგი სტარიჯს ჩაანაცვლებს?


888888888888888888

Sunday Mirror-ის ცნობებზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ “ლივერპულის” მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი ზაფხულში საკმაოდ ხმაურიანი ტრანსფერის განხორციელებას გეგმავს.

როგორც ცნობილი ხდება, იურგენ კლოპი დანიელ სტარიჯის იმედზე ყოფნას არ აპირებს და მის შემცვლელად გუნდში 70 მილიონ ევროდ შეფასებული პიერ-ემერიკ ობამეიანგის მოყვანას გეგმავს.


ზაჰამ ლონდონის “ტოტენჰემის” ყურადღებაც მიპყრო


The Sun-ის მიერ გავრცელებული უახლესი ინფორმაციის თანახმად, ლონდონის “ტოტენჰემის” ხელმძღვანელები “კრისტალ პალასისთვის” 25 მილიონი ფუნტის შეთავაზებას აპირებენ უილფრედ ზაჰას სანაცვლოდ.

წყაროს ცნობით, “არწივები” კოტ-დ’იუვარელი ვინგერის გაყიდვას, რომლის გადაბირებაც მაურისიო პოჩეტინომ ერთ-ერთ მთავარ მისიად დაისახა, მანამ არ აპირებენ, სანამ ისინი პრემიერ ლიგიდან დაქვეითების საფრთხის წინაშე იდგებიან.


გრიზმანის გადაბირებას “არსენალიც” შეეცდება


888888888888888888

როგორც ცნობილი ხდება, ლონდონის “არსენალი” მზადაა “მანჩესტერ იუნაიტედს” ანტუან გრიზმანის ტრანსფერში შეეცილოს. ამ ინფორმაციას The Mail ავრცელებს.

როგორც იცით, ფრანგი შემტევისთვის მიმდინარე ბრძოლაში ამ დროისთვის სწორედ “წითელი ეშმაკები” ლიდერობენ, მაგრამ “არსენალი”, რომელმაც შესაძლოა, გუნდის ლიდერი, ალექსის სანჩესი დაკარგოს, თანახმაა ნებისმიერი ოდენობის თანხა გადაიხადოს მის სანაცვლოდ, რაც სიტუაციას სრულიად ცვლის.


კლოპი პარედესის ტრანსფერს უმიზნებს


სულ ცოტა დარჩა მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდის ამოწურვამდე, თუმცა მერსესაიდის “ლივერპულის” მწვრთნელი, იურგენ კლოპი აქტიურობის შეწყვეტას არ აპირებს.

The Sun-ი იტყობინება, რომ გერმანელ სპეციალისტს ძალიან სურს რომის “რომას” ახალაგაზრდა ნახევარმცველის, ლეანდრო დანიელ პარედესის შეძენა. 22 წლის მოთამაშემ მიმდინარე სეზონში სერია ა-ს 14 შეხვედრაში ერთი გოლის გატანა მოახერხა.


“იუნაიტედი” რუნის ჩინეთში უშვებს


rooney

“მანჩესტერ იუნაიტედი” მზადაა, გუნდის ინგლისელი ფეხბურთელი და კაპიტანი, უეინ რუნი ჩინეთში გაუშვას, რითიც ის მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება.

Sunday Mirror-ის ცნობით, უეინ რუნის გადაბირების სურვილს რამდენიმე ჩინური გუნდი გამოთქვამს. “ოლდ ტრაფორდელები” კი მას 140 მილიონ ფუნტად აფასებენ.

უეინ რუნი: “მოურინიო “მანჩესტერს” იდეალურად მოერგო”

სერ ალექს ფერგიუსონმა, 27-წლიანი მწვრთნელობის შემდეგ, “მანჩესტერ იუნაიტედი” 2013 წელს დატოვა.  “წითელი ეშმაკების” ბოსებმა გუნდი რამდენიმე სპეციალისტს ჩააბრაეს, თუმცა ვერცერთმა მათგანმა ვერ ივარგა.

2016 წლის ზაფხულზე “მანჩესტერელთა” სათავეში ჟოზე მოურინიო მოვიდა. მიუხედავად წარუმატებელი სერიისა, დაახლოებით, ბოლო 20 შეხვედრაში ინგლისელები შესანიშნავად გამოიყურებიან. უეინ რუნის აზრით ამაში უდიდესი წვლილი სწორედ პორტუგალიელს მიუძღვის.

“მანჩესტერის” წარუმატებლობა და მსგავსი ფაქტები, ფეხბურთის ნაწილია.”

“ვფიქრობ, “მანჩესტერის” ხელმძღვანელობა ბოლო 3-4 წლის მანძილზე ეძებდა სწორ ვარიანტს. ჩემი აზრით, მათი ბოლო არჩევანი საუეკეთესოა. მოურინიოს ძალიან ბევრი კარგის გაკეთება შეუძლია კლუბისთვის.

“უბრალოდ, უნდა შეხედოთ, როგორი დიდი მონდომებით უდგება ჟოზე საქმეს ყოველდღიურად. მისი მიზანდასახულობა, ქარიზმა და შრომისმოყვარეობა გამაოცებელია.”

“სამწუხაროა, რომ მოურინიოს მწვრთნელობის პირველ სეზონშივე ჩემპიონთა ლიგაზე არ გამოვდივართ. ამ კლუბში სწორედ იმიტომ გადმოვედი, რომ ნახსენებ ტურნირზე მეთამაშა. ასევე, კიდევ ერთი მთავარი მიზეზი სერ ალექსის აქ ყოფნა იყო.”

“ბევრი ტიტულების მოგება მინდოდა. ვფიქრობ, ეს მოვახერხე, თუმცა აგაჩერებას არ ვაპირებ.”

“როცა გუნდში მოვედი, აქ ნევილი და სქოულზი დამხვდნენ, რომლებსაც 4-ჯერ ჰქონდათ პრემიერ ლიგა მოგებული. ვფიქრობდი, ეს ხომ სიგიჟეა-მეთქი. ახლა კი, უკვე პრემიერ ლიგის 5 თასი დავისაკუთრე. ეს ფაქტი ძალიან ამაყს მხდის.”

“მუშაობას ვაგრძელებთ და გვინდა, რაც შეიძლება მეტი მოვიგოთ და გულშემატკივარი გავახაროთ,” – აცხადებს 31 წლის ინგლისელი.

კარიკატურა: უეინ რუნიმ ბობი ჩარლტონის რეკორდი გაიმეორა (ფოტო)

7 იანვარს ინგლისის ასოციაციის შეხვედრები შედგა. ერთ-ერთ მატჩში “მანჩესტერ იუნაიტედმა” “რედინგი” მიიღო და მეტოქე, ანგარიშით, 4:0 გაანადგურა.

დაპირისპირებაში მე-7 წუთზე ანგარიში უეინ რუნიმ გახსნა. საგულისხმოა, რომ ინგლისელი ფეხბურთელისთვის ეს გოლი “წითელი ეშმაკების” რიგებში 249-ე აღმოჩნდა. რუნი ამ მაჩვენებლით ლეგენდარულ ბობი ჩარლტონს გაუთანაბრდა.

ომარ მომანიმ უეინის მიღწევა ასე წარმოგვიდგინა