ულამაზესი გოლი ესპანეთიდან

ძალიან ლამაზი გოლი გავიდა ესპანეთში, ერთ-ერთი ქვედა დივიზიონის მატჩში.

Fanebi.Com-ის ჟურნალის მე-7 ნომერი გამოქვეყნდა

გამოვიდა Fanebi.com-ის ინტერნეტ-ჟურნალის მეშვიდე ნომერი, რომელშიც გაეცნობით შემდეგ მასალებს:

ნეიმარი: „არ ველოდი, თუ „ბარსელონასთან“ ადაპტაციას ასე მალე გავივლიდი“ (ინტერვიუ);
„ქართველი იბრაჰიმოვიჩი“ ევროჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ყველაზე ახალგაზრდა მეგოლეთა შორის;
კვირის  ახალი  ამბები  მოკლედ;
კვირის  კარიკატურები;
ჟუნინინოს უმაღლესი სტანდარტი.

  კვლავინდებურად შეგახსენებთ, რომ გაიხსნა ჟურნალ Fanebi.com-ის ფეისბუქის გვერდი:  www.facebook.com/Fanebi.Journal

23 თებერვლის ნომრის გაცნობა აქვე შეგიძლიათ.

ჟურნალის რედაქტორი: ბექა დოგრაშვილი

შერმადინი ტრავმის გამო “სარაგოსას” ტენერიფეში მოგებულ მატჩში ვერ დაეხმარა

არაგონულმა “სარაგოსამ” ესპანეთის პრიმერადივიზიონში გასვლითი გამარჯვება მოიპოვა. სარაგოსელებმა დიდი ბრძოლა გადაიტანეს კუნძულ ტენერიფეში, სადაც ადგილობრივი”იბეროსტარი” 78:75 დაამარცხეს.

ეს იყო მატჩი, რომელშიც ქართველების წილი მინიმალურია. გიორგი შერმდინმა ვერ ითამაშა, ვიქტორ სანიკიძემ კი შეხვედრა უქულოდ დაასრულა. შერმადინს ტენერიფეში გამგზავრებამდე მცირე ტრავმის გამო არ უვარჯიშია და სარაგოსაში დარჩა.

 

სანიკიძე სასტარტო ხუთეულში იყო, მაგრამ მოედანზე მხოლოდ 12,21 წუთი გაატარა. ქართველმა ფორვარდმა 3 ორქლიანი და 1 სამიანი ააცილა. მის ანგარიშზე 3 მოხსნა, ამდენივე პასი და 1 ჩაჭრა იყო. შერმადინის შემცვლელმა ჰენკ ნორელმა 16 წუთში 8 ქულა და 4 მოხსნა დააგროვა. რაც შეეხება ბომბარდირს, 16 ქულით თავი გამთამაშებელმა პედრო ლომპარტმა გამოიჩინა.

11 მოგებითა და 8 წაგებით “სარაგოსა” მე-6 ადგილზეა და მომდევნო ტურში, 23 თებერვალს, “ვალენსიას” მასპინძლობს. გასულ ტურში მარცხი განიცადა ბექა ბურჯანაძის “კახასოლმა”, რომელიც მალაგაში “უნიკახასთან” უშანსოდ იყო – 76:89. ქართველმა ფორვარდმა 1,17 წუთი ითამაშა და ვერაფრის გაკეთება ვერ მოასწრო.

 GBF.GE

Fanebi.Com-ის ჟურნალის მე-6 ნომერი გამოქვეყნდა

დღეს კვირა დღეა, შესაბამისად, გამოვიდა Fanebi.com-ის ინტერნეტ-ჟურნალის მეექვსე ნომერი, რომელიც ოდნავ სახეცვლილია. ვიფიქრეთ და გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი ჟურნალი ამიერიდან აღარ შემოგთავაზებთ ცნობილი ფეხბურთელების ფერად პოსტერებს. ორი ალტერნატივა გვქონდა: ან ეს შუა ორი გვერდი უნდა გაგვეუქმებინა და ჟურნალის ფორმატი შეგვემცირებინა, ან პოსტერის ნაცვლად თქვენთვის სხვა რუბრიკა შემოგვეთავაზებინა. ამ ეტაპზე გადაწყდა, რომ პოსტერის ნაცვლად ეს ორი გვერდი დაეთმობა კვირის საფეხბურთო ამბებსა და ომარ მომანის კვირის კარიკატურების განხილვას. საერთოდ კი, დღევანდელ ნომერში წაიკითხავთ:

მანუელ ნოიერი: „კარში დგომა არ მინდოდა“ (ინტერვიუ)
ქართული ფეხბურთის განვითარების პროგრამა
კვირის ამბები მოკლედ
კვირის კარიკატურები
ფეხბურთოლოგია
რამდენი წლისაა ჯოზეფ  მინალა?

   კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ გაიხსნა ჟურნალ Fanebi.com-ის ფეისბუქის გვერდი:  www.facebook.com/Fanebi.Journal

16 თებერვლის ნომრის გაცნობა აქვე შეგიძლიათ.

ჟურნალის რედაქტორი: ბექა დოგრაშვილი

მსაჯს ტრიბუნიდან ცოცხალი ძაღლი ესროლეს

ესპანეთში ფეხბურთის გულშემატკივარმა ორიგინალური ხერხით გამოხატა პროტესტი მსაჯის მიმართ, რის გამოც ახლა ცხოველის მიმართ გამოვლენილი სისასტიკის გამო მკაცრი სასჯელი ემუქრება.

9 თებერვალს, ალმერიაში, ორ რეგიონალურ კლუბს შორის გამართული მატჩის მიმდინარეობისას, შეხვედრის მთავარი არბიტრი ერთ-ერთი გუნდის სათადარიგოთა სკამთან მივიდა. ამით ისარგებლა 50 წლის ქომაგმა, რომლის სახელიც არ კონკრეტდება, და რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან მსაჯს პროტესტის ნიშნად თავისივე ცოცხალი ძაღლი ესროლა.

ამ ქმედებით გაღიზიანებულმა სხვა გულშემატკივრებმა ძაღლის პატრონს ცემა დაუწყეს, მალევე საქმეში პოლიცია ჩაერთო. წესრიგის მთავარ დამრღვევს ბრალად ედება ცხოველის მიმართ არასათანადო მოპყრობა. ტრიბუნიდან ნასროლი ძაღლის მდგომარეობა ჩვენთვის უცნობია.

ბექა დოგრაშვილი

მეკარემ მეტოქეს საკუთარი საჯარიმოდან გაუტანა

ესპანეთის ერთ-ერთ ქვედა დივიზიონში, “ლა როდასა” და “აროიოს” შორის გამართულ მატჩში, “ლა როდას” მეკარემ მეტოქე გუნდის კარში გოლი საკუთარი საჯარიმოდან გაიტანა.

ჩავი ბრაზილიის ნაკრებთან რევანშის წყურვილით

ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველი ჩავი ერნანდესი იმედს გამოთქვამს, რომ 2013 წლის კონფედერაციის თასის ფინალურ მატჩში დამარცხებისთვის ბრაზილიასთან რევანშს უახლოეს პერიოდში აიღებს. შეგახსენებთ, რომ იმ მატჩში „ფურია როხა“ ანგარიშით 0:3 განადგურდა.

„შურისძიების იმედი გვაქვს. მსოფლიოს ჩემპიონატზე ყველაფერი შეიძლება მოხდეს, თუნდაც ბრაზილიელებთან ფინალში შეხვედრა. რთულ ჯგუფში მოვხვდით, თუმცა არც ბრაზილიელებს ჰყავთ იოლი მეტოქეები.

კონფედერაციის თასის ფინალში ყველაფერი ჩვენს წინააღმდეგ იყო. იმ დღეს ბრაზილიის ნაკრები უბრალოდ უკეთესი გუნდი იყო. იმედი მაქვს, რომ ეს გამოცდილება მსოფლიოს ჩემპიონატზე წაგვადგება. ახლა უკვე ვიცით, როგორ უნდა ვითამაშოთ იმ ამინდში, რომელიც ბრაზილიაში იქნება“, – ციტირებს ჩავის სიტყვებს Goal.com-ი.

ბექა დოგრაშვილი

6 მოტყუებული ფეხბურთელი და გატანილი გოლი

ესპანეთის სეგუნდა B-ში, “სელტას” მეორე გუნდსა და “კორუხოს” შორის გამართულ შეხვედრაში ძალიან ლამაზი გოლი გავიდა.

საქმე იმაში გახლავთ, რომ “კორუხოს” ფეხბურთელმა ბურთი საკუთარ ნახევარზე მიიღო, რის შემდეგაც რამდენიმე ფეხბურთელი ჩამოიტოვა და ბურთი მეტოქის კარში ზუსტად გადაგზავნა.

ბრაზილია 2014-ფავორიტები

ეს ფეხბურთია! ფეხბურთში კი ყველაფერი შესაძლებელია,მაგრამ ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ  ბრაზილა-2014-ზე შეიძლება სამი ფავორიტი გუნდის ჩამოწერა.

ალბათ ეჭვიც არავის ეპარება რომ ბრაზილიაში 2014 წელს ფეხბურთი იზეიმებს და დაუვიწყარი სანახაობის მომსწრენი გავხდებით.ახლა კი ვისაუბროთ,იმ სამ გუნდზე რომლებსაც ყველაზე მეტი შანსი აქვთ მსოფლიოს ჩემპიონობის.

 

Brazil-win-Confederations-Cup

1.ჩემპიონატის მასპინძელი ბრაზილია(ფიფას რეიტინგში 10-ე ადგილი)

პირველი ფაფორიტი ალბათ ბევრი დამეთანხმება არის ბრაზილია.პირველ რიგში ბრაზილიის ნაკრები საკუთარ სამშობლოში წარდგება,ისინი დიდი წნეხის ქვეშ იქნებიან,მაგრამ საკუთარ კედლებში თამაში მაინც გადანმწყვეტი შეიძლება აღმოჩნდეს.ასე თუ ისე ბრაზილია ბოლო წლებში ძალიან კარგად გამოიყურება,ყავთ შესანიშნავი მწვრთნელი პილიპე სკოლარი,რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ერთი წელია წვრთნის ბრაზილიას და უკვე შეძლო და მოიგო კონფედერაციათა თასი,დაუმარცხებალდ და აქამდე უძლეველი ესპენეთის ნაკრებიც ფინალში 3-0 დაამარცხა.

 

1476514_767774146571768_137559833_n

2.ესპანეთი(ფიფას რეიტინგში პირველი ადგილი)

ესპანეთის ეროვნული ნაკრები,ბოლო წლების “ფეხბურთის მეფე”. თავისი განსაკუთრებული მწვრთნელით ვისენტე დელ ბოსკე,რომელმაც ესპანეთის ნაკრებს თავისი მრავალწლიანი ისტორიის მანძილზე პირველად მოაგებინა მსოფლიოს ჩემპიონატი,2010 წელს ჰოლიანდიის ნაკრების წინააღმდეგ,მოიგო ევროპის 2012 წლის ჩემპიონატი,30 მატჩზე მეტი მომგებების სერიით და ბევრი დამსახურებით.ვისენტე დელ ბოსკე მართლაც ჩაიწერება ესპანეთის ნაკრების ისტორიაში როგორც ლეგენდა და თუ ზედიზედ მეორედ მოიგო მსოფლიოს ჩემპიონატი ეს დააგვირგვინებს მის დიდებას.

 

FIFA_WC-qualification_2014_-_Austria_vs._Germany_2012-09-11_(03)

 
3.გერმანია(ფიფას რეიტინგში მეორე ადგილი)

გერმანია მძლავრი ევროპული გუნდი,რომელშიც თამაშობს ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა  თაობა და თამაშობს ისეთი ფეხბურთელები რომლებიც თავის კარიერის პიკში იმყოფებიან.რა თქმა უნდა იმას რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილე ნებმიერი ნაკრების,ნებისმიერი ფეხბურთელი მოედანზე გავა და ყველაფერს დადებს იმისათვის რომ თავის გუნდს წარმატება მოუტანოს, მაგარმ  გერმანიის ნაკრების ბირთვი შედგება მიუხენის ბაიერნის ფეხბურთელებისგან,რომლბმაც მოიგეს ყველაფერი რისი მოგებაც შეიძლებოდა და მსოფლიოს ჩემპიონატზე უაღრესად მოტივირებულები გამოვლენ.

 

იერო: „ძალიან საინტერესო მსოფლიოს ჩემპიონატი გველის“

მადრიდის „რეალისა“ და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მცველი ფერნანდო იერო თვლის, რომ წინ მეტად საინტერესო მსოფლიოს ჩემპიონატი გველის. „სამეფო კლუბის“ ყოფილი კაპიტნის თქმით, მოქმედი ჩემპიონის წოდება „ფურია როხას“ დამდეგ მუნდიალზე არავითარ უპირატესობას არ მისცემს.

„თუ ესპანეთის ნაკრები ტიტულის დაცვას მოახერხებს, ეს უდიდესი წარმატება იქნება. რა თქმა უნდა, ტურნირამდე ჯერ კიდევ დიდი დროა და ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ „ფურია როხა“ მოქმედი ჩემპიონია და მეტოქეებმა პატივი უნდა სცენ. ამასთანავე, ყოველთვის ვამბობ, რომ მქომედი ჩემპიონის წოდება გუნდს არავითარ დამატებით ბონუსს არ აძლევს.

საკმაოდ სერიოზული მეტოქეები გვყავს. მაგალითად, ბრაზილიის ნაკრები, რომელიც საკუთარ კედლებში ითამაშებს და გულშემატკივართა მხარდაჭერაც ექნება. ყველასთვის რთული ჩემპიონატი იქნება. ამავე დროს, ძალიან საინტერესო ტურნირი გამოვა“, – იეროს სიტყვები football-espana-მ გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრები B ჯგუფში ჰოლანდიის, ჩილესა და ავსტრალიის ნაკრებებთან ერთად ითამაშებს.

ბექა დოგრაშვილი

პრიმერადივიზიონის რომელ კლუბს აქვს ყველაზე დიდი მოედანი?

საფეხბურთო წესების თანახმად, სათამაშო მოედნის ზომები შეიძლება ერთმანეთისგან განსხვავებული იყოს. დღევანდელი დებულებით გვერდითი ხაზის ზომა 90-120 მეტრი, კარის ხაზის ზომა კი – 45-90 მეტრი უნდა იყოს. საინტერესოა, ესპანეთის პრიმერადივიზიონში მოთამაშე კლუბებიდან, რომელს აქვს ყველაზე დიდი მოედანი.

გასაკვირია, მაგრამ პრიმერადივიზიონში ყველაზე დიდი მოედანი არც მადრიდის „რეალს“ და არც „ბარსელონას“ არ ეკუთვნის.

ესპანეთის პროფესიული ფეხბურთის ლიგის თანახმად, ყველაზე დიდი მოედანი „ელჩეს“ აქვს. „მანუელ მარტინეს ვალეროს“ სტადიონის მოედნის ზომებია 108×70 მეტრზე. სიდიდით მეორე ადგილზეა „ბეტისის“ არენა „ბენიტო ვილამარინის“ მოედანი – 107×68 მეტრზე. მესამე–მეოთხე პოზიციებს იყოფენ „ხეტაფეს“ სტადიონ „კოლიზეუმ ალფონსო პერესისა“ და „რეალ სოსიედადის“ სტადიონ „ანოეტას“ მოედნები, რომელთა ზომებია 105×70 მეტრზე.

ყველაზე პატარა მოედნები „რაიო ვალეკანოსა“ და „ოსასუნას“ არენებზეა – შესაბამისად, 100×65 მეტრზე და 105×67.5 მეტრზე.

„სანტიაგო ბერნაბეუს“, „კამპ ნოუს“, „ვისენტე კალდერონის“ და პრიმერადივიზიონში მოთამაშე უმეტეს კლუბთა სტადიონების მოედნებს ფიფას მიერ რეკომენდირებული ზომები აქვს: 105×68 მეტრზე.

ბექა დოგრაშვილი

ვალერო: “სერია A-ში პრიმერა დივიზიონზე მეტი კონკურენციაა”

იტალიური “ფიორენტინას” ნახევარმცველი, ბორხა ვალერო აცხადებს, რომ სერია A-ში, ესპანეთის პრიმერა დივიზიონთან შედარებით, უფრო მეტი კონკურენციაა.

შეგახსენებთ, რომ 28 წლის ფეხბურთელი ფლორენციულ კლუბში 2012 წლის ზაფხულში, ესპანური “ვილიარეალიდან” გადავიდა.

“ვფიქრობ, იტალიის სერია A-ში საკმაოდ დაძაბული ვითარებაა. ჩემი აზრით, აქ გუნდებს შორის უფრო მეტი კონკურენციაა, ვიდრე ესპანეთის პრიმერა დივიზიონში”, – ამბობს ესპანეთის ნაკრების წევრი.