Fanebi.Com-ის ჟურნალის მე-7 ნომერი გამოქვეყნდა

გამოვიდა Fanebi.com-ის ინტერნეტ-ჟურნალის მეშვიდე ნომერი, რომელშიც გაეცნობით შემდეგ მასალებს:

ნეიმარი: „არ ველოდი, თუ „ბარსელონასთან“ ადაპტაციას ასე მალე გავივლიდი“ (ინტერვიუ);
„ქართველი იბრაჰიმოვიჩი“ ევროჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ყველაზე ახალგაზრდა მეგოლეთა შორის;
კვირის  ახალი  ამბები  მოკლედ;
კვირის  კარიკატურები;
ჟუნინინოს უმაღლესი სტანდარტი.

  კვლავინდებურად შეგახსენებთ, რომ გაიხსნა ჟურნალ Fanebi.com-ის ფეისბუქის გვერდი:  www.facebook.com/Fanebi.Journal

23 თებერვლის ნომრის გაცნობა აქვე შეგიძლიათ.

ჟურნალის რედაქტორი: ბექა დოგრაშვილი

Fanebi.Com-ის ჟურნალის მე-6 ნომერი გამოქვეყნდა

დღეს კვირა დღეა, შესაბამისად, გამოვიდა Fanebi.com-ის ინტერნეტ-ჟურნალის მეექვსე ნომერი, რომელიც ოდნავ სახეცვლილია. ვიფიქრეთ და გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი ჟურნალი ამიერიდან აღარ შემოგთავაზებთ ცნობილი ფეხბურთელების ფერად პოსტერებს. ორი ალტერნატივა გვქონდა: ან ეს შუა ორი გვერდი უნდა გაგვეუქმებინა და ჟურნალის ფორმატი შეგვემცირებინა, ან პოსტერის ნაცვლად თქვენთვის სხვა რუბრიკა შემოგვეთავაზებინა. ამ ეტაპზე გადაწყდა, რომ პოსტერის ნაცვლად ეს ორი გვერდი დაეთმობა კვირის საფეხბურთო ამბებსა და ომარ მომანის კვირის კარიკატურების განხილვას. საერთოდ კი, დღევანდელ ნომერში წაიკითხავთ:

მანუელ ნოიერი: „კარში დგომა არ მინდოდა“ (ინტერვიუ)
ქართული ფეხბურთის განვითარების პროგრამა
კვირის ამბები მოკლედ
კვირის კარიკატურები
ფეხბურთოლოგია
რამდენი წლისაა ჯოზეფ  მინალა?

   კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ გაიხსნა ჟურნალ Fanebi.com-ის ფეისბუქის გვერდი:  www.facebook.com/Fanebi.Journal

16 თებერვლის ნომრის გაცნობა აქვე შეგიძლიათ.

ჟურნალის რედაქტორი: ბექა დოგრაშვილი

ყველაზე უშნო კბილების მქონე ფეხბურთელები

საფეხბურთო პორტალმა FTBPRO-მ საფეხბურთო სამყაროში, ყველაზე უშნო კბილების მქონე მოთამაშეთა სია გამოაქვეყნა.

7. რონალდო

ლეგენდარულ ბრაზილიელ ფეხბურთელს სწორედ თავისი კბილების გამო შეარქვეს ასეთი ზედმეტსახელი: “კიჭა”.

fenomeno

6. რონალდინიო

კიდევ ერთი ბრაზილიელი ფეხბურთელი, რომელიც ამ სიაში მოხვდა – რონალდინიო. ყველასათვის საყვარელი მოთამაშე თავისი კბილების გამო, ხუმრობის ობიექტი ხშირად გამხდარა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მასსა და ერთ-ერთ კლუბს შორის გაფორმებულ კონტრაქტში იდო ისეთი პუნქტი, რომლის თანახმადაც, რონის კბილების გასწორება აკრძალული ჰქონდა. ეს ყოველივე იმის გამო, რომ მისი კბილების გასწორება უზარზმარ თანხებთან იყო დაკავშირებული.

ronaldinho

5. კარლოს ტევესი

კარლოს ტევესმა 10 წლის ასაკში, ადუღებული წყლის გადასხმის გამო, სახეზე, კისერსა და მკერდზე მესამე ხარისხის დამწვრობა მიიღო. მას არც კბილები აქვს კარგ მდგომარეობაში, თუმცა არგენტინელი თავდამსხმელი ამბობს: “პლასტიკური ოპერაცია არ მჭირდება. ისეთი მიმიღეთ, როგორიც ვარ.”

tevez

4. რაველ მორისონი

“მანჩესტერ იუნაიტედის” აღრზდილი ფეხბურთელი, რომელიც ახლა “ვესტ ჰემის” ღირსებას იცავს, თავისი კბილების გამო ყურადღებას ნამდვილად იქცევს. 20 წლის ნახევარმცველს, რომელსაც ინგლისის 16, 17, 18 და 21 წლამდელთა ნაკრებებში უთამაშია 2012 წელს, “ბირმინგემში” გადაბარგებისას, აღმოუჩინეს, რომ შვიდი კბილი სულაც არ ჰქონდა.

ravel mor

3. ალი სისოხო

ალი სისოხოს კბილებზე საუბარი, შესაძლოა, დიდხანს გაგრძელდეს. ფრანგ ფეხბურთელს 2009 წელს, “მილანში” თამაში შეეძლო. მაშინ, თითქმის, ყველაფერი მოგვარებული იყო, თუმცა სისოხო სამედიცინო შემოწმებაზე, რამდენადაც უცნაურად არ უნდა მოგეჩვენოთ, კბილების გამო ჩაიჭრა. “მილანის” ექიმმა განაცხადა, რომ სისოხოს კბილები მომავალში ხერხემლის პრობლემებს წარმოქმნიდა.

siso

2. ლუის სუარესი

ურუგვაელი თავდამსხმელის ბასრ კბილებზე უკვე ლეგენდებიც კი დადის. ლუის სუარესმა რამდენჯერმე თავისი კბილები მეტოქე გუნდის ფეხბურთელების გასამწარებლადაც გამოიყენა, მათგან კი, რა თქმა უნდა, ყველაზე გახმაურებული ივანოვიჩის მკლავზე კბენა იყო.

suarez

1. ჯო ჯორდანი

ჯო ჯორდანი, რომელიც ახლა 62 წლისაა, ახალგაზრდობაში ფეხბურთს ისე თამაშობდა, რომ მას წინა რამდენიმე კბილი სულაც არ ჰქონდა. ამჟამად, შოტლანდიელი მწვრთნელი ყველაზე მეტად იმითაა ცნობილი, რომ რამდენიმე წლის წინ, მასსა და “მილანის” ფეხბურთელ ჯენარო გატუზოს შორის სერიოზული შეხლა-შემოხლა მოხდა.

Actor Richard Kiel, who plays Jaws in the James Bond film "The S

დიტო ჭიჭინაძე

სარეკლამო ბანერმა “ვესტ ჰემის” ფეხბურთელი იმსხვერპლა

29 იანვარს, ინგლისის პრემიერ ლიგაში, “ჩელსისა” და “ვესტ ჰემს” შორის გამართულ შეხვედრაში საკმაოდ კურიოზული რამ მოხდა.

ბორიელო “ვესტ ჰემში” იჯარით

იტალიელი ფეხბურთელი, მარკო ბორიელო სეზონის ბოლომდე ლონდონის “ვესტ ჰემში” იჯარით იასპარეზებს.

31 წლის თავდამსხმელმა ლონდონურ კლუბთან კონტრაქტი უკვე გააფორმა და ის მეორე იტალიელი მოთამაშე იქნება, რომელიც მიმდინარე სეზონის ბოლომდე “ვესტ ჰემის” ღირსებას დაიცავს. შეგახსენებთ, რომ ინგლისელებმა რამდენიმე დღის წინ, “მილანიდან” ნოჩერინოც დაიმატეს.

ნოჩერინო, რომელსაც თავისი კარიერის განმავლობაში “მილანში”, “იუვენტუსსა” და “რომაში უთამაშია, აცხადებს: “რომას” გულშემატკივრებს დიდ მადლობას ვუხდი. რომში ძალიან კარგი დრო გავატარე.”

Gazzetta dello Sport: ნოჩერინო “ვესტ ჰემში” ითამაშებს

იტალიური “მილანის” ნახევარმცველმა, ანტონიო ნოჩერინომ ინგლისურ “ვესტ ჰემთან” პირადი დეტალები შეათანხმა და სეზონის ბოლომდე იჯარით ითამაშებს.

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, 28 წლის ფეხბურთელმა მილანი უკვე დატოვა და “ვესტ ჰემთან” კონტრაქტს მალევე გააფორმებს.

ჯერ-ჯერობით, ნოჩერინოს ირგვლივ გავრცელებულ ამბებს, არცერთი მხარე არ ადასტურებს, მაგრამ სავარაუდოდ, ყველაფერი დღეს მოგვარდება.

შეგახსენებთ, რომ ნოჩერინო “როსონერის” 2011 წელს, “პალერმოდან” შეუერთდა.

კაბაიეს მშვენიერი საჯარიმო “ვესტ ჰემის” კარში

18 იანვარს, ინგლისის პრემიერ ლიგაში, “ვესტ ჰემმა” საკუთარ მოედანზე “ნიუკასლი” მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 1:3 დამარცხდა.

აღნიშნულ შეხვედრაში, “ნიუკასლის” ფეხბურთელმა, იოან კაბაიემ მეტოქე გუნდის კარის დალაშქვრა ორჯერ მოახერხა, განსაკუთრებით ლამაზი გამოდგა მისი მეორე გოლი.

„ვესტ ჰემი“ პატარა ქომაგს ეძებს, რომელიც გუშინდელ მატჩზე ცრემლებს ვერ იკავებდა

გუშინ, ინგლისის თასზე „ნოტინგემ ფორესტსა“ და „ვესტ ჰემს“ შორის გამართული შეხვედრა მასპინძლების დიდი უპირატესობით, ანგრიშით 5:0 დასრულდა. მატჩის მიმდინარეობისას, ტელეკამერების ობიექტივში მოხვდა ლონდონელთა პატარა ქომაგი, რომელიც მარცხისგან გამოწვეულ ცრემლებს ვერ იკავებდა.

„ვესტ ჰემმა“ ეს ფაქტი უყურადღებოდ არ დატოვა და ოფიციალურ ვებ-გვერდზე საზოგადოებას ბიჭუნას მოძებნა სთხოვა.

„ვესტ ჰემი“ მომდევნო მატჩზე პატარა ქომაგს ოჯახთან ერთად VIP-ტრიბუნაზე ეპატიჟება, საიდანაც მატჩს კლუბის ხელმძღვანელები ადევნებენ ხოლმე თვალყურს.

ბექა დოგრაშვილი

რას ნიშნავს ანელკას მიერ გუშინდელ მატჩში გაკეთებული ჟესტი?

ინგლისის პრემიერლიგის XIX ტურში „ვესტ ჰემსა“ და „ვესტ ბრომვიჩს“ შორის გამართულ მატჩში (3:3) სტუმართა თავდამხმელმა ნიკოლა ანელკამ დუბლი შეასრულა, ერთ-ერთი გატანილი გოლი კი უცნაური ჟესტით აღნიშნა. როგორც აღმოჩნდა, ანელკამ ფოტოზე მოცემული ჟესტი საფრანგეთის ანტისიონისტური პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, კომიკოს დიოდონე მბალა მბალას მიუძღვნა.

თავად ანელკამ სოციალური ქსელის მეშვეობით ასეთი კომენტარი გააკეთა:

„ეს ჟესტი ჩემი მეგობრის, კომიკოს დიოდონესადმი ჩემს ერთგულებას ნიშნავს“.

აღნიშნულ ჟესტს „კანელი“ ეწოდება. ზოგიერთები მას შეფარულ ნაცისტურ მისალმებად მოიხსენიებენ, ზოგიერთები კი ამბობენ, რომ ამ ჟესტს არა ებრაელთა, არამედ ზოგადად – „სისტემის წინააღმდეგ“ აჩვენებენ. „კანელს“ ძირითადად საფრანგეთში იყენებენ, მის ფარგლებს გარეთ კი პრაქტიკულად უცნობია. საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი რამდენიმე დღის წინათ ინიციატივით გამოვიდა, რომ „კანელის“ ჩვენებისთვის სასჯელი იქნას გათვალისწინებული. ამ ჟესტს იყენებდა დიოდონე მბალა მბალა, რომელიც ანტისემიტიზმში დაადანაშაულეს. საფრანგეთში ებრაული კავშირის წარმომადგენელმა როჯერ ცუკერბერგმა მბალა მბალას სასამართლოშიც კი უჩივლა. 47 წლის კომიკოსი, თავისი პროფესიის შესაბამისად, ამ ყველაფერს არასერიოზულად უდგებოდა და ამბობდა, რომ მას ჰიტლერთან არავითარი კავშირი არ აქვს.

მბალა მბალა ცნობილია ებრაელთა წინააღმდეგ თავისი სკანდალური გამონათქვამებით. მისი ტვინის ნაჟურია ებრაელების სექტად ან თაღლითთა ჯგუფად გამოცხადება. მანვე მოიხსენია ჰოლოკოსტი პორნოგრაფიის მემორიალად.

ქვემოთ მოცემულ ფოტოზე კარგად ჩანს, თუ როგორ აჩვენებენ მბალა მბალა და ანელკა ერთად „კანელის“ ჟესტს. შეგახსენებთ, რომ „ვესტ ბრომვიჩის“ ფრანგი თავდამსხმელი მუსლიმია.

ბექა დოგრაშვილი

მანჩესტერელი ადნან იანუზაის სიმულიანტობა

21 დეკმებერს, ინგლისის პრემიერ ლიგაში, “მანჩესტერ იუნაიტედსა” და “ვესტ ჰემს” შორის გამართულ შეხვედრაში (3:1), მანჩესტერელმა ადნან იანუზაიმ ისიმულიანტა, რის გამოც ყვითელი ბარათი მიიღო.

კურიოზი, რომელიც უნდა ნახოთ: “ვესტ ჰემის” მწვრთნელმა “სუონსის” ფეხბურთელს დასცინა

27 ოქტომბერს, ინგლისის პრემიერ ლიგაში “სუონსიმ” საკუთარ მოედანზე “ვესტ ჰემი” მიიღო და ფრედ, 0:0 ითამაშა.

აღნიშნულ შეხვედრაში საკმაოდ კურიოზული რამ მოხდა, რამაც ფეხბურთის გულშემატკივრები გაახალისა. “ვესტ ჰემის” თავკაცმა, სემ ელერდაისმა მეტოქე გუნდის ფეხბურთელს, ჩიკო ფლორესს დასცინა.

სემ ელერდაისის Gangnam Style

ყველამ იცის, რომ “ვესტ ჰემის” მთავარი მწვრთნელი, სემ ელერდაისი მხიარული ადამიანია. ეს ყოველივე, მან ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში კიდევ ერთხელ დაამტკიცა.