მიუნხენის “ბაიერნის” თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ ფანები საკუთარი ტექნიკური შესაძლებლობებით დაატკბო. ბავარიული კლუბის ერთ-ერთ ვარჯიშზე ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე სწრაფი პენტა-ტრიკის გამტანმა ფრისტაილის უნარები წარმოაჩინა.
მიუნხენის “ბაიერნის” თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ ფანები საკუთარი ტექნიკური შესაძლებლობებით დაატკბო. ბავარიული კლუბის ერთ-ერთ ვარჯიშზე ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე სწრაფი პენტა-ტრიკის გამტანმა ფრისტაილის უნარები წარმოაჩინა.
ბრიტანული გამოცემა “მირორი” წერს, რომ მიუნხენის “ბაიერნის” გარემარბმა არიენ რობენმა ამავე კლუბის თავდამსხმელ რობერტ ლევანდოვსკისთან არსებული კონფლიქტის გამო შესაძლოა, გუნდი დატოვოს. წყაროს ცნობით, პოლონელ ფორვარდს ჰოლანდიელ ფეხბურთელთან ერთად თამაში არ სურს, მიზეზად კი რობენის ზედმეტ ინდივიდუალიზმს ასახელებს. თავის მხრივ, ჰოლანდიელი გარემარბი ლევანდოვსკის გამო სათამაშო სტილის შეცვლას არ აპირებს.
შექმნილ სიტუაციას ყურადღებით აკვირდება “მანჩესტერ იუნაიტედი” და მზად არის, 31 წლის ჰოლანდიელ ფეხბურთელს კონტრაქტი შესთავაზოს. “წითელი ეშმაკების” მთავარი მწვრთნელი ლუი ვან გაალი პირადად არის დაინტერესებული რობენით, რომელსაც “ბაიერნში” მუშაობის პერიოდში თავკაცობდა.
მიუნხენის “ბაიერნის” თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ “ლივერპულის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე იურგენ კლოპის დანიშვნის შესახებ ისაუბრა.
“კლოპი იდეალურად ერგება პრემიერლიგას. მას საკუთარი პოზიტიური აზროვნებით “ლივერპულში” ბევრი რამის შეცვლა შეუძლია.
ვფიქრობ, მისი გუნდი ძალიან კარგად ათამაშდება და გაიმარჯვებს. პირადად მე კლოპს ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ. გუნდს კარგად არ ვიცნობ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მან იცის, თუ როგორ მიაღწიოს სასურველ შედეგს. “ლივერპული” და მთლიანად პრემიერლიგა მისთვის საუკეთესო არჩევანია”, – ციტირებს ლევანდოვსკის სიტყვებს Goal.com-ი.
გერმანიის ბუნდესლიგის VI ტურში მიუნხენის “ბაიერნმა” “ვოლფსბურგი” ანგარიშით 5:1 გაანადგურა. მასპინძელთა მხრიდან ხუთი გოლი ცხრაწუთიან მონაკვეთში გავიდა და ხუთივე რობერტ ლევანდოვსკიმ გაიტანა, რაც უნიკალური მიღწევაა. პოლონელი ფეხბურთელი მატჩის შემდეგ ემოციებს ვერ მალავდა.
“ეს სიგიჟეა. უბრალოდ ვარტყამდი და არ ვფიქრობდი, რა მოხდებოდა შემდეგ. წარმოუდგენელია. ძალიან, ძალიან კმაყოფილი ვარ! დღეს არაჩვეულებრივი საღამო მქონდა”, – ლევანდოვსკის სიტყვები “დოიჩე ველემ” გამოაქვეყნა.
მიუნხენის “ბაიერნის” პოლონელმა თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ მაზაღიაში პურის საყიდლად მეუღლისთვის ვერტმფრენი დაიქირავა.
ფეხბურთელი მეუღლესთან ერთად პოლონეთის სოფელ სტანცლევოში ისვენებს, პურის უახლოესი მაღაზია კი 30 კილომეტრის მოშორებით არის.
პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ვერტმფრენის 10 საათით ქირაობა ხუთი ათასი ევრო ღირს. ლევანდოვსკის “ბაიერნში” ჯამაგირის სახით წელიწადში 12 მილიონი ევრო აქვს.
პოლონეთის წლის საუკეთესო ფეხბურთელად მიუნხენის “ბაიერნის” თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი დასახელდა. მან ეს ჯილდო ზედიზედ მეოთხედ მიიღო.
“ეს ჩემთვის დიდი პატივია, ამით ვამაყობ! მადლობა ყველას”, – განუცხადა ლევანდოვსკიმ “ბაიერნის” ოფიციალური ვებგვერდის კორესპონდენტს.
რობერტ ლევანდოვსკიმ გერმანიის ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშებაში 18 მატჩი ჩაატარა და შვიდი გოლი გაიტანა.
გერმანიის ბუნდესლიგის VII ტურში მიუნხენის “ბაიერნმა” ” ჰანოვერი” ანგარიშით 4:0 გაანადგურა. ორ-ორი გოლი რობერტ ლევანდოვსკიმ და არიენ რობენმა გაიტანეს. პოლონელმა ფეხბურთელმა მეტოქის კარში გატანილი ბურთი ორიგინალურად აღნიშნა.
გატანილი გოლის შემდეგ ლევანდოვსკიმ იმ ტრიბუნასთან მიირბინა, სადაც მისი მეუღლე იჯდა, ერთ-ერთ გულშემატკივარს მობილური ტელეფონი გამოართვა და ქომაგებთან და ცოლთან ერთად სელფი გადაიღო, შემდეგ ფოტო სოციალურ ქსელში ატვირთა.
ვიდეოთამაშ FIFA 15-ის გამოსვლამდე სულ ცოტა დრო რჩება, მანამდე კი ვებგვერდმა Purely Football იმ ცენტრალურ თავდამსხმელთა სავარაუდო სია გამოაქვეყნა, რომელთაც აღნიშნულ თამაშში ყველაზე მაღალი რეიტინგი ექნებათ.
Purely Football-ის ვერსიით, FIFA 15-ის ყველაზე მაღალრეიტინგული ცენტრალური ფორვარდები იქნებიან:
ადგილი: | მეკარე: | რეიტინგი: | |
12. | დიეგო კოსტა (“ჩელსი”) | 86 | |
11. | ედინსონ კავანი (“პსჟ”) | 86 | |
10. | კარლოს ტევესი (“იუვენტუსი”) | 87 | |
9. | კარიმ ბენზემა (“რეალი”) | 87 | |
8. | უეინ რუნი (“მანჩესტერ იუნაიტედი”) | 87 | |
7. | რობინ ვან პერსი (“მანჩესტერ იუნაიტედი”) | 88 | |
6. | რობერტ ლევანდოვსკი (“ბაიერნი”) | 88 | |
5. | სერხიო აგუერო (“მანჩესტერ სიტი”) | 88 | |
4. | რადამელ ფალკაო (“მონაკო”) | 89 | |
3. | ზლატან იბრაჰიმოვიჩი (“პსჟ”) | 90 | |
2. | ლუის სუარესი (“ბარსელონა”) | 90 | |
1. | ლიონელ მესი (“ბარსელონა”) | 94 |
დღეს გერმანიის სუპერთასის მატჩი გაიმართება. “სიგნალ-იდუნა-პარკზე” დორტმუნდის “ბორუსია” მიუნხენის “ბაიერნს” დაუპირისპირდება. საყოველთაო ყურადღების ცენტრშია ბუნდესლიგის გასული სეზონის საუკეთესო ბომბარდირი რობერტ ლევანდოვსკი, რომელმაც მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში “ბორუსიადან” “ბაიერნში” გადაინაცვლა.
პოლონელი თავდამსხმელის შესახენ კომენტარი გააკეთა “ბაიერნის” თავდამსხმელმა კლაუდიო პიზარომ.
“ლევანდოვსკი კარგი ფეხბურთელია, ბევრ გოლს იტანს. ის მანჯუკიჩისგან განსხვავებული მოთამაშეა. ვიმედოვნებ, მას საქმეები პირველივე სეზონში კარგად წაუვა”, – განაცხადა პიზარომ “ევროსპორტის” ეთერში.
თავად ლევანდოვსკი ამბობს, რომ “ბორუსიას” წინააღმდეგ გასამართი შეხვედრა მისთვის განსაკუთრებული იქნება.
“დორტმუნდში ვითამაშებთ, “ბორუსიას” მოედანზე. ამ კლუბში ოთხი შესანიშნავი წელიწადი გავატარე და დამდეგი მატჩი ჩემთვის განსაკუთრებულია. ახლა უკვე “ბაიერნის” ფორმით გავალ მინდორზე. რა თქმა უნდა, მინდა, რომ თასი მოვიგო. “ბორუსიას” სტადიონზე სტუმარი გუნდის რიგებში ვითამაშებ და გრძნობაც სხვანაირი მექნება.
ვიცი, რომ “ბორუსია” კვალვ სახიფათო მეტოქე იქნება. იურგენ კლოპი ყოველთვის ახერხებს მებრძოლ ფეხბურთელთა ერთ გუნდად შეკვრას. გერმანიის ჩემპიონატის მოგებისთვის “ბორუსიასთან” ერთად “შალკე” და ლევერკუზენის “ბაიერიც” შეგვეცილება”, – აღნიშნა ლევანდოვსკიმ.
მატჩი “ბორუსიასა” და “ბაიერნს” შორის დღეს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
ვიდეოთამაშ FIFA 15-ის გამოსვლამდე სულ ცოტა დრო რჩება, მანამდე კი ვებგვერდმა Purely Football იმ ფეხბურთელთა სავარაუდო სია გამოაქვეყნა, რომელთაც აღნიშნულ თამაშში ყველაზე მაღალი რეიტინგი ექნებათ.
Purely Football-ის ვერსიით, FIFA 15-ის ყველაზე მაღალრეიტინგული მოთამაშეები იქნებიან:
ადგილი: | ფეხბურთელი: | რეიტინგი: | |
10. | სერხიო აგუერო (“მანჩესტერ სიტი”) | 88 | |
9. | რობერტ ლევანდოვსკი (“ბაიერნი”) | 88 | |
8. | იაია ტურე (“მანჩესტერ სიტი”) | 88 | |
7. | ფრანკ რიბერი (“ბაიერნი”) | 89 | |
6. | გარეტ ბეილი (“რეალი”) | 89 | |
5. | არიენ რობენი (“ბაიერნი”) | 89 | |
4. | ლუის სუარესი (“ბარსელონა”) | 90 | |
3. | ზლატან იბრაჰიმოვიჩი (“პსჟ”) | 91 | |
2. | კრიშტიანუ რონალდუ (“რეალი”) | 93 | |
1. | ლეო მესი (“ბარსელონა”) | 94 |
მიუნხენის „ბაიერნმა“ გერმანიის რანგით მესამე დივიზიონის კლუბ „დუისბურგთან“ ამხანაგური მატჩი გამართა. შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. მატჩს 24 ათასზე მეტი მაყურებელი დაესწრო.
ანგარიში ბავარიელთა ახალწვეულმა რობერტ ლევანდოვსკიმ 62-ე წუთზე გახსნა, თუმცა 8-წუთიანი ინტერვალის შემდეგ „დუისბურგმა“ გაათაბრა. აღსანიშნავია, რომ ეს პოლონელი ფეხბურთელისთვის „ბაიერნის“ რიგებში ჩატარებული პირველი მატჩი იყო.
„ბაიერნმა“ ამ შემადგენლობით ითამაშა: შტარკე, კონტენტო (შტეინჰარტი 55′), ბადშტუბერი (უოლტერი 86′), რაფინია (ბასტა 79′), ალაბა, ჰიობიერგი, გაუდინო, შოლი (ებერლეინი 46′), ბერნატი, სიგჰარტი (შვარცი 46′), ლევანდოვსკი (ტობიას შვაინშტაიგერი 86′).
დღეს მიუნხენის „ბაიერნმა“ კლუბის ახალწვეული რობერტ ლევანდოვსკი წარადგინა.
როგორც მოგეხსენებათ, დორტმუნდის „ბორუსიას“ ყოფილმა თავდამსხმელმა ბავარიულ კლუბთან წინასწარ შეთანხმებას იანვარში მიაღწია. კონტრაქტი ძალაში უკვე შევიდა, პოლონელი ფეხბურთელი „ბაიერნის“ სრულფასოვანი წევრია.
„თავს მშვენივრად ვგრძნობ. კარგად დავისვენე, ძალები აღვიდგინე. ამ მასშტაბის მქონე კლუბში უკეთ თამაში შემიძლია“, – ლევანდოვსკის სიტყვებს „ბაიერნის“ ოფიციალური ვებგვერდი აქვეყნებს.
რობერტ ლევანდოვსკი „ბაიერნში“ 9-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.