კლას-იან ჰუნტელაარის უცნაური პენალტი

8 მარტს, გერმანიის ჩემპიონატში, “შალკესა” და “ჰოფენჰაიმს” შორის გამართულ მატჩში (4:0), კლას-იან ჰუნტელაარმა პენალტი მეტად უცნაურად შეასრულა.

Fanebi.Com-ის ჟურნალის მე-8 ნომერი გამოქვეყნდა

გამოვიდა Fanebi.com-ის ინტერნეტ-ჟურნალის მერვე ნომერი, რომელიც მთლიანად 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრის შედეგების შეფასებას ეხება.

ნომერში წაიკითხავთ:

ევრო-2016-ის შესარჩევი ეტაპი — გუნდების თავკაცების შეფასებები;
ევრო-2016-ის შესარჩევი ეტაპი — ჩვენი კალენდარი;
ისტორია,   სტატისტიკა,   შანსები.

 კვლავინდებურად შეგახსენებთ, რომ გაიხსნა ჟურნალ Fanebi.com-ის ფეისბუქის გვერდი:  www.facebook.com/Fanebi.Journal

ნომრის PDF ვერსია

2 მარტის ნომრის გაცნობა აქვე შეგიძლიათ.

ჟურნალის რედაქტორი: ბექა დოგრაშვილი

ლამი: “თავს ნახევარდაცვაში ვხედავ”

მიუნხენის “ბაიერნის” კაპიტანი, ფილიპ ლამი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე, ის თავის თავს ნახევარდაცვის ხაზში ხედავს.

შეგახსენებთ, რომ ბოლო წლების განმავლობაში, გერმანიის ნაკრების მოთამაშე დაცვის მარჯვენა ან მარცხენა ფლანგზე ირჯებოდა. თუმცა, “ბაიერნში” პეპ გვარდიოლას მისვლის შემდეგ, მას ნახევარდაცვაში თამაში ხშირად უწევს.

“ამ ეტაპზე, ჩემ თავს ნახევარდაცვის ხაზში ვხედავ. ვფიქრობ, ძალიან დიდი პლუსია, როცა ფეხბურთელს ორ პოზიციაზე თამაში შეუძლია. ამ დროს, ნაკრებში მოხვედრის უფრო მეტი შანსიც გაქვს”, – ამბობს ლამი.

30 წლის ფეხბურთელმა, “შალკესთან” 1 მარტს გასამართ შეხვედრაზეც ისაუბრა: “რა თქმა უნდა, როცა ჩვენს წინააღმდეგ თამაშობენ, გუნდები ორმაგად იხარჯებიან. ვფიქრობ, ახლაც ასე იქნება. ამრიგად, თამაში ძალიან გაგვიჭირდება.”

დიტო ჭიჭინაძე

კლას-იან ჰუნტელაარის შესანიშნავი გოლი “რეალის” კარში

26 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, “შალკესა” და “რეალს” შორის გამართულ მატჩში (1:6), კლას იან-ჰუნტელაარმა შესანიშნავი გოლი გაიტანა.

„რეალმა“ გასვლაზე „შალკე“ გაანადგურა

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე გელზენკირხენის „შალკესა“ და მადრიდის „რეალს“ შორის გამართული პირველი მატჩი „სამეფო კლუბის“ დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 6:1 დასრულდა.

სტუმრებმა პირველ ტაიმში ორი გოლი გაიტანეს — მე-13 წუთზე ანგარიში კარიმ ბენზემამ გახსნა, 21-ე წუთზე კი გარეტ ბეილმა აუბა მხარი ფრანგ თანაკლუბელს. შეხვედრის მეორე ნახევარი კრიშტიანუ რონალდუს გოლით დაიწყო, მალევე ბენზემამ და ბეილმა დუბლი გაიფორმეს. მატჩის ბოლოს თავისი მეორე გოლი რონალდუმაც მიითვალა. მასპინძლებმა ერთადერთი ის მოახერხეს, რომ პრესტიჟის გოლი გაეტანათ — თავი „რეალის“ ყოფილმა თავდამსხმელმა კლას-იან ჰუნტელაარმა გამოიჩინა.

განმეორებითი მატჩი, რომელიც მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებს, მადრიდში, 18 მარტს შედგება.

 უეფას ჩემპიონთა ლიგა
მერვედფინალი (პირველი მატჩი)
„შალკე“ — „რეალი“ 1:6 (0:2)

„შალკე“: ფიარმანი, ჰიოვედესი, ფელიპე სანტანა, მატიპი, კოლასინაცი (ფუხსი 76′), ბოატენგი (გორეცკა 59′), ფარფანი (ობასი 72′), ნოიშტედტერი, დრაქსლერი, მაიერი, ჰუნტელაარი.
მთავარი მწვრთნელი: იენს კელერი.
„რეალი“: კასილასი, სერხიო რამოსი, პეპე, მარსელო, დანიელ კარვალახი, ჩაბი ალონსო (ილიარამენდი 73′), მოდრიჩი, ბეილი (ხესე 80′), დი მარია (ისკო 68′), რონალდუ, ბენზემა.
მთავარი მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი.
გოლები: ჰუნტელაარი 90+1′ — ბენზემა 13′, 57′, ბეილი 21′, 69′, რონალდუ 52′, 89.
გაფრთხილებები: ჰიოვედესი 62′, ჰუნტელაარი 72′ — დი მარია 29′.
მთავარი მსაჯი: ჰოვარდ უები (ინგლისი).

ბექა დოგრაშვილი

ბეილის საუკეთესო გოლი ჩემპიონთა ლიგაზე?

26 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, “შალკესა” და “რეალს” შორის გამართულ მატჩში, გარეტ ბეილმა მეტოქის კარში მშვენიერი გოლი გაუტანა.

კრიშტიანო რონალდუს ბრწყინვალე გოლი “შალკეს” კარში

26 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, “შალკესა” და “რეალს” შორის გამართულ მატჩში, კრიშტიანო რონალდუმ ულამაზესი გოლი გაიტანა.

იკერ კასილასის გასაოცარი სეივი “შალკესთან” მატჩში, რომელიც უნდა ნახოთ

26 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, “შალკესა” და “რეალს” შორის გამართულ შეხვედრაში იკერ კასილასმა ჩინებული სეივი განახორციელა.

სიგარეტი, ლუდი – კევინ-პრინს ბოატენგი

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ფოტო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ ეწევა სიგარეტს გერმანული “შალკეს” ნახევარმცველი კევინ-პრინს ბოატენგი. აღსანიშნავია, რომ ბოატენგი მხოლოდ სიგარეტის მოწევით არ შემოიფარგლა, ფოტოზე კარგად ჩანს ლუდის ბოთლი, რომელიც ფეხბურთელს გვერდით უდევს.

tumblr_n1iy0hfo1y1sctlano1_1280

Fanebi.Com-ის ჟურნალის მე-7 ნომერი გამოქვეყნდა

გამოვიდა Fanebi.com-ის ინტერნეტ-ჟურნალის მეშვიდე ნომერი, რომელშიც გაეცნობით შემდეგ მასალებს:

ნეიმარი: „არ ველოდი, თუ „ბარსელონასთან“ ადაპტაციას ასე მალე გავივლიდი“ (ინტერვიუ);
„ქართველი იბრაჰიმოვიჩი“ ევროჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ყველაზე ახალგაზრდა მეგოლეთა შორის;
კვირის  ახალი  ამბები  მოკლედ;
კვირის  კარიკატურები;
ჟუნინინოს უმაღლესი სტანდარტი.

  კვლავინდებურად შეგახსენებთ, რომ გაიხსნა ჟურნალ Fanebi.com-ის ფეისბუქის გვერდი:  www.facebook.com/Fanebi.Journal

23 თებერვლის ნომრის გაცნობა აქვე შეგიძლიათ.

ჟურნალის რედაქტორი: ბექა დოგრაშვილი

Fanebi.Com-ის ჟურნალის მე-6 ნომერი გამოქვეყნდა

დღეს კვირა დღეა, შესაბამისად, გამოვიდა Fanebi.com-ის ინტერნეტ-ჟურნალის მეექვსე ნომერი, რომელიც ოდნავ სახეცვლილია. ვიფიქრეთ და გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი ჟურნალი ამიერიდან აღარ შემოგთავაზებთ ცნობილი ფეხბურთელების ფერად პოსტერებს. ორი ალტერნატივა გვქონდა: ან ეს შუა ორი გვერდი უნდა გაგვეუქმებინა და ჟურნალის ფორმატი შეგვემცირებინა, ან პოსტერის ნაცვლად თქვენთვის სხვა რუბრიკა შემოგვეთავაზებინა. ამ ეტაპზე გადაწყდა, რომ პოსტერის ნაცვლად ეს ორი გვერდი დაეთმობა კვირის საფეხბურთო ამბებსა და ომარ მომანის კვირის კარიკატურების განხილვას. საერთოდ კი, დღევანდელ ნომერში წაიკითხავთ:

მანუელ ნოიერი: „კარში დგომა არ მინდოდა“ (ინტერვიუ)
ქართული ფეხბურთის განვითარების პროგრამა
კვირის ამბები მოკლედ
კვირის კარიკატურები
ფეხბურთოლოგია
რამდენი წლისაა ჯოზეფ  მინალა?

   კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ გაიხსნა ჟურნალ Fanebi.com-ის ფეისბუქის გვერდი:  www.facebook.com/Fanebi.Journal

16 თებერვლის ნომრის გაცნობა აქვე შეგიძლიათ.

ჟურნალის რედაქტორი: ბექა დოგრაშვილი

ბოატენგი: “შალკეს” ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია”

გელზენკირხენის “შალკეს” ნახევარმცველი, კევინ-პრინს ბოატენგი აცხადებს, რომ გუნდს ამჟამინდელი შემადგენლობით ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად, “შალკე” გერმანიის ბუნდესლიგაში მეოთხე პოზიციას იკავებს და პირველ ადგილზე მყოფ “ბაიერნს” 19 ქულით ჩამორჩება. იენს კელერის შეგირდები, ჩემპიონთა ლიგის გათამაშების მერვედფინალში მადრიდის “რეალს” დაუპირისპირდებიან.

“ჩვენი გუნდის ყველა წევრს ფეხბურთის თამაში სიამოვნებს. რა თქმა უნდა, გვინდა, რომ ნებისმიერი მეტოქე დავამარცხოთ და ვფიქრობ, ამჟამინდელი შემადგენლობით ამის შესაძლებლობა ნამდვილად გვაქვს”, – ამბობს ბოატენგი.