დღეს იტალიის ეროვნული ნაკრები პლეი-ოფში, ორი შევხედრის ჯამში შვედეთთან ანგარიშით, 0-1 დამარცხდა და მან მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური ვერ მოიპოვა.
დაპირისპირების შემდეგ ჟურნალისტებს აღელვებული ჯანლუიჯი ბუფონი ესაუბრა.
“ჩემს თავზე არ ვღელავ. განვიცდი ამ ყველაფერს, მხოლოდ და მხოლოდ, იტალიური ფეხბურთის და იტალიელი ხალხის გამო! იმ ეტაპზე დავმარცხდით, სადაც წარუმატებლობა ჩვენიანებისთვის რთული მისაღებია. ძალიან ვნანობთ ასეთ დასასრულს.”
“ყველა, ვინც დღეს იტალიის ფორმას ატარებდა, იცოდა, როგორი რთულია ასეთი მატჩები. ჩვენ შესაძლებლობების მაქსიმუმი ვერ ვაჩვენეთ. ვერ გამოვავლინეთ საკმარისი კრეატივიზმი, რათა სათანადო მომენტი შეგვქემნა და გოლი გაგვეტანა. პლეი-ოფების ბედი ეპიზოდებით წყდება. ამ შემთხვევაშიც ასე იყო.”
“მე ძალიან ამაყი და თან დამწუხრებული ვარ. ვტოვებ იტალიის ნაკრებს. დარწმუნებული ვარ, ამ გუნდმა იცის, როგორ გააგრძელოს სამომავლო ცხოვრება. ვეხუტები ჩემს ხალხს, განსაკუთრებით მათ, ვინც ჩემი სანაკრებო კარიერის თანამონაწილე იყო,” – აცხადებს ლეგენდა.