სატრანსფერო ფანჯრუს პერიოდი, თუმცა ჩინური კლუბები ჯერ მაინც არ ჩერდებიან და ევროპიდან ფეხბურთელების წაყვანას განაგრძობენ.
Sky Sports-ი იტყობინება, რომ “შანხაი” ტურინის “იუვენტუსის” მარჯვენა მცველის, დანიელ ალვეშის შეძენით ინტერესდება. ჩინური სუპერ ლიგის გუნდი ბრაზილიელ ფეხბურთელს კვირაში 160 000 ფუნტს სთავაზობს. თანხა, რომლის გადახდასაც “შანხაი” ალვეშში აპირებს, არ სახელდება.
შეგახსენებთ, რომ “იუვენტუსამდე” ალვეში “სევილიასა” და “ბარსელონაში” ირიცხებოდა. “ბებერ ქალბატონში” კი იგი, მხოლოდ და მხოლოდ, გასულ ზაფხულს გადმოვიდა.