„ნაპოლისა“ და მსოფლიოს ფეხბურთის ლეგენდა დიეგო არმანდო მარადონა, შესაძლოა, იტალიის თასის ფინალურ მატჩს დაესწროს, რომელიც შაბათს, რომში გაიმართება.
„გამორიცხული არ არის, დიეგო „სტადიო ოლიმპიკოს“ ტრიბუნებზე ვიხილოთ. იგი ამ შეხვედრას სიამოვნებით დაესწრებოდა. ვნახოთ, მოასწრებს თუ არა იგი თავისი საქმეების მოგვარებას“, – განაცხადა მარადონას ადვოკატმა ანჟელო პიზანიმ.
შეგახსენებთ, რომ იტალიის თასის გადამწყვეტ მატჩში ერთმანეთს „ნაპოლი“ და „ფიორენტინა“ შეხვდებიან.
ალექსანდრე მატევოსოვი