Fanebi.Com-ის ჟურნალის მე-6 ნომერი გამოქვეყნდა

დღეს კვირა დღეა, შესაბამისად, გამოვიდა Fanebi.com-ის ინტერნეტ-ჟურნალის მეექვსე ნომერი, რომელიც ოდნავ სახეცვლილია. ვიფიქრეთ და გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი ჟურნალი ამიერიდან აღარ შემოგთავაზებთ ცნობილი ფეხბურთელების ფერად პოსტერებს. ორი ალტერნატივა გვქონდა: ან ეს შუა ორი გვერდი უნდა გაგვეუქმებინა და ჟურნალის ფორმატი შეგვემცირებინა, ან პოსტერის ნაცვლად თქვენთვის სხვა რუბრიკა შემოგვეთავაზებინა. ამ ეტაპზე გადაწყდა, რომ პოსტერის ნაცვლად ეს ორი გვერდი დაეთმობა კვირის საფეხბურთო ამბებსა და ომარ მომანის კვირის კარიკატურების განხილვას. საერთოდ კი, დღევანდელ ნომერში წაიკითხავთ:

მანუელ ნოიერი: „კარში დგომა არ მინდოდა“ (ინტერვიუ)
ქართული ფეხბურთის განვითარების პროგრამა
კვირის ამბები მოკლედ
კვირის კარიკატურები
ფეხბურთოლოგია
რამდენი წლისაა ჯოზეფ  მინალა?

   კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ გაიხსნა ჟურნალ Fanebi.com-ის ფეისბუქის გვერდი:  www.facebook.com/Fanebi.Journal

16 თებერვლის ნომრის გაცნობა აქვე შეგიძლიათ.

ჟურნალის რედაქტორი: ბექა დოგრაშვილი

Fanebi.Com-ის ჟურნალის მე-5 ნომერი გამოქვეყნდა

დღეს კვირა დღეა, შესაბამისად, გამოვიდა Fanebi.com-ის ინტერნეტ-ჟურნალის მეხუთე ნომერი, რომელშიც წაიკითხავთ:

გიორგი თექთურმანიძე: „ჟორჟიკაშვილმა ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩემს კარიერაში“;
ბლატერმა, თქვენ გინდოდეთ, თორემ პრეზიდენტობა კიდევ შემიძლიაო;
პოსტერი – ზლატან იბრაჰიმოვიჩი;
ფეხბურთოლოგია;
ვისი ფანები იყვნენ „ბითლზის“ წევრები?

 კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ გაიხსნა ჟურნალ Fanebi.com-ის ფეისბუქის გვერდი:  www.facebook.com/Fanebi.Journal

9 თებერვლის ნომრის გაცნობა აქვე შეგიძლიათ.

ჟურნალის რედაქტორი: ბექა დოგრაშვილი

ბრაზილიელი ფეხბურთელების საარქივო მასალები

დროდადრო ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაცია თავისი ფეხბურთელების შესახებ საარქივო მასალებს ასაჯაროებს ხოლმე. გთავაზობთ გამოჩენილი ბრაზილიელი ფეხბურთელების საარქივო მასალებს.

ნეიმარი


დენილსონი


ჟულიო ბაპტისტა


რობინიო


ლუსიო


კაკა


რონალდო


ჟუნინიო


რონალდინიო


ადრიანო

Fanebi.Com-ის ჟურნალის მე-4 ნომერი გამოქვეყნდა

დღეს კვირა დღეა, შესაბამისად, გამოვიდა Fanebi.com-ის ინტერნეტ-ჟურნალის მეოთხე ნომერი, რომლის უმეტესი ნაწილი ინგლისურ ფეხბურთს ეძღვნება. დღევანდელ ნომერში წაიკითხავთ:

როგორ გააქარწყლა ჰენდერსონმა სერ ალექსის სიტყვები ანუ რა მიზეზით თქვა უარი ალექს ფერგიუსონმა ჯორდან ჰენდერსონზე?
პოსტერი – გურამ კაშია და გიორგი ჭანტურია;
ახალი რუბრიკა – ფეხბურთოლოგია;
„ლომები“ გისოსებს მიღმა: როი ჰოჯსონს ციხეში ელიან.

 კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ გაიხსნა ჟურნალ Fanebi.com-ის ფეისბუქის გვერდი:  www.facebook.com/Fanebi.Journal

2 თებერვლის ნომრის გაცნობა აქვე შეგიძლიათ.

ჟურნალის რედაქტორი: ბექა დოგრაშვილი

იანვრის საუკეთესო საფეხბურთო ფოტოები

გთავაზობთ მიმდინარე წლის იანვრის თვის საუკეთესო საფეხბურთო ფოტოების ნაკრებს.

კრიშტიანუს ცრემლები „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონიაზე


ეს ის ჯერარდი აღარაა


მოუ პრემიერლიგის ტიტულისთვის ბრძოლაში ჩაერთო


მე-100 გოლი „მილანის“ შემადგენლობაში


შენ გრძნობ, სხვები ამჩნევენ


გოლზე „დაგეშილი“ ფორვარდი


მეკარის პაროდია


ყოვლისმხედველი თვალი


ბრძოლა ბურთისთვის


პოგბას თავზეც გაიარა


სუარესი – „ენფილდის“ ახალი კერპი


იცანით შუბლი და გამოხედვა?


სულ ცხვირი ურტყა იდაყვში


როცა პაციენტის სანახავად თვით ქვეყნის პრეზიდენტი მიდის


ვალერი ლობანოვსკის ძეგლი


წიხლქვეშ გაიგდეს


გოლეადორის შეჩერება


პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელის სილუეტი

 

Fanebi.Com-ის ჟურნალის მე-3 ნომერი გამოქვეყნდა

დღეს გამოიცა ყოველკვირეულ ინტერნეტ-ჟურნალ Fanebi.com-ის მესამე ნომერი, რომელშიც შეგიძლიათ შემდეგი თემები წაიკითხოთ:

ლეო მესი: ლეო მესი: „ყველაფერში ვეძებ რაღაც დადებითს“ (ინტერვიუ);
როგორ ვითამაშოთ სამმხრივი ფეხბურთი?
პრემიერლიგის ყველაზე მდიდარი ფეხბურთელები;
Europe-Bet-ის და Fanebi.Com-ის ახალი კონკურსი
პოსტერი – კვირის გმირი: სამუელ ეტოო.

აქვე გამოგიტყდებით და გეტყვით, რომ ამ ნომერში ვაპირებდით ახალი რუბრიკის დანერგვას, თუმცა ჟურნალის ფორმატმა ამის საშუალება არ მოგვცა, ამიტომ ახალ რუბრიკას, სავარაუდოდ, მომდევნო კვირიდან შემოგთავაზებთ.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ გაიხსნა ჟურნალ Fanebi.com-ის ფეისბუქის გვერდი:  www.facebook.com/Fanebi.Journal

26 იანვრის ნომრის გაცნობა აქვე შეგიძლიათ.

ჟურნალის რედაქტორი: ბექა დოგრაშვილი

Fanebi.Com-ის ჟურნალის მე-2 ნომერი გამოქვეყნდა

დღეს, კვირას გამოვიდა ყოველკვირეულ ჟურნალ Fanebi.com-ის მეორე ნომერი. მართალია, „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონია თითქმის ერთი კვირის წინათ შედგა, მაგრამ ჩვენ ამ პერიოდის მთავარ საკითხს გვერდს ვერ ავუვლიდით. შესაბამისად, მეორე ნომერში უმეტესწილად „ოქროს ბურთის“ თემებია მიმოხილული. გარდა ამისა, შეგიძლიათ, გაეცნოთ ინტერვიუს ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელ სანდრო ხაბაძესთან.

აქვე გეტყვით, რომ გაიხსნა ჟურნალ Fanebi.com-ის ფეისბუქის გვერდი:  www.facebook.com/Fanebi.Journal

19 იანვრის ნომრის გაცნობა აქვე შეგიძლიათ.

ჟურნალის რედაქტორი: ბექა დოგრაშვილი

Fanebi.Com-ის ჟურნალი გამოქვეყნდა

სპორტული ინტერნეტ-პორტალი Fanebi.Com-ი თავის მკითხველს მუდმივი ნოვაციებით ანებივრებს და ამ მხრივ, არც ეს წელი იქნება გამონაკლისი. ჩვენი თაოსნობით დღეიდან გამოიცემა Fanebi.Com-ის დამატებითი ყოველკვირეული ბეჭდური ვერსია, რომელშიც კვირის გამორჩეული ინფორმაციის გაცნობა შეგეძლებათ. ჟურნალში შეხვდებით არა მხოლოდ იმ ცნობებს, რომელიც უშუალოდ ჩვენს ინტერნეტ-პორტალზე ქვეყნდება, არამედ სხვა დამატებით ინფორმაციასაც, ყოველ ნომერში გამოვავლენთ კვირის საუკეთესო ფეხბურთელს. ჟურნალის წაკითხვა სრულიად უსასყიდლოდ ჩვენივე პორტალზე შეგეძლებათ.

როგორც მოგახსენეთ, დღეს ჟურნალ Fanebi.Com-ის პირველი ნომერი გამოვიდა, რომელიც შედარებით მცირე ფორმატის გახლავთ, თუმცა მომავალში ჟურნალი კიდევ უფრო დაიხვეწება და დამშვენდება.

აქვე შეგიძლიათ გადახედოთ ჟურნალის პირველ ნომერს, რომელიც Fanebi.Com-ზე მიმდინარე კვირაში გამოქვეყნებული ცნობებით შეივსო.

საუკეთესო კლუბების, ჩემპიონატების და ფეხბურთელების რეიტინგი (Fanebi.com-ის სტატისტიკა)

როგორც მოგეხსენებათ, სპორტულ პორტალ Fanebi.com-ზე დარეგისტრირებისას მომხმარებელი ირჩევს თავის საყვარელ კლუბს, ჩემპიონატსა და ფეხბურთელს, რაც ვებ-საიტის სტატისტიკაში ფიქსირდება და დგება საერთო რეიტინგი. დღეისთვის ჩვენს პორტალზე ოთხი ათასამდე დარეგისტრირებული მომხმარებელია, უმეტეს მათგანს მითითებული აქვს საყვარელი კლუბი, ჩემპიონატი და ფეხბურთელი. ჩვენ პრეტენზია არ გვაქვს იმაზე, რომ აღნიშნული სტატისტიკა ზუსტად შეესატყვისება საქართველოში ფეხბურთის მოყვარულთა შეხედულებას, თუმცა გარკვეულწილად საერთო შედეგთან მიახლოებულია.

გთავაზობთ Fanebi.com-ის სტატისტიკაზე დაფუძნებულ საუკეთესო კლუბების, ჩემპიონატებისა და ფეხბურთელების რეიტინგს.

 

კლუბთა რეიტინგი (საუკეთესო ათეული) 
 1.  „ბარსელონა“    1060
 2.  „რეალი“    829
 3.  „მილანი“    305
 4.  „მანჩესტერ იუნაიტედი“    196
 5.  „ჩელსი“    134
 6.  „არსენალი“    123
 7.  „ბაიერნი“    108
 8.  „ლივერპული“    91
 9-10.  „იუვენტუსი“    62
 9-10.  „ინტერი“    62

ვრცლად იხილეთ: კლუბთა რეიტინგი

 ჩემპიონატების რეიტინგი (საუკეთესო სამეული)
 1.  პრიმერადივიზიონი    1555
 2.  პრემიერლიგა    1019
 3.  სერია A    431

ვრცლად იხილეთ: ჩემპიონატების რეიტინგი

 ფეხბურთელების რეიტინგი (საუკეთესო ხუთეული)
 1. ლიონელ მესი   708
 2. კრიშტიანუ რონალდუ   517
 3. იკერ კასილასი   177
 4. რიკარდო კაკა   119
 5. ანდრეს ინიესტა   111 

ვრცლად იხილეთ: ფეხბურთელების რეიტინგი

 

2013 წლის საუკეთესო საფეხბურთო ციტატები

სპორტული პორტალი Fanebi.Com-ი გთავაზობთ 2013 წლის გამორჩეულ საფეხბურთო ციტატებს.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი – „პარი სენ-ჟერმენისა“ და შვედეთის ნაკრების თავდამსხმელი:
(იმის შესახებ, თუ რითი დაჯილდოვდებიან შვედი ფეხბურთელები, გამარჯვების შემთხვევაში)
„ჩემი ავტოგრაფიანი ველოსიპედები დაურიგეთ, ეს მათთვის სრულიად საკმარისი იქნება“.

მალკი მაკკეი – „კარდიფის“ ყოფილი თავკაცი:
(„მანჩესტერ სიტისთან“ მატჩამდე)
„არ ვიცი, ყველაზე მეტად რისი მეშინია პელეგრინის კარდიფში ჩამოსვლის დროს. ალბათ, იმის, რომ შეიძლება მან თავისი ავტომობილი ჩემს ადგილას დააყენოს“.

დორივალ ჟუნიორი – „ფლუმინენსეს“ თავკაცი:
„ბრაზილიურ კლუბებსა და მწვრთნელებს შორის ურთიერთობაში ბევრი პროსტიტუციაა“.

ჟოზე მოურინიო – „ჩელსის“ თავკაცი:
„30 წლის ასაკში რონალდოს ვწვრთნიდი. არა ახლანდელს, არამედ ნამდვილს, ბრაზილიელს“.

ჟოზე მოურინიო – „ჩელსის“ თავკაცი:
„მოთამაშე, რომელსაც ვიცნობდი… პროფესიონალი, რომელსაც ვიცნობდი. სად დაკარგა მან ეს ყველაფერი? რა მოუვიდა სამუელ ეტოოს ამ ორწელიწადნახევრის პერიოდში, როცა ის „ანჟიში“ თამაშობდა?“

ჟოზე მოურინიო – „ჩელსის“ თავკაცი:
„სასტარტო შემადგენლობის შედგენისას 11 შეცდომა დავუშვი“.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი – „პარი სენ-ჟერმენისა“ და შვედეთის ნაკრების თავდამსხმელი:
„მოურინიო არის ადამიანი, რომლის გამოც მზად ვარ, სიცოცხლე გავწირო“.

ანტონიო კასანო – „პარმას“ თავდამსხმელი:
„განსხვავება ჩემსა და ბალოტელის შორის მხოლოდ ის არის, რომ მას გაზეთის პირველ გვერდზე გამოჭენება უყვარს. სინამდვილეში მე უარეს საქმეებს ვაკეთებდი: ვარჯიშებიდან გამოვრბოდი, მოედანზე ავტომობილით გავდიოდი. ყველანაირი საზიზღრობა მაქვს ჩადენილი“.

ჯენარო გატუზო – „პალერმოს“ ყოფილი თავკაცი:
„მეშინია თუ არა იმის, რომ „პალერმოს“ პრეზიდენტი მწვრთნელებს მუდმივად ათავისუფლებს? არა! მე მხოლოდ სიკვდილის მეშინია“.

უსეინ ბოლტი – სპრინტერულ სირბილში ექვსგზის ოლიმპიური ჩემპიონი:
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ბიჭებს შევახსენებ, რომ მე მათ გუნდში ნებისმიერ პოზიციაზე შემიძლია თამაში“.

ზვიად სიჭინავა – სფფ-ის პრეზიდენტი:
„ქართული ფეხბურთი, ბავშვთა ფეხბურთი არ არის მკვდარი,  არც არასდროს ყოფილა, ცუდადაც კი არ ყოფილა“.

თემურ ქეცბაია – საქართველოს ნაკრების თავკაცი:
„თქვენ გინდათ, რომ იქიდანაც იმასმიქნათ და მერე თქვენ იმას აქედანაც…“

თემურ ქეცბაია – საქართველოს ნაკრების თავკაცი:
„ერთი ფეხბურთელი ვნახე, იმხელა წვერი ჰქონდა მოშვებული, რომ მოჯაჰიდი მეგონა“.

რევაზ ძოძუაშვილი:
„ხიზანიშვილი, ქეცბაია, კაჭარავა და სხვა ფეხბურთელები ნაგინებიც მყავს და ნაფერებიც…
…სპეციალურად ვაგინებდი“.

ბექა დოგრაშვილი

როგორ იქცა ქვასროლია ბიჭი საუკეთესო ბურთსროლია ბიჭად

გიფიქრიათ ოდესმე ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელების ყველაზე ძლიერი მხარეები ერთ ფეხბურთელში რომ გავაერთიანოთ, როგორი მოთამაშე გამოვა? არსებობს ასეთი პროექტი „იდეალურ მოთამაშე“. აღნიშნული პროექტის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ევროპის მასშტაბით მოთამაშე სხვადასხვა ფეხბურთელების ცალკეულ, ყველაზე ძლიერ მხარეებს წარმოაჩენენ, ერთ ფეხბურთელში აერთიანებენ და გამოჰყავთ წლის იდეალური მოთამაშის პარამეტრები. 2010 წელს კრიშტიანო რონალდუს ფეხი აირჩიეს, ჩავის – თვალი, კარლეს პუიოლის – თმა, პიტერ კრაუჩის – სიმაღლე, მიხაელ ბალაკის – მკერდი, ხოლო მისი – მკლავები. ითვლება, რომ აუტს მასზე უკეთ ვერავინ აწვდიდა. მისი სახელი რორი დელაპი გახლავთ. ზუსტად ორი კვირის წინათ, 37 წლის დელაპმა კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა. მოდით, ერთად გადავავლოთ თვალი აუტის საუკეთესო მომწოდებლის განვლილი ცხოვრების მნიშვნელოვან დეტალებს.

რორი ჯონ დელაპი
დაიბადა 1976 წლის 6 ივლისს ინგლისის ქალაქ სატონ კოლდფილდში.
ეროვნება: ინგლისი/ირლანდია
ამპლუა: ცენტრალური ნახევარმცველი
საკლუბო კარიერა: „კარლაილ იუნაიტედი“ (1994–1998), „დერბი ქაუნთი“ (1998–2001), „საუთჰემპტონი“ (2001–2006), „სანდერლენდი“ (2006–2007), „სტოკ სიტი“ (2007–2012), „ბარნსლი“ (2013), „ბერტომ ალბიონი“ (2013). კარიერის განმავლობაში ჩაატარა 587 მატჩი და გაიტანა 35 გოლი.
სანაკრებო კარიერა: ირლანდიის ნაკრები – 11 მატჩი.

ციფრები
დელაპის მიერ აუტიდან სროლის საშუალო მანძილი – 38 მეტრი;
დელაპის მიერ ბურთის ყველაზე შორ მანძილზე სროლის დისტანცია – 45 მეტრი (2008 წლის 1 ნოემბერს „არსენალთან“ გამართტულ მატჩში). თუმცა, მსოფლიო რეკორდი არა მას, არამედ დანიელ ტომას გრონემარკს ეკუთვნის, რომელმაც ბურთი 51,33 მეტრის დისტანციაზე ისროლა.
დელაპის მიერ ნასროლი ბურთის მაქსიმალური სიჩქარე – 60 კმ/სთ.

ფაქტები
დელაპი ამბობს, რომ ამ ნიჭით დაიბადა: „დედაც და მამაც მეუბნებოდნენ, რომ ბავშვობაში ფანჯრებს ქვებს ვესროდი. მაშინ ორი ან სამი წლისა თუ ვიქნებოდი. ფეხბურთზე ადრეულ ასაკში შევედი. საშინელი ტექნიკა მქონდა და ბურთს ყოველთვის შორს ვიგერიებდი. დაბადებიდან ასეთი ვიყავი, გესმით? როდესაც „დერბიში“ ვირიცხებოდი, ფიტნეს-მწვრთნელი სამედიცინო ბურთების სროლას მთხოვდა, ეს ბურთები შედარებით პატარაა, ვიდრე ჩვეულებრივი“.

ბავშვობაში რორი შუბის ტყორცნის სექციაზეც შეიყვანეს, სადაც, მისივე თქმით, 40 მეტრის მანძილზე სროლა ისწავლა. 15 წლის ასაკში ამ საქმიანობას შეეშვა, თუმცა საკმაო წარმატებები ჰქონდა. 2008 წელს ირლანდიის მსუბუქი მძლეოსნობის ასოციაცია სერიოზულად იწვევდა დელაპს ნაკრებში ლონდონის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის მისაღებად, თუმცა ფეხბურთელმა შეთავაზებაზე უარი განაცხადა.

ინგლისის პრემიერლიგის 2008/09 წლების სეზონში „სტოკ სიტის“ პირველ რვა გოლიდან ხუთი სწორედ დელაპის ორგანიზებულია – ხუთივე გოლი აუტიდან ბურთის სროლას მოჰყვა. დევიდ მოიესმა მას მეტსახელად „კაცი-შურდული“ დაარქვა, ინტერნეტ-სივრცეში კი მას „მექანიკურ ხელებად“ მოიხსენიებდნენ.

მეტოქე გუნდის ფეხბურთელები ისე უფრთხოდნენ მის აუტებს, რომ 2008/09 წლების სეზონში „ჰალ სიტის“ მეკარე ბოაზ მაიჰილმა ერთ-ერთ ეპიზოდში ბურთის არა გვერდით ხაზს იქით, არამედ კუთხურზე მოგერიება ამჯობინა. 2010/11 წლების სეზონში კი, „ვესტ ჰემმა“ დელაპის მიერ მოწოდებული ბურთის მოსაგერიებლად აუტის ხაზთან დამატებითი ფეხბურთელები დააყენა.

2011/12 წლებში დელაპი ყველაზე ნაკლების პასის რაოდენობით პრემიერლიგის სამ უარეს ნახევარმცველთა შორის მოხვდა.

მხრების ვარჯიში და ზურგის კუნთები – დელაპის თქმით, სწორედ ეს არის მისი საიდუმლო. „აუტი კუთხურზე უკეთესია, რადგან ბურთის ხელით სროლა გაცილებით ზუსტად შეიძლება. ამისთვის კი კუნთები უნდა დაიყენოთ“, – ამბობს დელაპი.

ტონი პულისი – „სტოკ სიტიში“ დელაპის მწვრთნელი:
„მისი ნასროლი მეტოქეს ბევრ პრობლემას უქმნის. ბურთი ზემოთ კი არ მიფრინავს, არამედ ბრუნავს და მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელებს უჭირთ იმის განსაზღვრა, თუ სად დავარდება“.

ნემანია ვიდიჩი – „მანჩესტერ იუნაიტედის“ მცველი (2008 წლის ნოემბერი):
„ასეთ რამეს არასდროს შევსწრებივარ. მას აუტიდან ბურთის სროლა 40 მეტრის მანძილზე შეუძლია! სწორედ ამას ვუფრთხით და ამიტომაც ვატარებთ საგანგებო ვარჯიშებს“.

არსენ ვენგერი – „არსენალის“ თავკაცი (2009 წლის დეკემბერი):
„დელაპი ისე ისვრის ბურთს, თითქოს ფეხით არტყამდეს. ეს უსამართლო უპირატესობაა. ის ისეთ ნიჭს იყენებს, რაც ფეხბურთში არ არის მიღებული. კარგი იქნება, თუ აუტიდან ბურთს ხელით მოწოდების ნაცვლად ფეხით მოწოდებით შევცვლით. ვფიქრობ, ეს თამაშს კიდევ უფრო დააჩქარებს“.

რორი დელაპი:
„ჩემი ნასროლისგან დაცვა შეუძლებელია“.

ბექა დოგრაშვილი

2013 წლის საუკეთესო ფინტები

გთავაზობთ 2013 წლის საუკეთესო ფინტების ვიდეონაკრებს.

ვიდეორგოლში მოცემულია კასორლას, ინიესტას, სუარესის, რონალდუსა და მსოფლიო ფეხბურთის სხვა ვარსკვლავების ფინტები.