მბაიე ნიანგს პატიმრობა მიესაჯა

„მილანის“ თავდამსხმელ მბაიე ნიანგს, რომელიც იჯარის წესით ფრანგულ „მონპელიეში“ თამაშობს, საფრანგეთში მომხდარი ინციდენტის გამო პატიმრობა მიესაჯა.

შეგახსენებთ, რომ 2 თებერვალს 19 წლის ფეხბურთელი „ფერარის“ მარკის ავტომობილით კლუბის ბაზის მახლობლად ხეს შეეჯახა.

პროკურორი 170 საათის განმავლობაში საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გაწევას მოითხოვდა, თუმცა სასამართლომ ნიანგი რამდენიმე პუნქტით სცნო დამნაშავედ (გადაჭარბებული სიჩქარე, ავტომობილის მართვის მოწმობის გარეშე ტარება, ფეხით მოსიარულეთა სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნა, შუქნიშანზე წითელი ფერის იგნორირება) და 18 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

მიმდინარე სეზონში ნიანგმა საფრანგეთის ჩემპიონატის 7 მატჩში მიიღო მონაწილეობა და სამი გოლი გაიტანა.

ბექა დოგრაშვილი

Fanebi.Com-ის ჟურნალის მე-7 ნომერი გამოქვეყნდა

გამოვიდა Fanebi.com-ის ინტერნეტ-ჟურნალის მეშვიდე ნომერი, რომელშიც გაეცნობით შემდეგ მასალებს:

ნეიმარი: „არ ველოდი, თუ „ბარსელონასთან“ ადაპტაციას ასე მალე გავივლიდი“ (ინტერვიუ);
„ქართველი იბრაჰიმოვიჩი“ ევროჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ყველაზე ახალგაზრდა მეგოლეთა შორის;
კვირის  ახალი  ამბები  მოკლედ;
კვირის  კარიკატურები;
ჟუნინინოს უმაღლესი სტანდარტი.

  კვლავინდებურად შეგახსენებთ, რომ გაიხსნა ჟურნალ Fanebi.com-ის ფეისბუქის გვერდი:  www.facebook.com/Fanebi.Journal

23 თებერვლის ნომრის გაცნობა აქვე შეგიძლიათ.

ჟურნალის რედაქტორი: ბექა დოგრაშვილი

Fanebi.Com-ის ჟურნალის მე-6 ნომერი გამოქვეყნდა

დღეს კვირა დღეა, შესაბამისად, გამოვიდა Fanebi.com-ის ინტერნეტ-ჟურნალის მეექვსე ნომერი, რომელიც ოდნავ სახეცვლილია. ვიფიქრეთ და გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი ჟურნალი ამიერიდან აღარ შემოგთავაზებთ ცნობილი ფეხბურთელების ფერად პოსტერებს. ორი ალტერნატივა გვქონდა: ან ეს შუა ორი გვერდი უნდა გაგვეუქმებინა და ჟურნალის ფორმატი შეგვემცირებინა, ან პოსტერის ნაცვლად თქვენთვის სხვა რუბრიკა შემოგვეთავაზებინა. ამ ეტაპზე გადაწყდა, რომ პოსტერის ნაცვლად ეს ორი გვერდი დაეთმობა კვირის საფეხბურთო ამბებსა და ომარ მომანის კვირის კარიკატურების განხილვას. საერთოდ კი, დღევანდელ ნომერში წაიკითხავთ:

მანუელ ნოიერი: „კარში დგომა არ მინდოდა“ (ინტერვიუ)
ქართული ფეხბურთის განვითარების პროგრამა
კვირის ამბები მოკლედ
კვირის კარიკატურები
ფეხბურთოლოგია
რამდენი წლისაა ჯოზეფ  მინალა?

   კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ გაიხსნა ჟურნალ Fanebi.com-ის ფეისბუქის გვერდი:  www.facebook.com/Fanebi.Journal

16 თებერვლის ნომრის გაცნობა აქვე შეგიძლიათ.

ჟურნალის რედაქტორი: ბექა დოგრაშვილი

დეშამი: „საფრანგეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე ამბიციური უნდა იყოს“

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა განაცადა, რომ მისი გუნდი ეცდება, 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მაქსიმალურად კარგი შედეგი აჩვენოს. ფრანგი სპეციალისტის თქმით, „მამლებმა“ 2010 წელს გამართულ მუნდიალზე განცდილი წარუმატებლობა უნდა დაივიწყონ.

„საფრანგეთის ნაკრები ამბიციური უნდა იყოს. ბრაზილიაში მივდივართ სურვილით, რომ ტურნირზე მაქსიმალურად მაღალი შედეგი ვაჩვენოთ. მეხსიერებიდან ვერავინ წაშლის იმას, რაც 2010 წელს მოხდა. ეს ისტორიად დარჩება, მაგრამ არ უნდა გავიხსენოთ. მთავარი ისაა, რაც წინ გველის: მსოფლიოს ჩემპიონატი და ევროპის ჩემპიონატი, რომელიც ჩვენს კედლებში გაიმართება. გულშემატკივრები მხარს გვიჭერენ. პრესაში ყველაფერი შეიძლება დაიწეროს, თუმცა მე ჩემი ფეხბურთელების მჯერა“, – დეშამის სიტყვები ფიფას ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

შეგახსენებთ, რომ 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე საფრანგეთთან ერთად Е ჯგუფში შვეიცარიის, ეკვადორისა და ჰონდურასის ნაკრებები მოხვდნენ.

ბექა დოგრაშვილი

ფრანგული კლუბები „მონაკოსა“ და ფეხბურთის ფედერაციის შეთანხმების წინააღმდეგ გამოდიან

რამდენიმე ფრანგული კლუბი „მონაკოსა“ და საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციას შორის გაფორმებული შეთანხმების გასაჩივრებას აპირებს.

„მონაკო“ მზად არის, საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციას 50 მილიონი ევრო გადაუხადოს იმისთვის, რომ კლუბის შტაბ-ბინამ საფრანგეთის ტერიტორიაზე არ გადაინაცვლოდ და გადასახადების გადახდა საფრანგეთის კანონებით არ მოუწიოს.

ფრანგულ კლუბთა პრეზიდენტების უმრავლესობა თვლის, რომ „მონაკოს“ შეღავათიან პირობებს სთავაზობენ, რადგან ასეთი შეთანხმება არ ითვალისწინებს იმ სარგებლის კომპენსირებას, რომელსაც „წითელ-თეთრები“ დააგროვებენ სხვა ფრანგული კლუბებისგან განსხვავებით. ამიტომ, ფრანგული კლუბების პრეზიდენტები მოითხოვენ, რომ „მონაკოს“ შტაბ-ბინამ საფრანგეთში გადმოინაცვლოს და გადასახადების გადახდაც იმ ოდენობით დაეკისროს, რომელსაც საფრანგეთის ჩემპიონატში მოასპარეზე სხვა კლუბები იხდიან. ჯერჯერობით შვიდი ფრანგული კლუბია მზად, აღნიშნულ საჩივარზე ხელი მოაწეროს: „ბორდო“, „კანი“, „ლილი“, „ლორიანი“, „მარსელი“, „მონპელიე“, „პარი სენ-ჟერმენი“.

ბექა დოგრაშვილი

ზიდანი: “საფრანგეთის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება შეუძლია”

მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელის ასისტენტი, ფრანგი ზინედინ ზიდანი აცხადებს, რომ საფრანგეთის ნაკრებს მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის მოგება შეუძლია.

შეგახსენებთ, რომ ფრანგებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავეს, თუმცა ზიდანის აზრით, დიდიე დეშამის გუნდ მუნდიალზე წარმატების მიღწევა შეუძლია.

“ვფიქრობ, საფრანგეთის ნაკრებს მუნდიალის მოგების ძალა შესწევს. გუნდში უმაღლესი დონის ფეხბურთელები თამაშობენ, ამიტომ გამორიცხული არაფერია”, – ამბობს ზიდანი.

“მარსელი” მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა

საფრანგეთი ჩემპონატის მეჩვიდმეტე ტურის მატჩში, “ნანტთან” განცდილი მარცხის შემდეგ, “მარსელის” ხელმძრვანელობამ გუნდის მთავარი მწვრთნელი, ელი ბოპი, დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა. მის დროებით შემცვლელად, გუნდის სპორტული დირექტორი, ჟოზე ანიგო დაინიშნა. უახლოეს საჩემპიონთალიგო მატჩში “ბაიერნის” წინააღმდეგ, ფრანგებს სწორედ ანიგო გაიყვანს მოედანზე.

ამ დროისათვის “მარსელი” ჩემპიონატში მეხუთე ადგილზეა 27 ქული. ჩემპიონთა ლიგაში კი, საქმე არც თუ ისე კარგად არის. ფრანგები ჯგუფში ბოლო ადგილზე არიან და ნული ქულა აქვთ.

 

ქალთა ფეხბურთი: საფრანგეთმა ბულგარეთს 14-0 მოუგო

გასულ კვირაში, ქალთა ფეხბურთში, საფრანგეთის ეროვნულმა ნაკრებმა ბულგარეთის ეროვნულ ნაკრებს გამანადგურებელი ანგარიშით 14:0 სძლია.

გთავაზობთ ვიდეომასალას:

დეშამი: “ოქროს ბურთი რიბერიმ უნდა მოიგოს”

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, დიდიე დეშამი აცხადებს, რომ 2013 წელს, ოქროს ბურთს მიუნხენის “ბაიერნის” ფრანგი ფეხბურთელი, ფრანკ რიბერი იმსახურებს.

შეგახსენებთ, რომ რიბერიმ, გასულ სეზონში, “ბაიერნთან” ერთად ყველა ტიტული მოიგო.

“რა თქმა უნდა, ოქროს ბურთისათვის მხოლოდ საუკეთესოები იბრძვიან, მაგრამ მიმაჩნია, რომ ყველაზე მეტად, მას ფრანკ რიბერი იმსახურებს. ის “ბაიერნის” ერთ-ერთი ლიდერია, რაც ყველაფერზე მეტყველებს”, – ამბობს დეშამი.

სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო გოლი ანდრე-პიერ ჟინიაკის შესრულებით.

22 ნოემბერს, საფრანგეთის ჩემპიონატში, “აიაჩომ” საკუთარ მოედანზე “მარსელი” მიიღო და ანგარიშით 1:3 დამარცხდა.

აღნიშნულ შეხვედრაში, სტუმართა გუნდის თავდამსხმელმა, ანდრე-პიერ ჟინიაკმა ულამაზესი გოლი გაიტანა.

“მანჩესტერ სიტი” 19 წლის ფრანგი მცველის შეძენას გეგმავს

როგორც პოპულარული საფეხბურთო პორტალი Goal-ი იუწყება, “მანჩესტერ სიტი” ფრანგული “სენტ-ეტიენის” 19 წლის ფეხბურთელით, კურტ ზუმათი დაინტერესდა.

მანჩესტერული კლუბის აღმასრულებელ დირექტორსა და სპორტულ დირექტორს ახალგაზრდა მოთამაშე ძალიან მოსწონთ. პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “სიტი” ფეხბურთელში დაახლოებით 13 მილიონი ევროს გადახდას აპირებს.

ზუმას საფრანგეთის 16, 17, 19, 20 და 21-წლამდელთა ნაკრებებში თამაშის გამოცდილება აქვს. ტანმაღალ მცველს “სენტ-ეტიენის” მთავარ გუნდში დებიუტი 16 წლის ასაკში ჰქონდა. ამჟამად კი, გუნდის მაისურით ჩატარებულ 51 მატჩში, 4 გოლი აქვს გატანილი.

ცნობისათვის, ზუმას თებერვლამდე ფეხბურთის თამაში აკრძალული აქვს, ამის მიზეზი კი ისაა, რომ მან “სოშოს” ნახევარმცველს ფეხი მოტეხა.

დიტო ჭიჭინაძე

საფრანგეთი – უკრაინა (სასტარტო შემადგენლობები)

დღეს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება მატჩი, რომელშიც მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფლეი-ოფში, ერთმანეთს საფრანგეთისა და უკრაინის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდებიან.

გუნდები მოედანზე ასეთი შემადგენლობებით გავლენ.

საფრანგეთი: ლორისი, დებუში, ევრა, სახო, ვარანი, რიბერი, მატუიდი, ვალბუენა, კაბაიე, პოგბა, ბენზემა.

უკრაინა: პიატოვი, შევჩუკი, მანძიუკი, რაკიტცკი, ხაჩერიდი, როტანი, ედმარი, კონოპლიანკა, იარმოლენკო, ზოზულია, ბეზუსი.

შეგახსენებთ, რომ პირველ შეხვედრაში, უკრაინელებმა საკუთარ მოედანზე ფრანგები ანგარიშით 2:0 დაამარცხეს.