Fanebi.Com-ის ჟურნალის მე-8 ნომერი გამოქვეყნდა

გამოვიდა Fanebi.com-ის ინტერნეტ-ჟურნალის მერვე ნომერი, რომელიც მთლიანად 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრის შედეგების შეფასებას ეხება.

ნომერში წაიკითხავთ:

ევრო-2016-ის შესარჩევი ეტაპი — გუნდების თავკაცების შეფასებები;
ევრო-2016-ის შესარჩევი ეტაპი — ჩვენი კალენდარი;
ისტორია,   სტატისტიკა,   შანსები.

 კვლავინდებურად შეგახსენებთ, რომ გაიხსნა ჟურნალ Fanebi.com-ის ფეისბუქის გვერდი:  www.facebook.com/Fanebi.Journal

ნომრის PDF ვერსია

2 მარტის ნომრის გაცნობა აქვე შეგიძლიათ.

ჟურნალის რედაქტორი: ბექა დოგრაშვილი

კონტე: “იუვემ” ძალიან მოუმატა”

ტურინის “იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ თურქულ “ტრაბზონსპორთან” გამართული მატჩი შეაფასა და აღნიშნა, რომ “ბიანკონერიმ” თამაშის ხარისხს ძალიან მოუმატა.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ლიგის გათამაშებაში, “იუვენტუსმა” “ტრაბზონსპორი” ორი მატჩის ჯამში, ანგარიშით 4:0 დაამარცხა.

“ძალიან გახარებული ვარ. ნათელია, რომ გუნდმა ძალიან მოუმატა, რაც წარმატების ერთ-ერთი საწინდარია. მომდევნო ეტაპზე, გასვლა სასიხარულოა. იმედი მაქვს, ევროპის ლიგაზე წარმატებას მივაღწევთ”, – ამბობს კონტე.

ჯოვინკო: “უფრო მეტ სათამაშო დროს ვიმსახურებ”

“იუვენტუსის” თავდამსხმელი, სებასტიონ ჯოვინკო აცხადებს, რომ ის “ბიანკონერიში” უფრო მეტ სათამაშო დროს იმსახურებს.

შეგახსნებთ, რომ 27 წლის ფეხბურთელმა, მიმდინარე სეზონში, “იუვენტუსის” მაისურით მხოლოდ 11 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

“ვფიქრობ, უფრო მეტ სათამაშო დროს ვიმსახურებ. გუნდში აშკარად დიდი კონკურენციაა, მაგრამ რომელი ფეხბურთელიც ხშირად თამაშობს, ის პროგრესირებს კიდეც. ლორენტე და ტევესი ძალიან კარგი მოთამაშეები და ამავე დროს, მშვენიერი პიროვნებები არიან”, – ამბობს ჯოვინკო.

„იუვენტუსი“ დააჯარიმეს

Fanebi.com-ის მკითხველს ორიოდე დღის წინათ ვაუწყებდით, რომ იტალიის სერია A-ს 25-ე ტურში ტურინის „იუვენტუსსა“ და „ტორინოს“ შორის გამართული მატჩის (1:0) მიმდინარეობისას, მასპინძელთა გუნდის ქომაგებმა მეტოქის მიმართ შეურაცხმყოფელი ბანერი გამოფინეს.

ბანერზე ასეთი რამ ეწერა: Quando volo penso al Toro („როდესაც თვითმფრინავით მივფრინავ, „ტორინოზე“ ვფიქრობ“). ეს წარწერა 1949 წლის ავიაკატასტროფაზე მიანიშნებს, რასაც „ტორინოს“ მთელი შემადგენლობა ემსხვერპლა.

იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ „იუვენტუსი“ 25 ათასი ევროთი დააჯარიმა. იყო იმის ალბათობაც, რომ „ბებერი ქალბატონი“ ცარიელი ტრიბუნების წინაშე თამაშით დაესაჯათ.

ბექა დოგრაშვილი

ტევესის გოლის აღნიშვნა და სახალისო კადრი

23 თებერვალს, იტალიის სერია A-ში ტურინული დერბი გაიმართა. “იუვენტუსმა” საკუთარ მოედანზე “ტორინო” მიიღო და მეტოქე კარლოს ტევესის მიერ გატანილი ერთადერთი გოლით დაამარცხა.

გოლის აღნიშვნისას, ფოტოკამერებმა კარლოს ტევესი უხერხულ სიტუაციაში დააფიქსირეს.

1620933_430557403756464_1789570177_n

როგორები იქნებიან ნეიმარი და ვიდალი 50 წლის შემდეგ?

ჩილელმა ხელოვანმა მარსელო მოია ოჩოამ ექსპერიმენტი ჩაატარა. მან ფოტოშოპის დახმარებით შექმნა სურათები, რომლის მიხედვითაც ჩანს, თუ როგორები იქნებიან 50 წლის შემდეგ ნეიმარი და არტურო ვიდალი.

„იუვენტუსს“ სანქცია ემუქრება

იტალიის სერია A-ს 25-ე ტურში ტურინის „იუვენტუსსა“ და „ტორინოს“ შორის გამართული მატჩის (1:0) მიმდინარეობისას მასპინძელთა გუნდის ქომაგებმა მეტოქის მიმართ შეურაცხმყოფელი ბანერი გამოფინეს.

ბანერზე ასეთი რამ ეწერა: Quando volo penso al Toro („როდესაც თვითმფრინავით მივფრინავ, „ტორინოზე“ ვფიქრობ“). ეს წარწერა 1949 წლის ავიაკატასტროფაზე მიანიშნებს, რასაც „ტორინოს“ მთელი შემადგენლობა ემსხვერპლა.

გასულ წელს გამართულ ტურინულ დერბიში „იუვენტუსის“ ქომაგებმა ანალოგიური შინაარსის ბანერი გამოფინეს, რისთვისაც 10 ათასი ევროთი დაჯარიმდნენ.

ეს ინციდენტი განმეორედა, რის გამოც, შესაძლოა, „ბებერ ქალბატონი“ ცარიელი ტრიბუნების წინაშე თამაშით დასაჯონ.

ბექა დოგრაშვილი

ბუფონი “ტორინოს” აქებს

ტურინის “იუვენტუსის” კარის დარაჯი, ჯანლუიჯი ბუფონი “ტორინოს” აქებს და ამბობს, რომ ამ გუნდს იტალიის სერია A-ში უფრო მაღალი მიზნებისათვის ბრძოლა შეუძლია.

შეგახსენებთ, რომ 23 თებერვალს, იტალიის ჩემპიონატში “იუვენტუსმა” “ტორინო” საკუთარ მოედანზე მიიღო და მეტოქე მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხა. შეხვედრაში ერთადერთი გოლი კი, კარლოს ტევესმა გაიტანა.

“გულშემატკივარმა ძალიან კარგი თამაში იხილა, ეს ნამდვილი დერბი იყო. “ტორინო” კარგი გუნდია და ვფიქრობ, მათ უფრო მაღალი მიზნებისათვის ბრძოლა შეუძლიათ”, – ამბობს ბუფონი.

„მილანი“ – „იუვენტუსის“ მატჩს მუნტარი და ვიდალი გამოტოვებენ

„ტორინოსთან“ იტალიის სერია ა-ს 25-ე ტურის მატჩში „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა არტურო ვიდალმა ყვითელი ბარათი მიიღო.

შეხვედრის მთავარმა არბიტრმა მე-13 წუთზე ჩილელი შუახაზელი ომარ ელ-კადურის წინააღმდეგ თამაშს წესის დარღვევისთვის გააფრთხილა.

მიღებული გაფრთხილების გამო ვიდალი შემდეგი ტურის მატჩს გამოტოვებს, რომელშიც „ბიანკონერის“ მეტოქე „მილანი“ იქნება.

აღსანიშნავია, რომ დისკვალიფიკაციის გამო „სან-სიროზე“ ჩასატარებელ შეხვედრაში მონაწილეობას ვერც „როსონერის“ ნახევარმცველი სალი მუნტარი მოახერხებს, რომელმაც ყვითელი ბარათი „სამპდორიასთან“ თამაშში მიიღო.

ალექსანდრე მატევოსოვი

Fanebi.Com-ის ჟურნალის მე-7 ნომერი გამოქვეყნდა

გამოვიდა Fanebi.com-ის ინტერნეტ-ჟურნალის მეშვიდე ნომერი, რომელშიც გაეცნობით შემდეგ მასალებს:

ნეიმარი: „არ ველოდი, თუ „ბარსელონასთან“ ადაპტაციას ასე მალე გავივლიდი“ (ინტერვიუ);
„ქართველი იბრაჰიმოვიჩი“ ევროჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ყველაზე ახალგაზრდა მეგოლეთა შორის;
კვირის  ახალი  ამბები  მოკლედ;
კვირის  კარიკატურები;
ჟუნინინოს უმაღლესი სტანდარტი.

  კვლავინდებურად შეგახსენებთ, რომ გაიხსნა ჟურნალ Fanebi.com-ის ფეისბუქის გვერდი:  www.facebook.com/Fanebi.Journal

23 თებერვლის ნომრის გაცნობა აქვე შეგიძლიათ.

ჟურნალის რედაქტორი: ბექა დოგრაშვილი

ლორენტე: “ტევესთან უფრო მეტ დროს ვატარებ, ვიდრე ჩემს მეგობარ გოგონასთან”

ტურინის “იუვენტუსის” ესპანელი თავდამსხმელი, ფერნანდო ლორენტე აცხადებს, რომ ის თავის თანაგუნდელ კარლოს ტევესთან უფრო მეტ დროს ატარებს, ვიდრე საკუთარ მეგობარ გოგონოსთან.

“მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ტიპის ადამიანები ვართ, მე და ტევესს ერთმანეთთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. შეიძლება, ითქვას, კარლოსთან ერთად უფრო მეტ დროს ვატარებ, ვიდრე ჩემს მეგობარ გოგონოსთან”, – ამბობს ლორენტე.

მარკიზიო: “ტევესი “იუვენტუსისათვის” ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა”

ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი, კლაუდიო მარკიზიო აცხადებს, რომ კარლოს ტევესი “ბიანკონერისათვის” ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა.

შეგახსენებთ, რომ 20 თებერვალს, ევროპის ლიგის გათამაშებაში, ტურინის “იუვენტუსმა” საკუთარ მოედანზე თურქული “ტრაბზონსპორი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა. აღნიშნულ შეხვედრაში, მეორე გოლი პოლ პოგბამ, კარლოს ტევესის გადაცემის შემდეგ გაიტანა.

“მეორე გოლის გატანაში, კარლოს ტევესს დიდი წვლილი მიუძღვის. ის გუნდისათვის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა. ვფიქრობ, მას ნებისმიერი მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლია”, – ამბობს მარკიზიო.