ომი და მშვიდობა იტალიურ ფეხბურთში: ულტრასები და დაძმობილებული გუნდები

ულტრასული დაჯგუფება სპორტული გუნდის მხარდასაჭერად შექმნილ ქომაგთა ორგანიზებულ ჯგუფს ნიშნავს. მას საფუძველი 50-იანი წლების დასაწყისში ჩაეყარა და განვითარების პიკს 80-იან წლებში მიაღწია, როდესაც თითქმის ყველა საფეხბურთო კლუბს ჰყავდა ულტრასდაჯგუფება. ულტრასების ხსენებისას ხშირად ასოცირება ინგლისელ ხულიგნებთან ხდება, თუმცა ეს სტერეოტიპული წარმოდგენაა. მიუხედავად ამისა, ვერ უარვყოფთ იმ ფაქტს, რომ ულტრასდაჯგუფებებს შორის ძალადობა ხშირია, თუმცა ეს მათი არსებობის შედეგი უფრო არის, ვიდრე მიზანი.ულტრასები ძირითადად სტადიონის ქვედა იარუსზე, კარის მახლობელ სექტორებზე თავსდებიან და იქიდან ქომაგობენ თავიანთ გუნდს სხვადასხვა შეძახილებითა თუ სიმღერებით, ხშირად თვალსასეირო პერფორმანსებსაც დგამენ. ულტრასსამყაროში პოლიტიკაც ღრმად არის ფესვგადგმული. დაჯგუფებები ძირითადად მკვეთრად მემარცხენე ან მემარჯვენე მიმართულების პოლიტიკური იდეოლოგიის მატარებლები არიან და ხშირად ეს განსაზღვრავს სხვადასხვა გუნდების ფანკლუბების ერთმანეთთან დაახლოებას. ამასთან, მხოლოდ პოლიტიკა არ არის ორი ულტრასდაჯგუფების ერთმანეთთან დაძმობილების მიზეზი.

“ლაციო” და “ინტერი”
იტალიაში სხვადასხვა კლუბთა ულტრასდაჯგუფებებს შორის მეგობრობის ერთ-ერთი ყველაზე კარგი მაგალითია რომის “ლაციოსა” და მილანის “ინტერის” ფანთა შემთხვევა. “ლაციოს” ულტრასები ცნობილნი არიან თავიანთი მკვეთრად მემარჯვენე შეხედულებებით, მათთვის არც სვასტიკის დემონსტრირებაა უცხო. ამ გარემოების გამო ისინი “ინტერის” ულტრასებს დაუძმობილდნენ. მართალია, “ნერაძურის” ფანდაჯგუფება ასეთივე ექსტრემალური შეხედულებებით ცნობილი არ არის, თუმცა მათ გარკვეული კავშირი აქვს იტალიის სხვადასხვა მემარჯვენე ჯგუფებთან, მათ შორის “შავ გულთან”.

აღნიშნული გუნდების ულტრასები ხშირად კიდებენ ტრიბუნებზე ერთმანეთის მიმართ პატივსაცემ ბანერებს. პოსტერი წარწერით “Da sempre fieri del nostro gemellaggio alla nord di Milano rendiamo omaggio” (“ვამაყობთ და პატივს ვცემთ ჩვენს დაძმობილებას მილანის ჩრდილოეთთან”) ამის ერთ-ერთი მაგალითია.

ამ ორ კლუბს შორის კავშირი კარგად გამოჩნდა 2010 წელს გაჩაღებულ სკუდეტოსთვის ბრძოლაში. გათამაშების დასრულებამდე ორი ტურით ადრე “ლაციო” “ინტერს” მასპინძლობდა, რომელსაც საჩემპიონო რბოლაში მხოლოდ გამარჯვება აძლევდა ხელს. ტიტულისთვის ბრძოლაში მილანელთა უშუალო კონკურენტი “ლაციოს” თანაქალაქელი და პრინციპული მეტოქე “რომა” იყო, რომელიც ლიდერ “ინტერს” მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩებოდა. ის შეხვედრა “ლაციომ” თითქმის უბრძოლველად, ანგარიშით 0:2 დათმო და ორ კვირაში “ინტერმა” ისტორიაში მე-18 სკუდეტოს მოგება იზეიმა.

“მილანი” და “ბრეშა”
იტალიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი ძმობა “მილანსა” და “ბრეშას” აკავშირებთ. მათი დამეგობრება პოლიტიკურმა შეხედულებებმა განაპირობა და მიუხედავად იმისა, რომ “მილანის” ულტრასდაჯგუფებაში იდეოლოგია შეიცვალა, ამ კლუბების ფანებს შორის ძმობა გრძელდება. ისინი ხშირად სტუმრობენ ერთმანეთის სტადიონებს დაძმობილებული გუნდის გასამხნევებლად. აღსანიშნავია, რომ “ბრეშასთან” დამეგობრებამ “მილანს” ურთიერთობა გაუფუჭა ბერგამოს “ატალანტასთან”.

“ატალანტა” და “ტერნანა”
თავის მხრივ, “ატალანტას” ულტრასდაჯგუფება ნაკლებად ცნობილია. პოლიტიკური იდეოლოგიის თვალსაზრისით ისინი მემარცხენეები არიან და ეს გახდა მათი საფეხბურთო კლუბ “ტერნანას” ფანებთან დაძმობილების მიზეზი. ასე რომ, თუ “ატალანტას” ქომაგთა შორის “ტერნანას” წითელ-მწვანე ფორმასაც მოკრავთ თვალს, არ გაგიკვირდეთ.

“ფიორენტინა” და “ვერონა”
განსხვავებული პოლიტიკური იდეოლოგია არ არის ფანკლუბების დაძმობილებისთვის ხელის შემშლელი ფაქტორი, თუმცა ასეთი შემთხვევები იშვიათია. “ფიორენტინას” ულტრასები მემარცხენეები არიან, ხოლო “ვერონასი” – მემარჯვენეები. ამ განსხვავების მიუხედავად, მათ ერთმანეთთან საკმაოდ მყარი ურთიერთობა აკავშირებთ.

“ფიორენტინა” და “ტორინო”
ორი სხვადასხვა კლუბის ულტრასები შესაძლოა, საერთო მოძულე გუნდმა გააერთიანოს. მაგალითად, “ტორინოსა” და “ფიორენტინას” ფანები ერთმანეთთან “იუვენტუსის” სიძულვილმა დაამეგობრა. ამ გუნდების ულტრასები სტადიონზე ერთმანეთს თბილი შინაარსის ბანერებით ესალმებიან: “Il popolo Fiorentino saluta la vera Torino” (“ფლორენციელი ხალხი მიესალმება ნამდვილ ტურინს”).

მარტოხელა “იუვენტუსი”
“იუვენტუსი” იტალიაში გარკვეულწილად მარტოხელა კლუბია. “ბებერი სინიორას” ულტრასებს სხვა გუნდის ფანებთან ალიანსი არ შეუქმნიათ და ამას მრავალი მიზეზი აქვს, რომელთაგან ორია გამოსაყოფი: “იუვენტუსი” იტალიის მასშტაბით ყველაზე წარმატებული გუნდია და ეს სხვა გუნდის ფანებისთვის დამაბრკოლებელი ფაქტორია, ხოლო მეორე მიზეზად “კალჩოპოლის” სკანდალი უნდა მივიჩნიოთ. მართალია, “იუვენტუსმა” ძველი დიდება მალევე დაიბრუნა, თუმცა ტიტულების მოგებაზე რთული გატეხილი სახელის აღდგენა აღმოჩნდა. “იუვეს” ულტრასები მეგობრებს იტალიის გარეთ ეძებენ და ყველაზე მყარი კავშირი ნიდერლანდურ “დენ ჰააგის” ფანებთან აქვთ.

“პარმა” და “სამპდორია”
იტალიურ ფეხბურთში ერთმანეთთან დაძმობილების შედარებით ნაკლებად ცნობილი შემთხვევებია “პარმასა” და “სამპდორიას” ფანებისა და “ნაპოლისა” და “ჯენოას” ულტრასების მეგობრობა. “პარმასა” და “სამპდორიას” ფანების ძმობა ოც წელზე მეტს ითვლის. 2009 წლის კოპა იტალიის ფინალურ მატჩში გენუელთა საქომაგოდ “პარმას” ფანები რომში საგანგებოდ ჩავიდნენ კიდეც.

“ნაპოლი” და “ჯენოა”
“ნაპოლისა” და “ჯენოას” დამეგობრებას საფუძველი 1982 წელს ჩაეყარა. იმ სეზონის ბოლო ტურში გენუელებს სერია A-ში დასარჩენად კინკილა ქულა ჰყოფნიდათ, თუმცა “სან პაოლოზე” 0:1 მარცხდებოდნენ. საბოლოო ჯამში, ის შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა, “ჯენოამ” გადასარჩენად საჭირო ქულა მოიპოვა და სერია B-ში მის ნაცვლად “მილანი” დაქვეითდა. ამ ისტორიულმა მოვლენამ “ჯენოას” ულტრასების “ნაპოლის” ფანებთან დამეგობრება განაპირობა.

დარღვეული ძმობა
ყოფილა შემთხვევებიც, როდესაც ძლიერი და ერთი შეხედვით დაუშლელი ძმობა დარღვეულა. “ინტერისა” და “ვერონას” ულტრასთა მეგობრობა 80-იან წლებში დაიწყო და 2001 წლამდე გაგრძელდა. შემდეგ “ვერონას” ულტრასდაჯგუფების სათავეში ახალი ხალხი მოვიდა და “ინტერთან” “მეგობრობის ხელშეკრულებაც” გაუქმდა.

სხვადასხვა კლუბების ულტრასების ერთმანეთთან დამეგობრების შემთხვევები იტალიურ ფეხბურთს ლამაზ, რომანტიკულ ელფერს სძენს და ეს ისტორიები დასტურია იმისა, რომ ულტრასკონცეფცია უფრო მეტია, ვიდრე ხულიგნებთან ასოცირებული სტერეოტიპული შეხედულება.

დავიდ სილვა იტალიურ გრანდს უახლოვდება

“მანჩესტერ სიტისა” და  ესპანეთის ნაკრების გამოცდილ ნახევარმცველს დავიდ სილვას, თავის კლუბთან კონტრაქტი მალე უმთავრდება.

მანჩესტერელთა 21-ე ნომერს კონტრაქტი 2019 წლის ზაფხულში ეწურება, იქიდან გამომდინარე, რომ ამ დროისათვის ესპანელი 33 წლის იქნება დიდი ალბათობით კლუბი მასთან კონტრაქტს აღარ გაახანგრძლივებს.

მისი დამატებით კი იტალიური “მილანია” დაინტერესებული, როგორც იცით ახალი ინვესტორების მოსვლის შემდეგ, იტალიელთა რიგებში, არა ერთი ტრანსფერი განხორციელდა და არც სილვას დამატება იქნება მათთვის ურიგო.

ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა TransferMarketWeb-ი ავრცელებს.

როგორი შეიძლება იყოს “მილანის” ძირითადი შემადგენლობა მომდევნო სეზონში?

“მილანის” ახალმა ხელმძღვანელობამ ზაფხული ტრანსფერებზე აქტიური მუშაობით დაიწყო. კლუბთან კონტრაქტი შვიდმა ფეხბურთელმა გააფორმა – “როსონერის” რიგებში ანდრე სილვა, ანდრეა კონტი, ჰაკან ჩალჰანოღლუ, მატეო მუსაკიო, რიკარდო როდრიგესი, ფრენკ კესიე და ფაბიო ბორინი ჩაირიცხნენ. ამავდროულად, “შავ-წითლები” სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობას აგრძელებენ. დიდი შანსია, “მილანმა” რამდენიმე ფეხბურთელი კიდევ დაიმატოს, მათ შორის კი ერთ-ერთი შესაძლოა, ლუკას ბილია იყოს.

საფეხბურთო პორტალ Squawka-ს ვერსიით, “მილანის” სასტარტო თერთმეტეული 2017-18 წლების სეზონში, შესაძლოა, ასეთი იყოს:

მეკარე: დონარუმა;
მცველები: როდრიგესი, მუსაკიო, რომანიოლი, კონტი;
ნახევარმცველები: ბილია, ჩალჰანოღლუ, კესიე;
თავდამსხმელები: ბონავენტურა, სუსო, სილვა.

ტურე: “მანჩესტერ სიტის” გამარჯვების უფრო დიდი სურვილი ჰქონდა, ვიდრე “არსენალს”

“მანჩესტერ სიტის” კოტ’დ-იუვარელმა ნახევარმცველმა, იაია ტურემ აღნიშნა, რომ დღევანდელ მატჩში (“მანჩესტერ სიტი” 2-1 “არსენალი”) გადამწყვეტი როლი მონდომებამ ითამაშა.

“ბრწყინვალე მატჩი გამოდგა. სწორედ ასეთი ტიპის თამაშები გვჭირდება, რათა პირველობისთვის ბრძოლისათვის საჭირო მებრძოლი სული შევიძინოთ.

“არსენალს” ბრწყინვალე გუნდი ჰყავს, სეზონის დაწყებიდან დღემდე, ისინი ძალიან კარგად მუშაობენ.

პირველ ნახევარში ძალიან ჩვენი თამაშის ჩვენება ძალიან გაგვიჭირდა, რამდენიმე შანსიც შეგვიქმნეს, მაგრამ დაცვაში კარგი თამაშის საფუძველზე სასურველ შედეგს მივაღწიეთ.

ვფიქრობ, მატჩის მეორე ნახევარში ჩვენ უფრო მოტივირებულები გამოვედით მოედანზე, ჩვენ უფრო დიდი სურვილი გვქონდა გამარჯვების, ვიდრე “არსენალს”, რამაც თამაშის ბედიც გადაწყვიტა.” – განაცხადა ტურემ Sky Sports-თან მიცემულ ინტერვიუში.

“მანჩესტერ იუნაიტედმა” “ლესტერი” გაანადგურა (ვიდეო)

24 სექტემბერს, ინგლისის პრემიერ ლიგის მე-6 ტურში “მანჩესტერ იუნაიტედმა” საკუთარ მოედანზე “ლესტერი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 4:1 დაამარცხა.

შეხვედრაში ანგარიში 22-ე წუთზე კრის სმოლინგმა გახსნა. 37-ე წუთზე ხუან მატამ კარგი კომბინაციის შემდეგ თავისი გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა. ამის შემდეგ ხუთწუთიან მონაკვეთში “მანჩესტერ იუნაიტედმა” ორი გოლი გაიტანა – გოლები რეშფორდმა და პოგბამ გაიტანეს. აღსანიშნავია, რომ პოგბამ მანჩესტერელთა რიგებში სადებიუტო გოლი მიითვალა.

მეორე ნახევრის დაწყებიდან დაახლოებით 15 წუთში, “ლესტერის” 20 წლის ფეხბურთელმა, გრეიმ ულამაზესი გოლი გაიტანა და სხვაობა სამამდე შეამცირა. როგორც აღმოჩნდა, ეს მატჩის ბოლო გოლი იყო – 4:1 “მანჩესტერ იუნაიტედის” სასარგებლოდ.

“მანჩესტერ იუნაიტედი”: დე ხეა; დეილი ბლინდი, ქრის სმოლინგი, ერიკ ბაილი, ვალენსია; პოგბა, ერერა; მარკუს რეშფორდი (რუნი 83′), ხუან მატა (იანგი 87′), ლინგარდი (კერიკი 78′); ზლატან იბრაჰიმოვიჩი.

მთავარი მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

“ლესტერ სიტი”: შმეიხელი; დენი სიმფსონი, ჰუტი, ვეს მორგანი, ფუქსი; რიად მაჰრეზი (კინგი 46′), ამარტი, დრინქვოთერი, ოლბრაიტონი (შლუპი 62′); სლიმანი, ვარდი (გრეი 46′);

მთავარი მწვრთნელი: კლაუდიო რანიერი

გოლი: კრის სმოლინგი 22′, ხუან მატა 37′, მარკუს რეშფორდი 40′, პოლ პოგბა 42′ – გრეი 59′

Манчестер Юнайтед – Лестер Сити 4-1 (24 сентября 2016 г, Чемпионат Англии) от Независимый спорт на Rutube.

დიეგო ლოპესს 16 წლის მეკარესთან კონკურენცია აშინებს

Football Italia-ს ცნობით, დიეგო ლოპესმა ზამთრის სატრანსფერო პერიოდში შესაძლოა, “მილანი” დატოვოს. ესპანელი მეკარე გუნდიდან აბარგების შესაძლებლობას იმ შემთხვევაში განიხილავს, თუ ძირითად შემადგენლობაში ადგილს დაკარგავს.

იტალიური პრესის ცნობით, “სასუოლოს” წინააღმდეგ დღეს გასამართ მატჩში მილანელთა კარში შესაძლოა 16 წლის მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა დააყენონ.

Gianluigi Donnarumma

შეგახსენებთ, რომ დიეგო ლოპესი მადრიდის “რეალიდან” “მილანში” გასული სეზონის დასაწყისში გადავიდა. ესპანელმა კიპერმა იტალიის სერია A-ს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ რვა მატჩში 14 გოლი გაუშვა.

მატჩი “მილანსა” და “სასუოლოს” შორის დღეს, თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

 

„ბოსტონ სელტიკსის“ კალათბურთელები „მილანი“ – „ნაპოლის“ დაესწრნენ (ფოტო)

„ბოსტონ სელტიკსის“ კალათბურთელები, რომლებიც ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის სეზონის დაწყების წინ ევროპულ ტურნეში არიან, „სან-სიროზე“ „მილანი“ – „ნაპოლის“ მატჩს დაესწრნენ.

„დღეს „სან-სიროზე“ განსაკუთრებული სტუმრები გვყავს“, – წერია „მილანის“ „ინსტაგრამის“ გვერდზე.

12

როგორ გამოიყურება გრანდების გასახდელები (ფოტო)

მადრიდის “რეალი”

10vestuariosGrandesEquipos_01

“ბარსელონა”

10vestuariosGrandesEquipos_02

“მანჩესტერ იუნაიტედი”

10vestuariosGrandesEquipos_03

“მილანი”

10vestuariosGrandesEquipos_04

“ინტერი”

10vestuariosGrandesEquipos_05

“მანჩესტერ სიტი”

10vestuariosGrandesEquipos_06

“პარი სენ-ჟერმენი”

10vestuariosGrandesEquipos_07

“იუვენტუსი”

10vestuariosGrandesEquipos_08

“ბაიერნი”

10vestuariosGrandesEquipos_09

“პსვ”

10vestuariosGrandesEquipos_10

კარლო ანჩელოტის კარიერის სიმბოლური ნაკრები

სპორტულმა პორტალმა Sportskeeda-მ იტალიელი მწვრთნელის, კარლო ანჩელოტის კარიერის სიმბოლური ნაკრები შეადგინა.

მეკარე – პეტრ ჩეხი

Chelsea+Training+Session+wJTsZWTD7Hql

მარჯვენა მცველი – კაფუ

Cafù-638x425

ცენტრალური მცველი – სერხიო რამოსი

2111711_w2

ცენტრალური მცველი – ალესანდრო ნესტა

AC Milan Media Day

მარცხენა მცველი – პაოლო მალდინი (კ)

preview

ცენტრალური ნახევარმცელი – ანდრეა პირლო

1135716-18384107-1600-900

ცენტრალური ნახევარმცველი – ფრენკ ლამპარდი

Frank+Lampard+Carlo+Ancelotti+Chelsea+Training+uInkC8zsl93l

მარჯვენა ნახევარმცველი – კაკა

1369471096_extras_noticia_foton_7_1

მარცხენა ნახევარმცველი – კრიშტიანო რონალდუ

Real Madrid manager Carlo Ancelotti wants more goals from Cristiano Ronaldo - video

თავდამსხმელი – დიდიე დროგბა

ancelotti_1696869c

თავდამსხმელი – ზლატან იბრაჰიმოვიჩი

2013-05-27-ibrahimovic-ancelotti

“მილანი” ბაკათი ინტერესდება

“როსონერი” აგრძელებს მუშაობას შეტევის ხაზის გასაძლიერებლად.

იტალიური მედიის ცნობით, “მილანი” იწყებს მოლაპარაკებებს კარლოს ბაკას ტრანსფერის თაობაზე, რომლითაც დედაქალაქური “რომაცაა” დაინტერესებული.

იტალიური გრანდი ასევე განიხილავს ჯექსონ მარტინესის ტრანსფერსაც, რომლისთვის ბრძოლა “ატლეტიკომაც” დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ “სევილია” კოლუმბიელ ფორვარდს მხოლოდ 25 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელევა.

„მილანი“ ბაკასთვის ბრძოლაში ჩაერთო

„მილანის“ ხელმძღვანელობა „რომასთან“ ერთად „სევილიას“ თავდამსხმელის კარლოს ბაკასთვის ბრძოლას აპირებს. ამის შესახებ ინფორმაციას ავტორიტეტული იტალიური გამოცემა „ლა გაძეტა დელო სპორტი“ ავრცელებს.

„როსონერის“ ხელმძღვანელობა შიშობს, რომ „პორტუს“ ფორვარდის ჯექსონ მარტინესის ტრანსფერი, შესაძლოა, „ატლეტიკოს“ მხრიდან ინტერესის გამო ჩაიშალოს. ბაკას სატრანსფერო ფასი ამჟამად 25 მილიონ ევროს შეადგენს.

„მილანს“ კონკურენტი უჩნდება – მარტინესით „ატლეტიკო“ დაინტერესდა

„მილანს“ კონკურენტი უჩნდება – მარტინესით „ატლეტიკო“ დაინტერესდა

ხორვატიის ნაკრების თავდამსხმელის მარიო მანჯუკიჩის ტურინის „იუვენტუსში“ გადასვლის გამო მადრიდის „ატლეტიკო“ თავდასხმის ხაზის გაძლიერებას გეგმავს. ესპანური გამოცემა „მარკას“ ინფორმაციით, დედაქალაქური კლუბი „პორტუს“ ფორვარდით ჯექსონ მარტინესით დაინტერესდა, რომელსაც ბოლო დროს „მილანს“ უკავშირებენ.

როგორც წყარო წერს, ფეხბურთელს, რომელიც ამჟამად „კოპა ამერიკაზე“ იმყოფება, თავის მომავალ კლუბთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. რაც შეეხება „ატლეტიკოს“, კლუბი მზადაა, მარტინესში 35 მილიონი ევრო გადაიხადოს.