Fanebi.Com-ის ჟურნალის მე-8 ნომერი გამოქვეყნდა

გამოვიდა Fanebi.com-ის ინტერნეტ-ჟურნალის მერვე ნომერი, რომელიც მთლიანად 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრის შედეგების შეფასებას ეხება.

ნომერში წაიკითხავთ:

ევრო-2016-ის შესარჩევი ეტაპი — გუნდების თავკაცების შეფასებები;
ევრო-2016-ის შესარჩევი ეტაპი — ჩვენი კალენდარი;
ისტორია,   სტატისტიკა,   შანსები.

 კვლავინდებურად შეგახსენებთ, რომ გაიხსნა ჟურნალ Fanebi.com-ის ფეისბუქის გვერდი:  www.facebook.com/Fanebi.Journal

ნომრის PDF ვერსია

2 მარტის ნომრის გაცნობა აქვე შეგიძლიათ.

ჟურნალის რედაქტორი: ბექა დოგრაშვილი

მარეკ ჰამშიკი იტალიურ კარნავალზე

ამ დროისათვის, იტალიაში კარნავალის კვირა მიმდინარეობს. კარნავალებს ათასობით ადამიანი ესწრება. მათ რიცხვს არ ჩამორჩა “ნაპოლის” ნახევარმცველი, მარეკ ჰამშიკი.

„ნაპოლი“ კოლაროვის იტალიაში დაბრუნებას შეეცდება

„მანჩესტერ სიტის“ მარცხენა მცველი ალექსანდრ კოლაროვი „ნაპოლის“ ინტერესთა სფეროში მოხვდა.

როგორც „Football Italia“ გამოცემა „The Guardian“-ზე დაყრდნობით წერს, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ნეაპოლიტანელთა მთავარი მწვრთნელი რაფაელ ბენიტესი 28 წლის სერბთან კონტრაქტის გაფორმებას შეეცდება.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, კოლაროვის შეძენა ასევე „ზენიტის“, „ინტერისა“ და ტურინის „იუვენტუსის“ მენეჯერებსაც აქვთ.

ალექსანდრე მატევოსოვი

Fanebi.Com-ის ჟურნალის მე-7 ნომერი გამოქვეყნდა

გამოვიდა Fanebi.com-ის ინტერნეტ-ჟურნალის მეშვიდე ნომერი, რომელშიც გაეცნობით შემდეგ მასალებს:

ნეიმარი: „არ ველოდი, თუ „ბარსელონასთან“ ადაპტაციას ასე მალე გავივლიდი“ (ინტერვიუ);
„ქართველი იბრაჰიმოვიჩი“ ევროჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ყველაზე ახალგაზრდა მეგოლეთა შორის;
კვირის  ახალი  ამბები  მოკლედ;
კვირის  კარიკატურები;
ჟუნინინოს უმაღლესი სტანდარტი.

  კვლავინდებურად შეგახსენებთ, რომ გაიხსნა ჟურნალ Fanebi.com-ის ფეისბუქის გვერდი:  www.facebook.com/Fanebi.Journal

23 თებერვლის ნომრის გაცნობა აქვე შეგიძლიათ.

ჟურნალის რედაქტორი: ბექა დოგრაშვილი

კვირის კარიკატურები – კროოსი, იგუაინი

მიუნხენის „ბაიერნის“ ყოფილი ნახევარმცველი მეჰმედ შოლი ტონი კროოსს მოუწოდებს, რომ კლუბში დარჩენა-არდარჩენის საკითხზე ბავარიელებს პოკერს ნუ ეთამაშება. 24 წლის ფეხბურთელის მიმართ სერიოზულად დაინტერესდა „მანჩესტერ იუნაიტედის“ თავკაცი დევიდ მოიესი. კროოსს „ბაიერნთან“ მოქმედი კონტრაქტი 2015 წლის ზაფხულში ეწურება.

„ტონის მხრიდან ჭკვიანური არ არის „ბაიერნთან“ პოკერის თამაში. სწორედ ასეთი შთაბეჭდილება მრჩება ახლა. კროოსის ამჟამინდელი ხელფასი სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ დღეში ცხელი კერძი ორჯერ ჰქონდეს“, – აღნიშნა შოლმა.

ეს განცხადა ომარ მომანის შთაგონების წყაროდ იქცა და კარიკატურისტმა მორიგი ნახატი შექმნა: კროოსი პოკერის მაგიდას  „ბაიერნის“ ხელმძღვანელებთან ერთად უზის, თუმცა მას უკან  შოლი ექაჩება.

ომარ მომანის კიდევ ერთი კარიკატურა გონსალო იგუაინსა და დიეგო მარადონას ეძღვნება. სურათის შთაგონების წყარო იგუაინის განცხადებაა.

„მინდა გავაკეთო ის, რაც თავის დროზე მარადონამ გააკეთა. პირველ რიგში, მინდა, მოვიგო მსოფლიოს ჩემპიონატი და შემდეგ სკუდეტო. მარადონამ 1986 წელს მექსიკაში მუნდიალი მოიგო, ერთი წლის შემდეგ კი „ნაპოლი“ გადაიყვანა ჭკუიდან. მინდა, რომ „ნაპოლიში“ კიდევ დიდ ხნის განმავლობაში დავრჩე. აქ მეფესავით ვარ“, – განუცხადა გონსალო იგუაინმა „ლა გაძეტა დელო სპორტს“.

კარიკატურაზე აღბეჭდილია გონსალოს კორონაცია, მარადონა მას მეფის გვირგვინს ადგამს და არც არის წინააღმდეგი, რომ მისი მიღწევები გაიმეოროს. განზე დგანან „ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელი რაფა ბენიტესი და პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი. მსხვილი ხედით კი გამოსახულია გახარებული მარეკ ჰამშიკი.

ბექა დოგრაშვილი
ჟურნალი Fanebi.com

იგუაინი “სუონსისთან” სათამაშოდ მზად არის

“ნაპოლის” არგენტინელი ფორვარდი გონსალო იგუაინი გუნდთან ერთად სუონსიში გაემგზავრა, სადაც ადგილობრივი კლუბის წინააღმდეგ ევროპის ლიგის 1/16 ფინალურ შეხვედრაში შესძლებს მონაწილეობის მიღებას.

ჯერ კიდევ გუშინ, ტრავმის გამო,  ფეხბურთელის თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა, თუმცა როგორც გაირკვა იგუაინი ჯანმრთელია და მოედანზე გასასვლელად მზად არის.

ასევე იტალიური კლუბის დელეგაციაშ არიან მეკარე პეპე რეინა და გამოჯანმრთელებული ჟორჟინიო.

 

Fanebi.Com-ის ჟურნალის მე-6 ნომერი გამოქვეყნდა

დღეს კვირა დღეა, შესაბამისად, გამოვიდა Fanebi.com-ის ინტერნეტ-ჟურნალის მეექვსე ნომერი, რომელიც ოდნავ სახეცვლილია. ვიფიქრეთ და გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი ჟურნალი ამიერიდან აღარ შემოგთავაზებთ ცნობილი ფეხბურთელების ფერად პოსტერებს. ორი ალტერნატივა გვქონდა: ან ეს შუა ორი გვერდი უნდა გაგვეუქმებინა და ჟურნალის ფორმატი შეგვემცირებინა, ან პოსტერის ნაცვლად თქვენთვის სხვა რუბრიკა შემოგვეთავაზებინა. ამ ეტაპზე გადაწყდა, რომ პოსტერის ნაცვლად ეს ორი გვერდი დაეთმობა კვირის საფეხბურთო ამბებსა და ომარ მომანის კვირის კარიკატურების განხილვას. საერთოდ კი, დღევანდელ ნომერში წაიკითხავთ:

მანუელ ნოიერი: „კარში დგომა არ მინდოდა“ (ინტერვიუ)
ქართული ფეხბურთის განვითარების პროგრამა
კვირის ამბები მოკლედ
კვირის კარიკატურები
ფეხბურთოლოგია
რამდენი წლისაა ჯოზეფ  მინალა?

   კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ გაიხსნა ჟურნალ Fanebi.com-ის ფეისბუქის გვერდი:  www.facebook.com/Fanebi.Journal

16 თებერვლის ნომრის გაცნობა აქვე შეგიძლიათ.

ჟურნალის რედაქტორი: ბექა დოგრაშვილი

დე როსი: “ნაპოლი” ნამდვილად ძლიერი გუნდია”

იტალიური “რომას” ნახევარმცველი, დანიელე დე როსი “ნაპოლისთან” გამართულ მატჩს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რაფაელ ბენიტესს ძალიან ძლიერი გუნდი ყავს.

შეგახსენებთ, რომ იტალიის თასის ნახევარფინალის პირველ მატჩში, “რომამ” “ნაპოლის” ანგარიშით 3:2 სძლია, ხოლო განმეორებით შეხვედრაში, ნეაპოლელებმა რომაელები დამაჯერებლად, ანგარიშით 3:0 დაამარცხეს.

“სიმართლე გითხრათ, არ ველოდით, რომ ფინალში ვერ გავიდოდით. “ნაპოლი” მართლაც ძლიერი გუნდია”, – ამბობს როსი.

სიმეონე “მილანთან” რთულ ბრძოლას ელის

მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარი მწვრთნელი, დიეგო სიმეონე აცხადებს, რომ ის იტალიურ “მილანთან” რთულ ბრძოლას ელის.

შეგახსენებთ, რომ “მილანი” და “ატლეტიკო” ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში დაუპირისპირდებიან. პირველი შეხვედრა “სან სიროზე” 19 თებერვალს გაიმართება, ხოლო განმეორებით მატჩს 11 მარტს მადრიდელები უმასპინძლებენ.

“სან სიროზე” არაერთხელ მითამაშია და ვიცი, როგორი ატმოსფერო იქმნება ამ სტადიონზე. “მილანი” საკმაოდ კარგი გუნდია, ამიტომ რთულ ბრძოლას ველი”, – ამბობს სიმეონე.

„ნაპოლიმ“ „რომა“ გაანადგურა და თასის ფინალში გავიდა

იტალიის თასის ნახევარფინალურ ეტაპზე „ნაპოლისა“ და „რომას“ შორის გამართული განმეორებითი მატჩი ნეაპოლელთა დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა. შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრა რომაელებს ანგარიშით 3:2 ჰქონდათ მოგებული.

„სან პაოლოზე“ გამართულ მატჩში ანგარიში 33-ე წუთზე ხოსე კალეხონმა გახსნა. 48-ე წუთზე გონსალო იგუაინმა „ნაპოლის“ უპირატესობა განამტკიცა. მატჩს საბოლოო წერტილი 51-ე წუთზე ჟორჟინიომ დაუსვა — 3:0. აღსანიშნავია, რომ შეხვედრის 79-ე წუთზე მოედნიდან გააძევეს „რომას“ ნახევარმცველი კევინ სტროტმანი, რომელმაც ერთ ეპიზოდში ზედიზედ ორი ყვითელი ბარათი მიიღო. სხვათა შორის, მატჩს ესწრებოდა ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა.

„ნაპოლი“ იტალიის თასის ფინალში „ფიორენტინას“ შეხვდება.

იტალიის თასი
ნახევარფინალი (II მატჩი)
„ნაპოლი“ — „რომა“ 3:0 (1:0)

გოლები: კალეხონი 33′, იგუაინი 48′, ჟორჟინიო 51′.
გაფრთხილებები: მაჯო 57′, კალეხონი 74′ — ბენატია 15′, ლიაიჩი 21′, სტროტმანი 79′, ლეანდრო კასტანი 83′.
გაძევება: სტროტმანი 79′.

იგუაინი: „ნეაპოლის მოსახლეობისთვის მეფე გავხდი“

„ნაპოლის“ თავდამსხმელმა გონსალო იგუაინმა განაცხადა, რომ კლუბში დარჩენა მინიმუმ კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე სურს.

„ჩემი მომავალი „ნაპოლისთან“ არის დაკავშირებული. კონტრაქტი კიდევ ოთხი წლის განმავლობაში იმოქმედებს. აქ ხალხი როგორც მეფეს მიყურებს. აღნიშნული პერიოდი ჩემი კარიერისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. უმაღლეს დონეზე რვა წელი ვთამაშობ. ამჟამად ფიზიკურად თავს კარგად ვგრძნობ. გარდა ამისა, ნეაპოლში ბრწყინვალე ატმოსფეროა“, – განაცხადა არგენტინელმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

რუდი გარსია: “რომა” ფრისთვის არ ითამაშებს”

იტალიური “რომას” მთავარმა მწვრთნელმა, რუდი გარსიამ “ნაპოლისთან” მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა და განაცხადა, რომ “ჯალოროსი” მოედანზე მხოლოდ ფრის გამო არ გავა.

შეგახსენებთ, რომ იტალიის თასზე, 12 თებერვალს, “ნაპოლისა” და “რომას” შორის განმეორებითი შეხვედრა გაიმართება. ამ გუნდებს შორის ჩატარებული პირველი მატჩი “რომას” გამარჯვებით, 3:2 დასრულდა.

“როგორც ყოველთვის, ამჯერადაც მხოლოდ იმისთვის ვითამაშებთ, რომ მოვიგოთ. ფრის გამო, მოედანზე ნამდვილად არ გავალთ”, – ამბობს გარსია.