Fanebi.Com-ის ჟურნალის მე-7 ნომერი გამოქვეყნდა

გამოვიდა Fanebi.com-ის ინტერნეტ-ჟურნალის მეშვიდე ნომერი, რომელშიც გაეცნობით შემდეგ მასალებს:

ნეიმარი: „არ ველოდი, თუ „ბარსელონასთან“ ადაპტაციას ასე მალე გავივლიდი“ (ინტერვიუ);
„ქართველი იბრაჰიმოვიჩი“ ევროჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ყველაზე ახალგაზრდა მეგოლეთა შორის;
კვირის  ახალი  ამბები  მოკლედ;
კვირის  კარიკატურები;
ჟუნინინოს უმაღლესი სტანდარტი.

  კვლავინდებურად შეგახსენებთ, რომ გაიხსნა ჟურნალ Fanebi.com-ის ფეისბუქის გვერდი:  www.facebook.com/Fanebi.Journal

23 თებერვლის ნომრის გაცნობა აქვე შეგიძლიათ.

ჟურნალის რედაქტორი: ბექა დოგრაშვილი

ყენია უკრაინაში ბრუნდება?

დიუსელდორფის „ფორტუნას“ ქართველი ნახევარმცველი ლევან ყენია, შესაძლოა, უკრაინაში დაბრუნდეს.

უკრაინული პრესის ცნობით, 23 წლის ფეხბურთელს სიმფეროპოლის „ტავრია“ ეპატიჟება. აღნიშნულ გუნდს ნიკოლაი კოსტოვი ხელმძღვანელობს, რომლის თავკაცობითაც ყენია ლვოვის „კარპატიში“ თამაშობდა. სწორედ ის არის შესაძლო ტრანსფერის ინიციატორი. გავრცელებული ინფორმაციით, მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია.

გერმანიის მეორე ბუნდესლიგის მიმდიანრე გათამაშებაში ქართველმა ფეხბურთელმა 10 მატჩი ჩაატარა.

ბექა დოგრაშვილი

დინამო – ვალენსია კვიპროსზე გაიმართება

ევროპის ლიგის 1/16 ფინალური შეხვედრა კიევის “დინამოსა” და “ვალენსიას” შორის კვიპროსზე გაიმართება. უეფამ შეხვედრის კიევში ჩატარება სახიფათოდ ჩათვალა. “ვალენსიას” პრეზიდენტის, ამადეო სალვოს განცხადებით შეხვედრის თარიღი არ შეცვლილა და ის 20 თებერვალს თბილისის დროით 22 საათზე გაიმართება.

შეგახენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა 20 თებერვალის გლოვის დღედ გამოაცხადა და ყველა დაგეგმილი ღონისძიება გადადო.

Fanebi.Com-ის ჟურნალის მე-6 ნომერი გამოქვეყნდა

დღეს კვირა დღეა, შესაბამისად, გამოვიდა Fanebi.com-ის ინტერნეტ-ჟურნალის მეექვსე ნომერი, რომელიც ოდნავ სახეცვლილია. ვიფიქრეთ და გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი ჟურნალი ამიერიდან აღარ შემოგთავაზებთ ცნობილი ფეხბურთელების ფერად პოსტერებს. ორი ალტერნატივა გვქონდა: ან ეს შუა ორი გვერდი უნდა გაგვეუქმებინა და ჟურნალის ფორმატი შეგვემცირებინა, ან პოსტერის ნაცვლად თქვენთვის სხვა რუბრიკა შემოგვეთავაზებინა. ამ ეტაპზე გადაწყდა, რომ პოსტერის ნაცვლად ეს ორი გვერდი დაეთმობა კვირის საფეხბურთო ამბებსა და ომარ მომანის კვირის კარიკატურების განხილვას. საერთოდ კი, დღევანდელ ნომერში წაიკითხავთ:

მანუელ ნოიერი: „კარში დგომა არ მინდოდა“ (ინტერვიუ)
ქართული ფეხბურთის განვითარების პროგრამა
კვირის ამბები მოკლედ
კვირის კარიკატურები
ფეხბურთოლოგია
რამდენი წლისაა ჯოზეფ  მინალა?

   კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ გაიხსნა ჟურნალ Fanebi.com-ის ფეისბუქის გვერდი:  www.facebook.com/Fanebi.Journal

16 თებერვლის ნომრის გაცნობა აქვე შეგიძლიათ.

ჟურნალის რედაქტორი: ბექა დოგრაშვილი

დონეცკის შახტარის ფეხბურთელი ავტოავარიაში დაიღუპა

დონეცკის “შახტარის” ფორვარდი მაიკონ პერეირა დე ოლივეირა, რომელიც ბოლო დროს იჯარის წესით “ილიჩივეცის” ღირსებას თორნიკე ოქრიაშვილთან და დავით თარგამაძესთან ერთად იცავდა, ავტოავარიაში დაიღუპა.

სამწუხარო ფაქტი დღეს დილის 4 საათზე მოხდა ქალაქ დონეცკში. ოლივეირა მოძრაობის საპირისპირო ზოლში გადავიდა და შემხვედრ ავტომობილს დაეჯახა, რომლის მძღოლიც მძიმე ტრავმებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ფეხბურთელის გადარჩენა კი სამწუხაროდ ვერ მოხერხდა.

მილევსკი “გაზიანტეპსპორიდან” წამოვიდა

სკანდალურად ცნობილი უკრაინელი ფორვარდი არტემ მილევსკი თურქული “გაზიანტეპსპორიდან” წამოვიდა. კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყდა. თურქული კლუბთან ფეხბურთელის კონტრაქტი 2016 წლის 31 მაისამდე იყო გათვლილი.

შეგახსენებთ, რომ მილევსკი “გაზეიანტერსპორში” კიევის “დინამოში” გატარებული 11 წლის შემდეგ, თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა. თურქულ კლუბშ ფორვარდმა 6 მატჩი ჩაატარა და 1 გოლის გატანა მოახერხა.
უკრაინის ნაკრებში მილსევსკიმ 50-ჯერ ითამაშა და 8 გოლი გაიტანა.

საფრანგეთი – უკრაინა (სასტარტო შემადგენლობები)

დღეს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება მატჩი, რომელშიც მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფლეი-ოფში, ერთმანეთს საფრანგეთისა და უკრაინის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდებიან.

გუნდები მოედანზე ასეთი შემადგენლობებით გავლენ.

საფრანგეთი: ლორისი, დებუში, ევრა, სახო, ვარანი, რიბერი, მატუიდი, ვალბუენა, კაბაიე, პოგბა, ბენზემა.

უკრაინა: პიატოვი, შევჩუკი, მანძიუკი, რაკიტცკი, ხაჩერიდი, როტანი, ედმარი, კონოპლიანკა, იარმოლენკო, ზოზულია, ბეზუსი.

შეგახსენებთ, რომ პირველ შეხვედრაში, უკრაინელებმა საკუთარ მოედანზე ფრანგები ანგარიშით 2:0 დაამარცხეს.

დიდიე დეშამი უკრაინის ნაკრების დამარცხებაში დარწმუნებულია – ინტერვიუ

ევროპის ზონიდან საფრანგეთისა და უკრაინის ნაკრებების ბრძოლა მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურისთვის დიდ ინტერესს იწვევს. როგორც მოგეხსენებათ, პირველი მატჩი კიევში შედგა და ის მასპინძლების გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა, რამაც „მამლები“ მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო. ფრანგი გულშემატკივრების დიდ ნაწილს უკვე აღარ სჯერა, რომ მისი ქვეყნის ნაკრები უკრაინულ ბარიერს დაძლევს, თუმცა სხვა პოზიციაზეა დიდიე დეშამი. საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი დარწმუნებულია, რომ მისი გუნდი სასურველი ანგარიშით გაიმარჯვებს და ბრაზილიის მუნდიალის საგზურს მოიპოვებს.

„ვეცდებით, სასურველ შედეგს მივაღწიოთ. პირველ რიგში, ფსიქოლოგიურად ვართ მზად. ვთვლი, რომ გამარჯვება შეგვიძლია“, – თქვა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე დეშამმა.

– თუ მატჩის ძირითადი დრო ანგარიშით 2:0 დასრულდება, უკვე იცით, ვინ შეასრულებს თერთმეტმეტრიანებს?
– ჯერ არ ვიცი. თუ საქმე პენალტების სერიამდე მივა, დაარტყამს ის, ვინც იმ მომენტში იქნება მზად ამისთვის.

– რას ეტყოდით საფრანგეთის ნაკრების ქომაგებს?
– ვიცი, რომ მთელი სტადიონი ჩვენ გვიქომაგებს, თუმცა შედეგი მხოლოდ ფეხბურთელებზე იქნება დამოკიდებული და არა – გულშემატკივრებზე.

– პოსტიდან გათავისუფლებაზე თუ გიფიქრიათ?
–არა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ. ამაში 1 პროცენტითაც არ მეპარება ეჭვი.

– ვარანი არის მზად იმისთვის, რომ უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ გასამართ მატჩში სრულად ითამაშოს?
– ვფიქრობ, ის ფიზიკურად მზად არის, თუმცა ვერც იმას გამოვრიცხავს, რომ  მას მუხლთან დაკავშირებით შეიძლება გარკვეული სახის პრობლემები ჰქონდეს.

– რიბერის კიევში ორი-სამი ფეხბურთელი მეურვეობდა. ექნება მას პარიზში მეტი სივრცე?
– ვფიქრობ, მას აქაც ეყოლება რამდენიმე მეურვე. ასეთ მომნტში დანარჩენ ფეხბურთელებს მეტი პასუხისმგებლობა ეკისრებათ, ისინი უფრო მეტად უნდა დაეხმარნონ ფრანკს.

– როგორც ფეხბურთელი, ისურვებდით ასეთ მატჩში მონაწილეობის მიღებას?
– დიახ, წინააღმდეგი არ ვიქნებოდი. ძალზედ საინტერესო დაპირისპირებაა.

ცნობისთვის, მატჩი საფრანგეთისა და უკრაინის ნაკრებებს შორის 20 ნოემბერს, ჩვენი დროით 00:00 საათზე დაიწყება.

ბექა დოგრაშვილი

ბენზემა: „დარწმუნებული ვარ, რომ მუნდიალზე გავალთ“

საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელი ქარიმ ბენზემა დარწმუნებულია, რომ მისი გუნდი ორი მატჩის ჯამში უკრაინის დამარცხებასა და მუნდიალზე გასვლას შეძლებს.

„მწვრთვნელს ჩემი სჯერა, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ იგი ჩემი სათადარიგოთა სკამზე დატოვებას ამჯობინებს, მის გააწყვეტილებას მშვიდად მივიღებ. ჩემთვის პირველ რიგში გუნდის ინტერესებია მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ქარიმმა.

„ამ ორ მატჩში ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმს ვაჩვენებთ. მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლაში დარწმუნებული ვარ. სასწორზე პლანეტის პირველობის საგზურია. ეს ფეხბრუთში ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირია“.

გარდა ამისა, მადრიდის „რეალის“ ფორვარდმა აღნიშნა, რომ მას ბოლო დროს საკმაოდ ბევრს აკრიტიკებენ.

„ჩემი კარიერის ყველაზე მძიმე პერიოდი გადავიტანე. ჩემი აზრით, უბრალოდ არ მიმართლებს. პრესა ჩემზე ყოველდღე საუბრობს, კრიტიკას უკვე შევეჩვიე. მხოლოდ მსურს, რომ ეს კრიტიკა ობიექტური იყოს. თუ არც ისე კარგად ვითამაშებ, ამის შესახებ პირველი თვითონ ვიტყვი“, – დაასრულა ბენზემამ.

შეგახსენებთ, რომ უკრაინასა და საფრანგეთს შორის პირველი მატჩი ხვალ, თბილისის დროით 23 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

ალექსანდრე მატევოსოვი

შოვკოვსკის კურიოზული შეცდომა

3 ნოემბერს, უკრაინის ჩემპიონატში, “ზორიამ” საკუთარ მოედანზე კიევის “დინამო” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

აღნიშნულ შეხვედრაში, კიეველთა გამოცდილი მეკარის, შოვკოვსკის შეცდომის წყალობით, მასპინძლებმა უპირატესობა ორამდე გაზარდეს.

2015 წლის ევრობასკეტის ფორმატი არ შეიცვლება

უკრაინულ სპორტულ ინტერნეტ-ჟურნალთან iSport.ua-სთან მიცემულ ინტერვიუში უკრაინის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ალექსანდ ვოლკოვმა განაცხადა, რომ უკრაინაში ჩასატარებელი 2015 წლის ევრობასკეტის ფორმატი შეცვლილი არ იქნება.

”ევრობასკეტი უკრაინაში ჩვეული ფორმატით შედგება. შესაძლო ცვლილებები, რომლებზეც ხშირად არის საუბარი, დიდი ალბათობით, 2017 წელს განხორციელდება. შემდეგი ევროპის ჩემპიონატისთვის რეგლამენტი უკვე შედგენილია და იგი არ შეიცვლება. ამ ტურნირის ჩატარება ჩვეულ ფორმატში გვსურს. სჯობს, გუნდების რაოდენობა სხვა დროს შეცვალონ”, – განაცხადა ვოლკოვმა.

შეგახსენებთ, რომ რამოდენიმე დღის წინ, ბერძნულმა eurohoops.net-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, 2015 წლის ევროპის საკალთბურთო ჩემპიონატის ფორმატი შეცვლილი იქნება და გუნდები ჯგუფური ეტაპის შემდეგ პლეი-ოფს 1/8 ფინალიდან დაიწყენ, ხოლო მეორე ეტაპი გაუქმდება.

ალექსანდრე მატევოსოვი

უკრაინამ იტალია დაამარცხა

დასრულდა მატჩი იტალიის ეროვნულ საკალათბურთო ნაკრებსა და უკრაინას შორის. მოგეხსენებათ, აღნიშნული შეხვედრის გამარჯვებული მოიპოვებდა შემდეგი წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურს.

იტალია – უკრაინა 58:66 (17:13, 17:22, 14:16, 10:15)

იტალია: ჩინჩიარინი (3 ქ. 4 მ.), ბელინელი (7 ქ. 6 მ.), არადორი (15 ქ. 9 მ.), დატომე (11 ქ.), კუზინი (0 ქ.) – სტარტი; ჯენტილე (10 ქ.), მელი (8 ქ.), დინერი (2 ქ.), მაგრო (2 ქ.)

უკრაინა: ჯეტერი (20 ქ. 4 გ. 3 მ.), გლადირი (5 ქ. 6 მ.), ლიპოვი (4), კორნიენკო(3 ქ. 6 მ.), ნატიაჟკო (6 ქ.) – სტარტი; მიშულა (8 ქ.), პუსტოზვონოვი (8 ქ.), კრავცოვი (6 ქ. 6 მ. 6 ბ.), ზაიცევი (3 ქ. 5 მ.), ზაბირჩენკო (3 ქ.)

სროლები ახლო და საშუალო დისტანციიდან: 11/34 (32,4%) – 19/41 (46,3%)

სროლები შორი დისტანციიდან: 10/32 (31,3%) – 5/20 (25%)

საჯარიმო სროლები: 6/10 (60%) – 13/19 (68,4%)

მოხსნები: 44-40; გადაცემები: 11-8; დაკარგვები: 13-12

ალექსანდრე მატევოსოვი