სვენ-გორან ერიქსონი: “ფერგიუსონი მოკვლით მემუქრებოდა, თუ რუნის მუნდიალზე წავიყვანდი”

ინგლისის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა სვენ-გორან ერიქსონმა გამოცემა “თაიმსს” საინტერესო ინტერვიუ მისცა, რომლის ერთ-ერთი მონაკვეთი “მანჩესტერ იუნაიტედის” ექსთავკაც ალექს ფერგიუსონთან მომხდარ ინციდენტს დაეთმო.

შვედმა სპეციალისტმა ინტერვიუში 2006 წელს მომხდარი ამბავი გაიხსენა. ამ პერიოდში “წითელი ეშმაკების” აწ უკვე ყოფილმა თავდამსხმელმა უეინ რუნიმ ტრავმა მიიღო და გამოჯანმრთელების პროცესი საკმაოდ გაეწელა. ინგლისელმა ფეხბურთელმა მსოფლიოს ჩემპიონატამდე ტრავმის მოშუშება ვერ მოასწრო, თუმცა უშუალოდ ტურნირის მიმდინარეობისას გამოჯამრთელებისა და თამაშის საშუალება ჰქონდა. ამის მიუხედავად, “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარ მწვრთნელ ალექს ფერგიუსონს მუნდიალზე რუნის გაშვება არ სურდა, რასაც ერიქსონთან დაძაბული სატელეფონო საუბარი მოჰყვა.

შვედი სპეციალისტი იხსენებს:

“ალექსი უცნაური კაცი იყო. ასეთი ჩვევა ჰქონდა: დამირეკავდა დილის შვიდ საათზე ან უფრო ადრე და ყოველგვარი მისალმების გარეშე იწყებდა ყვირილით საუბარს. როდესაც ასეთი გაღიზიანებული იყო ხოლმე, მასთან კომუნიკაცია შეუძლებელი ხდებოდა.

მან ის დილაც ჩხუბით დაიწყო. ყვიროდა, რომ მომკლავდა, თუ რუნის მსოფლიოს ჩემპიონატზე წავიყვანდი.

მე მას ვკითხე: “რა ხდება ალექს, რაშია საქმე?” თუმცა, ის მე არ მისმენდა და განაგრძობდა ყვირილსა და მუქარას. საბოლოო ჯამში, ვუთხარი: “რუნის მსოფლიოს ჩემპიონატზე მაინც წავიყვან. კარგი შვებულება, ჩაო” და ტელეფონი გავუთიშე”.

უეინ რუნიმ 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მართლაც ითამაშა, თუმცა “სამი ლომი” ტურნირს მეოთხედფინალურ ეტაპზე პორტუგალიის ნაკრებთან პენალტების სერიაში მარცხის შემდეგ გამოეთიშა.

კრიშტიანუ რონალდუ ფინალის შემდეგ ალექს ფერგიუსონს შეხვდა (ვიდეო)

3 ივნისს, უელსის დედაქალაქ კარდიფში ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიმართა, სადაც მადრიდის “რეალმა” ტურინის “იუვენტუსის” დამარცხება შეძლო (4-1).

აღნიშნული მატჩის მთავარი გმირი კრიშტიან რონალდუ გახდა, რომელმაც დუბლის გაფორმება მოახერხა.

მატჩის შემდეგ კი პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი მისთვის ძალიან პატივსაცემ ადამიანს, ალექს ფერგიუსონს შეხვდა, რომელთანაც “მანჩესტერ იუნაიტედში” ყოფნის პერიოდში თანამშრამლობდა.

ფერგიუსონი: “პრემიერ ლიგის ფავორიტები სწორედ ისინი არიან”

პრემიერ ლიგამ უკვე ორ თვეზე მეტია სტარტი აიღო და 9 ტურის შემდეგ გუნდებს შორის ბრძოლა საკმაოდ საინტერესო და დაძაბულია.

“მანჩეტსერ იუნაიტედის” ლეგენდარულმა ყოფილმა მწვრთნელმა, სერ ალექს ფერგიუსონმა ჟურნალისტებტან ისაუბრა და წლევანდელ სეზონში ინგლისის ჩემპიონატის ფავორიტები დაასახელა.

“ძნელია, ივარაუდო ვინ მოიგებს წელს პრემიერ ლიგას, თუმცა, ჩემი აზრით, ტიტულის მოპოვების ხუთი გამოკვეთილი კანდიდატი არესებობს. მთავრი ფავორიტი “მანჩესტერ სიტია”, რომელსაც შესანიშნავი მწვრთნელი ჰყავს პეპ გვარდიოლას სახით. ასევე, დავასახელებ “ტოტენჰემსა” და “ლივერპულს”.”

“მიმაჩნია, რომ “მანჩესტერ იუანიტედიც” ამ ხუთეულშია. მიუხედავად იმისა, მათ სეზონის სტარტზე უკვე 6-8 ქულა დაკარგეს მიყოლებით, დიდი შანსია სეზონის მიმდინარეობისას ცხრილის ზედა ნაწილში აღზევდნენ და ტიტულისთვის იბრძოლონ. მით უმეტეს, ჟოზე მოურინიოს მთავარი კონკურენტი, პეპ გვარდიოლა სწორედ მისი გუნდის მოსისხლე მტრის თავკაცია.”

“და… არც “არსენალი “უნდა დაგვავწყდეს. ჩემი აზრით, მას ყველაზე აგრესიული და კარგი ფეხბურთელები ჰყავს. მაგალითად, მოხიბლული ვარ ახალგაზრდა ტალანტით, ალექს აივობით,” – განაცხადა ფერგიუსონმა.

 

ფერგიუსონი: “ინტერის” ჩაბარება შემეძლო, მაგრამ…”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი თავკაცი ალექს ფერგიუსონი გამოტყდა, რომ სამწვრთნელო კარიერის ბოლოს მილანის “ინტერის” ჩაბარება შეეძლო.

“კარიერის ბოლოს “ინტერის” პრეზიდენტ მასიმო მორატის შევხვდი. შემოთავაზებით დავინტერესდი, როდესაც იმ ფეხბურთელების ვინაობა გამაცნეს, რომელთა დამატებასაც მილანელები აპირებდნენ. სამწუხაროდ, მეუღლე იტალიაში გადასვლაზე ვერ დავითანხმე”, – ფერგიუსონის ბიოგრაფიის მონაკვეთს TMW აქვეყნებს.

 

საუკეთესო მწვრთნელები, რომელთაც ნაკრებში არასდროს უმუშავიათ

ფეხბურთს არაერთი დიდი მწვრთნელი ახსოვს, რომელსაც კარიერაში სანაკრებო დონეზე არასდროს უმუშავია. წარმოგიდგენთ ასეთი მწვრთნელების კატეგორიიდან თერთმეტ ყველაზე გამორჩეულ სპეციალისტს.

1. ბილ შენკლი „კარლაილის“, „გრიმსბის“, „უორკინგტონის“, „გადერსფილდისა“ და „ლივერპულის“ თავკაცი იყო. ჯამში მან 11 ტიტული მოიგო

1

2. 61 წლის მანუელ პელეგრინის ჯამში თერთმეტ კლუბთან უმუშავია. მისი მონაგარი თორმეტ მოგებულ ტიტულს შეადგენს

Manuel-Pellegrini11-1

3. 70 წლის იუპ ჰაინკესმა სამწვრთნელო კარიერა დაასრულა. გერმანელი სპეციალისტი იმ თვრამეტ მწვრთნელს შორისაა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა მინიმუმ ორჯერ მოიგო

Jupp Heynckes

4. რაფაელ ბენიტესი საკლუბო დონეზე მუშაობას აგრძელებს – ამჯერად მან მადრიდის „რეალი“ ჩაიბარა

Florentino Perez - Rafa Benitez

5. უდო ლატეკი დორტმუნდის „ბორუსიას“, „ბარსელონას“, „ბაიერნს“, მიუნხენგლადბახის „ბორუსიას“, „კიოლნსა“ და „შალკეს“ თავკაცობდა. ჯამში ამ კლუბებთან ერთად მან 15 თასი მოიგო. ლატეკი მიმდინარე წლის პირველ თებერვალს, 80 წლის ასაკში გარდაიცვალა

5

6. ბრაიან კლაფმა „ჰარტლპულთან“, „დერბისთან“, „ბრაიტონ ენდ ჰოუვთან“, „ლიდსთან“ და „ნოტინგემთან“ საერთო ჯამში 16 ტიტული მოიპოვა. კლაფი 2004 წელს გარდაიცვალა

6

7. არა თუ საკლუბო ფეხბურთითან, არამედ „არსენალიდან“ წასვლას არსენ ვენგერი კიდევ დიდი ხნის განმავლობაში არ გეგმავს

Wenger

8. 44 წლის ხოსეპ გვარდიოლას ჯერ კიდევ ყველაფერი წინ ელის, შესაბამისად, მისი სანაკრებო დონეზე მუშაობა არ გამოირიცხება

Guardiola

9. 1996 წელს გარდაცვლილ ბობ პეისლის „ლივერპულთან“ ერთად, არც მეტი, არც ნაკლები, 20 ტიტული აქვს მოგებული

9

10. 52 წლის ჟოზე მოურინიომ ჩემპიონთა ლიგა სამ სხვადასხვა კლუბთან მოიგო. გვარდიოლას მსგავსად, მას, დიდი ალბათობით, კიდევ არაერთი სამუშაო ადგილის შეცვლა მოუწევს. სხვათაშორის, ცოტა ხნის წინ პორტუგალიელმა აღიარა, რომ სიამოვნებით აშშ-ს საფეხბურთო ლიგაში იმუშავებდა

Jose Mourinho

 

11. თავისი ცხოვრების 27 წელი ალექს ფერგიუსონმა „მანჩესტერ იუნაიტედს“ მიძღვნა. საინტერესოა, როგორი იქნებოდა სერ ალექსის გაწვრთნილი ნაკრები… სამწუხაროდ, ამას ვერასდროს გავიგებთ

Sir Alex Ferguson

„ვან გაალი ფერგიუსონს ძალიან ჰგავს“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ბრაიან რობსონმა „წითელი ეშაკების“ ახლანდელ მთავარ მწვრთნელზე ლუი ვან გაალზე ისაუბრა.

„ჰოლანდიელი ალექს ფერგიუსონს ძალიან ჰგავს. ლუი წარმატებას მთელი თვისი კარიერის განამვლობაში აღწევს. დიახ, მისი ზოგი გადაწყვეტილება ზედმეტად მკაცრი იყო, მაგრამ მაღალი დონის სპეციალისტებს ასე მოქცევა უწევთ ხოლმა“, – განაცხადა რობსონმა.

ფერგიუსონი: “რონალდუ ჰეთთრიკებს ნებისმიერ გუნდში გაიტანდა, მესი – არა მგონია”

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა მადრიდის “რეალის” ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ და “ბარსელონას” წამყვანი მოთამაშე ლიონელ მესი ერთმანეთთან შეადარა. შოტლანდიელის თქმით, მისი თავკაცობის პირობებში არცერთ ფეხბურთელს არ განუცდია ისეთი პროგრესი, როგორიც – რონალდუს.

“იუნაიტედში” ჩემი მუშაობის პერიოდში რონალდუმ დიდი პროგრესი განიცადა. ის ჩვენთან 17 წლის ასაკში მოვიდა, გამხდარი იყო. მას მუდმივად აკრიტიკებდნენ სიმულაციისა და სხვა მიზეზების გამო, თუმცა როდესაც ვარჯიშებზე თანაგუნდელებმა მისი დახმარება დაიწყეს, რონალდუ საოცარი მოთამაშე გახდა. დიდი ფეხბურთელებისთვის გადაწყვეტილების მიღების უნარი და მუდმივი პროგრესი უმთავრესია.

Messi - Ronaldo

ხალხი ბევრს კამათობს იმაზე, თუ ვინ არის მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე. ბევრი სრულიად სამართლიანად ასახელებს მესის. ძნელია, ამ მოსაზრებას შეეწინააღმდეგო. რონალდუ “მილუოლში, “ქუინს პარკ რეინჯერსში”, “დონკასტერსა” და ნებისმიერ გუნდში ითამაშებდა, გაიტანდა ჰეთთრიკებს. არა მგონია, მესის იგივე შეეძლოს.

რონალდუ ორივე ფეხით თამაშობს, სწრაფია, გამბედავია, დიდებულად მოქმედებს მეორე სართულზე. ჩემი აზრით, მესი მხოლოდ “ბარსელონას” ფეხბურთელია. ხვდებით, ალბათ, რასაც ვგულისხმობ”, – განაცხადა ფერგიუსონმა BBC-ს ეთერში.

ფერგიუსონს ნეიმარში ეჭვი ეპარება

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი მთავარი მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი “ბარსელონას” თავდამსხმელის ნეიმარის შექებას ჯერ არ ჩქარობს.

“ნეიმარი თავისი პოტენციალის გამო მეტად რეკლამირებულია, თუმცა ვფიქრობ, რომ მას ჯერ კიდევ დასამტკიცებელი აქვს, რას წარმოადგენს. როდესაც “მანჩესტერ იუნაიტედში” ანდერსონი მოვიყვანე, მის შესაძლებლობებზეც ბევრს საუბრობდნენ.

ჩვენ ჯერ კიდევ ველოდებით იმას, თუ ვინ მოახერხებს რონალდუსა და მესის დონეზე ასვლას”, – ციტირებს ფერგიუსონის სიტყვებს A bola.

 

სქოულზი: “მოურინიო მსაჯებზე ზეგავლენას ისე ვერ ახდენს, როგორც ამას ფერგიუსონი აკეთებდა”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა ნახევარმცველმა პოლ სქოულზმა განაცხადა, რომ ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო მსაჯებზე ზეგავლენას ისე ვერ ახდენს, როგორც ამას “წითელი ეშმაკების” ყოფილი თავკაცი ალექს ფერგიუსონი აკეთებდა.

“გასაკვირი არ არის ის, რომ სერ ალექს ფერგიუსონის წასვლის შემდეგ ჟოზე მოურინიო, რომელიც პრემიერლიგის ყველაზე წარმატებული მწვრთნელია, გადაწყვეტილებების მიმღებ პირებზე ზეგავლენის მოხდენას ცდილობს – მსაჯებით დაწყებული ინგლისის ფეხბურთის ასოციაციით დამთავრებული. პრობლემა ის არის, რომ მას ეს არ გამოსდის.

ყველა უმაღლესი დონის მწვრთნელი ცდილობს ზეგავლენის მოხდენას. ამას მოურინიო საკუთარი გუნდისთვის აკეთებს და ეს არ არის გასაკვირი, თუმცა არბიტრები მისი გავლენის ქვეშ არ ექცევიან. მათ არ მოსწონთ, როდესაც ვინმე მსაჯებს რაიმეს გაკეთებაზე უთითებენ.

Mourinho - Referee

ვფიქრობ, რომ არბიტრებს არ სურთ, მოურინიოს ზეგავლენის ქვეშ მოექცნენ, თუმცა არც იმას ვამბობ, რომ ვინც შეცდომას უშვებს, ის გავლენის ქვეშაა და მისი ქმედება წინასწარ განზრახულია.

ჩემი ყოფილი თავკაცი სერ ალექსი ნამდვილად ახდენდა არბიტრებზე ზეგავლენას. ჩემი აზრით, ზოგიერთ მსაჯს სურდა, რომ მისთვის თავი მოეწონა. იმას არ ვგულისხმობ, რომ ისინი ჩვენ გვეხმარებოდნენ. მათ სურდათ, შეცდომების დაშვების გარეშე ემუშავათ. არ ვიცი, რის მიღწევას ცდილობს მოურინიო. თუ მას ჰგონია, რომ არბიტრების კრიტიკით საკამათო ეპიზოდებში მსაჯები “ჩელსის” სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებენ, ძალიან ცდება”, – დაწერა სქოულმა “ინდეპენდენტის” საიტზე გამოყოფილ საკუთარ სვეტზე.

 

ალექს ფერგიუსონმა სიმბოლურ გუნდში “მანჩესტერის” ორი ვარსკვლავი არ შეიყვანა

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა სიმბოლური გუნდი შეადგინა იმ ფეხბურთელებისგან, რომელთაც სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.

დიდი ბრიტანეთის ყველა დროის ყველაზე ტიტულოვანი მწვრთნელის შემადგენლობა ასე გამოიყურება:

მეკარე: პეტერ შმეიხელი;
მცველები: გარი ნევილი, იაპ სტამი, რიო ფერდინანდი, დენის ირვინი;
ნახევარმცველები: როი კინი, პოლ სქოულზი, კრიშტიანუ რონალდუ, რაიან გიგზი;
თავდამსხმელები: რუდ ვან ნისტელროი, ერიკ კანტონა.

როგორც ხედავთ, ფერგიუსონმა სიმბოლურ გუნდში “მანჩესტერ იუნაიტედის” ორი ვარსკვლავი არ შეიყვანა: დევიდ ბექჰემი და უეინ რუნი.

 

ფერგიუსონმა დი მარია შეაქო

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა თავკაცმა სერ ალექს ფერგიუსონმა ვერ დამალა თავისი აღფრთოვანება, რომელიც ანხელ დი მარიას კარგმა თამაშმა გამოიწვია.

სერ ალექსმა არგენტინელს ბევრი საქებარი სიტყვა მიუძღვნა. “დი მარია ფანტასტიური ფეხბურთელია. ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა და დღეს ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა.

მე მოხიბლული ვარ მისი თამაშით და ვფიქრობ, რომ მომავალში ანხელი უფრო კარგად ითამაშებს.”

სერ ალექსმა “იუნაიტედის” ყოფილ მცველზე, რიო ფერდინანდზეც ისაუბრა.

“მისი სხვა ფორმაში დანახვა ჩემთვის ამაღელვებელი იყო.

რიო წლების განმავლობაში თამაშობდა ჩემს გუნდში და ერთ-ერთი საუკეთესოც იყო. მისი ამაგი “იუნაიტედის” წინაშე ძალიან დიდია.

მინდა მასაც წარმატებები ვუსურვო.” – დაასრულა ფერგიუსონმა.

წყარო: მანჩესტერ იუნაიტედის ქართული ფან-კლუბი – http://redarmy.ge/

გიგზი ვან გაალს ფერგიუსონს ამსგავსებს

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელის ასისტენტი, რაიან გიგზი მის ამჟამინდელ და ყოფილ მწვრთნელს, სერ ალექს შორის მსგავსებას ხედავს.

მართალი გიგზმა ეს-ესაა დაიწყო ვან გაალთან ერთად მუშაობა, მაგრამ ამას სულაც არ შეუშლია ხელი მსგავსების აღმოჩენაში.

“დიახ, მსგავს თვისებებს ვხედავ. ორივე მათგანს აქვს აურა, მაგრამ ეს უმეტესად მათ მიერ მიღწეული წარმატების დამსახურებაა. ისინი მოთამაშეებისგან თავდადებასა და პატივისცემას მოითხოვენ. იმ მცირე დროში, რაც ვან გაალთან ერთად გამიტარებია, ნამდვილად შეიძლება იმის დანახვა, თუ რატომ არის ასეთი წარმატებული.”

“ხომ არ მახსენებს მექსიკის ნაკრებთან (ჰოლანდიის ნაკრების) შეხვედრა რამეს? დიახ, მახსენებს, რადგან ჩვენც გვყავს გუნდი, რომელიც არასდროს ნებდება.”

“ვფიქრობ, ეს ხასიათზე, ფიზიკურ ფორმასა და მწვრთნელის გადაწყვეტილებისუნარიანობაზეა დამოკიდებული. თუ მას აქვს ისეთი ფეხბურთელის გამოყვანის უნარი – როგორც იმ შეხვედრაში ჰუნტელაარი – რომელიც თამაშის მიმდიანრეობას შეცვლის, ეს ნიშნავს, რომ მან კარგი გადაწყვეტილება მიიღო. სწორედ ეს განასხვავებს ტოპ-კლასის მწვრთნელებს.”

“თუ რამე ის არ მოხდა, ის ამას ელოდა. თუმცა ის სრულად დარწმუნებულია თავის გადაწყვეტილებაში და სწორად იღებს მათ. სწორედ ასე უნდა იქცეოდე.”

“ეს ასეც უნდა გააკეთო, თუ “მანჩესტერ იუნაიტედს” წვრთნი. გადაწყვეტილება უნდა მიიღო, მისი პრაქტიკაში გამოყენება უნდა შეგეძლოს.” – ციტირებს გიგზის სიტყვებს The Telegraph.

წყარო: მანჩესტერ იუნაიტედის ქართული ფან-კლუბი – http://redarmy.ge/