“იუვენტუსს” ხუთი ფეხბურთელი დატოვებს

უცხოური პრესის ცნობით ტურინულ გრანდს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ხუთი მოთამაშე დატოვებს.

სებასტიან ჯოვინკო, მირკო ვუჩინიჩი, სიმონე პადონი, ფედერიკო პელუზო და ფაბიო კვალიარელა – სწორედ ასე გამოიყურება წამსვლელთა სავარაუდო სია.

ჯოვინკო “იუვენტუსის” აღზრდილია, თუმცა ნიჭიერმა მოთამაშემ ძირითადში სტაბილურად ადგილის დამკვიდრება ვერ მოახერხა. სებასტიანი უკვე 27 წლისაა და მას როგორც ტურინული კლუბის მომავალს აღარ უყურებენ.

მირკო ვუჩინიჩის წასვლა ზამთარში ფაქტობრივად გადაწყვეტილი იყო. მონტენეგროელი ხვდება, რომ მასზე ტურინში სერიოზულ იმედებს არ ამყარებენ, შესაბამისად თავადაც არ არის კლუბიდან წასვლის წინააღმდეგი.

პადონი და პელოზუ მუდმივი სათამაშო პრაქტიკის გარეშე დარჩენილი 30 ფეხბურთელები არიან. ლოგიკურია, რომ კლუბში ასეთი მოთამაშეების ყოლა არ აწყობთ.

ჭორები ფაბიო კვალიარელას წასვლის შესახებ უკვე დიდი ხანია ისმის. მიმდინარე სეზონში ფორვარდმა მხოლოდ ერთი გოლის გატანა მოახერხა. ანტონიო კონტემ კი, ფაბიო ევროა ლიგის განაცხადში არ შეიყვანა.

Fanebi.Com-ის ჟურნალის მე-13 ნომერი გამოქვეყნდა

გამოვიდა Fanebi.com-ის ინტერნეტ-ჟურნალის მეცამეტე ნომერი, რომელშიც წაიკითხავთ:

გვ. 2-3 — რის გამო უკრძალავს ფიფა „ბარსელონას“ ტრანსფერების განხორციელებას?
გვ. 4-5 — კვირის   კარიკატურები;
გვ. 6-7 — კვირის   ახალი   ამბები;
გვ. 8 — რიბერი: „დღეს მე ჩემი სახეც მომწონს“.

   კვლავინდებურად შეგახსენებთ, რომ გაიხსნა ჟურნალ Fanebi.com-ის ფეისბუქის გვერდი:  www.facebook.com/Fanebi.Journal

ნომრის PDF ვერსია

6 აპრილის ნომრის გაცნობა აქვე შეგიძლიათ.

ჟურნალის რედაქტორი: ბექა დოგრაშვილი

ათი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მეკარე მსოფლიო ფეხბურთში

საფეხბურთო პორტალმა GiveMeSport-მა მსოფლიო ფეხბურთში ათი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მეკარე დაასახელა.

* თანხები მოცემულია ფუნტ სტერლინგში

10. სალვატორე სირიგუ – 2.6 მილიონი

9. უგო ლორისი – 3 მილიონი

8. დავიდ დე ხეა – 3.64 მილიონი

7. პეპე რეინა – 4.2 მილიონი

6. ჯო ჰარტი – 4.68 მილიონი

5. ვიქტორ ვალდესი – 5 მილიონი

4. პეტრ ჩეხი – 5.2 მილიონი

3. ჯანლუიჯი ბუფონი – 5.5 მილიონი

2. მანუელ ნოიერი – 5.6 მილიონი

1. იკერ კასილასი – 6.3 მილიონი

“ტევესი “ბოკა ხუნიორსში” დაბრუნდება”

არგენტინული “ბოკა ხუნიორსის” პრეზიდენტი დანიელ ანგელიკი აცხადებს, რომ კარლოს ტევესმა მას იმის სიტყვა მისცა, რომ ოდესღაც “ბოკა ხუნიორსში” დაბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად, 30 წლის თავდამსხმელი ტურინის “იუვენტუსის” ღირსებას იცავს და კლუბთან კონტრაქტი 2016 წლამდე აკავშირებს.

“ტევესთან ხშირად ვსაუბრობ. მან სიტყვა მომცა, რომ ადრე თუ გვიან “ბოკა ხუნიორსში” დაბრუნდება. თუმცა, ფაქტია, რომ ეს ძალიან მალე არ მოხდება, რადგან მას “იუვენტუსთან” კონტრაქტი აქვს”, – ამბობს “ბოკას” პრეზიდენტი.

10 კლუბი, რომელთა მაისურებიც ყველაზე ხშირად იყიდება

არავისთვისაა ახალი ის, რომ დღესდღეობით, მსოფლიოს წამყვანი კლუბები თავიანთი მაისურების გაყიდვით დიდ ფინანსურ შემოსავალს იღებენ.

საფეხბურთო პორტალმა FTBPRO-მ დაასახელა ის ათი კლუბი, რომელთა მაისურებიც ყველაზე ხშირად იყიდება.

10. “მილანი”

AC Milan v AC Chievo Verona - Serie A

9. “ინტერი”

FC Internazionale Milano v Udinese Calcio - Serie A

8. “იუვენტუსი”

SSC Napoli v Juventus - Serie A

7. “არსენალი”

FBL-ENG-PR-MAN CITY-ARSENAL

6. “ლივერპული”

FBL-ENG-PR-MAN UTD-LIVERPOOL

5. “ბაიერნი”

Borussia Dortmund v FC Bayern Muenchen - UEFA Champions League Final

4. “ჩელსი”

Crystal Palace v Chelsea - Premier League

3. “ბარსელონა”

FC Barcelona v Real Madrid CF - La Liga

1-2. “რეალი”

Real Madrid CF v Rayo Vallecano de Madrid - La Liga

1-2. “მანჩესტერ იუნაიტედი”

FBL-EUR-C1-MAN UTD-OLYMPIAKOS

ვიდალი „ოქროს ბურთის“ მოგებას იმედოვნებს

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა არტურო ვიდალმა „ოქროს ბურთის“ მოგების სურვილი გამოთქვა.

„მჯერა, რომ ოდესმე „ოქროს ბურთს“ მოვიგებ. „იუვენტუსში“ ყოფნის პერიოდში, როგორც ფეხბურთელი, ძალიან გავიზარდე.

უფროსი თანაგუნდელებისგან ბევრი ვისწავლე, განსაკუთრებით ანდრეა პირლოსა და ჯანლუიჯი ბუფონისგან. ამ ფეხბურთელებმა პრაქტიკულად ყველაფერი მოიგეს, რისი მოგებაც შესაძლებელი იყო“, – განაცხადა ჩილელმა შუახაზელმა.

იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში „ბიანკონერის“ მაისურით ვიდალმა 29 მატჩი ჩაატარა, მისმა მონაგარმა კი 11 გოლი და 7 საგოლე პასი შეადგინა.

ალექსანდრე მატევოსოვი

Fanebi.Com-ის ჟურნალის მე-12 ნომერი გამოქვეყნდა

გამოვიდა Fanebi.com-ის ინტერნეტ-ჟურნალის მეთორმეტე ნომერი, რომელშიც წაიკითხავთ:

გვ. 2-3 — КГБ   —   World Cup 2018;
გვ. 4 — ფიფას რჩევები ტურისტებს   —   რამ გამოიწვია ბრაზილიელთა უკმაყოფილება?
გვ. 5 — მსოფლიოს ყველაზე მხიარული მეკარე;
გვ. 6-7 — კვირის   ახალი   ამბები;
გვ. 8 — კითხვები, რომლებზეც პასუხი ყველას აინტერესებს.

   კვლავინდებურად შეგახსენებთ, რომ გაიხსნა ჟურნალ Fanebi.com-ის ფეისბუქის გვერდი:  www.facebook.com/Fanebi.Journal

ნომრის PDF ვერსია

30 მარტის ნომრის გაცნობა აქვე შეგიძლიათ.

ჟურნალის რედაქტორი: ბექა დოგრაშვილი

პირლო: “ტევესი ბრწყინვალე ფეხბურთელია”

ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი, ანდრეა პირლო აცხადებს, რომ მისი თანაგუნდელი კარლოს ტევესი ბრწყინვალე გეხბურთელია.

შეგახსენებთ, რომ 26 მარტს, იტალიის სერია A-ს 30-ე ტურში, “იუვენტუსმა” საკუთარ მოედანზე “პარმა” ანგარიშით 2:1 დაამარცხა, ხოლო ტურინელთა მხრიდან ორივე გოლი ტევესმა გაიტანა.

“კარლოს მართლაც ბრწყინვალე ფეხბურთელია, რომელსაც ბრწყინვალე შესაძლებლობები გააჩნია. ყველამ იცოდა, თუ რა შეეძლო ტევესს, მაგრამ მან “იუვენტუსში” ყველაფერი დაამტკიცა”, – ამბობს პირლო.

ვიდალი: “იუვენტუსში” ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად ვრჩები”

ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი არტურო ვიდალი აცხადებს, რომ ის “ბიანკონერიში” თავს მშვენივრად გრძნობს და არსად წასვლას არ აპირებს.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს, ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვიდალის შეძენა კატალონიის “ბარსელონასა” და მადრიდის “რეალს” სურს.

“სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, რა იწერება ესპანურ პრესაში. იმის თქმა კი ნამდვილად შემიძლია, რომ მე და ჩემი ოჯახი ტურინში თავს მშვენივრად ვგრძნობთ. “იუვენტუსის” დატოვებას არ ვაპირებ და მინდა, კლუბთან ერთად ჩემპიონთა ლიგა მოვიგო”, – ამბობს ვიდალი.

Fanebi.Com-ის ჟურნალის მე-11 ნომერი გამოქვეყნდა

გამოვიდა Fanebi.com-ის ინტერნეტ-ჟურნალის მეთერთმეტე ნომერი, რომელიც უპრეცენდენტოდ დიდი მოცულობისაა. დღევანდელი ნომერი 10 გვერდს მოიცავს.

ნომერში წაიკითხავთ:

მოტივაციის ნაკლებობა თუ დაუსჯელობის სინდრომი?
ლაშა წამალაშვილი: „მთავარი პრობლემა ბავშვების აღზრდა და მომავალია თაობაა“;
კვირის   კარიკატურები;
კვირის  ახალი  ამბები;
ქარიზმატული   მაესტრო.

   კვლავინდებურად შეგახსენებთ, რომ გაიხსნა ჟურნალ Fanebi.com-ის ფეისბუქის გვერდი:  www.facebook.com/Fanebi.Journal

ნომრის PDF ვერსია

23 მარტის ნომრის გაცნობა აქვე შეგიძლიათ.

ჟურნალის რედაქტორი: ბექა დოგრაშვილი

კარლოს ტევესმა “ფიორენტინას” მეკარეს თავში ფეხი ჩაარტყა

20 მარტს, ევროპის ლიგის გათამაშებაში, “ფიორენტინასა” და “იუვენტუსს” შორის გამართულ მატჩში (0:1), ტურინელთა თავდამსხმელმა კარლოს ტევესმა მეტოქე გუნდის მეკარეს თავში ფეხი ჩაარტყა.

ევროპის ლიგის მეოთხედფინალის წილისყრის შედეგები

შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბ-ბინაში დასრულდა ევროპის ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრა. მატჩები 3 და 10 აპრილს შედგება.

გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ.

„ალკმაარი“ — „ბენფიკა“
„ლიონი“ — „იუვენტუსი“
„ბაზელი“ — „ვალენსია“
„პორტო“ — „სევილია“