მჭედლიძე თადარიგში დარჩა

იტალიის ჩემპიონატის მე-14 ტურში “ემპოლი” ნეაპოლს ესტუმრა, სადაც ადგილობრივ “ნაპოლისთან” ქულა მოიპოვა. სტუმრები მეორე ტაიმის დებიუტში ორბრთიანი სხვოაბით დაწინაურდნენ და მოგებაც შეეძლოთ, თუმცა ბენიტესის შეგირდებმა გათანაბრება მოახერხეს.

საქართველოს ნაკრების ფორვარდი, ლევან მჭედლიძე, რომელმაც რამდენიმე დღით ადრე “ჯენოას” ბრწყინვალე გოლი გაუტანა, ჩემპიონატის თამაშზე მოედანზე არ გამოჩენილა და მთელი შეხვედრის განმავლობაში სათადარიგოთა სკამზე იმყოფებოდა.

მჭედლიძემ 11 წუთი ითამაშა

იტალიის ჩემპიონატის მე-13 ტურში “ემპოლიმ” უშუალო კონკურენტ “ატალანტას” უმასპინძლა. ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფი გუნდების დაპირისპირება გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.

მასპინძლებმა მეტოქე ფაქტობრივად ყველა კომპონენტში დაჯაბნეს, თუმცა გოლის გატანა ვერ მოახერხეს.

საქართველოს ნაკრების ფორვარდმა ლევან მჭედლიძემ მატჩი სათადარიგოთა სკამზე დაიწყო და მოედანზე მხოლოდ 79-ე წუთზე შევიდა. მიმდინარე სეზონში ეს მჭედლიძის მე-8 გამოჩენა იყო სერია A-ს შეხვედრებში. ქართველ ფორვარდს გოლი ჯერჯერობით არ გაუტანია.

ემპოლიმ მჭედლიძის გარეშე მოიგო

იტალიის სერია A-ს მე-12 ტურში “ემპოლი” “პარმას” ესტუმრა და მეტოქე ორბურთიანი სხვაობით, 0:2 დაამარცხა.

პირველი ტაიმის ბოლოს და მეორე ნახერის დასაწყისში შედეგიანი დარტყმები ვესინომ და ტავანომ შეასრულეს.

საქართველოს ნაკრების ფორვარდი, ლევან მჭედლიძე, სათადარიგოთა სკამზე იყო და შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია.

12 ტურის შემდეგ “ემპოლი” 13 ქულით მე-13 პოზიციაზეა, თუმცა დღეს, “პალერმოს” არწაგების შემთხვევაში მე-14 ადგილზე გადაინაცვლებს.

მჭედლიძემ ემპოლი ვერ გადაარჩინა

იტალიის სერია ა-ს მე-9 ტურის პირველ მატჩში “ემპოლი” “სასუოლოს” ესტუმრა და ორბურთიანი სხვაობით, 3-1 დამარცხდა.

სტუმართა ქართველმა ფორვარდმა ლევან მჭედლიძემ მატჩი სათადარიგოთ სკამზე დაიწყო და მოედანზე მხოლოდ 66-ე წუთზე შევიდა, როდესაც ანგარიში 2-1 იყო მაპინძელთა სასარგებლოდ.

შეტევაში წასულმა “ემპოლიმ” გოლის გატანა ვერ შესძლო, თუმცა საკუთარ კარში კიდევ ერთი ბურთი მიიღო და საბოლოოდ შეხვედრაც დათმო. 9 ტურის შემდეგ “ემპოლი” 7 ქულით მე-15 პოზიციაზეა.

ხელით გატანილი გოლის წყალობით “ემპოლიმ” “ჯენოასთან” ქულა მოიპოვა

იტალიის სერია A-ს VII ტურის დასკვნითი მატჩი გენუაში შედგა, სადაც ადგილობრივმა “ჯენოამ” “ემპოლი” მიიღო. ანგარიში მე-14 წუთზე მასპინძელთა შემტევმა ნახევარმცველმა ანდრეა ბერტოლაჩიმ ეფექტური დარტყმით გახსნა. სტუმრებმა გათანაბრება 77-ე წუთზე შეძლეს: მარცხენა ფრთიდან მოწოდებული კუთხურის შემდეგ გენუელებმა სიტუაციის განმუხტვა ვერ შეძლეს, ბურთი ხელზე მოხვდა “ემპოლის” მცველ ლორენსო ტონელის და კარში შეგორდა. არბიტრებმა ვერ შენიშნეს, რომ ტონელიმ ხელით ითამაშა და გოლი ჩაითვალა — 1:1.

“ემპოლის” ქართველი ლეგიონერი ლევან მჭედლიძე მოედანზე 84-ე წუთზე შევიდა და საკმაოდ აქტიურადაც ჩაერთო თამაშში, იბრძოდა ბურთისთვის, რამდენჯერმე შეტევაც გაამწვავა და საჭირო დროს დაცვასაც მიეხმარა.

იტალიის სერია A
“ჯენოა” — “ემპოლი” 1:1 (0:1)
გოლები: ბერტოლაჩი 14′ — ტონელი 77′.

სატურნირო ცხრილის სანახავად გადადით ბმულზე: ცხრილები

მჭედლიძემ და მისმა თანაგუნდელებმა ერთმანეთს სახეში სილა გააწნეს

ინტერნეტ-სივრცეში საკმაოდ სახალისო ვიდეო გავრცელდა, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ ერთობიან ლევან მჭედლიძე და მისი თანაგუნდელები “ემპოლიში”.

მჭედლიძე კიევოსთანაც ვერ ითამაშებს?

როგორც უკვე იცით “ემპოლის” ქართველმა ფორვარდმა ლევან მჭედლიძემ ტრავმიშ შემდეგ ვარჯიში უკვე განაახლა, თმცა მისი თამაში “კიევოსთან” გასამართ მე-5 ტურის შეხვედრაშიც კითხვის ნიშნის ქვეშ არის.

იტალიური პრესა ამის შესახებ ბევრს წერთ. ზოგი გამოცემა იმასაც კი ამტკიცებს, რომ მჭედლიძის თამაში ფაქტობრივად გამორიცხულია.

თუმცა, “ემპოლიდან” ერთი სასიხარულო ინფორმაციაც გავრცელდა. ვარჯიში დაიწყო გუნდის კიდევ ერთმა ქართველმა შემტევმა ირაკლი შეყილაძემ. ფეხბურთელმა მუხლის ტრავმა მოიშუშა და ჯერჯერობით მსუბუქი დატვირთვებით ვარჯიშობს.

 

მჭედლიძე მოედანს უბრუნდება

იტალიური პრესის ცნობით “ემპოლი” ქართველმა ფორვარდმა ლევან მჭედლიძემ ვარჯიში განაახლა.

მჭედლიძემ მიღებული ტრავმის გამო ორი ტური გამოტოვა და საკუთარ გუნდს “ჩეზენასთან” და “მილანთან” შეხვედრებში ვერ დაეხმარა. ორივე მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა.

შემდეგ ტურში “ემპოლი” 28 სექტემბერს “კიევოს” ესტუმრება.

მჭედლიძე კვლავ დაშავდა

საქართველოს ნაკრების ფორვარდმა ლევან მჭედლიძემ 17 სექტემბერს გამართულ “ემპოლის” ვარჯიშზე ფეხის ტკივილი იგრძნო, რის გამოც წვრთნის ნაადრევად დასრულება მოუხდა.

ტრავმის სირთულის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. ყველაფერს დეტალური სამედიცინო შემოწმება დაადგენს

თუმცა, ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ ქართველი ფორვადი სერია A-ს მესამე ტურში “ჩეზენას” წინააღმდეგ ვერ ითამაშებს.

 

მჭედლიძემ სასუოლოს ულამაზესი გოლი გაუტანა

იტალიური კლუბების დამდეგი სეზონისთვის ემზადებიან. “ემპოლიმ” და “სასუოლომ” ამხანაგური მატჩი გამართეს, რომელიც 2:1 დასრულდა. აღნიშნულ შეხვედრაში ლევანდ მჭედლიძე ულამაზესი გოლის ავტორი გახდა.

გთავაზობთ მატჩის მიმოხილვას (მჭედლიძის გოლი იხილეთ 5:30-დან)

მჭედლიძე სამპდორიაში?

იტალიური პრესის ცნობით “ემპოლის” ქართველი ფორვარდის მიმართ ინტერესს გენუის “სამპდორია” იჩენს. წყაროს ცნობით, ინტერესი საკმაოდ სერიოზულია და ტრანსფერის ალბათობას “სამპდორიას” და “ემპოლის” კარგი ურთიერთობაც ზრდის.

შეგახსენებთ, რომ მჭედლიძის და შეყილაზის “ემპოლიმ” სერია B მეორე ადგილზე დაასრულა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო სეზონში ქართველი ფეხბურთელების კლუბი იტალიის უმაღლეს დივიზიონში ითამაშებს.

Fanebi.Com-ის ჟურნალის მე-18 ნომერი გამოქვეყნდა

გამოვიდა Fanebi.com-ის ინტერნეტ-ჟურნალის მეთვრამეტე ნომერი, რომელშიც წაიკითხავთ:

გვ. 2 — სპორტის სამინისტრომ ფეხბურთის განვითარების პროგრამა წარადგინა;
გვ. 3 — ჩემპიონთა ლიგის ფინალის მსაჯი – საინტერესო ფაქტები;
გვ. 4-6 — სუპერმენი მანჩესტერიდან;
გვ. 6 — კვირის  ახალი ამბები;
გვ. 7-8 — კვირის კარიკატურები

   შეგახსენებთ, რომ ფუნქციონირებს ჟურნალ Fanebi.com-ის ფეისბუქის გვერდი:  www.facebook.com/Fanebi.Journal

ნომრის PDF ვერსია

11 მაისის ნომრის გაცნობა აქვე შეგიძლიათ

ჟურნალის მთავარი რედაქტორი: ბექა დოგრაშვილი