10 აპრილს, ევროპის ლიგის გათამაშებაში, “იუვენტუსსა” და “ლიონს” შორის გამართულ მატჩში, ანდრეა პირლომ ფრანგების კარი საჯარიმოდან დალაშქრა.
ჭდე: ლიონი
Fanebi.Com-ის ჟურნალის მე-13 ნომერი გამოქვეყნდა
გამოვიდა Fanebi.com-ის ინტერნეტ-ჟურნალის მეცამეტე ნომერი, რომელშიც წაიკითხავთ:
გვ. 2-3 — რის გამო უკრძალავს ფიფა „ბარსელონას“ ტრანსფერების განხორციელებას?
გვ. 4-5 — კვირის კარიკატურები;
გვ. 6-7 — კვირის ახალი ამბები;
გვ. 8 — რიბერი: „დღეს მე ჩემი სახეც მომწონს“.
კვლავინდებურად შეგახსენებთ, რომ გაიხსნა ჟურნალ Fanebi.com-ის ფეისბუქის გვერდი: www.facebook.com/Fanebi.Journal
6 აპრილის ნომრის გაცნობა აქვე შეგიძლიათ.
ჟურნალის რედაქტორი: ბექა დოგრაშვილი
Fanebi.Com-ის ჟურნალის მე-12 ნომერი გამოქვეყნდა
გამოვიდა Fanebi.com-ის ინტერნეტ-ჟურნალის მეთორმეტე ნომერი, რომელშიც წაიკითხავთ:
გვ. 2-3 — КГБ — World Cup 2018;
გვ. 4 — ფიფას რჩევები ტურისტებს — რამ გამოიწვია ბრაზილიელთა უკმაყოფილება?
გვ. 5 — მსოფლიოს ყველაზე მხიარული მეკარე;
გვ. 6-7 — კვირის ახალი ამბები;
გვ. 8 — კითხვები, რომლებზეც პასუხი ყველას აინტერესებს.
კვლავინდებურად შეგახსენებთ, რომ გაიხსნა ჟურნალ Fanebi.com-ის ფეისბუქის გვერდი: www.facebook.com/Fanebi.Journal
30 მარტის ნომრის გაცნობა აქვე შეგიძლიათ.
ჟურნალის რედაქტორი: ბექა დოგრაშვილი
Fanebi.Com-ის ჟურნალის მე-11 ნომერი გამოქვეყნდა
გამოვიდა Fanebi.com-ის ინტერნეტ-ჟურნალის მეთერთმეტე ნომერი, რომელიც უპრეცენდენტოდ დიდი მოცულობისაა. დღევანდელი ნომერი 10 გვერდს მოიცავს.
ნომერში წაიკითხავთ:
მოტივაციის ნაკლებობა თუ დაუსჯელობის სინდრომი?
ლაშა წამალაშვილი: „მთავარი პრობლემა ბავშვების აღზრდა და მომავალია თაობაა“;
კვირის კარიკატურები;
კვირის ახალი ამბები;
ქარიზმატული მაესტრო.
კვლავინდებურად შეგახსენებთ, რომ გაიხსნა ჟურნალ Fanebi.com-ის ფეისბუქის გვერდი: www.facebook.com/Fanebi.Journal
23 მარტის ნომრის გაცნობა აქვე შეგიძლიათ.
ჟურნალის რედაქტორი: ბექა დოგრაშვილი
ევროპის ლიგის მეოთხედფინალის წილისყრის შედეგები
შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბ-ბინაში დასრულდა ევროპის ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრა. მატჩები 3 და 10 აპრილს შედგება.
გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ.
„ალკმაარი“ — „ბენფიკა“ | ||
„ლიონი“ — „იუვენტუსი“ | ||
„ბაზელი“ — „ვალენსია“ | ||
„პორტო“ — „სევილია“ |
Fanebi.Com-ის ჟურნალის მე-10 ნომერი გამოქვეყნდა
გამოვიდა Fanebi.com-ის ინტერნეტ-ჟურნალის მეათე ნომერი. აღსანიშნავია, რომ ამ საიუბილეო ნომრის გამოსვლა ვებ-პორტალ Fanebi.com-ის ექვსი წლის იუბილეს დაემთხვა.
ნომერში წაიკითხავთ:
ფეხბურთელთა კონტრაქტების ყველაზე საინტერესო პუნქტები;
ფეხბურთი, როგორც რაგბის საწყისი;
კვირის კარიკატურები;
აგრესია ქართულ სტადიონებზე;
Fanebi.Com-ი 6 წლისაა !!!
კვლავინდებურად შეგახსენებთ, რომ გაიხსნა ჟურნალ Fanebi.com-ის ფეისბუქის გვერდი: www.facebook.com/Fanebi.Journal
16 მარტის ნომრის გაცნობა აქვე შეგიძლიათ.
ჟურნალის რედაქტორი: ბექა დოგრაშვილი
Fanebi.Com-ის ჟურნალის მე-9 ნომერი გამოქვეყნდა
გამოვიდა Fanebi.com-ის ინტერნეტ-ჟურნალის მეცხრე ნომერი, რომლის დიდი ნაწილიც საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ ეხება.
ნომერში წაიკითხავთ:
სტუმრად „ბარსას“ მუზეუმში;
გარიცხავენ რუსეთს ფიფადან?
კვირის კარიკატურები;
დამსახურებული დასვენება.
კვლავინდებურად შეგახსენებთ, რომ გაიხსნა ჟურნალ Fanebi.com-ის ფეისბუქის გვერდი: www.facebook.com/Fanebi.Journal
9 მარტის ნომრის გაცნობა აქვე შეგიძლიათ.
ჟურნალის რედაქტორი: ბექა დოგრაშვილი
Fanebi.Com-ის ჟურნალის მე-8 ნომერი გამოქვეყნდა
გამოვიდა Fanebi.com-ის ინტერნეტ-ჟურნალის მერვე ნომერი, რომელიც მთლიანად 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრის შედეგების შეფასებას ეხება.
ნომერში წაიკითხავთ:
ევრო-2016-ის შესარჩევი ეტაპი — გუნდების თავკაცების შეფასებები;
ევრო-2016-ის შესარჩევი ეტაპი — ჩვენი კალენდარი;
ისტორია, სტატისტიკა, შანსები.
კვლავინდებურად შეგახსენებთ, რომ გაიხსნა ჟურნალ Fanebi.com-ის ფეისბუქის გვერდი: www.facebook.com/Fanebi.Journal
2 მარტის ნომრის გაცნობა აქვე შეგიძლიათ.
ჟურნალის რედაქტორი: ბექა დოგრაშვილი
ჟუნინინოს უმაღლესი სტანდარტი
ჟუნინიო პერნამბუკანომ კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა. ის ფეხბურთის ისტორიაში ჯარიმების საუკეთესო შემსრულებელია, რასაც ფაქტებიც ადასტურებს: 39 წლის ფეხბურთელმა საჯარიმო დარტყმებით 76 გოლი გაიტანა, მასზე მეტი ვის უნდა გაეტანა?!
76 გოლი საჯარიმო დარტყმებით:
რომელი გუნდების შემადგენლობაში გაიტანა?
გოლი: | კლუბი: | კარიერის წლები: |
1 | „სპორტი“, რესიფი (ბრაზილია) | 1993/1994 |
18 | „ვასკო და გამა“, რიო დე ჟანეირო (ბრაზილია) | 1994/2001, 2011/2012, 2013/2014 |
44 | „ლიონი“ (საფრანგეთი) | 2001/2009 |
9 | „ალ გაფარა“, დოჰა (ყატარი) | 2009/2011 |
4 | ბრაზილიის ნაკრები | 1999/2006 |
ვის გაუტანა ყველაზე მეტი?
3 გოლი
„სანტოსი“ (ბრაზილია)
„ლანსი“ (საფრანგეთი)
„ნიცა“ (საფრანგეთი)
„მეცი“ (საფრანგეთი)
„ტულუზა“ (საფრანგეთი)
რომელ ტურნირზე რამდენი გაიტანა?
გოლი: | ჩემპიონატი: |
31 | საფრანგეთის ჩემპიონატი |
17 | ბრაზილიის ჩემპიონატში |
10 | ჩემპიონთა ლიგა |
7 | ყატარის ჩემპიონატი |
3 | ბრაზილიის ნაკრები(ამხანაგური მატჩი) |
3 | საფრანგეთის თასი |
1 | 2006 წლის მუნდიალის შესარჩევი ეტაპი |
1 | ლიბერტადორესის თასი |
1 | მერკოსურის თასი (სამხრეთ ამერიკა) |
1 | შეიხ იასიმის თასი (ყატარი) |
1 | მემკვიდრე პრინცის თასი (ყატარი) |
მხოლოდ ფაქტები:
საჯარიმო დარტყმით ჟუნინიომ პირველი გოლი მშობლიური „სპორტ რესიფის“ რიგებში გაიტანა, ბოლო კი „ვასკო და გამას“ შემადგენლობაში იმავე „სპორტ რესიფის“ გაუტანა.
2003/2004 წლების სეზონის უეფას ჩემპიონთა ლიგის გათამაშების ჯგუფურ ეტაპზე ჟუნინიომ საჯარიმო დარტყმით „ბაიერნის“ ლეგენდარულ კიპერ ოლივერ კანს გაუტანა, რითაც საქვეყნოდ გაითქვა სახელი.
„ლიონის“ რიგებში 44 საჯარიმო დარტყმით გატანილი გოლიდან ოთხის დისტანცია ორმოცი მეტრის ტოლია, ან ორმოც მეტრს აღემატება: 41 მეტრის რადიუსიდან გაუტანა „აიაჩოს“ 2006 წელს, 45 მეტრიდან – „ბარსელონას“ 2007 წელს, 48 მეტრიდან – „ნიცას“ 2008 წელს და 40 მეტრიდან – „მარსელს“ 2009 წელს.
18 გატანილი გოლით ჟუნინიო ევროთასებზე „ლიონის“ საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მე-17 გოლი ბრაზილიელმა ნახევარმცველმა 2008/2009 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში „ბარსელონას“ გაუტანა.
იმ შემთხვევაში, თუ დევიდ ბექჰემი საჯარიმო დარტყმას 20 მეტრის ან ნაკლები დისტანციის მანძილიდან ასრულებდა, ჯარიმა ნაკლებად ეფექტური გამოდიოდა. რონალდინიოს შემთხვევაში კი, საჭირო იყო მინიმუმ 30-მეტრიანი დისტანცია. აი, ჟუნინიოს შემთხვევაში, მნიშვნელობა არ ჰქონდა მანძილს, მას ნებისმიერი დისტანციიდან შეეძლო ეფექტურად დარტყმა.
მის დარტყმულს მეტსახელებიც კი მოუგონეს: „გველის გასროლა“, „მკვდარი ბურთი“.
ჟუნინიოს დარტყმის ტექნიკას თანამედროვეობის საუკეთესო ფეხბურთელებიც იყენებენ: რონალდუ, მესი, ბეილი, ნეიმარი, რონალდინიო, პირლო…
ჟუნინიო პერნამბუკანო (2006 წელი):
„საჭიროების შემთხვევაში, ვიყენებ მარჯვენა ფეხის ან შიდა ან გარე მხარეს. ვცდილობ, ბურთი არ დავატრიალო, რადგან არსებობს რისკი, რომ საჭირო ტრაექტორია დაიკარგოს. რა თქმა უნდა, სიძლიერით ჩემი დარტყმული რობერტო კარლოსის დარტყმას ვერ შეედრება, მაგრამ დამიჯერეთ, ჩემს შემთხვევაშიც კი, ბურთი ძალიან სწრაფად მიფრინავს.
არასდროს არ ვფიქრობ იმაზე, ვარ თუ არა საუკეთესო. ვიცი, რომ ჩემს საჯარიმო დარტყმებს ქულისა და გამარჯვების მოტანა შეუძლია. ამიტომ, ვარჯიშებზე ძალიან ბევრს ვშრომობ, ვცდილობ, რომ დარტყმა მუდმივად გავაუმჯობესო. ჩემი მთავარი საიდუმლო საკუთარ თავზე მუშაობაა.
საჯარიმო დარტყმებზე ბავშვობიდან ვვარჯიშობ, ეს ყოველთვის მაინტერესებდა“.
ანდრეა პირლო, იტალიის ნაკრების ნახევარმცველი:
„ჟუნინიო სტანდარტული მდგომარეობების ყველაზე დიდი ოსტატია. მისი საჯარიმო დარტყმები სრულიად უნიკალურია. ჯარიმის შესრულებისას ვცდილობ, რომ ჟუნინიოს მივბაძო ხოლმე და ხანდახან ეს გამომდის კიდეც“.
ბექა დოგრაშვილი
ინტერნეტ-ჟურნალი Fanebi.com
Fanebi.Com-ის ჟურნალის მე-7 ნომერი გამოქვეყნდა
გამოვიდა Fanebi.com-ის ინტერნეტ-ჟურნალის მეშვიდე ნომერი, რომელშიც გაეცნობით შემდეგ მასალებს:
ნეიმარი: „არ ველოდი, თუ „ბარსელონასთან“ ადაპტაციას ასე მალე გავივლიდი“ (ინტერვიუ);
„ქართველი იბრაჰიმოვიჩი“ ევროჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ყველაზე ახალგაზრდა მეგოლეთა შორის;
კვირის ახალი ამბები მოკლედ;
კვირის კარიკატურები;
ჟუნინინოს უმაღლესი სტანდარტი.
კვლავინდებურად შეგახსენებთ, რომ გაიხსნა ჟურნალ Fanebi.com-ის ფეისბუქის გვერდი: www.facebook.com/Fanebi.Journal
23 თებერვლის ნომრის გაცნობა აქვე შეგიძლიათ.
ჟურნალის რედაქტორი: ბექა დოგრაშვილი
Fanebi.Com-ის ჟურნალის მე-6 ნომერი გამოქვეყნდა
დღეს კვირა დღეა, შესაბამისად, გამოვიდა Fanebi.com-ის ინტერნეტ-ჟურნალის მეექვსე ნომერი, რომელიც ოდნავ სახეცვლილია. ვიფიქრეთ და გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი ჟურნალი ამიერიდან აღარ შემოგთავაზებთ ცნობილი ფეხბურთელების ფერად პოსტერებს. ორი ალტერნატივა გვქონდა: ან ეს შუა ორი გვერდი უნდა გაგვეუქმებინა და ჟურნალის ფორმატი შეგვემცირებინა, ან პოსტერის ნაცვლად თქვენთვის სხვა რუბრიკა შემოგვეთავაზებინა. ამ ეტაპზე გადაწყდა, რომ პოსტერის ნაცვლად ეს ორი გვერდი დაეთმობა კვირის საფეხბურთო ამბებსა და ომარ მომანის კვირის კარიკატურების განხილვას. საერთოდ კი, დღევანდელ ნომერში წაიკითხავთ:
მანუელ ნოიერი: „კარში დგომა არ მინდოდა“ (ინტერვიუ)
ქართული ფეხბურთის განვითარების პროგრამა
კვირის ამბები მოკლედ
კვირის კარიკატურები
ფეხბურთოლოგია
რამდენი წლისაა ჯოზეფ მინალა?
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ გაიხსნა ჟურნალ Fanebi.com-ის ფეისბუქის გვერდი: www.facebook.com/Fanebi.Journal
16 თებერვლის ნომრის გაცნობა აქვე შეგიძლიათ.
ჟურნალის რედაქტორი: ბექა დოგრაშვილი
„ინტერს“ გომისი სჭირდება
როგორც მოგეხსენებათ, მილანის „ინტერის“ ხელმძღვანელობამ ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელის მირკო ვუჩინიჩის გადაბირება ვერ მოახერხა.
პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, „ნერაძური“ ამჯერად „ლიონის“ ფორვარდით ბაფეტიმბი გომისით დაინტერესდა.
„ზაფხულში სხვა გუნდში გადავალ. ჩემპიოანტისა და გარემოს შეცვლა მსურს. მზად ვარ, ნებისმიერი წინადადება განვიხილო“, – განაცხადა თავად მოთამაშემ.
ცნობისთვის, „ლიონთან“ მოქმედი კონტრაქტი გომისს სწორედ მიმდინარე წლის ზაფხულამდე აკავშირებს და, გამორიცხული არ არის, ფრანგულმა კლუბმა იგი გაცილებით ნაკრებ ფასში გაუშვას.
ალექსანდრე მატევოსოვი