„მონაკოს“ ხელმძღვანელობამ „ბარსელონას“ ყოფილ მეკარესთან ვიქტორ ვალდესთან კონტრაქტის გაფორმება იუარა, რის შესახებაც „L’Equipe“ წერს.
ლიგა 1-ის მეორეადგილოსანის მენეჯერები შიშობენ, რომ ვიქტორი ახალი სეზონის პირველ ნაწილში კარგ ფორმაში ვერ იქნება, რადგან მარტში მარჯვენა მუხლის ტრავმა მიიღო. შესაბამისად, მათ გამოცდილ კარის დარაჯთან შეთანხმების გაფორმება გადაიფიქრეს.
ცნობისთვის, აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, იმ შეთხვევაში, თუ ვალდესი კლუბს ვერ იპოვის, იგი „ბარსელონაში“ დარჩება.
ალექსანდრე მატევოსოვი