ვენგერი: „ბაიერნთან“ მატჩის წინ მოგება მნიშვნელოვანი იყო“

ლონდონის „არსენალის“ მთავარი მწვრთნელის არსენ ვენგერის აზრით, „ევერტონთან“ ანგარიშით 4:1 ინგლისის თასის 1/4-ფინალური მატჩი მის გუნდზე „ბაიერნთან“ საპასუხო შეხვედრის წინ დადებითად იმოქმედებს.

„ჩვენთვის დღევანდელი მატჩის მოგება მნიშვნელოვანი იყო, რადგან ამით ფსიქოლოგიურ მდგომარეობას გავიუმჯობესებდით. კონცენტრაცია და მოგების სურვილი ძალიან მნიშვნელოვანია. ასეთი ხასიათი „ბაიერნთან“ თამაშამდე უნდა შევინარჩუნოთ. ამ შემთხვევაში, სტატისტიკა ჩვენს წინააღმდეგ არის, მაგრამ კარგი თამაშის ჩვენებას შევეცდებით“, – განაცხადა ფეხბურთს ფრანგმა სპეციალისტმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

„არსენალმა“ „ევერტონი“ გაანადგურა და ინგლისის თასის ნახევარფინალში გავიდა

დღეს, „ემირეითს სთედიუმზე“, ინგლისის თასის მეოთხედფინალური მატჩი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს ლონდონის „არსენალი“ და „ევერტონი“ დაუპირისპირდნენ.

შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით, 4:1 დასრულდა. უკვე მე-7 წუთზე ანგარიში მესუთ იოზილმა გასხნა. წონასწორობა 32-ე წუთზე რომელუ ლუკაკუმ აღადგინა. 68-ე წუთამდე ანგარიში თანაბარი იყო, რის შემდეგად პენალტით თავისი გუნდი მიკელ არტეტამ დააწინაურა. 83-ე და 85-ე წუთზე კი სტუმრები ოლივიე ჟირუმ დაამწუხრა, რომელმაც დუბლი შეასრულა.

„არსენალი“ – „ევერტონი“ – 4:1 (1:1)
გოლები: იოზილი 7′, არტეტა 68′ (პენ), ჟირუ 83′, 85 – ლუკაკუ 32′

„არსენალი“: ფაბიანსკი, მერტეზაკერი, ვერმალენი, გიბსი (ჯენკინსონი 88′), სანია, არტეტა, ფლამინი, იოზილი, კასორლა, ოქსლეიდ-ჩემბერლენი (როსიცკი 78′), სანოგო (ჟირუ 61′)

„ევერტონი“: რობლესი, დისტინი, სტოუნსი, ბეინსი, კოულმენი, მაკარტი, ბერი, ბარკლი (დეულოფეუ 84′), პიენაარი (ოსმანი 76′), მირალიასი (მაკგიდი 76′), ლუკაკუ

გაფრთხილებები: ფლამინი 24′, ჟირუ 68′, მაკარტი 69′

უილშირი ექვს კვირას იუქმებს

ლონდონის „არსენალის“ ნახევარმცველმა ჯეკ უილშირმა ინგლისისა და დანიის ეროვნული ნაკრებების ამხანაგური მატჩის დროს ტრავმა მიიღო.

„მეთოფეთა“ მოთამაშემ მარცხენა დაიზიანა, რის გამოც თავის გუნდს ექვსი კვირის განმავლობაში ვერ დაეხმარება.

ცნობისთვის, პრემიერლიგის უახლოესი ტურის მატჩში „არსენალის“ მეტოქე „ევერტონი“ იქნება.

ალექსანდრე მატევოსოვი

სანტი კასორლა VS იკერ კასილასი

ვიდეო-კამერებმა ესპანეთის ეროვნული ნაკრების ვარჯიშზე საკმაოდ საინტერესო კადრი დააფიქსირეს.

როგორ გამოიყურებიან 2002 წელს, ლონდონის “არსენალში” მოთამაშე ფეხბურთელები ამჟამად

ერთ-ერთმა უცხოურმა საფეხბურთო პორტალმა საკმაოდ საინტერესო სტატია გამოაქვეყნა, რომელსაც თან ახლავს სურათები. სურათებში აღბეჭდილია, თუ როგორ გამოიყურებოდნენ ლონდონის “არსენალის” ფეხბურთელები 2002 წელს და როგორ გამოიყურებიან ისინი ახლა.

შეგახსენებთ, რომ 2002 წელს, “მეთოფეებმა” ინგლისის პრემიერ ლიგისა და ასოციაციის თასის მოგება მოახერხეს.

რიჩარდ რაიტი

დევიდ სიმენი

ლი დიკსონი

ეშლი კოული

პატრიკ ვიეირა

მარტინ კიოუნი

ფრედი ლიუნბერგი

ფრენსის ჯეფერსი

დენის ბერგკამპი

სილვიენ ვილტორი

ნვანკვო კანუ

სტიუარტ ტეილორი

ჯოვანი ვან ბრონხოშტი

რეი პარლორი

ჟილ გრიმანდი

რობერ პირესი

სოლ კემბელი

რონი ადამსი

ტიერი ანრი

პოდოლსკი „ინტერში“?

ავტორიტეტული იტალიური გამოცემის, „Gazzetta dello Sport“-ის ინფორმაციით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს „ინტერის“ ხელმძღვანელობა ლონდონის „არსენალის“ თავდამსხმელის ლუკას პოდოლსკის დამატებას შეეცდება.

„მეთოფეებთან“ მოქმედი კონტრაქტი გერმანიის ნაკრების კოთამაშეს 2016 წლის ივნისამდე აკავშირებს.

ამავე წყაროს ცნობით, პოდოლსკი სხვა ქვეყნის ჩემპიონატში გადასვლაზე უარს არ იტყოდა, თუმცა ყველაფერი „ინტერის“ ჩემპიონთა ლიგაზე გასვლაზე იქნება დამოკიდებული.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში ათ ჩატარებულ შეხვედრაში ლუკასმა სამი გოლი გაიტანა.

ალექსანდრე მატევოსოვი

ვენგერი: „დღეს „ბაიერნი“ ისეთი სახიფათო არ არის, როგორიც გასულ სეზონში იყო“

ლონდონის „არსენალის“ მთავარი მწვრთნელის არსენ ვენგერის აზრით, მიმდინარე სეზონში მეტოქეთათვის მიუნხენის „ბაიერნი“, მადრიდის „რეალთან“ შედარებით, არც ისე სახიფათოა.

„გასულ სეზონში რიბერი და რობენი ერთად თამაშობდნენ და ჩინებულ ფორმაში იყვნენ, რისი წყალობითაც „ბაიერნმა“ წარმატებას მიაღწია. მიმდინარე სეზონში მიუნხენელები ასევე სახიფათონი არიან, თუმცა, ჩემი აზრით, შარშან ისინი უფრო ძლიერები იყვნენ. ამაში ჩვენს სტადიონზე გამართულ მატჩში დავრწმუნდი. მიუხედავად იმისა, რომ ათი კაცით ვთამაშობდით, მეტოქეს ბევრი რამ ვერ გამოსდიოდა.

„ვფიქრობ, ამჟამად „რეალი“ პირველობას არავის დაუთმობს – მადრიდელებს ყველაზე სტაბილური შემადგენლობა ჰყავთ“, – განაცხადა ფეხბურთის ფრანგმა სპეციალისტმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

„ინტერს“ პოდოლსკი სურს

იტალიური „ლა გაძეტა დელო სპორტის“ თანახმად, ლონდონის „არსენალის“ გერმანელი თავდამსხმელი ლუკას პოდოლსკი მილანის „ინტერის“ ინტერესთა არეალში მოექცა.

წყაროს ცნობით, კლუბის შეცვლის წინააღმდეგი არც თავად ფეხბურთელია, რომელმაც „არსენალის“ ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა. „ინტერის“ დირექტორი პიერო აუსილიო უკვე გავიდა პოდოლსკის აგენტთან კონტაქტზე და გერმანელი თავდამსხმელის შესაძლო ტრანსფერზეც ესაუბრა. უახლოეს ზაფხულს მილანური კლუბი „არსენალს“ ოფიციალურადაც მიმართავს.

მიმდინარე სეზონში პოდოლსკიმ ინგლისის პრემიერლიგის ათ მატჩში მიიღო მონაწილეობა და სამი გოლი გაიტანა.

ბექა დოგრაშვილი

სოლ კემპბელი: „თეთრკანიანი რომ ვყოფილიყავი, ინგლისის ნაკრებს 10 წლის განმავლობაში ვუკაპიტნებდი“

ინგლისის ნაკრებისა და ლონდონის „არსენალის“ ყოფილი მცველი სოლ კემპბელი რასიზმის პრობლემას შეეხო.

„თეთრკანიანი რომ ვყოფილიყავი, ინგლისის ნაკრებს ათი წლის განმავლობაში ვუკაპიტნებდი“, – კემპბელის ეს სიტყვებია გამოტანილი ბრიტანული „სანდეი თაიმსის“ დღევანდელი ნომრის სპორტული განყოფილების თავფურცელზე.

კემპბელის თქმით, ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია ინსტიტუციონალურად რასისტული ორგანოა.

გარდა ამისა, კემპბელმა აღნიშნა, რომ ხმები, რომლის მიხედვითაც ის გეია (ეს ჭორები კემპბელის მთელი კარიერის განმავლობაში მუსირებდა) „ტოტენჰემ ჰოთსპურის“ მოთამაშეების მიერ შეთხზული ჭორია.

ბექა დოგრაშვილი

Fanebi.Com-ის ჟურნალის მე-8 ნომერი გამოქვეყნდა

გამოვიდა Fanebi.com-ის ინტერნეტ-ჟურნალის მერვე ნომერი, რომელიც მთლიანად 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრის შედეგების შეფასებას ეხება.

ნომერში წაიკითხავთ:

ევრო-2016-ის შესარჩევი ეტაპი — გუნდების თავკაცების შეფასებები;
ევრო-2016-ის შესარჩევი ეტაპი — ჩვენი კალენდარი;
ისტორია,   სტატისტიკა,   შანსები.

 კვლავინდებურად შეგახსენებთ, რომ გაიხსნა ჟურნალ Fanebi.com-ის ფეისბუქის გვერდი:  www.facebook.com/Fanebi.Journal

ნომრის PDF ვერსია

2 მარტის ნომრის გაცნობა აქვე შეგიძლიათ.

ჟურნალის რედაქტორი: ბექა დოგრაშვილი

ინგლისის პრემიერ ლიგის 10 ფეხბურთელი, რომელთა მაისურები ყველაზე ხშირად იყიდება

ერთ-ერთ უცხოურ საფეხბურთო პორტალზე გამოქვეყნდა ინგლისის პრემიერ ლიგის იმ ფეხბურთელების სია, რომელთა მაისურებიც ყველაზე ხშირად იყიდება.

აღსანიშნავია, რომ რეიტინგის ათეულში ყველაზე მეტად “მანჩესტერ იუნაიტედის” მოთამაშეები არიან შესულნი.

10. სანტი კასორლა (“არსენალი”)

10

9. ჯეკ უილშირი (“არსენალი”)

9

8. ლუის სუარესი (“ლივერპული”)

8

7. ედენ აზარი (“ჩელსი”)

7

6. შინჯი კაგავა (“მანჩესტერ იუნაიტედი”)

6

5. ფერნანდო ტორესი (“ჩელსი”)

5

4. სერხიო აგუერო (“მანჩესტერ სიტი”)

4

3. უეინ რუნი (“მანჩესტერ იუნაიტედი”)

3

2. რობინ ვან პერსი (“მანჩესტერ იუნაიტედი”)

2

1. მესუთ იოზილი (“არსენალი”)

1

„არსენალმა“ ძეგლი ბერგკამპსაც დაუდგა

ლონდონის „არსენალის“ სტადიონ „ემირეითსზე“ მორიგი ძეგლი გაიხსნა. ამჯერად პატივი კლუბის ლეგენდარულ თავდამსხმელ დენის ბერგკამპს დასდეს. ჰოლანდიელი ფეხბურთელის სკულპტურას ადგილი ტიერი ანრის, ტონი ადამსისა და ჰერბერტ ჩეპმენის ძეგლებს შორის მიუჩინეს.

დენის ბერგკამპმა „არსენალში“ 11 წელიწადი გაატარა. ჰოლანიელი ფეხბურთელი „მეთოფეთა“ ღირსებას 1995-2006 წლებში იცავდა. ამხნის განმავლობაში ჩაატარა 423 მატჩი და გაიტანა 120 გოლი.

ბექა დოგრაშვილი