Fanebi.Com-ის ჟურნალის მე-8 ნომერი გამოქვეყნდა

გამოვიდა Fanebi.com-ის ინტერნეტ-ჟურნალის მერვე ნომერი, რომელიც მთლიანად 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრის შედეგების შეფასებას ეხება.

ნომერში წაიკითხავთ:

ევრო-2016-ის შესარჩევი ეტაპი — გუნდების თავკაცების შეფასებები;
ევრო-2016-ის შესარჩევი ეტაპი — ჩვენი კალენდარი;
ისტორია,   სტატისტიკა,   შანსები.

 კვლავინდებურად შეგახსენებთ, რომ გაიხსნა ჟურნალ Fanebi.com-ის ფეისბუქის გვერდი:  www.facebook.com/Fanebi.Journal

ნომრის PDF ვერსია

2 მარტის ნომრის გაცნობა აქვე შეგიძლიათ.

ჟურნალის რედაქტორი: ბექა დოგრაშვილი

“ფიორენტინას” ფანები საპროტესტო აქციას გეგმავენ

“ფიორენტინას” ფანები “ლაციოასთან” გასამართი მატჩის პირველ ათ წუთს არ დაესწრებიან, რითაც სერია A-ში ცუდ მსაჯობას გააპროტესტებენ. ტიფოზების აზრით, მსაჯთა შეცდომების გამო განსაკუთრებით სწორედ “ფიორენტინა” ზადალდება.

“ფლორენცია ცუდი მსაჯობით დაიღალა. ჩვენ იტალიური სამსაჯო სისტემას გავაპროტესტებთ” – აღნიშნულია “კურვა ფიესოლეს” განცხადებაში.

Fanebi.Com-ის ჟურნალის მე-7 ნომერი გამოქვეყნდა

გამოვიდა Fanebi.com-ის ინტერნეტ-ჟურნალის მეშვიდე ნომერი, რომელშიც გაეცნობით შემდეგ მასალებს:

ნეიმარი: „არ ველოდი, თუ „ბარსელონასთან“ ადაპტაციას ასე მალე გავივლიდი“ (ინტერვიუ);
„ქართველი იბრაჰიმოვიჩი“ ევროჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ყველაზე ახალგაზრდა მეგოლეთა შორის;
კვირის  ახალი  ამბები  მოკლედ;
კვირის  კარიკატურები;
ჟუნინინოს უმაღლესი სტანდარტი.

  კვლავინდებურად შეგახსენებთ, რომ გაიხსნა ჟურნალ Fanebi.com-ის ფეისბუქის გვერდი:  www.facebook.com/Fanebi.Journal

23 თებერვლის ნომრის გაცნობა აქვე შეგიძლიათ.

ჟურნალის რედაქტორი: ბექა დოგრაშვილი

Fanebi.Com-ის ჟურნალის მე-6 ნომერი გამოქვეყნდა

დღეს კვირა დღეა, შესაბამისად, გამოვიდა Fanebi.com-ის ინტერნეტ-ჟურნალის მეექვსე ნომერი, რომელიც ოდნავ სახეცვლილია. ვიფიქრეთ და გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი ჟურნალი ამიერიდან აღარ შემოგთავაზებთ ცნობილი ფეხბურთელების ფერად პოსტერებს. ორი ალტერნატივა გვქონდა: ან ეს შუა ორი გვერდი უნდა გაგვეუქმებინა და ჟურნალის ფორმატი შეგვემცირებინა, ან პოსტერის ნაცვლად თქვენთვის სხვა რუბრიკა შემოგვეთავაზებინა. ამ ეტაპზე გადაწყდა, რომ პოსტერის ნაცვლად ეს ორი გვერდი დაეთმობა კვირის საფეხბურთო ამბებსა და ომარ მომანის კვირის კარიკატურების განხილვას. საერთოდ კი, დღევანდელ ნომერში წაიკითხავთ:

მანუელ ნოიერი: „კარში დგომა არ მინდოდა“ (ინტერვიუ)
ქართული ფეხბურთის განვითარების პროგრამა
კვირის ამბები მოკლედ
კვირის კარიკატურები
ფეხბურთოლოგია
რამდენი წლისაა ჯოზეფ  მინალა?

   კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ გაიხსნა ჟურნალ Fanebi.com-ის ფეისბუქის გვერდი:  www.facebook.com/Fanebi.Journal

16 თებერვლის ნომრის გაცნობა აქვე შეგიძლიათ.

ჟურნალის რედაქტორი: ბექა დოგრაშვილი

როსი: “იტალიის თასის ფინალისათვის მზად ვიქნები”

“ფიორენტინას” თავდამსხმელი, ჯუზეპე როსი აცხადებს, რომ ის 2014 წლის მაისში მოედანზე გასვლას შეძლებს, შესაბამისად იტალიის თასის ფინალისათვის მზად იქნება.

შეგახსენებთ, რომ როსის მუხლის ტრავმა აწუხებს, რის გამოც, მას ამერიკის შეერთებულ შტატებში გამგზავრება მოუხდა.

“მითხრეს, რომ იტალიის თასის ფინალისათვის უკვე მზად ვიქნები, რაც ძალიან მახარებს. იმედი მაქვს, მოედანს რაც შეიძლება მალე დავუბრუნდები”, – ამბობს როსი.

შეგახსენებთ, რომ იტალიის თასის ფინალი, რომელშიც ერთმანეთს “ფიორენტინა” და “ნაპოლი” დაუპირისპირდებიან, 3 მაისს გაიმართება.

მუნდიალის დაკარგული თასი, კლუბის საფირმო ჰაერი, სოკერის წარმოშობა და განელთა ტრადიცია — „ფეხბურთოლოგია“

როგორც მოგეხსენებათ, ჩვენს ინტერნეტ-ჟურნალში ახალი რუბრიკა დავამკვიდრეთ – სახელწოდებით „ფეხბურთოლოგია“. წინა ნომერში აღნიშნულ რუბრიკას საკმაოდ კარგი გამოხმაურება მოჰყვა. დღეს კიდევ გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო ისტორიას მსოფლიო ფეხბურთის ისტორიიდან.

განელთა ტრადიცია
ვინც 2013 წელს გამართულ კონფედერაციის თასის გათამაშების ტელეტრანსლაციებს თვალყურს აქტიურად ადევნებდით, გემახსოვრებათ კომენტატორმა სანდრო ცნობილაძემ ნიგერიის ნაკრების ნახევარმცველ სანდეი მბაზე რომ თქვა, სახელიდან გამომდინარე, ეს ბიჭი, უეჭველად, კვირა დღეს დაიბადაო. ნიგერიისა რა მოგახსენოთ და განაში ეს ტრადიცია მართლაც არსებობს. ამ ქვეყნის წარმომადგენლებს სჯერათ, რომ დაბადების დღე ადამიანზე მთელი ცხოვრების განმავლობაში მოახდენს გავლენას. განაში თითქმის ყველა ბავშვს პირველ ან მეორე სახელად სწორედ იმას უბოძებენ, რომელ დღესაც დაიბადება იგი. ასე მაგალითად, გაეროს ყოფილ გენერალურ მდივან კოფი ანანის სახელი „პარასკევს“ ნიშნავს. „მილანის“ ცნობილი ფეხბურთელის, მაიკლ ესიენის მეორე სახელი კოჯო გახლავთ, რაც „ორშაბათს“ აღნიშნავს.

მუნდიალის დაკარგული თასი
1966 წლის ინგლისის მსოფლიოს ჩემპიონატამდე ცოტა ხნით ადრე ტურნირის თასი საჯარო გამოფენიდან მოიპარეს. საქმეში პოლიცია და სკოტლანდ-იარდიც ჩაერთო, მაგრამ, მათი გაფაციცებული ძებნის მიუხედავად, ტიტულს ბერ პოულობდნენ. მთავრობამ თასის მპოვნელს ჯილდოდ 60 ათასი ფუნტ სტერლინგიც დაუწესა. ტიტული მხოლოდ შვიდი დღის შემდეგ იქნა ნაპოვნი და ისიც ძაღლის დახმარებით. სასეირნოდ გასულმა ფინია ძაღლმა სახელად პიკლზმა უცაბედად ბუჩქებისკენ ისკუპა, პატრონიც მიჰყვა და ჰოი, საოცრაბავ, ჟიულ რიმეს სახელწოდების თასი! ის ჩემპიონატი ინგლისის ნაკრებმა მოიგო. ტურნირის ბოლოს გამართულ ბანკეტზე ძაღლიც მიიწვიეს და ფეხბურთელთა თეფშებიდან ჭამის უფლებაც მისცეს.

კლუბის საფირმო ჰაერი
გასული საუკუნის 90-იანი წლების ბოლოს „ფიორენტინა“ ბრწყინავდა. კლუბმა წარმატებული ასპარეზობით მრავალი ქომაგის გულიც მოიგო. ამით „ფიორენტინას“ მესვეურებმა ხეირის ნახვა ისურვეს და კლუბის საფირმო მაღაზიებში ქილით ჰაერის გაყიდვა დაიწყეს. კოლექციაში სხვადასხვა სახელწოდების ჰაერს იპოვიდით: „ტრიბუნის სული“, „გამარჯვების ესენცია“ და „გასახდელის ატმოსფერო“.

სოკერის წარმოშობა
აშშ-ში ფეხბურთს „სოკერს“ უწოდებენ, ტერმინი Football-ი კი მათში სპორტის იმ სახეობას ჰქვია, რომელსაც ჩვენ ამერიკულ ფეხბურთს ვუწოდებთ. ამის მიუხედავად, სიტყვა „სოკერი“ სულაც არ გახლავთ ამერიკული წარმოშობისა. ეს ტერმინი 1880-იან წლებში, ინგლისში ოქსფორდული სლენგიდან გავრცელდა. მანამდე ინგლისში ფეხბურთს ოფიციალურად ერქვა „association football“, რათა რაგბისგან გაერჩიათ (რაგბის სახელწოდება იყო „rugby football“). სიტყვა association-ის შემოკლებითა და სუფიქს er-ის დამატებით მივიღეთ ტერმინი „soccer“-ი.

ბექა დოგრაშვილი
ინტერნეტ-ჟურნალი Fanebi.com

ადრიანო ფეხბურთს დაუბრუნდა, ის “ატლეტიკო პარანაენსეში” ითამაშებს

ცნობილი ბრაზილიელი თავდამსხმელი ადრიანო ლეიტე რიბეირო 2-წლიანი პაუზის შემდეგ კარიერას “ატლეტიკო პარანაენსეში” განაგრძობს.

ბრაზილიური Lancenet-ის ცნობით, 31 წლის ფეხბურთელი ყოველთვიურად დაახლოებით 30 ათას ევროს მიიღებს.

ადრიანოს, რომელიც თავის დროზე “ფლამენგოს”, “ინტერის”, “ფიორენტინას”, “პარმას”, “სან პაულუს”, “რომასა” და “კორინთიანსის” ღირსებას იცავდა, 2012 წლის შემდეგ არ უთმაშია.

იოზიპ ილიჩიჩის შესანიშნავი საჯარიმო “ატალანტას” კარში

8 თებერვალს, იტალიის სერია A-ში, “ფიორენტინასა” და “ატალანტას” შორის გამართულ შეხვედრაში, იოზიპ ილიჩიჩმა ულამაზესი გოლი გაიტანა.

ანდერსონი: „დარწმუნებული ვარ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ დატოვება არაერთ მოთამაშეს სურს“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველმა ანდერსონმა, რომელიც იჯარის წესით „ფიორენტინაში“ გადაბარგდა, „წითელ ეშმაკებში“ არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა.

„დარწმუნებული ვარ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ დატოვებაზე რამდენიმე ფეხბურთელი ფიქრობს. განსაკუთრებით ეს ნანის ეხება, რომელიც კლუბში 7-8 წლის განმავლობაშია.

„იუნაიტედი“ – დიდი კლუბია, რომელიც ფეხუბრთელთათვის ყველაფერს აკეთებს. თუმცა, არის მომენტი, როცა ფეხბურთელს გარემოს შეცვლა სურს“, – განაცხადა ბრაზილიელმა შუახაზელმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

ანდერსონი „ფიორენტინაში“ გადასვლით კმაყოფილია

„ფიორენტინას“ ახალწვეულმა ანდერსონმა განაცხადა, რომ „იების“ რიგებში გადასვლით კმაყოფილია.

„ფიორენტინას“ სერიოზული პროექტი აქვს, რომელმაც ამ გუდნში გადასვლაში დამარწმუნა. აქ მაღალ დონეზე სათამაშოდ მოვედი, ისე, როგორც ამას თავის დროზე ბატისტუტა და ედმუნდო აკეთებდნენ. ამ პროექტის ცენტრში ყოფნა და ტიტულების მოგების სურვილი მაქვს. კმაყოფილი ვარ, რომ „ფიორენტინაში“ ვითამაშებ, კლუბში, რომელიც ევროპაში ადგილის დამკვიდრებისთვის იბრძვის“, – განაცხადა ბრაზილიელმა ნახევარმცველმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

გალიანი: “მატრი “მილანში” დაბრუნდება”

იტალიური “მილანის” ვიცე-პრეზიდენტი, ადრიანო გალიანი აცხადებს, რომ ალესანდრო მატრი “როსონერიში” დაბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ “შავ-წითლებმა” 29 წლის თავდამსხმელი ზამთრსი სატრანსფერო ფანჯრის დროს “ფიორენტინაში” გაანათხოვრეს.

მატრიმ “მილანში” ჩატარებულ 15 მატჩში მხოლოდ ერთი გოლის გატანა მოახერხა, ხოლო “ფიორენტინაში” გამართულ სადებიუტო მატჩში დუბლი გაიფორმა.

“მატრი ძალიან კარგი შემსრულებელია, რომელსაც გუნდისათვის წარმატების მოტანა თავისი გოლებით შეუძლია. ალესანდრო კვლავაც “მილანის” ფეხბურთელია. ის “ფიორენტინაში” მხოლოდ იჯარით იმყოფება, ამიტომ მას “როსონერიში” დავაბრუნებთ”, – ამბობს გალიანი.

პრანდელი როსის დაუცდის

იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ჩეზარე პრანდელი აცხადებს, რომ ის „ფიორენტინას“ თავდამსხმელის, ჯუზეპე როსის გამოჯანმრთელების პროცესს დაელოდება.

შეგახსენებთ, რომ როსიმ ტრავმა „ლივორნოსთან“ გამართულ მატჩში მიიღო, რის გამოც ამერიკაში გამოკვლევების ჩასატარებლად გააგზავნეს.

„როსი მშვიდად უნდა იყოს. ის ნამდვილად კარგი თავდამსხმელია. ამრიგად, შემიძლია, გითხრათ, რომ მის გამოჯანმრთელების პროცესს დაველოდები. მინდა, მან მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშოს“, – ამბობს პრანდელი.