მიკა რიჩარდს “მანჩესტერ სიტი” პელეგრინის გამო დაუტოვებია

იტალიური “ფიორენტინას” ახალწვეულმა მიკა რიჩარდსმა განაცხადა, რომ “მანჩესტერ სიტი” დიდწილად გუნდის მთავარი მწვრთნელის, მანუელ პელეგრინის გამო დატოვა. 26 წლის ინგლისელი მცველი ამბობს, რომ ჩილელი სპეციალისტის თავკაცობის პერიოდში მას საკუთარი თავის წარმოჩენის შესაძლებლობა არ მისცემია.

“გადამწყვეტი მომენტი “უოტფორდის” წინააღმდეგ გამართული მატჩი იყო. ანგარიშით 0:2 ვაგებდით. არ მინდა, ეს წარუმატებლობა ვინმეს დავაბრალო, თუმცა ყველა ხედავდა, რომ იმ მატჩში ნორმალურად ვთამაშობდი. ამის მიუხედავად, პელეგრინიმ ჩემი და ჯეკ როდუელის შეცვლა გადაწყვიტა. მაშინ მივხვდი, რომ განტევების ვაცი ვხდებოდი.

კი ბატონო, “სიტის” რიგებში ყოველთვის კარგად არ ვთამაშობდი, თუმცა ასეთი შემთხვევა მანამდე არასდროს მომხდარა. ეს უცნაური და არაბუნებრივი სიტუაცია იყო. მივხვდი, რაც არ უნდა გამეკეთებინა, მწვრთნელი ჩემით კმაყოფილი მაინც არ დარჩებოდა. ის მიხსნიდა, რომ ტრავმის მოშუშების არ სურდა, დაეჩქარებინა მოედანზე ჩემი დაბრუნება. თუმცა, მე არც პრემიერლიგის და არც ჩემპიონთა ლიგის არცერთ მატჩში მონაწილეობა არ მიმიღია. ინგლისის თასზე “უოტფორდის” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში მაინც არ გავეყვანე მოედნიდან. აი, ამ შემთხვევის შემდეგ მისდამი ნდობა დავკარგე”, – რიჩარდსის სიტყვებს Goal.com-ი ციტირებს.

შეგახსენებთ, რომ მიკა რიჩარდსი “ფიორენტინაში” იჯარის წესით თამაშობს.

 

ჯუზეპე როსი „ფიორენტინას“ კვლავ ხანგრძლივი პერიოდით ვერ დაეხმარება

„ფიორენტინას“ თავდამსხმელმა ჯუზეპე როსიმ მორიგი ოპერაცია გაიკეთა. 27 წლის თავდამსხმელი მოედანზე მინიმუმ 2015 წლის იანვრამდე ვერ დაბრუნდება.

მარჯვენა მუხლის ქრონიკული პრობლემების გამო როსიმ 2011-12 და 2012/13 წლების სეზონები გამოტოვა. განვლილ სეზონში „მანჩესტერ იუნაიტედის“, „ნიუკასლის“, „პარმასა“ და „ვილაირეალის“ თავდამსხმელმა სერია ა-ს 21 მატჩში 16 გოლის გატანა შეძლო.

კრიშტიანუ რონალდუს თხოვნა პოლონელ ფანებს

ვარშავაში გამართული მადრიდის “რეალისა” და “ფიორენტინას” შორის ამხანაგური მატჩის დროს კრიშტიანუ რონალდუმ პოლონელ გულშემატკივრებს მარსელოს სახელის სკანდირება სთხოვა.

მარკო მარინი “ფიორენტინაში” ითამაშებს

ლონდონის “ჩელსის” ნახევარმცველი მარკო მარინი დამდეგ სეზონს ფლორენციის “ფიორენტინაში” გაატარებს.

25 წლის ფეხბურთელი იტალიურ კლუბში იჯარის წესით ითამაშებს, “ვიოლას” მარინის სრულად გამოსყიდვის უფლებაც ექნება. არაოფიციალური ინფორმაციით, ამისთვის “ფიორენტინამ” 5 მილიონი ევრო უნდა გაიღოს.

გასული სეზონი მარინმა იჯარის წესით “სევილიაში” გაატარა და კლუბთან ერთად ევროპის ლიგაც მოიგო. ყველა ტურნირზე ერთად “სევილიას” ფორმით გერმანელმა ფეხბურთელმა 30 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.

 

რონალდუმ გაიტანა, მაგრამ “რეალმა” წააგო

ფლორენციის “ფიორენტინასა” და მადრიდის “რეალს” შორის პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში გამართული ამხანაგური მატჩი იტალიური გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.

ანგარიში კრიშტიანუ რონალდუმ მე-4 წუთზე გახსნა. 27-ე წუთზე მარიო გომესმა გაათანაბრა, 69-ე წუთზე კი მარკოს ალონსომ “რეალის” კარში მეორე ბურთი გაიტანა და საბოლოო შედეგი 2:1 დაფიქსირდა.

ამხანაგური მატჩი
“ფიორენტინა” — “რეალი” 2:1 (1:1)

ფიორენტინა“: ნეტო, როდრიგესი (ჰეგაზი 86′), ტომოვიჩი (პიჩინი 85′), სავიჩი, მარკოს ალონსო (პასკუალი 85′), პიზარო (ვოლსკი 77′), აკვილანი (ბრილანტე 69′), ბორხა ვალერო (ჯილი 90′), ვარგასი (ლაძარი 85′), გომესი (ილიჩიჩი 68′), ბაბაკარი (ბერნარდეში 77′).
მთავარი მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა.

რეალი“: ნავასი, არბელოა (ლუკას ვასკესი 76′), მარსელო (ფაბიო კოენტრაუ 46′), ნაჩო, ვარანი (სერხიო რამოსი 74′), ჩაბი ალონსო (კროოსი 46′), ხედირა (მედრანი 75′), ილიარამენდი (ბურგუი 75′), დი მარია, ხამეს როდრიგესი (კარვახალი 46′), რონალდუ (ბენზემა 46′).
მთავარი მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი.

გოლები: გომესი 27′, მარკოს ალონსო 69′ — რონალდუ 4′.

რეალი ფიორენტინას ვარშავაში შეხვდება

მადრიდის რეალი და ფიორენტინა ამხანაგურ მატჩს ვარშავაში ჩაატარებენ. ფლორენციული კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით პოლონეთში შეხვედრა 16 აგვისტოს შედგება.

შეგახსენებთ, ფიორენტინამ იტალიის ჩემპიონატში მეოთხე ადგილი დაიკავა, ხოლო რეალმა პრიმერაში – მესამე. თუმცა, მადრიდელებმა ჩემპიონთა ლიგის მოგება მოახერხეს.

 

ამბროზინი „ფიორენტინას“ დატოვებს

36 წლის ნახევარმცველმა მასიმო ამბროზინიმ დაადასტურა, რომ „ფიორენტინას“ ტოვებს.

„ფიორენტინაში“ ჩემი თავგადასავალი დასრულდა. ფლორენციას მადლობას ვუხდი, აქ ფანტასტიკური წელი მქონდა.

არასდროს ვმალავდი, რომ აქ თამაშის გაგრძელების სურვილი მქონდა, თუმცა კლუბი თავისი პოზიციის შესახებ უკვე მესაუბრა“, – განაცხადა ამბროზინიმ.

ალექსანდრე მატევოსოვი

ალესიო ჩერჩიმ გამოუყენებელი პენალტის შემდეგ იტირა

18 მაისს, იტალიის სერია A-ში, “ფიორენტინამ” საკუთარ მოედანზე “ტორინო” მიიღო და ფრედ 2:2 ითამაშა.

აღსანიშნავია, რომ სამი ქულის მოპოვების შემთხვევაში, “ტორინო” ევროპის ლიგაზე თამაშის უფლებას მოიპოვებდა, მაგრამ 93-ე წუთზე ალესიო ჩერჩიმ პენალტი ვერ გამოიყენა, რის გამოც მან იტირა.

Fanebi.Com-ის ჟურნალის მე-18 ნომერი გამოქვეყნდა

გამოვიდა Fanebi.com-ის ინტერნეტ-ჟურნალის მეთვრამეტე ნომერი, რომელშიც წაიკითხავთ:

გვ. 2 — სპორტის სამინისტრომ ფეხბურთის განვითარების პროგრამა წარადგინა;
გვ. 3 — ჩემპიონთა ლიგის ფინალის მსაჯი – საინტერესო ფაქტები;
გვ. 4-6 — სუპერმენი მანჩესტერიდან;
გვ. 6 — კვირის  ახალი ამბები;
გვ. 7-8 — კვირის კარიკატურები

   შეგახსენებთ, რომ ფუნქციონირებს ჟურნალ Fanebi.com-ის ფეისბუქის გვერდი:  www.facebook.com/Fanebi.Journal

ნომრის PDF ვერსია

11 მაისის ნომრის გაცნობა აქვე შეგიძლიათ

ჟურნალის მთავარი რედაქტორი: ბექა დოგრაშვილი

იოახიმ ლიოვი: „არამგონია, მარიო გომესი მუნდიალისთვის მზად იყოს“

დღეს გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც „ფიორენტინას“ თავდამსხმელი მარიო გომესი ვერ მოხვდა.

„მსურს, რომ მარიო კარგ ფორმაში იყოს, თუმცა სექტემბრიდან მოედანზე მან დაახლოებით 280 წუთი გაატარა, ამიტომაც, არამგონია, იგი ტურნირისთვის მზად იყოს.

ჩვენ ძალიან კარგი ახალგაზრდა მეკარეები გვყავს, თუმცა, გადავწყვიტე, ორი გამოცდილი და ერთი პერსპექტიული გოლკიპერი წამეყვანა.

რატომ არ არის კრუზე? ფოლანდმა ბოლო წლებში მოუმატა და კრუზეს პოლონეთთან მატჩისთვის აღარ გამოვიძახეთ.

მოგვიანებით სამი ხედირაც შემოგვიერთდება. დურმი? მან ნაკრებში ადგილი დაიმსახურა.

მიროსლავ კლოზე დიდ ტურნირებზე ყოველთვის წარმატებულად თამაშობდა. ასე რომ, იგი ძალიან გამოგვადგება“, – განაცხადა „ბუნდესტიმის“ თავკაცმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

იტალიის თასი „ნაპოლიმ“ მოიგო

იტალიის თასის ფინალური მატჩი, რომელიც „ფიორენტინასა“ და „ნაპოლის“ შორის გაიმართა, ტრიბუნაზე მომხდარი არეულობის გამო 45 წუთის დაგვიანებით დაიწყო. გუნდის გულშემატკივრებს შორის სიტუაცია იმდენად დაძაბა, რომ შეხვედრა ჩაშლის ზღვარზე იყო, თუმცა მდგომარეობის განმუხტვა მოხერხდა.

მე-11 წუთზე ნეაპოლელთა შემტევმა ლორენცო ინსინიემ ანგარიში გახსნა. ექვს წუთში იმავე ინსინიემ დუბლი გაიფორმა და „ნაპოლის“ უპირატესობა განამტკიცა.
28-ე წუთზე ხუან ვარგასმა ერთი ბურთი კი გაქვითა, მაგრამ ნეაპოლელთა ბელგიელმა თავდამსხმელმა დრის მერტენსმა მეორე ტაიმის კომპენსირებულ დროში ორბურთიანი სხვაობა აღადგინა და საბოლოოდ, „ნაპოლიმ“ ანგარიშით 3:1 იმარჯვა. აღსანიშნავია, რომ მატჩის დასრულებამდე დაახლოებით 10 წუთით ადრე ნეაპოლელთა ნახევარმცველი გიოკჰან ინლერი გააძევეს.

ამრიგად, „ნაპოლიმ“ იტალიის თასი მეხუთედ მოიგო. მანამდე ნეაპოლელებმა ეს ტიტული 1961/62, 1975/76, 1986/87, 2011/12 წლების სეზონში დაისაკუთრეს. აღსანიშნავია ისიც, რომ რაფაელ ბენიტესმა „ნაპოლისთან“ ერთად პირველივე სეზონში მოიგო თასი.

იტალიის თასის ფინალი
„ფიორენტინა“ — „ნაპოლი“ 1:3 (1:2)
გოლები: ვარგასი 28′ — ინსინიე 11′, 17′, მერტენსი 90+2′.
გაფრთხილებები: ბორხა ვალერო 10′, ილიჩიჩი 40′, ტომოვიჩი 47′, ფერნანდესი 65′ —ალბიოლი 36′, ინლერი 50′, ინსინიე 78′, რეინა 81′.
გაძევება: ინლერი 79′.

 

Fanebi.Com-ის ჟურნალის მე-17 ნომერი გამოქვეყნდა

გამოვიდა Fanebi.com-ის ინტერნეტ-ჟურნალის მეჩვიდმეტე ნომერი, რომელშიც წაიკითხავთ:

გვ. 2 — პიარკამპანია ბანანით — დანი ალვესის მოქმედება დაგეგმილი იყო
გვ. 3 — ცხოვრება ოთხ ფერში
გვ. 4-5 — კვირის   ახალი   ამბები;
გვ. 6-7 — კვირის  კარიკატურები;
გვ. 7-8 — ლევან კობიაშვილი: „ჩემს თავს ქართულ ფეხბურთში ვხედავ“ (ინტერვიუ)

   შეგახსენებთ, რომ ფუნქციონირებს ჟურნალ Fanebi.com-ის ფეისბუქის გვერდი:  www.facebook.com/Fanebi.Journal

ნომრის PDF ვერსია

4 მაისის ნომრის გაცნობა აქვე შეგიძლიათ

ჟურნალის მთავარი რედაქტორი: ბექა დოგრაშვილი