ევროპის ლიგაზე მასპინძლები იგებენ

ევროპის ლიგაზე პირველი ნახევარფინალური მატჩები შედგა. “ბენფიკამ” ტურინის “იუვენტუსს” უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით, 2:1 დაამარცხა. ანგარიში მასპინძლებმა მესამე წუთზე, გარაის გოლით გახსნეს. ტევესმა წონასწორობა 73-ე აღადგინა. თუმცა, ბოლო სიტყვა ამ მატჩში “ბენფიკამ” თქვა. შეხვედრის დამთავრებამდე 6 წუთით ადრე ლიმამ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

მეორე, ესპანურ ნახევარფინალში “სევილიამ” “ვალენსია” მიიღო და ორი უპასუხო ბურთიც გაიტანა. მბიამ და ბაკამ სამწუთიანი ინტერვალით 33-ე და 36-ე წუთებზე დალაშქრეს სტუმართა გუნდის კარი.

 

ბენფიკა 2-1 იუვენტუსი

სევილია 2-0 ვალენსია

პოგბა: „პსჟ დიდებული კლუბია“

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა პოლ პოგბამ „პარი სენ-ჟერმენში“ შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით ისაუბრა.

„პსჟ, რა თქმა უნდა, დიდებული კლუბია. ჩემი მიზანი? ამ ეტაპზე „იუვენტუსთან“ ერთად „სკუდეტოს“ მოგება. არ ვიცი, თუ რა იქნება მომავალში.

„იუვეს“ ხელმძღვანელობასთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე არ მისაუბრია. კონტესთან კარგი ურთიერთობა მაკავშირებს, ჩემი აქ მოსვლის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ იგი იყო.

მსოფლიოს ჩემპიონატი? საფრანგეთის ნაკრების მაისურით თამაში ჩემთვის დიდი პატივია. ეს ოცნებაა, რომელიც რეალობად იქცა.

ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას? ფინალში „ბაიერნს“ ვხედავ. ასევე მადრიდის „ატლეტიკო“ მომწონს. „მანჩესტერ იუნაიტედი“? ახლა კლუბს რთული პერიოდი აქვს, თუმცა ყველაფერი მალე უნდა გამოსწორდეს“, – განაცხადა პოგბამ.

ალექსანდრე მატევოსოვი

პოგბა: “ჩემი კონტრაქტის თაობაზე არავისთან მისაუბრია”

ტურინის “იუვენტუსის” ახალგაზრდა ფეხბურთელი პოლ პოგბა აცხადებს, რომ მას თავისი კონტრაქტის თაობაზე საუბარი არავისთან ჰქონია.

შეგახსენებთ, რომ ფრანგ ნახევარმცველს “ბიანკონერისთან” კონტრაქტი 2016 წელს ეწურება და გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მისი შეძენა “პარი სენ-ჟერმენს” სურს.

“სიმართლე გითხრათ, ჩემი კონტრაქტის თაობაზე საუბარი არავისთან მქონია. ამიტომ, ჯერ ვერ გეტყვით, მომავალში რა მოხდება. ზოგადად კი, მსიამოვნებს, როდესაც ჩემით სხვა კლუბები ინტერესდებიან”, – ამბობს პოგბა.

Fanebi.Com-ის ჟურნალის მე-15 ნომერი გამოქვეყნდა

გამოვიდა Fanebi.com-ის ინტერნეტ-ჟურნალის მეთხუთმეტე ნომერი, რომელშიც წაიკითხავთ:

გვ. 2 — ჯენიფერ ლოპესი: „ფეხბურთი გვაერთიანებს“ (ინტერვიუ);
გვ. 3 — მუნდიალის თასი მსოფლიოს უკლებლივ ყველა ნაკრებს;
გვ. 4-5 — კვირის   ახალი   ამბები;
გვ. 6-7 — კვირის  კარიკატურები;
გვ. 8 — ბექა გოცირიძე: „უმაღლესი ლიგის რამდენიმე გუნდმა სავარჯიშოდაც კი არ მიმიღო“ (ინტერვიუ).

   შეგახსენებთ, რომ ფუნქციონირებს ჟურნალ Fanebi.com-ის ფეისბუქის გვერდი:  www.facebook.com/Fanebi.Journal

ნომრის PDF ვერსია

20 აპრილის ნომრის გაცნობა აქვე შეგიძლიათ.

ჟურნალის მთავარი რედაქტორი: ბექა დოგრაშვილი

„Football Italia“: კონტე „მონაკოს“ ჩაიბარებს?

მიუხედავად იმისა, რომ ანტონიო კონტემ ტურინის „იუვენტუსში“ დარჩენის სურვილი გამოთქვა, „Football Italia“ არ გამორიცხავს, უახლოეს მომავალში იტალიელმა სპეციალისტმა „მონაკო“ ჩაიბაროს.

ზაფხულს საფრანგეთის ლიგა 1-ის ერთ-ერთ ლიდერს კლაუდიო რანიერი დატოვებს, თანამემამულე კი ამ პოსტზე, შესაძლოა, სწორედ „ბიანკონერის“ ამჟამინდელმა დამრიგებელმა შეცვალოს.

შეგახსენებთ, რომ კონტე „იუვენტუსს“ სათავეში 2011 წელს ჩაუდგა და ამ პერიოდში გუნდთან ერთად ორი სკუდეტო და ორი იტალიის სუპერთასი მოიგო.

ალექსანდრე მატევოსოვი

ტევესი: „მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩების ყურებას არ ვაპირებ, ოჯახთან ერთად „დისნეიუორლდს“ მოვინახულებ“

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა კარლოს ტევესმა განაცხადა, რომ მოახლოებული მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩების ყურებას არ აპირებს.

„არამგონია, რომ არგენტინის ნაკრების მატჩებს ტელევიზორში ვუყურო. უკვე ვიყიდე „დისნეიუორლდის“ ბილეთები, რომელსაც ცოლთან და ბავშვებთან ერთად მოვინახულებ.

მათ ამას დიდიხანი ვპირდები. ჩემს გუნდთან ერთად სკუდეტოსა და ევროპის ლიგის მოგება მსურს, რის შემდეგაც დასვენებაზე უარს არ ვიტყოდი.

არ მწყინს, რომ მუნდიალზე არ ვიქნები. როდესაც ეს გავიგე, ბევრი ადამიანი მხარდაჭერას მიცხადებდა

საბველია თავის ახალ პროექტში დარწმუნებულია, მან შემადგენლობა უკვე აირჩია“, – განაცხადა ტევესმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

კონტემ ბენიტესს მოუბოდიშა

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ „ნაპოლის“ თავკაც რაფელ ბენიტესს ბოდიში მოუხადა.

საქმე იმაში გახლავთ, რომ მას შემდეგ, რაც უეფას ევროპის ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე „იუვენტუსი“ ლისაბონის „ბენფიკასთან“ დაწყვილდა, ბენიტესმა პრესის მეშვეობით კონტეს შესთავაზა, გასულ სეზონში ლონდონის „ჩელსისთან“ ერთად პორტუგალიური კლუბი დამარცხებული მყავს და თუ გინდა, რჩევებს მოგცემო. „ბებერი ქალბატონის“ თავკაცმა შემოთავაზებაზე თავდაპირველად უარი განაცხადა, თუმცა შემდეგ აღნიშნა, რომ პრესის წარმომადგენლებმა ბენიტესის სიტყვებს უარყოფითი ელფერი შესძინეს და ესპანელი სპეციალისტის წინადადება ამიტომაც იუარა.

„ძალიან ვწუხვარ, რომ ბენიტესის სიტყვები პრესაში უარყოფითი ასპექტით გავრცელდა. მე მგონია, რომ რაფამ ამ განცხადებით ჩვენ დახმარების ხელი გამოგვიწოდა, თუმცა რამდენიმე გაზეთმა მისი სიტყვები არასწორად გაავრცელა. ვფიქრობ, ბენიტესი გულწრფელი იყო, ამიტომ მე მას ბოდიშს ვუხდი“, – განუცხადა კონტემ „რაი სპორტს“.

ბექა დოგრაშვილი

Fanebi.Com-ის ჟურნალის მე-14 ნომერი გამოქვეყნდა

გამოვიდა Fanebi.com-ის ინტერნეტ-ჟურნალის მეთოთხმეტე ნომერი, რომელშიც წაიკითხავთ:

გვ. 2-3 — ჩავი ფეხბურთს მიღმა (ინტერვიუ);
გვ. 4-5 — კვირის   ახალი   ამბები;
გვ. 6-7 — კვირის  კარიკატურები;
გვ. 8 — ფორმატის მორიგი ცვლილება?

   შეგახსენებთ, რომ ფუნქციონირებს ჟურნალ Fanebi.com-ის ფეისბუქის გვერდი:  www.facebook.com/Fanebi.Journal

ნომრის PDF ვერსია

13 აპრილის ნომრის გაცნობა აქვე შეგიძლიათ.

ჟურნალის რედაქტორი: ბექა დოგრაშვილი

ტოპ 10: ყველაზე ძვირადღირებული მცველები ფეხბურთის ისტორიაში

საფეხბურთო პორტალმა GiveMeSport-მა ფეხბურთის ისტორიაში, ყველაზე ძვირად შეძენილი ათი მცველი დაასახელა.

ათეული ასე გამოიყურება:

*თანხები მოცემულია ფუნტ სტერლინგის სახით

10. რიკარდო კავალიუ

“პორტუდან” “ჩელსიში” – 26.5 მილიონი

Chelsea v Cardiff City - FA Cup 5th Round

9. პეპე

“პორტუდან” “რეალში” – 26.5 მილიონი

FBL-EUR-C1-DORTMUND-REAL-MADRID

8. დავიდ ლუისი

“ბენფიკადან” “ჩელსიში” – 26.5 მილიონი

8

7. ფაბიო კოენტრაო

“ბენფიკადან” “რეალში” – 26.5 მილიონი

7

6. ალესანდრო ნესტა

“ლაციოდან” “მილანში” – 27 მილიონი

6

5. მარკინიოსი 

“რომადან” “პარი სენ-ჟერმენში” – 27.5 მილიონი

5

4. დანი ალვეში 

“სევილიადან” “ბარსელონაში” – 31 მილიონი

4

3. ლილიან ტურამი 

“პარმადან” “იუვენტუსში” – 36.5 მილიონი

France's former World Cup winner Lilian

2. ტიაგო სილვა 

“მილანიდან” “პარი სენ-ჟერმენში” – 37 მილიონი

2

1. რიო ფერდინანდი 

“ლიდსიდან” “მანჩესტერ იუნაიტედში” – 40.5 მილიონი

1

ნედვედი: „ფავორიტად „ბენფიკას“ ვთვლი“

უეფას ევროპის ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე ტურინის „იუვენტუსი“ ლისაბონის „ბენფიკას“ დაუპირისპირდება. „ბებერი ქალბატონის“ ელჩი პაველ ნედვედი აღნიშნულ წყვილში ფავორიტად პორტუგალიურ გუნდს თვლის.

„ძალიან რთული მეტოქე გვერგო. გასულ წელს „ბენფიკა“ ფინალში „ჩელსის“ შეხვდა. ფეხბურთელებს, რომლებმაც უკვე ითამაშეს ფინალურ მატჩში, ძალიან უნდათ თასის მოგება. ფავორიტად „ბენფიკას“ ვთვლი. პორტუგალიელები ბოლო წლებში ევროპის ლიგაზე წარმატებით გამოდიან. 2011 წელს „ბენფიკამ“ ნახევარფინალამდე გააღწია, გასულ სეზონში კი – ფინალამდე. ამიტომ, ვთვლი, რომ „ბენფიკას“ უფრო დიდი შანსი აქვს“, – განაცხადა ნედვედმა „ევროსპორტის“ ეთერში.

„ბენფიკასა“ და „იუვენტუსს“ შორის პირველი მატჩი 24 აპრილს, ლისაბონში გაიმართება, განმეორებითი კი – 1-ელ მაისს, ტურინში.

ბექა დოგრაშვილი

ნუნუ გომეში: „იუვე“ ძლიერი გუნდია, თუმცა შეუძლებელი არაფერია“

უეფას ევროპის ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე პორტუგალიური „ბენფიკა“ ტურინის „იუვენტუსს“ დაუწყვილდა. მოგეხსენებათ, პორტუგალიელებმა შარშან ფინალშიც ითამაშეს, თუმცა ლონდონის „ჩელსისთან“ დამარცხდნენ. „ბენფიკას“ ყოფილი თავდამსხმელი და კლუბის ამჟამინდელი წარმომადგენელმა ნუნუ გომეში თვლის, რომ მეტოქე სერიოზულია, თუმცა შეუძლებელი არაფერია.

„ნახევარფინალურ ეტაპზე რთული მატჩები გველის. „იუვენტუსი“ ძლიერი, დიდებული კლუბია. ჩვენი მეტოქე იტალიის ჩემპიონია, „ბებერ ქალბატონს“ სხვადასხვა სახის ბევრი ტიტული აქვს მოგებული. მოედანზე მუყაითად უნდა ვიმუშაოთ, შეუძლებელი არაფერია. იმედი მაქვს, ტურინში გასამართ ფინალურ მატჩში სწორედ ჩვენ ვითამაშებთ“, – განუცხადა ნუნუ გომეშმა „ევროსპორტს“.

„ბენფიკასა“ და „იუვენტუსს“ შორის პირველი მატჩი 24 აპრილს, ლისაბონში შედგება, განმეორებითი კი – 1-ელ მაისს, ტურინში.

ბექა დოგრაშვილი

“მაესტრო” ფორმაშია: პირლომ “ლიონს” ჯარიმიდან გაუტანა

10 აპრილს, ევროპის ლიგის გათამაშებაში, “იუვენტუსსა” და “ლიონს” შორის გამართულ მატჩში, ანდრეა პირლომ ფრანგების კარი საჯარიმოდან დალაშქრა.