Fanebi.Com-ის ჟურნალის მე-11 ნომერი გამოქვეყნდა

გამოვიდა Fanebi.com-ის ინტერნეტ-ჟურნალის მეთერთმეტე ნომერი, რომელიც უპრეცენდენტოდ დიდი მოცულობისაა. დღევანდელი ნომერი 10 გვერდს მოიცავს.

ნომერში წაიკითხავთ:

მოტივაციის ნაკლებობა თუ დაუსჯელობის სინდრომი?
ლაშა წამალაშვილი: „მთავარი პრობლემა ბავშვების აღზრდა და მომავალია თაობაა“;
კვირის   კარიკატურები;
კვირის  ახალი  ამბები;
ქარიზმატული   მაესტრო.

   კვლავინდებურად შეგახსენებთ, რომ გაიხსნა ჟურნალ Fanebi.com-ის ფეისბუქის გვერდი:  www.facebook.com/Fanebi.Journal

ნომრის PDF ვერსია

23 მარტის ნომრის გაცნობა აქვე შეგიძლიათ.

ჟურნალის რედაქტორი: ბექა დოგრაშვილი

ნოემბერში დუბლინში, „ავივაზე“

დღეს, 19 მარტს ირლანდიის რაგბის კავშირმა გამოაქვეყნა 2014 წლის ნოემბრის ტესტ სერიის (2014 GUINNESS SERIES) ირლანდიის ნაკრების განრიგი.

2014 წლის ევროპის ერთა თასის გათამაშებაში გამარჯვებით, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ნოემბრის ტესტებზე, 6 ერის წლევანდელ ჩემპიონ ირლანდიის ნაკრებთან, თამაშის უფლება მოიპოვა.

2007 წლის მსოფლიო თასის შემდეგ, გუნდებს ურთიერთ შეხვედრა არ გაუმართავთ. ამრიგად, შვიდი წლის შემდეგ გუნდები ერთმანეთს 16 ნომებერს „ავივა სთედიუმზე“ ეთამაშებიან. მატჩი  თბილისის დროით18:30 საათზე გაიმართება. საქართველოში მატჩის პირდაპირი ტრანსლირების შესახებ ინფორმაციას დადგენისთანავე გაცნობებთ.

2014 GUINNESS SERIES განრიგი

8 ნოემბერი, შაბათი – ირლანდია v ავსტრალია,  „ავივა სთედიუმი“

16 ნოემბერი, კვირა – ირლანდია v საქართველო, „ავივა სთედიუმი“

22 ნოემბერი, შაბათი – ირლანდია v სამხრეთ აფრიკა, „ავივა სთედიუმი“

2014 წლის ნოემბრის ტესტები

შარშანდელი ნოემბრის ტესტ-მატჩების სერიის მსგავსად, 2014 წელს ბოლჯღალოსნები სამ ტესტ-მატჩს ითამაშებენ – 8 და 22 ნომებრს ტესტ-მატჩები საქართველოში ჩატარდება, ხოლო 16 ნომბერს, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ბორჯღალოსნები გასვლაზე ირლანდიას შეხვდებიან.

ამ დროისათვის, რაგბის საერთაშორისო საბჭოში დგინდება 2014 ნოემბრის ტესტ-სერიის კალენდრის საბოლოო დეტალები – აქედან გამომდინარე, 8 და 22 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრების მოწინაღმდეგე გუნდების ვინაობას უახლოეს მომავალში გაცნობებთ.

საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური ვებ-გვერდი

როგორ აღნიშნეს „ბორჯღალოსნებმა“ რუმინეთის ნაკრებზე გამარჯვება

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს სარაგბო ნაკრებმა რუმინეთის ნაკრები ანგარიშით 22:9 დაამარცხა, რითაც „ბორჯღალოსნებმა“ მეშვიდედ მოიპოვეს ევროპის ერთა თასი და „ანთიმოზ ივერიელის თასიც“ შეინარჩუნეს.

სოციალურ ქსელში ქართველი მორაგბეების გამარჯვების აღსანიშნავი მოლხენის ამსახველი ვიდეომასალა გავრცელდა.

 

Fanebi.Com-ის ჟურნალის მე-10 ნომერი გამოქვეყნდა

გამოვიდა Fanebi.com-ის ინტერნეტ-ჟურნალის მეათე ნომერი. აღსანიშნავია, რომ ამ საიუბილეო ნომრის გამოსვლა ვებ-პორტალ Fanebi.com-ის ექვსი წლის იუბილეს დაემთხვა.

ნომერში წაიკითხავთ:

ფეხბურთელთა კონტრაქტების ყველაზე საინტერესო პუნქტები;
ფეხბურთი, როგორც რაგბის საწყისი;
კვირის   კარიკატურები;
აგრესია   ქართულ   სტადიონებზე;
Fanebi.Com-ი   6   წლისაა !!!

   კვლავინდებურად შეგახსენებთ, რომ გაიხსნა ჟურნალ Fanebi.com-ის ფეისბუქის გვერდი:  www.facebook.com/Fanebi.Journal

ნომრის PDF ვერსია

16 მარტის ნომრის გაცნობა აქვე შეგიძლიათ.

ჟურნალის რედაქტორი: ბექა დოგრაშვილი

რაგბის მსოფლიო თასი თბილისშია

რაგბის უმაღლესი ჯილდო – უებ ელისის თასი თბილისშია! რაგბის საერთაშორისო საბჭოს ინიციატივით, პრიზი საგაისო მსოფლიო თასის მონაწილე ქვეყნებში იფინება და ეს დღეები საქართველოში იქნება. დღეს ჯილდოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს შენობაში მდებარე ქართული სპორტის მუზეუმმა უმასპინძლა.

რაგბის საერთაშორისო საბჭოს მედიამენეჯერმა ჯეიმს ფიცჯერალდმა, რომელიც სპეციალურად თასთან ერთად ეწვია საქართველოს, განაცხადა: „რაგბი ძალიან პოპულარული თამაშია, ეს ჯილდო კი ყველა მორაგბის ოცნებაა. რამდენადაც ვიცი, თასი პირველად გამოიფინება საქართველოში და დარწმუნებული ვარ, გულშემატკივრები ძალიან გაიხარებენ – საქართველო ხომ მსოფლიო სარაგბო ოჯახის სრულფასოვანი წევრია”!

დღეს დილით უებ ელისის თასი კიკეთში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის სკოლაში გამოიფინა, შაბათს, 15 მარტს კი ჯილდო მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე იქნება, სადაც საქართველოს და რუმინეთის ნაკრები გუნდები ევროპის 2014 წლის ერთა თასისთვის ითამაშებენ. სხვათა შორის 2011 წელს, ახალ ზელანდიაში, რაგბის მსოფლიო თასზე, ეს ჯილდო საქართველო-რუმინეთის დაპირისპირების მასპინძელ სტადიონზეც იდგა.

რაგბის მსოფლიო თასი პირველად 1987 წელს, ახალ ზელანდიაში გათამაშდა. მას შემდეგ ეს პრიზი მხოლოდ ოთხმა გუნდმა აღმართა: 1987 და 2011 წლებში ახალი ზელანდიის ნაკრებმა, 1991 და 1999 წლებში ავსტრალიამ, 1995 და 2007 წლებში სამხრეთი აფრიკამ, 2003 წელს კი ერთადერთმა ევროპულმა გუნდმა – ინგლისმა.

უებ ელისის თასი ოქრო-ვერცხლისგან 1906 წელსაა დამზადებული და 38 სანტიმეტრი სიმაღლისაა. სხვადასხვა ორნამენტებით დამშვენებულ ყურებზე ბერძნული მითოლოგიის ორი პრესონაჟია გამოსახული: ნიმფა და სატირა, სადგამზე კი იმ გუნდების დასახელებებია ამოტვიფრული, რომლებმაც მისი მოგება შეძლეს. ავსტრალიაში ამ ჯილდოს „ბილ”-საც უწოდებენ.

საქართველოს შემდეგ უებ ელისის თასი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ურუგვაისა და იაპონიაში გამოიფინება.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

საქართველო-რუსეთი – ბილეთების გაყიდვა დაიწყო

როგორც მოგეხსენებათ, 2014 წლის ევროპის ერთა თასის და 2015 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის მორიგ საშინაო მატჩამდე ერთ კვირაზე ნაკლები დრო რჩება. 22 თებერვალს, „დინამო არენაზე“ ქართველი ბორჯღალოსნები რუსეთის ნაკრებს დაუხვდებიან.

მატჩზე დასასწრები ბილეთები უკვე იყიდება და მისი ფასი 3 და 5 ლარი გახლავთ. ბილეთების შეძენა ყოველდღიურად დილის 11:00 საათიდან 18:00 საათამდე მხოლოდ „დინამო არენას“ სალაროებში შეგიძლიათ.

საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს შორის გასამართი მატჩი შაბათს, 17:00 საათზე დაიწყება.

 

მამუკა გორგოძე „ბორჯღალოსნებს“ გამოაკლდა

საქართველოს სარაგბო ნაკრების ლიდერმა მამუკა გორგოძემ საფრანგეთის ტოპ-14-ის განვლილ ტურში, „ბორდოსთან“ გამართულ მატჩში (28–23) ფეხის ტრავმა მიიღო და „ბორჯღალოსნებს“ ბელგიასთან გასამართ ერთა თასის შეხვედრაში ვერ დაეხმარება. გორგოძე ვერც მეორე ტურში, პორტუგალიასთან სტუმრად გასამართ მატჩში ვერ მიიღებს მონაწილეობას. მის ნაცვლად ნაკრებში გამოძახებულია თბილისის „ლოკომოტივის“ მესამეხაზელი გია ბერიშვილი.

ხვალ, 29 იანვარს „ბორჯღალოსნები“ 2014 წლის პირველ ღია ვარჯიშს შევარდენის სანაკრებო ბაზაზე გამართავენ, რომელიც 11:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ერთა თასის 2014 წლის გათამაშების შეხვედრა საქართველოსა და ბელგიის ეროვნულ ნაკრებ გუნდებს შორის პირველ თებერვალს, ავჭალის სარაგბო სტადიონზე გაიმართება და ის 15:00 საათზე აიღებს სტარტს. მატჩზე დასასწრები ბილეთის ფასი 3 ლარს შეადგენს.

 

ფეხბურთი, როგორც რაგბის საწყისი

ფეხბურთს წარსულშიც უამრავი მოყვარული ჰყავდა, მაგრამ იმის გამო, რომ არ არსებობდა თამაშის საყოველთაოდ მიღებული წესები, იგი უფრო თავშესაქცევს წააგავდა, ვიდრე სპორტის სახეობას. სწორედ ამან განაპირობა ამჟამად სპორტის საკმაოდ პოპულარული სახეობის – რაგბის წარმოშობა.

1823 წლის 7 აპრილს, ინგლისში ქალაქ რაგბის ერთ-ერთი კოლეჯის ეზოში ბიჭები ფეხბურთს თამაშობდნენ.

მატჩის მსვლელობის დროს 16 წლის უილიამ ვებ ელისმა ბურთი მკერდზე მიიკრა და მოწინააღმდეგეთა კარისკენ გაქანდა. თამაშის წესებიდან ასეთი მოულოდნელი გადახვევა მოეწონათ როგორც ფეხბურთელებს, ასევე გულშემატკივრებსც.

მალე ამ კოლეჯის შენობაზე მემორიალური დაფა გაჩნდა: “ეს წარწერა გვახსენებს უილიამ ვებ ელისის დიდებულ ქმედებას, რომელმაც 1823 წელს პირველმა დაარღვია ფეხბურთის თამაშის წესები და საფუძველი დაუდო რაგბის”.

მალე რაგბი პოპულარული გახდა ყველა კონტინენტზე და 1900, 1908, 1920, 1924 წლებში ოლიმპიურ თამაშთა პროგრამაშიც “დაიბადა”.

ბექა დოგრაშვილი