უკრაინული ფეხბურთი 120 წლის იუბილეს აღნიშნავს

1894 წლის 14 ივლისს უკრაინაში პირველი საფეხბურთო მატჩი გაიმართა. მაშინ ლვოვში ერთმანეთს უკრაინისა და პოლონეთის გუნდები დაუპირისპირდნენ.

იმ დღეებში ლვოვში იმდროისთვის ახალი ტექნოლოგიური მიღწევების გამოფენა ტარდებოდა. ქალაქის სტუმრების მიერ ტრამვაის ახალი ხაზის დემონსტრირებისას საერთაშორისო საფეხბურთო მატჩის გამართვა გადაწყდა, რომელშიც ერთმანეთს ქალაქ ლვოვისა და კრაკოვის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ.

10 ათასი ტევადობის მქონე სტადიონზე დაახლოებით 3 ათასი მაყურებელი შეიკრიბა. მატჩი 7 წუთის განმავლობაში გაგრძელდა — პირველ გატანილ გოლამდე. მაშინ თამაშის კონკრეტული წესები არ იყო შემუშავებული. ერთი ძირითადი წესი კარში ბურთის გატანა გახლდათ. კარის ძელების მაგივრობას მიწაში ჩარჭობილი ალმები ასრულებდნენ.

უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ანატოლი კონკოვმა 120 წლის იუბილე გულშემატკივრებს მიულოცა.

„დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინული ფეხბურთის მთავარი გამარჯვებები ჯერ კიდევ წინ არის. ჩვენი ნაკრების დონე, რომელიც პლანეტის მასშტაბით 20 საუკეთესო გუნდს შორისაა, ევროპულ ასპარეზზე ჩვენი კლუბების გამოსვლა ადასტურებს, რომ უკრაინული ფეხბურთი კონკურენტუნარიანია და კარგი პერსპექტივა აქვს“, – განაცხადა კონკოვმა.

 

დონეცკელმა ფეხბურთელებმა პუტინი “მოიკითხეს”

ინტერნეტში ვიდეორგოლი გავრცელდება, რომელზეც დონეცკის “მეტალურგის” ფეხბურთელები პუტინისადმი მიძღვნილი უკვე კარგად ცნობილ სიმღრს მღერია.

საინტერესოა ის გარემოება, რომ “მეტალურგი” რუსული ფულით ფინანსდება.

 

რა უმღერა უკრაინელმა კომენტატორმა ვლადიმერ პუტინს

უკრაინული ტელევიზიის კომენტატორმა ბელგია-რუსეთის მატჩის დროს დივოკ ორიჯის გოლი საკმაოდ ემოციურად, უკრაინელი ფანების მიერ პუტინისადმი მიძღვნილი სიმღერით აღნიშნა, რომელიც რუსეთ-უკრაინას შორის დაძაბული ურთიერთობის გამო შეიქმნა.

სიმღერის “ორიგინალური” ვერსია ასე გამოიყურება:

აი ეს კი, კომენტატორის შესრულებაა:

უკრაინას ევრობასკეტის მასპინძლობის უფლება ჩამოართვეს

ევროპის 2015 წლის ჩემპიონატი, რომელიც უკრაინაში უნდა გამართულიყო, ამ ქვეყანაში აღარ ჩატარდება. ეს გადაწყვეტილება ფიბა-ევროპამ უკვე მიიღო, ხოლო ვინ უმასპინძლებს კონტინენტის პირველობას, ეს სავარაუდოდ მიმდინარე წლის 30 სექტემბერს გაირკვევა.

ფიბა-ევროპა დააგზავნის ევროპულ ფედერაციებში ევრობასკეტის სამასპინძლოდ აუცილებელ მოთხოვნებს და რომელი ქვეყანაც, ან ქვეყნების ჯგუფიც ამ პირობებს დააკმაყოფილებს, ევრობასკეტიც იქ გაიმართება.

უკრაინისთის ევროპირველობის მასპინძლობის უფლების წართმევა ამ ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო მოხდა. ყველას კარგად მოეხსენება, რომ უკრაინაში რუსეთთან არგამოცხადებული ომი მიმდინარეობს და იქ კალათბურთისთვის არავის სცხელა.

სანამ 2015 წლის ევრობასკეტის მასპინძლის ვინაობა გაირკვეოდეს, ცნობილი ხდება, რომ მომავალ ჩემპიონატზე გათამაშების ახალი ფორმატი დაინერგება. მეორე ჯგუფური ეტაპი გაუქმდება და გუნდები ჩემპიონობისთვის ბრძოლას პირველი ჯგუფური ეტაპის შემდეგ პლეი ოფიდან გააგრძელებენ.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, 2015 წლის ევრობასკეტის მასპინძლის ვინაობა მომავალი სექტემბრის ბოლოს გაირკვევა. უკრაინას კი შეღავათად ის აქვს, რომ თუკი ქვეყანაში სიტუაცია დარეგულირდა, ევროკალათბურთის მამები 2017 წლის კონტმასპინძლობის უფლებას უბოძებენ.

gbf.ge

Fanebi.Com-ის ჟურნალის მე-18 ნომერი გამოქვეყნდა

გამოვიდა Fanebi.com-ის ინტერნეტ-ჟურნალის მეთვრამეტე ნომერი, რომელშიც წაიკითხავთ:

გვ. 2 — სპორტის სამინისტრომ ფეხბურთის განვითარების პროგრამა წარადგინა;
გვ. 3 — ჩემპიონთა ლიგის ფინალის მსაჯი – საინტერესო ფაქტები;
გვ. 4-6 — სუპერმენი მანჩესტერიდან;
გვ. 6 — კვირის  ახალი ამბები;
გვ. 7-8 — კვირის კარიკატურები

   შეგახსენებთ, რომ ფუნქციონირებს ჟურნალ Fanebi.com-ის ფეისბუქის გვერდი:  www.facebook.com/Fanebi.Journal

ნომრის PDF ვერსია

11 მაისის ნომრის გაცნობა აქვე შეგიძლიათ

ჟურნალის მთავარი რედაქტორი: ბექა დოგრაშვილი

უკრაინის ჩემპიონატის 29-ე ტურის მატჩები და თასის ფინალი გულშემატკივართა გარეშე ჩატარდება

უკრაინის ფეხბურთის ფედერაციამ, გადაწყვიტა, ეროვნული ჩემპიონატის 29-ე ტურის ყველა მატჩი ცარიელი ტრიბუნების თანხლებით ჩატარდეს.

თავისი გადაწყვეტილება ფედერაციამ ქვეყანაში არსებული მდგომარეობით ახსნა.

გარდა ამისა, ქომაგები ვერც უკრაინის თასის ფინალურ შეხვედრას დაესწრებიან, რომელშიც ერთმანეთს კიევის „დინამო“ და დონეცკის „შახტარი“ შეხვდებიან.

„ჯერჯერობით უცნობია, დაიშვებიან თუ არა მაყურებლები პრემიერლიგის ბოლო ტურის მატჩებზე“, – დაწერა თავისი ტვიტერის გვერდზე უკრაინული ჟურნალის „ფუტბოლის“ რედაქტორმა არტიომ ფრანკოვმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

Fanebi.Com-ის ჟურნალის მე-17 ნომერი გამოქვეყნდა

გამოვიდა Fanebi.com-ის ინტერნეტ-ჟურნალის მეჩვიდმეტე ნომერი, რომელშიც წაიკითხავთ:

გვ. 2 — პიარკამპანია ბანანით — დანი ალვესის მოქმედება დაგეგმილი იყო
გვ. 3 — ცხოვრება ოთხ ფერში
გვ. 4-5 — კვირის   ახალი   ამბები;
გვ. 6-7 — კვირის  კარიკატურები;
გვ. 7-8 — ლევან კობიაშვილი: „ჩემს თავს ქართულ ფეხბურთში ვხედავ“ (ინტერვიუ)

   შეგახსენებთ, რომ ფუნქციონირებს ჟურნალ Fanebi.com-ის ფეისბუქის გვერდი:  www.facebook.com/Fanebi.Journal

ნომრის PDF ვერსია

4 მაისის ნომრის გაცნობა აქვე შეგიძლიათ

ჟურნალის მთავარი რედაქტორი: ბექა დოგრაშვილი

Fanebi.Com-ის ჟურნალის მე-16 ნომერი გამოქვეყნდა

გამოვიდა Fanebi.com-ის ინტერნეტ-ჟურნალის მეთექვსმეტე ნომერი, რომელშიც წაიკითხავთ:

გვ. 2-3 — ტიტო ვილანოვა (1968 – 2014)
გვ. 4-5 — კვირის   ახალი   ამბები;
გვ. 6-7 — კვირის  კარიკატურები;
გვ. 8 — ვინ იქნება „მანჩესტერის“ მწვრთნელი?

   შეგახსენებთ, რომ ფუნქციონირებს ჟურნალ Fanebi.com-ის ფეისბუქის გვერდი:  www.facebook.com/Fanebi.Journal

ნომრის PDF ვერსია

27 აპრილის ნომრის გაცნობა აქვე შეგიძლიათ

ჟურნალის მთავარი რედაქტორი: ბექა დოგრაშვილი

Fanebi.Com-ის ჟურნალის მე-15 ნომერი გამოქვეყნდა

გამოვიდა Fanebi.com-ის ინტერნეტ-ჟურნალის მეთხუთმეტე ნომერი, რომელშიც წაიკითხავთ:

გვ. 2 — ჯენიფერ ლოპესი: „ფეხბურთი გვაერთიანებს“ (ინტერვიუ);
გვ. 3 — მუნდიალის თასი მსოფლიოს უკლებლივ ყველა ნაკრებს;
გვ. 4-5 — კვირის   ახალი   ამბები;
გვ. 6-7 — კვირის  კარიკატურები;
გვ. 8 — ბექა გოცირიძე: „უმაღლესი ლიგის რამდენიმე გუნდმა სავარჯიშოდაც კი არ მიმიღო“ (ინტერვიუ).

   შეგახსენებთ, რომ ფუნქციონირებს ჟურნალ Fanebi.com-ის ფეისბუქის გვერდი:  www.facebook.com/Fanebi.Journal

ნომრის PDF ვერსია

20 აპრილის ნომრის გაცნობა აქვე შეგიძლიათ.

ჟურნალის მთავარი რედაქტორი: ბექა დოგრაშვილი

ჯაბა კანკავას ოლეგ გუსევის სიცოცხლის გადარჩენისთვის სპეციალური ჯილდო გადაეცა

დნეპროპეტროვსკის „დნიპროსა“ და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ჯაბა კანკავა კიევის „დინამოსთან“ მატჩის შემდეგ, რომელშიც მან ოლეგ გუსევს დაეხმარა, კიდევ ერთხელ დააფასეს.

ზაპოროჟიეს „მეტალურგთან“ უკრაინის ჩემპიონატის მორიგი მატჩის წინ დნეპროპეტროვსკელთა ქართველ ლეგიონერს უკრაინის სახელმწიფო სამსახურისგან სპეციალური პრიზი გადაეცა. აღსანიშნავია, რომ ხსენებული ჯილდო კანკავას გენერალ-ლეიტენანტმა ვიქტორ ბუტკოვსკიმ გადასცა.

რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, „დნიპრომ“ მეტოქე მინიმალური სხვაობით – 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი მატჩის 75-ე წუთზე სელზნიოვმა გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ჯაბა კანკავამ ამ შეხვედრაში 90 წუთის განმავლობაში ითამაშა, რასაც, სამწუხაროდ უჩა ლობჟანიძეზე და ალექსანდრე კობახიძეზე ვერ ვიტყვით, რომლებიც სათადარიგოთა სკამზე დარჩნენ.

ამ გამარჯვებით „დნიპრომ“ უკრაინის ჩემპიონატში პირველი ადგილი შეინარჩუნა.

დნეპროპეტროვსკელთა შემდეგი მეტოქე „ვოლინი“ იქნება, რომელთანაც გუნდი 15 აპრილს მე-19 ტურის გადატანილ მატჩს ითამაშებს.

Jaba Kankava1

ალექსანდრე მატევოსოვი

Fanebi.Com-ის ჟურნალის მე-14 ნომერი გამოქვეყნდა

გამოვიდა Fanebi.com-ის ინტერნეტ-ჟურნალის მეთოთხმეტე ნომერი, რომელშიც წაიკითხავთ:

გვ. 2-3 — ჩავი ფეხბურთს მიღმა (ინტერვიუ);
გვ. 4-5 — კვირის   ახალი   ამბები;
გვ. 6-7 — კვირის  კარიკატურები;
გვ. 8 — ფორმატის მორიგი ცვლილება?

   შეგახსენებთ, რომ ფუნქციონირებს ჟურნალ Fanebi.com-ის ფეისბუქის გვერდი:  www.facebook.com/Fanebi.Journal

ნომრის PDF ვერსია

13 აპრილის ნომრის გაცნობა აქვე შეგიძლიათ.

ჟურნალის რედაქტორი: ბექა დოგრაშვილი

კიევის „დინამოს“ ფანებმა კანკავას ბანერი მიუძღვნეს

დღეს, კიევის „დინამოსა“ და ხარკოვის „მეტალისტს“ შორის უკრაინის ჩემპიონატის მატჩში, „დინამოელთა“ ფანებმა საქართველოს ნაკრებისა და დნეპროპეტროვსკის „დნიპროს“ ნახევარმცველს ჯაბა კანკავას ბანერი მიუძღვნეს.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას, კიეველებთან მატჩში, კანკავა „დინამოს“ ნახევარმცველ ოლეგ გუსევს დაეხმარა, რომელმაც გონება დაკარგა.

10177441_679964485375885_7064379403167255121_n

ალექსანდრე მატევოსოვი