ეროვნული ლიგა: თბილისის “დინამომ” “სამტრედიას” სტუმრად სძლია (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის მორიგი შეხვედრები იმართება.

ერთ-ერთ მათგანში თბილისის “დინამო” სამტრედიაში, ეროსი მანჯგალაძის სახელობის მოედანზე ადგილობრივ სამტრედიას დაუპირისპირდა. მატჩი დაძაბული გამოდგა. ანგარიშის გახსნა მე-40 წუთზე ბექა მიქელთაძემ შეძლო და “დინამოელები” დააწინაურა.

მეორე ტაიმში, გუნდში ახლადდაბრუნებულმა საბა ლობჟანიძემ მოახერხა ანგარიშის ორამდე გაზრდა. მან 75-ე წუთზე აიღო ომარ მიგინეიშვილის კარი.

საბოლოოდ, დედალაქურმა გუნდმა საქართველოს მოქმედ ჩემპიონს ანგარიშთ, 2-0 მოუგო.

“სამტრედია” ამ წაგების შემდეგ მეშვიდე ადგილზე დაქვეითდა. მას ოთხი ქულა აქვს. რაც შეეხება კახა კაჭარავას შეგირდებს, ისინი ექვსი ქულით მეხუთე პოზიციას იკავებენ.

გიორგი კორიფაძე: “ჩიხურა” ერთი დიდი ოჯახია, რომელიც ჩემპიონობისთვის ყველაფერს გააკეთებს!”

დღეს ეროვნული ლიგის მეორე ტურის შეხვედრაში საჩხერის “ჩიხურამ” სტუმრად სამტრედიის “სამტრედია” გიორგი კორიფაძის ერთადერთი გოლის წყალობით დაამარცხა. საჩხერელთა ფეხბურთელმა 67-ე წუთზე ულამაზესი დარტყმით აიღო მეტოქის კარი.

Fanebi.Com-ი გოლის ავტორს დაუკავშირდა და მასთან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა.

– პირველ რიგში, შეაფასეთ შეხვედრა, რა გქონდათ მიზნად დასახული და მიაღწიეთ თუ არა მას?

– ანგარიშგასაწევი მეტოქე გვყავდა და დაძაბული შეხვედრაც გამოვიდა. ჩვენ ნებისმიერ თამაშზე მოსაგებად გავდივართ. ამ მატჩშიც იმავეს მიღწევა გვსურდა. დამსახურებული სამი ქულა მოვიპოვეთ და მიზანს მივაღწიეთ.

– წინა სეზონში ფინალში დამარცხდით. როგორ ფიქრობთ, რა დაგაკლდათ ტიტულის მოსაგებად?

– ჩემი აზრით, რიგ ეპიზოდებში კონცეტრაცია დაგვაკლდა. იმ ორ შეხვედრაში სწორედ ეს იყო მთავარი ფაქტორი, რამაც შედეგზე ცუდად იმოქმედა და თასი სამტრედიელებს დარჩათ.

 – არის თუ არა წინა სეზონზე ძლიერი ამჟამინდელი “ჩიხურა” და შეუძლია თუ არა დიდი მიზნისთვის ბრძოლა?

– მიმაჩნია, რომ ჩვენ ახლა გაცილებით უფრო ძლიერი შემადგენლობა გვყავს. თუმცა, სახელი არ თამაშობს გადამწყვეტ როლს. მთავარი ჩვენი მონდომება, შრომა და თავდადებული თამაშია. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ და ნებისმიერ თამაშზე, განურჩევლად, ბოლომდე დავიხარჯებით. გამოჩნდება, მივაღწევთ თუ არა უმაღლეს მიზანს.

– თუ ზაფხულში ეს შემადგენლობა შეინარჩუნეთ, თქვენი აზრით, ევროსარბიელზე რა შანსები გაქვთ?

– იქამდე დიდი დროა. თუმცა, დარწმუნებული ვარ, გუნდი როგორც ფიზიკურ, ასევე ტაქტიკურ ასპექტებს გააუმჯობესებს და საჩხერის “ჩიხურა” ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ანგარიშგასაწევი ძალა იქნება.

– თქვენ როგორ გრძნობთ თავს გუნდში? თუ იქნება შემოთავაზება, გაახანგრძლივებთ კონტრატს?

– აქ თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. “ჩიხურა” ერთი დიდი ოჯახია. თუ კლუბის მხრიდან შემოთავაზება წამოვა, ჩემი პასუხი მხოლოდ დადებითი იქნება.

ოფიციალურად: ბუდუ ზივზივაძე “ესბიერგის” ფეხბურთელია

სამტრედიის “სამტრედიას” უკვე ყოფილი ფეხბურთელი, ბუდუ ზივზივაძე დანიის “ესბიერგში” ითამაშებს. ამის შესახებ გუნდის ოფიციალური გვერდი იტყობინება.

22 წლის ფეხბურთელმა ევროპულ კლუბთან ორწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. შესაბამისად, იგი 2019 წლის 31 დეკემბრამდე დარჩება “ესბიერგში”.

შეგახსენებთ, რომ დანიელთა რიგებში ქართველი ფეხბურთელი, ოთარ კაკაბაძე გამოდის, რომელიც მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე ტარაგონას “ხიმნასტიკმა” იჯარის წესით გაუშვა.

საჩხერის “ჩიხურამ” თბილისის “დინამოს” მცველი გაიფორმა

ამ ზამთარში თბილისის “დინამო” ბევრმა ფეხბურთელმა დატოვა. ერთ-ერთი მათგანი მცველი, ზაზა ჭელიძეა.

როგორც ირკვევა, ჭელიძე ახალ სეზონში საჩხერის “ჩიხურას” ღირსებას დაიცავს. 29 წლის ფეხბურთელი იმერულ კლუბში თავისუფალი აგენტის სტატუსით მივიდა.

ზაზა ჭელიძეს სხვადასხვა დროს უთამაშია ისეთ გუნდებში, როგორებიცაა: რუსთავის “მეტალურგი” (2009-2010, 2011-2012), ბრესტის “დინამო” (2010-2011), ქუთაისის “ტორპედო” (2012-2013, 2014-2015), “ზესტაფონი” (2013-2014), “გომელი” (2014), თბილისის “დინამო” (2015-2016).

უმაღლესი ლიგის მეორე ტური – პრევიუ

13 აგვისტოს, შაბათს სტარტს აიღებს უმაღლესი ლიგის მეორე ტური.

Fanebi.Com-ი გთავაზობთ საქართველოს ჩემპიონატის ნახსენები ტურის პრევიუს.

 “შუქურა” – “ჩიხურა”

შაბათის ერთ-ერთი პირველი შეხვედრა ქობულეთის “შუქურასა” და საჩხერის “ჩიხურას” შორის გაიმართება. აღნიშნული მატში “ჩელე არენაზე” 17:30 საათზე აიღებს სტარტს. აჭარლებმა პირველი თამაში ქუთაისში, ადგილობრივ “ტორპედოსთან” ჩაატარეს და უგოლო ფრეს მიაღწიეს. “შუქურა” ამ მომენტისთვის წითელი ჯგუფის მეხუთე ადგილზე იმყოფება ერთი ქულით. ქულების იგივე რაოდენობა აქვს “ჩიხურას”, რომელმაც წინა მატჩი საკუთარ კედლებში “ივანწმინდა არენაზე” გამართა თბილისის “დინამოს” წინააღმდეგ და საქართველოს მოქმედ ჩემპიონებთან 0-0 ითამაშა. გამომდინარე იქედან, რომ ამ ჯგუფში ყველა შეხვედრა ფრედ დასრულდა, საჩხერული კლუბი, მხოლოდ და მხოლოდ, 1 ქულით პირველ ადგილს იკავებს. მოკლედ, შაბათს გასამართ თამაშში ორივე კლუბი მიმდინარე სეზონის პირველი სამი ქულის მოპოვებას შეეცდება.

“ლოკომოტივი” – “ტორპედო”

უმაღლესი ლიგის კიდევ ერთი მატჩი, რომელიც იმავე დღესა და საათზე გაიმართება, “ლოკომოტივისა” და “ტორპედოს” დაპირისპირებაა. წინა ტურში თბილისლებს უქმობამ მოუწიათ და, შესაბამისად, ისინი თეთრი ჯგუფის ბოლო პოზიციაზე იმყოფებიან. საინტერესოა, როგორ ჩაერთვება ეს გუნდი ახალ სეზონში. ხოლო, “ტორპედომ”, როგორც უკვე ვთქვით, პირველ მატჩში “შუქურასთან ფრედ ითამაშა და ეს კლუბი მეექვსე პოზიციაზეა. ვნახოთ, მოიპოვებს თუ არა იმერული ფეხბურთის ფლაგმანი გამარჯვებას აღნიშნულ თამაშში.

“დინამო” (თბ) – “გურია”

შაბათის დღის დასკვნითი შეხვედრა თბილისის “დინამოსა” და ლანჩხუთის “გურიას” შორის 20:00 საათზე გაიმართება. დედაქალაქურმა კლუბმა პირველ ტურში უგოლო ფრე ითამაშა სტუმრად “ჩიხურასთან” და 1 ქულით თეთრი ჯგუფის მეორე ადგილზეა. აღსანიშნავია, რომ ლანჩხუთლებთან დაპირისპირებიდან 5 დღეში, 18 აგვისტოს “დინამო არენაზე” თბილისური გუნდი პაოკ-ს უნდა შეხვდეს. აქედან გამომდინარე, შესაძლოა, “დინამოელთა” მთავარმა მწვრთნელმა, იურაი იარაბეკმა რამდენიმე ფეხბურთელი დაასვენოს. სწორედ ეს აძლევს გურულებს იმის შანსს, რომ მინიმუმ ფრისთვის იბრძოლონ. “გურიამ” წინა ტურში “ცხინვალის” წინააღმდეგ იასპარეზა საკუთარ მოედანზე. ეს მატჩიც 0-0 დასრულდა. ამ მომენტისთვის ლანჩხუთის გუნდი მეოთხე პოზიციაზე იმყოფება მას 1 ქულა აქვს.

“დილა” – “ზუგდიდი”

გადავიდეთ წითელ ჯგუფში გასამართ შეხვედრებზე, რომლებიც კვირას ჩატარდება. ერთ-ერთ მათგანში გორის “დილა” ზუგდიდის “ზუგდიდს” დაეჯახება 17:30 საათზე. გორელებმა წინა ტურში დაისვენეს და, შესაბამისად, 0 ქულით მეხუთე ადგილზე არიან. რაც შეეხებათ მეგრელებს, ისინი პირველ ტურში თავიანთ მოედანზე ფოთის “კოლხეთთან” დამარცხდნენ. სწორედ იმ თამაშში გავიდა 2016/2017 წლების სეზონის უმაღლესი ლიგის პირველი გოლი, რომლის ავტორი ფოთელთა ფეხბურთელი, გოგონაიაა. მან 26-ე წუთზე პენალტით მოახერხა “ზუგდიდის” კარის აღება. მოკლედ, ამ გუნდს 0 ქულა აქვს და წითელ ჯგუფში მეშვიდე პოზიციაზე იმყოფება. საინტერესოა, მოახერხებს თუ არა “ზუგდიდი” პირველი სამი ქულის მოპოვებას მიმდინარე სეზონში.

“სამტრედია” – “სიონი”

ეს მატჩი კვირას, 17:30 საათზე სამტრედიაში, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე ჩატარდება. მასპინძლებმა წინა თამაში სტუმრად “ჩელე არენაზე”, ბათუმის “დინამოს” წინააღმდეგ ჩაატარეს. იმ შეხვედრაში გუნდებმა თითო-თითო ბურთი გაცვალეს და, საბოლოოდ, ტაბლოზე 1-1 დააფიქსირეს. ამჟამად, სამტრედიული კლუბი ერთი ქულით წითელი ჯგუფის მესამე პოზიციაზე იმყოფება. რაც შეეხება “სიონს”… ბოლნისლები პირველ დაპირისპირებაში თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე “საბურთალოსთან” ანგარიშით – 1-2 დამარცხდნენ და 0 ქულით მეექვსე ადგილს იკავებენ. ერთი სიტყვით, რომელმა კლუბმაც არ უნდა გაიმარჯვოს, ეს მისი პირველი სამი ქულა იქნება მიმდინარე სეზონში.

“კოლხეთი” – “დინამო” (ბთ)

ბოლო მატჩი, რომელიც უმაღლესი ლიგის მეორე ტურში გაიმართება, “კოლხეთისა” და ბათუმის “დინამოს” დაპირისპირებაა. ეს თამაშიც 17:30 საათზე აიღებს სტარტს. როგორც უკვე ვთქვით, “კოლხეთმა” პირველი მატჩი სტუმრად ზუგდიდში მოიგო და ამჟამად მეორე ადგილზე იმყოფება. ხოლო, ბათუმურმა კლუბმა წინა კვირაში, ქობულეთში 1-1 ითამაშა “სამტრედიასთან” და მეოთხე პოზიციას იკავებს. ეს შეხვედრაც, ნამდვილად, საინტერესო უნდა გამოვიდეს.

 

 

 

ფუტსალის ჩემპიონატში პირველი წრე დასრულდა (ვიდეო)

ფუტსალში, საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში პირველი წრის უკანასკნელი ტური შედგა. ბოლო ტურის პირველ შეხვედრაში ერთმანეთის წინააღმდეგ “გენერალი” და “სპარტაკი” წარსდგნენ. შეხვედრა “გენერალის” გამარჯვებით, 9-5 დასრულდა. საინტერესო გამოდგა, “ფარვანასა” და “არმაზს” შორის გამართული შეხვედრა, რომელიც საკმაოდ სანახაობრივი გამოდგა და ნინოწმინდელთა გამარჯვებით, ანგარიშით 12:11 დასრულდა.

საინტერესო გამოდგა ჩემპიომატის ლიდერთა, “თელასის” და “თბილისი” დაპირისპირება, რომელიც “თელასმა” მოიგო და პირველი წრე ერთპიროვნული ლიდერის როლში დაასრულდა და ზამთრის ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა.

ტურის დასკვნითი შეხვედრა კი “აფხაზეთსა” და “შავი ზღვის უნივერსიტეტს” შორის გაიმართა და სტუდენტთა გამარჯვებით დასრულდა.

გუნდების რაოდენობის გაზრდა 11 ივლისს, აღმასკომზე გადაწყდება

დღეს, სფფ-ის ოფისში ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა. კომიტეტის სხდომის დღის წესრიგიში შემდეგი საკითხები იყო შეტანილი:

1. საქართველოს 2014-15 წწ. XXVI ეროვნული ჩემპიონატის ჩატარების შესახებ;

2. სფფ-ის XXIII ყრილობის საპროცედურო რეგლამენტის დამტკიცების შესახებ

3. სხვადასხვა

პირველი საკითხის აქტუალურობიდან გამომდინარე, სხდომამ მედიისა და საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია. ფედერაციის შენობასთან ბათუმელმა, მარტვილელმა, სამტრედიელმა და სხვა გულშემატკივრებმა მოიყარეს თავი და ვინაიდან ისინი ჩემპიონატის მონაწილე გუნდების რაოდენობის გაზრდას უჭერდნენ მხარს, მოუთმენლად ელოდნენ აღმასკომის გადაწყვეტილებას.

აღმასკომის სხდომას სპორტის მინისტრი – ლევან ყიფიანიც ესწრებოდა. აქვე გეტყვით, რომ შეხვედრებზე, რომლებიც დღევანდელ სხდომას წინ უსწრებდა, მოხდა პრინციპული შეთანხმება მთავრობისა და სფფ-ის პოზიციებს შორის, რაც გუნდების რაოდენობის გაზრდასა და მომავალი წლის სეზონიდან განვითარების პროექტის ამოქმედებას ეხება.

ზვიად სიჭინავამ, რევაზ არველაძემ და ლევან ყიფიანმა აღმასკომის წევრებს დაწვრილებით განუმარტეს ამ შეთანხმების ყველა დეტალი. წლევანდელი სეზონი იქნება ე.წ. „გარდამავალი ეტაპი“ იმისათვის, რომ სახელმწიფოს ფინანსური დახმარებით გუნდები ფეხზე დადგნენ და მდგომარეობა დარეგულირდეს. ფაქტია, რომ სახელმწიფოს ინტერესი და მზაობა ძალზე დიდია, რადგან ქვეყნის მთავრობამ გუნდების გაზრდილი რაოდენობის შემთხვევაში მათ დაფინანსებას მხარი დაუჭირა. სფფ-ის პრეზიდენტის დავალებით, სამი დღის ვადაში, ფედერაციის საშეჯიბრო განყოფილება და გენერალური სამდივნო მოამზადებს 12 – 14  და 16-გუნდიანი ჩემპიონატების რამდენიმე ვარიანტს და ეს განხილული იქნება პარასკევს, 15:00 საათზე სფფ-ის აღმასკომის მორიგ სხდომაზე, რომელსაც კვლავ დაესწრება სპორტის მინისტრი. აღმასკომი საუკეთესო ვარიანტზე შეჯერდება და მხოლოდ პარასკევს გადაწყდება, რამდენგუნდიანი ჩემპიონატი იქნება ახალ სეზონში.

ამის შემდეგ, ზვიად სიჭინავა და ლევან ყიფიანი ერთად გავიდნენ მედიასთან და ერთობლივი კომენტარები გააკეთეს.

ზვიად სიჭინავა: „აღმასკომამდე, ჩვენ გვქონდა შეხვედრები ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლებთან და მოვილაპარაკეთ, რომ სახელმწიფომ თავის თავზე აიღოს იმ თანხების მოძიება, რითიც ამ სეზონში კლუბებს დააფინანსებს. ანუ დაფინანსდეს ეს ერთი საფეხბურთო სეზონი. საუბარია გუნდების რაოდენობის გაზრდაზე. 12 იქნება, 14 თუ 16, ეს ყველაფერი გადაწყდება და გამოცხადდება პარასკევს. მანამდე, როგორც გითხარით, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრები თანხების თაობაზე უნდა შეჯერდნენ. ერთი წლის შემდეგ კი, უკვე ამუშავდება ის დიდი პროექტი, რომელზეც დიდი ხანია ვმსჯელობთ და ვმუშაობთ.“

ლევან ყიფიანი: „ახლა ძალიან რთულია ბიუჯეტიდან თანხების მოძიება, მაგრამ რა ფინანსური დახმარებაც იქნება, ეს კლუბებს მისცემს საშუალებას, სეზონი ნორმალურად ჩაამთავრონ. ჩვენ ამას დავარქვით გარდამავალი ეტაპი და რა ფორმატში ვიმუშავებთ, ამას უკვე იმ ფინანსებით განვსაზღვრავთ, რასაც მოვიპოვებთ. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია სპორტული პრინციპი და აქედან გამომდინარე, საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ფედერაციის აღმასკომი.“

ამ სიახლეს სფფ-სთან შეკრებილი გულშემატკივარი ტაშით შეხვდა. ის, კი, რა ფორმატის იქნება წლევანდელი ეროვნული ჩემპიონატი, პარასკევს, აღმასკომის მორიგ სხდომაზე გადაწყდება.

სფფ-ის პრესსამსახური

Fanebi.Com-ის ჟურნალის მე-18 ნომერი გამოქვეყნდა

გამოვიდა Fanebi.com-ის ინტერნეტ-ჟურნალის მეთვრამეტე ნომერი, რომელშიც წაიკითხავთ:

გვ. 2 — სპორტის სამინისტრომ ფეხბურთის განვითარების პროგრამა წარადგინა;
გვ. 3 — ჩემპიონთა ლიგის ფინალის მსაჯი – საინტერესო ფაქტები;
გვ. 4-6 — სუპერმენი მანჩესტერიდან;
გვ. 6 — კვირის  ახალი ამბები;
გვ. 7-8 — კვირის კარიკატურები

   შეგახსენებთ, რომ ფუნქციონირებს ჟურნალ Fanebi.com-ის ფეისბუქის გვერდი:  www.facebook.com/Fanebi.Journal

ნომრის PDF ვერსია

11 მაისის ნომრის გაცნობა აქვე შეგიძლიათ

ჟურნალის მთავარი რედაქტორი: ბექა დოგრაშვილი

Fanebi.Com-ის ჟურნალის მე-17 ნომერი გამოქვეყნდა

გამოვიდა Fanebi.com-ის ინტერნეტ-ჟურნალის მეჩვიდმეტე ნომერი, რომელშიც წაიკითხავთ:

გვ. 2 — პიარკამპანია ბანანით — დანი ალვესის მოქმედება დაგეგმილი იყო
გვ. 3 — ცხოვრება ოთხ ფერში
გვ. 4-5 — კვირის   ახალი   ამბები;
გვ. 6-7 — კვირის  კარიკატურები;
გვ. 7-8 — ლევან კობიაშვილი: „ჩემს თავს ქართულ ფეხბურთში ვხედავ“ (ინტერვიუ)

   შეგახსენებთ, რომ ფუნქციონირებს ჟურნალ Fanebi.com-ის ფეისბუქის გვერდი:  www.facebook.com/Fanebi.Journal

ნომრის PDF ვერსია

4 მაისის ნომრის გაცნობა აქვე შეგიძლიათ

ჟურნალის მთავარი რედაქტორი: ბექა დოგრაშვილი

Fanebi.Com-ის ჟურნალის მე-16 ნომერი გამოქვეყნდა

გამოვიდა Fanebi.com-ის ინტერნეტ-ჟურნალის მეთექვსმეტე ნომერი, რომელშიც წაიკითხავთ:

გვ. 2-3 — ტიტო ვილანოვა (1968 – 2014)
გვ. 4-5 — კვირის   ახალი   ამბები;
გვ. 6-7 — კვირის  კარიკატურები;
გვ. 8 — ვინ იქნება „მანჩესტერის“ მწვრთნელი?

   შეგახსენებთ, რომ ფუნქციონირებს ჟურნალ Fanebi.com-ის ფეისბუქის გვერდი:  www.facebook.com/Fanebi.Journal

ნომრის PDF ვერსია

27 აპრილის ნომრის გაცნობა აქვე შეგიძლიათ

ჟურნალის მთავარი რედაქტორი: ბექა დოგრაშვილი

Fanebi.Com-ის ჟურნალის მე-15 ნომერი გამოქვეყნდა

გამოვიდა Fanebi.com-ის ინტერნეტ-ჟურნალის მეთხუთმეტე ნომერი, რომელშიც წაიკითხავთ:

გვ. 2 — ჯენიფერ ლოპესი: „ფეხბურთი გვაერთიანებს“ (ინტერვიუ);
გვ. 3 — მუნდიალის თასი მსოფლიოს უკლებლივ ყველა ნაკრებს;
გვ. 4-5 — კვირის   ახალი   ამბები;
გვ. 6-7 — კვირის  კარიკატურები;
გვ. 8 — ბექა გოცირიძე: „უმაღლესი ლიგის რამდენიმე გუნდმა სავარჯიშოდაც კი არ მიმიღო“ (ინტერვიუ).

   შეგახსენებთ, რომ ფუნქციონირებს ჟურნალ Fanebi.com-ის ფეისბუქის გვერდი:  www.facebook.com/Fanebi.Journal

ნომრის PDF ვერსია

20 აპრილის ნომრის გაცნობა აქვე შეგიძლიათ.

ჟურნალის მთავარი რედაქტორი: ბექა დოგრაშვილი

Fanebi.Com-ის ჟურნალის მე-14 ნომერი გამოქვეყნდა

გამოვიდა Fanebi.com-ის ინტერნეტ-ჟურნალის მეთოთხმეტე ნომერი, რომელშიც წაიკითხავთ:

გვ. 2-3 — ჩავი ფეხბურთს მიღმა (ინტერვიუ);
გვ. 4-5 — კვირის   ახალი   ამბები;
გვ. 6-7 — კვირის  კარიკატურები;
გვ. 8 — ფორმატის მორიგი ცვლილება?

   შეგახსენებთ, რომ ფუნქციონირებს ჟურნალ Fanebi.com-ის ფეისბუქის გვერდი:  www.facebook.com/Fanebi.Journal

ნომრის PDF ვერსია

13 აპრილის ნომრის გაცნობა აქვე შეგიძლიათ.

ჟურნალის რედაქტორი: ბექა დოგრაშვილი