ევრა „იუვენტუსში“?

Goal.com-ს ცნობით, „იუვენტუსის“ ხელმძღვანელობამ „მანჩესტერ იუნაიტედის“ მცველთან პატრის ევრასთან მოლაპარაკებები დაიწყო.

ინგლისურ კლუბთან 33 წლის მცველს კონტრაქტი მიმდინარე წლის ზაფხულამდე აკავშირებს. არსებულ ხელშეკრულებაში არის პუნქტი, რომლის მიხედვითაც, მხარეებს შეთანხმების კიდევ ერთ წლით გახანგრძლივების უფლება აქვთ, თუმცა „მანჩესტერ იუნაიტედმა“ იგი ჯერ არ გააქტიურა.

ტურინელები ევრას აგენტს ფედერიკო პასტორელოსაც დაუკავშირდნენ. ისინი იმედოვნებენ, რომ აგენტსა და მოთამაშეს კვირაში ხელფასის სახით ამჟამინდელ ხელფასზე 90 ათასი ფუნტით ნაკლების გადახდაზე დაითანხმებენ.

შეგახსენებთ, რომ აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, ევრას შეძენის სურვილი „ინტერსაც“ აქვს, სადაც მომავალი სეზონიდან „წითელი ეშმაკების“ ამჟამინდელი კაპიტანი ნემანია ვიდიჩ გადაბარგდება.

ალექსანდრე მატევოსოვი

ოსვალდო: “იუვენტუსში” გავიზარდე”

ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელი პაბლო ოსვალდო აცხადებს, რომ “ბიანკონერიში” გადასვლის შემდეგ ის პრიოვნულად გაიზარდა.

შეგახსენებთ, რომ ოსვალდო ინგლისური “საუთჰემპტონის” კუთვნილებაა და ტურინელთა რიგებში იჯარის წესით თამაშობს.

“აქ ყველას ძალიან დიდ პატივს ვცემ, ძალიან ძლიერი გუნდი გვყავს. მიხარია, რომ ასეთი კარგი შემადგენლობის ერთ-ერთი წევრი ვარ. “იუვენტუსში” გადმოსვლის შემდეგ დიდი გამოცდილება მივიღე და რაც მთავარია, პიროვნულად გავიზარდე”, – ამბობს ოსვალდო.

Fanebi.Com-ის ჟურნალის მე-18 ნომერი გამოქვეყნდა

გამოვიდა Fanebi.com-ის ინტერნეტ-ჟურნალის მეთვრამეტე ნომერი, რომელშიც წაიკითხავთ:

გვ. 2 — სპორტის სამინისტრომ ფეხბურთის განვითარების პროგრამა წარადგინა;
გვ. 3 — ჩემპიონთა ლიგის ფინალის მსაჯი – საინტერესო ფაქტები;
გვ. 4-6 — სუპერმენი მანჩესტერიდან;
გვ. 6 — კვირის  ახალი ამბები;
გვ. 7-8 — კვირის კარიკატურები

   შეგახსენებთ, რომ ფუნქციონირებს ჟურნალ Fanebi.com-ის ფეისბუქის გვერდი:  www.facebook.com/Fanebi.Journal

ნომრის PDF ვერსია

11 მაისის ნომრის გაცნობა აქვე შეგიძლიათ

ჟურნალის მთავარი რედაქტორი: ბექა დოგრაშვილი

მსოფლიოს ოცი ყველაზე მდიდარი კლუბი

ამერიკულმა ფინანსურ-ეკონომიკურმა ჟურნალმა “ფორბსმა” მსოფლიოს ოცი ყველაზე ძვირადღირებული კლუბი დაასახელა.

* თანხა მოცემულია დოლარის სახით

20. “ნაპოლი” – 296 მილიონი

19. “რომა” – 307 მილიონი

18. “ჰამბურგი” – 326 მილიონი

17. მადრიდის “ატლეტიკო” – 328 მილიონი

16. “გალათასარაი” – 347 მილიონი

15. “პარი სენ-ჟერმენი” – 415 მილიონი

14. “ინტერი” – 484 მილიონი

13. “ტოტენჰემი” – 513 მილიონი

12. “შალკე” – 580 მილიონი

11. დორტმუნდის “ბორუსია” – 600 მილიონი

10. “ლივერპული” – 691 მილიონი

9. “იუვენტუსი” – 850 მილიონი

8. “მილანი” – 856 მილიონი

7. “მანჩესტერ სიტი” – 863 მილიონი

6. “ჩელსი” – 868 მილიონი

5. “არსენალი” – 1.33 მილიარდი

4. “ბაიერნი” – 1.85 მილიარდი

3. “მანჩესტერ იუნაიტედი” – 2.81 მილიარდი

2. “ბარსელონა” – 3.2 მილიარდი

1. მადრიდის “რეალი” – 3.44 მილიარდი

რაიოლა: „პოგბას „იუვენტუსში“ დარჩენა სურს“

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველის პოლ პოგბას აგენტმა მინო რაიოლამ კლუბთან ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებების შესახებ ისაუბრა.

„მაროტას უკვე შევხვდით. უახლოეს დღეებში ერთმანეთს კიდევ ერთხელ ვნახავთ, რათა ახალი ხელშეკრულების დეტალები განვიხილოთ.

არსად გვეშქარება, პოლს ყველაფერი აწყობს და მას აქ დიდი ხნის დარჩენის სურვილი აქვს.

რასაკვირველია, იგი ძლიერი მოთამაშეა, რომლის დამატებაც არაერთ კლუბს სურს, თუმცა წასვლაზე პოგბა არ ფიქრობს.

„პარი სენ-ჟერმენისა“ და სხვა კლუბების შესახებ გავრცელებული სიახლეები უბრალო ჭორებია“, – განაცხადა რაიოლამ.

ალექსანდრე მატევოსოვი

პირლო: “იუვენტუსიდან” არ მივდივარ”

ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი ანდრეა პირლო აცხადებს, რომ ის “ბიანკონერიდან” წასვლას და ხვა კლუბში გადაბარგებას არ აპირებს.

“შესაძლოა, სხვა ქვეყნის ჩემპიონატში თამაშზე მიფიქრია, მაგრამ ყოველთვის, ფიქრის შემდეგ მივდივარ იმ აზრზე, რომ ისევ ჩემს სამშობლოში უნდა დავრჩე. “იუვენტუსიდან” წასვლა არ მსურს. ამ კლუბს ძალიან ამბიციური პროექტი გააჩნია. რა თქმა უნდა, მინდა, “ბიანკონერისთან” ერთად წარმატებებს მივაღწიო”, – ამბობს პირლო.

“რეალი” პოგბას გამო სამ ფეხბურთელს გაყიდის?

იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მადრიდის “რეალს” ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველის პოლ პოგბას შეძენის სურვილი უფრო და უფრო ემატება.

Corriere dello Sport-ის ცნობით, “სამეფო კლუბის” ხელმძღვანებლები მზად არიან, პოგბას გამო, გუნდიდან ფაბიო კოენტრაო, ალვარო მორატა და ანხელ დი მარია გაუშვან.

შეგახსენებთ, რომ “რეალი” პოგბათი დიდი ხანია დაინტერესებულია. გუნდის მთავარი მწვრთნელის ასისტენტი ზინედინ ზიდანი კი, 21 წლის ფრანგი ფეხბურთელით მართლაც აღფრთოვანებულია, რაც მან არაერთხელ დაადასტურა.

ფრანჩესკო ტოტი ბუფონს: “ჯიჯი, დაბერებულხარ”

4 მაისს, იტალიის სერია A-ში, “კატანიამ” საკუთარ მოედანზე “რომა” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 4:1 დაამარცხა. რომაელებს მარცხის შემდეგ, გაჩემპიონების ყველანაირი იმედი გადაეწურათ, ხოლო “იუვენტუსმა” სკუდეტო კიდევ ერთხელ მოიპოვა.

მატჩის დასრულების შემდეგ, Sky Italia-მ პირდაპირ ეთერში ფრანჩესკო ტოტისა და ჯანლუიჯი ბუფონის ჩართვა მოახერხა. დიდი ხნის მეგობრები ერთმანეთს გაეხუმრნენ.

ტოტი: “ჯიჯი, დაბერებულხარ.”

ბუფონი: “სამწუხაროდ, შენი არ მესმის, რადგან ჩვენი გაჩემპიონების შემდეგ, აქ ძალიან ბევრი ადამიანი ყვირის.”

ვიდალს მუხლის ოპერაცია ჩაუტარდება

გავრცელებული ინფორმაციით, ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა არტურო ვიდალმა კლუბის სამედიცინო შტაბთან კონსულტაციის შედეგად, მსოფლიოს ჩემპიონატის წინ მუხლის ოპერაციის გაკეთება გადაწყვიტა.

20 მარტიდან ჩილელ ნახევარმცველს მენისკთან დაკავშვირებული პრობლემები აქვს. ზუსტად ამ დღეს იგი „ფიორენტინასთან“ შეხვედრაში დაშავდა.

იტალიური პრესის ცნობით, ოპერაციის შესახებ არტურომ თანაგუნდელებს უამბო.

ალექსანდრე მატევოსოვი

იუვენტუსი იტალიის ჩემპიონია

“რომამ” “კატანიასთან” გამანადგურებელი მარცხით (1:4) “იუვენტუსს” ჩემპიონის ტიტული ოფიციალურად გაფორმების შესაძლებლობა მისცა.

შეგახსენებთ, გუშინ ტურინელებმა 3:1 მოუგეს “სასუოლოს” და რომაელებთან უპირატესობა რვა ქულამდე გაზარდეს. რუდი გარსიას გუნდს თეორიული შანსი “კატანიასთან” მოგების შემთხვევაში რჩებოდა, თუმცა “რომამ” აღნიშნული შეხვედრა დიდი ანგარიშით წააგო.

 

“იუვენტუსის” დარჩენილი მატჩები ფორმალური ხასიათის იქნება.

„იუვენტუსი“ იტალიის ჩემპიონია

იტალიის სერია A-ს 36-ე ტურში, ბევრისდა მოულოდნელად, „რომა“ სტუმრად „კატანიასთან“ ანგარიშით 1:4 განადგურდა, რითაც ჩემპიონატის მოგების თეორიული შანსი მოისპო.

„იუვენტუსს“, რომელსაც ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 93 ქულით პირველი ადგილი უკავია და მადევარ „რომას“ მთელი 8 ქულით უსწრებს. შესაბამისად, დარჩენილ ორ ტურში „მგლებს“ ამ სხვაობის აღმოფხვრის თეორიული შანსიც არ გააჩნიათ.

ამრიგად, „იუვენტუსი“ მიჯრით მესამედ ხდება სერია A-ს გამარჯვებული, სულ კი –  „ბიანკონერის“ 30-ჯერ აქვს იტალიის ჩემპიონატი მოგებული, თუმცა კლუბში თვლიან, რომ ეს მათი 32-ე ჩემპიონობაა. შეგახსენებთ, რომ 2006 წელს იტალიურ ფეხბურთში აგორებული კორუფციული სკანდალი იმით დასრულდა, რომ ტურინულ კლუბს 2005 და 2006 წლების საჩემპიონო ტიტულები ჩამოართვეს და სერია B-ში დააქვეთეს. ტურინში ამ დრომდე მიიჩნევენ, რომ მათ ტიტულები უსამართლოდ ჩამოართვეს.

იტალიის ფეხბურთის ფედერაციასა და „იუვენტუსს“ შორის შექმნილი ეს აზრთა სხვადასხვაობა კლუბის გერბს ზემოთ ვარსკვლავების რაოდენობის გამოსახვის დროსაც ქმნიდა პრობლემებს.

კერძოდ, აქამდე „იუვენტუსს“ გერბს ზემოთ სამი ვარსკვლავის გამოსახვას უკრძალავდნენ, თუმც ტურინელებს ორი ვარსკვლავის გამოსახვის უფლება ჰქონდათ, რაზეც კლუბში უარი თქვეს და 2012 წელს გერბიდან ვარსკვლავები საერთოდ გააქრეს. ვინაიდან გუნდი იტალიის ჩემპიონი 30-ედ ოფიციალურად გახდა, ტურინელებს გერბის ზემოთ სამი საჩემპიონო ვარსკვლავის გამოსახვის უფლება უკვე ექნებათ.

ბექა დოგრაშვილი

Fanebi.Com-ის ჟურნალის მე-17 ნომერი გამოქვეყნდა

გამოვიდა Fanebi.com-ის ინტერნეტ-ჟურნალის მეჩვიდმეტე ნომერი, რომელშიც წაიკითხავთ:

გვ. 2 — პიარკამპანია ბანანით — დანი ალვესის მოქმედება დაგეგმილი იყო
გვ. 3 — ცხოვრება ოთხ ფერში
გვ. 4-5 — კვირის   ახალი   ამბები;
გვ. 6-7 — კვირის  კარიკატურები;
გვ. 7-8 — ლევან კობიაშვილი: „ჩემს თავს ქართულ ფეხბურთში ვხედავ“ (ინტერვიუ)

   შეგახსენებთ, რომ ფუნქციონირებს ჟურნალ Fanebi.com-ის ფეისბუქის გვერდი:  www.facebook.com/Fanebi.Journal

ნომრის PDF ვერსია

4 მაისის ნომრის გაცნობა აქვე შეგიძლიათ

ჟურნალის მთავარი რედაქტორი: ბექა დოგრაშვილი