კომპანია „ნაიკმა“ ჰოლანდიისა და პორტუგალიის ნაკრებების ახალი ფორმები წარმოადგინა.
ორივე ფორმა გაგრილების სპეციალური ტექნოლოგიით არის აღჭურვილი.
სწორედ ამ მაისურებით იასპარეზებენ გუნდები 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე.
კომპანია „ნაიკმა“ ჰოლანდიისა და პორტუგალიის ნაკრებების ახალი ფორმები წარმოადგინა.
ორივე ფორმა გაგრილების სპეციალური ტექნოლოგიით არის აღჭურვილი.
სწორედ ამ მაისურებით იასპარეზებენ გუნდები 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე.
გამოვიდა Fanebi.com-ის ინტერნეტ-ჟურნალის მერვე ნომერი, რომელიც მთლიანად 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრის შედეგების შეფასებას ეხება.
ნომერში წაიკითხავთ:
ევრო-2016-ის შესარჩევი ეტაპი — გუნდების თავკაცების შეფასებები;
ევრო-2016-ის შესარჩევი ეტაპი — ჩვენი კალენდარი;
ისტორია, სტატისტიკა, შანსები.
კვლავინდებურად შეგახსენებთ, რომ გაიხსნა ჟურნალ Fanebi.com-ის ფეისბუქის გვერდი: www.facebook.com/Fanebi.Journal
2 მარტის ნომრის გაცნობა აქვე შეგიძლიათ.
ჟურნალის რედაქტორი: ბექა დოგრაშვილი
გამოვიდა Fanebi.com-ის ინტერნეტ-ჟურნალის მეშვიდე ნომერი, რომელშიც გაეცნობით შემდეგ მასალებს:
ნეიმარი: „არ ველოდი, თუ „ბარსელონასთან“ ადაპტაციას ასე მალე გავივლიდი“ (ინტერვიუ);
„ქართველი იბრაჰიმოვიჩი“ ევროჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ყველაზე ახალგაზრდა მეგოლეთა შორის;
კვირის ახალი ამბები მოკლედ;
კვირის კარიკატურები;
ჟუნინინოს უმაღლესი სტანდარტი.
კვლავინდებურად შეგახსენებთ, რომ გაიხსნა ჟურნალ Fanebi.com-ის ფეისბუქის გვერდი: www.facebook.com/Fanebi.Journal
23 თებერვლის ნომრის გაცნობა აქვე შეგიძლიათ.
ჟურნალის რედაქტორი: ბექა დოგრაშვილი
დღეს კვირა დღეა, შესაბამისად, გამოვიდა Fanebi.com-ის ინტერნეტ-ჟურნალის მეექვსე ნომერი, რომელიც ოდნავ სახეცვლილია. ვიფიქრეთ და გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი ჟურნალი ამიერიდან აღარ შემოგთავაზებთ ცნობილი ფეხბურთელების ფერად პოსტერებს. ორი ალტერნატივა გვქონდა: ან ეს შუა ორი გვერდი უნდა გაგვეუქმებინა და ჟურნალის ფორმატი შეგვემცირებინა, ან პოსტერის ნაცვლად თქვენთვის სხვა რუბრიკა შემოგვეთავაზებინა. ამ ეტაპზე გადაწყდა, რომ პოსტერის ნაცვლად ეს ორი გვერდი დაეთმობა კვირის საფეხბურთო ამბებსა და ომარ მომანის კვირის კარიკატურების განხილვას. საერთოდ კი, დღევანდელ ნომერში წაიკითხავთ:
მანუელ ნოიერი: „კარში დგომა არ მინდოდა“ (ინტერვიუ)
ქართული ფეხბურთის განვითარების პროგრამა
კვირის ამბები მოკლედ
კვირის კარიკატურები
ფეხბურთოლოგია
რამდენი წლისაა ჯოზეფ მინალა?
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ გაიხსნა ჟურნალ Fanebi.com-ის ფეისბუქის გვერდი: www.facebook.com/Fanebi.Journal
16 თებერვლის ნომრის გაცნობა აქვე შეგიძლიათ.
ჟურნალის რედაქტორი: ბექა დოგრაშვილი
დღეს მადრიდის „რეალისა“ და პორტუგალიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუს დაბადების დღეა. პორტუგალიელ ფეხბურთელს 29 წელი შეუსრულდა.
გთავაზობთ რონალდუს მიერ 2013/2014 წლების სეზონში გატანილი გოლების ამსახველ ვიდეომასალას.
ძალიან მოულოდნელი და უცნაური რამ მოხდა გასულ კვირას პორტუგალიაში. საქმე იმაში გახლავთ, რომ “ფაბრილ ბარეიროსა” და “პაია პირეზის” 14-წლამდელთა გუნდებს შორის გამართული მატჩი საშინელ ინციდენტში გადაიზარდა.
“პაიოს” ფეხბურთელმა სერჟიო სეჟაომ ჯერ ფეხზე მდგარი ჟოაო პონტე ჯერ მინდორზე დააგდო, შემდეგ ესეც არ იკმარა და წაქცეულ მეტოქეს ფეხიც ჩაარტყა. ამ ინციდენტის ამოწურვის შემდეგ, ჟოაო პონტე საავადმყოფოში გადაიყვანეს.
“კონტროლი დავკარგე. ძალიან დიდ ბოდიშს ვიხდი. იმედი მაქვს, ფეხბურთის თამაშის გაგრძელების საშუალებას მომცემენ”, – ამბობს მთავარი დამნაშავე.
რამდენიმე დღის წინ, ფუტსალში, რუსეთისა და პორტუგალიის ნაკრებებს შორის, რუსეთის ნაკრების ფეხბურთელმა, ედერ ლიმამ ბრწყინვალე მაკრატელათი მეტოქის კარი აიღო.
პორტუგალიის ნაკრების ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ განაცხადა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის მოგებაზე ოცნებობს.
მადრიდის “რეალის” ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ ასეთი მიღწევის გადაფასება პროფესიონალი ფეხბურთელის კარიერაში შეუძლებელია.
“მუნდიალზე გამარჯვება ჩემი კარიერის კულმინაცია იქნებოდა. მაგრამ ჯერ ჯგუფურ ეტაპზე უნდა ვიფიქროთ. შემდეგ კი ვნახოთ რა იქნება. ჩემი მიზანია როგორც გუნდური, ასევი პირადი ჯილდოების მოგება. იმედია, ამას პორტუგალიის ნაკრებთან ერთადაც შევძლებ” – განაცხადა რონალდუმ.
აღსანიშნავია, რომ გუშინ რონალდუ პორტუგალიის პრეზიდენტმა ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდო გადასცა. ანიბალ კავაკუ სილვამ ფეხბურთელს პირადად გადასცა ინფანტა დონ ენრიკეს ორდენი.
2013 წელი კრიშტიანო რონალდუსათვის მართლაც ბრწყინვალე აღმოჩნდა. მადრიდის “რეალის” პორტუგალიელმა თავდამსხმელმა ოქროს ბურთისათვის ბრძოლაში, ფრანკ რიბერისა და ლიონელ მესის აჯობა.
2013 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელ ფიფას ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ინტერვიუ ჩამოართვა, რომელსაც ჩვენ აქვე გთავაზობთ.
– ოქროს ბურთის გადმოცემა ძალიან ემოციური გამოდგა. რა აზრმა გაიელვა თქვენს თავში, როდესაც ფურცელზე თქვენი სახელი და გვარი ამოიკითხეს?
– როდესაც მივხვდი, რომ ოქროს ბურთი მერგო, ძალიან ამაყი და ბედნიერი ვიყავი. ასეთი ჯილდოს მოპოვებას დიდი შრომა სჭირდება. რა თქმა უნდა, ოქროს ბურთის მეორედ მოგება ძალიან მინდოდა. იმედი მაქვს, მას მომავალ წელს, მესამედაც მივიღებ.
– გარდა იმისა, რომ ოქროს ბურთი მოიგეთ, კიდევ რითი გამოარჩევდით 2013 წელს?
– მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე მოხვედრამ ძალიან გამახარა. შვედეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართული შეხვედრები არასოდეს დამავიწყდება.
– პროფესიონალურ კარიერაში გატანილი 400 გოლიდან, რომელი იყო ყველაზე მნიშვნელოვანი?
– ჩემთვის, ყველა გოლი განსაკუთრებულია. შეიძლება, ითქვას, როდესაც ფინალში გაგაქვს, მას უფრო დიდი წონა აქვს. გოლების გატანა ნამდვილად მიყვარს – გოლი ჩემი ნაწილია.
– ბოლო დროს, პორტუგალიურ ფეხბურთში ბევრი მნიშვნელოვანი რამ მოხდა. მათ შორის გამორჩეული კი, ორი იყო: პორტუგალიის ნაკრების მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრა და ლეგენდარული ეუსებიოს გარდაცვალება…
– ძალიან ვწუხვარ, რომ ეუსებიო გარდაიცვალა. ის ნამდვილი გენიოსი იყო, შესაბამისად, პორტუგალიამ მისი სახით, უდიდესი ადამიანი დაკარგა. თუმცა, ეს ცხოვრებაა და ერთ დღეს ჩვენც წავალთ. ეუსებიო ჩვენს გულებში მუდამ დარჩება.
– რა მიზნები გაქვთ მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე?
– იმედი მაქვს, ჩვენი გუნდი ამ ტურნირზე წარმატებას მიაღწევს. ცხადია, მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება რთულია, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ გულშემატკივრები გავახაროთ.
– ოქროს ბურთის მოგება ორ კლუბში – “მანჩესტერ იუნაიტედსა” და მადრიდის “რეალში” თამაშისას მოახერხეთ…
– მე რომ მკითხოთ, ახლა მსოფლიოს ორ უძლირესს კლუბზე ვსაუბრობთ, ამიტომ მემაყება, რომ ორივე გუნდის შემადგენლობაში წარმატებით მიასპარეზია. “მანჩესტერ იუნაიტედში” არაერთი ტიტული მოვიგე, მათ შორის ჩემპიონთა ლიგა, ახლა მინდა, იგივე მადრიდის “რეალშიც” მოვახერხო.
– “სამეფო კლუბის” გულშემატკივრები ჩემპიონთა ლიგის მეათეჯერ მოგებას ითხოვენ. ეს ყოველივე გუნდისათვის წნეხი ხომ არ არის?
– შესაძლოა, გარკვეული წნეხი მართლაც არის, მაგრამ ეს უფრო მოტივირებულებს გვხდის. ჩემპიონთა ლიგა ყველაზე მნიშვნელოვანი ტურინირია, ამიტომ “რეალს” მისი მოგება ყველა სეზონში სურს. ჩვენ ერთ-ერთი ფავორიტები ვართ. ვნახოთ, რა მოხდება.
– დღევანდელი ფეხბურთელებიდან, ვის გამოარჩევდით?
– ერთი ფეხბურთელის გამორჩევა არ მსურს. დღეს, ფეხბურთში ძალიან ბევრი ძლიერი მოთამაშეა, რომელთა წინააღმდეგაც დიდი სიამოვნებით ვთამაშობ. მომწონს “რეალის”, “ბარსელონას”, “მანჩესტერ იუნაიტედის”, “მანჩესტერ სიტისა” და “ბაიერნის” ფეხბურთელები. კონკრეტულად ერთს კი ვერ დავასახელებ.
– დაასრულეთ წინადადება: “2014 წელს, კრიშტიანო რონალდუ იქნება…”
– …იქნება ისეთივე, როგორიც 2013 წელს იყო.
დიტო ჭიჭინაძე
მადრიდის „რეალის“ ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ ისტორიაში მეორე ფეხბურთელი გახდა, რომლის პირველსა და ბოლო ტრიუმფს შორის ხუთი წელი გავიდა.
აქამდე „ოქროს ბურთი“ თავისი პირველი წარმატების შემდეგ მხოლოდ ბრაზილიელმა რონალდომ მოიგო. პირველად წლის საუკეთესო ფეხბურთელად სამხრეთ ამერიკელი 1997 წელს დასახელდა, ხოლო მეორედ – 2002 წელს.
გარდა ამისა, ოთხწლიან ინტერვალში „ოქროს ბურთს“ ფრანც ბეკენბაუერი (1972, 1976) და მარკო ვან ბასტენიც (1988, 1992) დაეუფლნენ.
ალექსანდრე მატევოსოვი
ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი, პელე პორტუგალიელი ეუსებიოს გარდაცვალებას გამოეხმაურა და თქვა, რომ ის მისთვის ძმასავით იყო.
შეგახსენებთ, რომ ეუსებიო 71 წლის ასაკში, გულის პრობლემების გამო გარდაიცვალა.
“ძალიან სამწუხარო რამ მოხდა, ეუსებიო ჩემთვის ძმასავით იყო. ჩვენ ერთმანეთთან 1966 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე დავმეგობრდით, ბოლოს კი, ბოსტონში, ბრაზილიასა და პორტუგალიას შორის გამართულ შეხვედრისას ვნახე”, – ამბობს პელე.
თბილისის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა მურთაზ ხურცილავამ გაიხსენა, როგორი ფეხბურთელი იყო ეუსებიო.
„ეუსებიოს პირველად 1966 წელს ინგლისის მსოფლიოს ჩემპიონატზე შევხვდი, როდესაც საბჭოთა კავშირის ნაკრები მესმე ადგილისთვის ბრძოლაში პორტუგალიას შეხვდა (1:2). ის მატჩი ორივე გუნდის შესრულებით ნამდვილი საფეხბურთო სპექტაკლი იყო, მაგრამ გამორჩეულად ეუსებიოს საოცრად ლამაზი თამაში დამამახსოვრდა. ის ფეხბურთის ვირტუოზი გახლდათ, ძალიან ტექნიკური და კულტურული მოთამაშე იყო. ჩვენ, ფეხბურთელები დიდი პატივისცემით ვეპყრობოდით ასეთ მეტოქეებს“, – აღნიშნა ბატონმა მურთაზმა.
მურთაზ ხურცილავა ეუსებიოს მეორედ 1971 წელს, ლეგენდარული ლევ იაშინის გამოსათხოვარ მატჩზე შეხვდა, რომელის მოსკოვში გაიმართა.
„მაშინ მსოფლიოს ნაკრები საბჭოთა კავშირის „დინამოს“ კლუბებს დაუპირისპირდა. იმ შეხვედრაში მოსკოვის, კიევის, თბილისისა და მინსკის „დინამოები“ ერთი გუნდად ასპარეზობდა. მატჩი ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა. ეუსებიომ ამჯერადაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა“, – განაცხადა მურთაზ ხურცილავამ.
მატჩის შემდეგ გამართულ ბანკეტზე ხურცილავა მაგიდასთან ეუსებიოს პირისპირ იჯდა.
„ეუსებიოს თავშეკავებამ გამაოცა, ის ხომ იმ დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო?!“ – ციტირებს მურთაზ ხურცილავას სიტყვებს „იტარ-ტასი“.
შეგახსენებთ, რომ დღეს გამთენიისას, ლეგენდარული ეუსებიო 71 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ბექა დოგრაშვილი