როისმა „ბორუსიასთან“ კონტრაქტის გახანგრძლივება იუარა

ცნობილ და ავტორიტეტულ გერმანულ გამოცემა „Bild“-ს თუ დავუჯერებთ, მარკო როისმა დორტმუნდის „ბორუსიასთან“ კონტრაქტის გახანგრძლივება იუარა. მხარეებმა მოლაპარაკება ჯერ კიდევ მაისში დაიწყეს, თუმცა, როგორც ჩანს, ვერ შეთანხმდნენ.

მარკოს ხელფასის სახით წელიწადში ხუთიდან შვიდ მილიონ ევრომდე მიღება სურს, კლუბს კი, მსგავსი თანხის გადახდა არ შეუძლია.

აღსანიშნავია, რომ მოქმედი კონტრაქტი მხარეებს 2016/17 წლების სეზონის დასრულებამდე აკავშირებთ. ასევე, შეთანხმების მიხედვით, იმ კლუბს, რომელსაც მარკოს შეძენის სურვილი ექნება, 35 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.

როისი სექტემბერში დაბრუნდება

მოგეხსენებათ, სომხეთის ნაკრებთან ამხანაგურ შეხვედრაში მიღებული ფეხის ტრავმის გამო დორტმუნდის „ბორისიასა“ და გერმანიის ნაკრების ნახევარმცველმა მარკო როისმა მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრება ვერ მოახერხა. მოთამაშეს ოპერაცია ჩაუტარდა და როგორც ახლა გერმანული პრესა წერს, იგი მოედანზე უკვე სექტემბერში დაბრუნდება.

„ახლა უკვე სიასრული, სირბილი და ვარჯიში შემიძლია. ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. კარგია, რომ აღდგენითი პროცესი სწრაფად მიმდინარეობს, იმედია, მალე თამაშსაც შევძლებ“, – განაცხადა თავად მოთამაშემ.

ოფიციალურად: დორტმუნის „ბორუსიამ“ მსოფლიოს ჩემპიონი დაიმატა

დორტმუნდის „ბორუსიამ“ „ფრაინურგისა“ და გერმანიის ნაკრების მცველი მათიას გინტერი დაიმატა.

20 წლის ფეხბურთელმა „ბორუსიასთან“ კონტრაქტი 2019 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.

გერმანული პრესის თანახმად, დორტმუნდელებმა გინტერის სანაცვლოდ 10 მილიონი ვერო გადაიხადეს.

„ჩემი ბავშვობის ოცნება ახდა. ყოველთვის „ბორუსიას“ გულშემატკივარი ვიყავი. ეს ჩემთვის წინ გადადგმული ნაბიჯია. მოუთმენლად ველოდები პირველ მატჩს ახალი გუნდის შემადგენლობაში“, – აღნიშნა გინტერმა.

ფეხბურთელი „ბორუსიაში“ 28-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

მათიას გინტერი გერმანიის ნაკრების სამუნდიალე განაცხადშიც იყო შეყვანილი, თუმცა მას ბრაზილიაში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის არცერთ მატჩში არ მიუღია მონაწილეობა.

მათიას გინტერმა გერმანიის ბუნდესლიგის გასულ გათამაშებაში 34-ივე შეხვედრა ჩაატარა.

 

გიოტცე „ბორუსიადან“ „ბაიერნში“ გადაბარგდა

ცნობილი გერმანელი ნახევარმცველის მარიო გიოტცეს უმცროსი ძმა, 16 წლის ფელიქს გიოტცე დორტმუნდის „ბორუსიადან“ მიუნხენის „ბაიერნში“ გადაბარგდა.

„ფელიქსმა „ბორუსია“ ნამდვილად დატოვა და „ბაიერნს“ შეუერთდა“, – განაცხადა მიუნხენური კლუბის წარმომადგენელმა მიხაელ ტარნატმა.

ამრიგად, მომავალში ფელიქსს თავის ძმასთან ერთ გუნდში თამაშის შანსი გაუჩნდა.

Felix Gotze

„ბორუსიას“ აღმასრულებელი დირექტორი: „ჩვენი კლუბი მინიმუმ 600 მილიონი ღირს“

დორტმუნდის „ბორუსიას“ აღმასრულებელმა დირექტორმა ჰანს-იოაჰიმ ვატცკემ კლუბის ფასზე ისაუბრა.

„ვფიქრობ, „ბორუსიას“ რეალური ფასი მინიმუმ 600 მილიონი ევროა.

27 მილიონი ადრიან რამოსისა და ჩირო იმობილეს სანაცვლოდ? ეკონომიკურად ჩვენ ბევრ კლუბზე უკეთეს მდგომარეობაში ვართ, რასაც მუდმივად ვამბობთ“, – განაცხადა ვატცკემ.

ალექსანდრე მატევოსოვი

ლევანდოვსკი: „რეალს“ ჩემი შეძენა სურდა, თუმცა „ბაიერნი“ პირველ ადგილზე დავაყენე“

თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ, რომელიც „დორტმუნდის ბორუსიადან“ მიუნხენის „ბაიერნში“ გადავიდა, განაცხადა, რომ მოვლენების ასეთი განვითარება მისთვის ოპტიმალური იყო.

„როდესაც „რეალის“ დონის კლუბი შენით ინტერესდება, რა თქმა უნდა, გიხარია. თუმცა „ბაიერნი“ ჩემთვის პირველ ადგილზე იყო.

კარიერაში კიდევ ერთი ნაბიჯის გადასალახად ეს კლუბი იდეალურია. ადაპტაციისთვის დრო არც დამჭირდება, რადგან გერმანული ენა ვიცი და ბუნდესლიგაში თამაშის გამოცდილება მაქვს, რაც, იმედია, გამომადგება.

დარწმუნებული ვარ, რომ მოვახერხებ და „ბაიერნს“ გაცილებით მეტ ტიტულს მოვაგებინებ“, – განაცხადა პოლონელმა ფორვარდმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

Fanebi.Com-ის ჟურნალის მე-18 ნომერი გამოქვეყნდა

გამოვიდა Fanebi.com-ის ინტერნეტ-ჟურნალის მეთვრამეტე ნომერი, რომელშიც წაიკითხავთ:

გვ. 2 — სპორტის სამინისტრომ ფეხბურთის განვითარების პროგრამა წარადგინა;
გვ. 3 — ჩემპიონთა ლიგის ფინალის მსაჯი – საინტერესო ფაქტები;
გვ. 4-6 — სუპერმენი მანჩესტერიდან;
გვ. 6 — კვირის  ახალი ამბები;
გვ. 7-8 — კვირის კარიკატურები

   შეგახსენებთ, რომ ფუნქციონირებს ჟურნალ Fanebi.com-ის ფეისბუქის გვერდი:  www.facebook.com/Fanebi.Journal

ნომრის PDF ვერსია

11 მაისის ნომრის გაცნობა აქვე შეგიძლიათ

ჟურნალის მთავარი რედაქტორი: ბექა დოგრაშვილი

ლევანდოვსკის გერმანიის თასის ფინალში თავისი მომავალი კლუბის დამარცხება სურს

დორტმუნდის „ბორუსიას“ თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი, რომელიც მიმდინარე სეზონის შემდეგ კლუბს დატოვებს, აცხადებს, რომ მას გერმანიის თასის მოახლოებულ ფინალში თავისი მომავალი კლუბის მიუნხენის „ბაიერნის“ დამარცხება სურს.

„დორტმუნდში ბევრი ვისწავლე და ვიცი, რომ ახლა გაცილებით უკეთესი ფეხბურთელი ვარ, ვიდრე ოთხი წლის წინ ვიყავი. თუმცა მიმდინარე სეზონში სათამაშო კიდევ დაგვრჩა. დორტმუნდში, „ბორუსიას“ ფეხბურთელის სტატუსით, ჩემი ბოლო შეხვედრა უკვე ჩავატარე, თუმცა ბერლინში თამაში ორჯერ მომიწევს. ამ კლუბში გატარებული ოთხი წელიწადი ჩემთვის ფანტასტიკური იყო. აქ ბევრი გოლი გავიტანე და დადებითი ემოციებიც მივიღე. ბუდესლიგა ორჯერ მოვიგეთ და, იმედია, გერმანიის თსსაც მეორედ მოვიპოვებთ. „ბორუსიაში“ ჩემი ისტორია ჯერ არ დასრულებულა“, – განაცხადა ლევანდოვსკიმ.

ალექსანდრე მატევოსოვი

Fanebi.Com-ის ჟურნალის მე-17 ნომერი გამოქვეყნდა

გამოვიდა Fanebi.com-ის ინტერნეტ-ჟურნალის მეჩვიდმეტე ნომერი, რომელშიც წაიკითხავთ:

გვ. 2 — პიარკამპანია ბანანით — დანი ალვესის მოქმედება დაგეგმილი იყო
გვ. 3 — ცხოვრება ოთხ ფერში
გვ. 4-5 — კვირის   ახალი   ამბები;
გვ. 6-7 — კვირის  კარიკატურები;
გვ. 7-8 — ლევან კობიაშვილი: „ჩემს თავს ქართულ ფეხბურთში ვხედავ“ (ინტერვიუ)

   შეგახსენებთ, რომ ფუნქციონირებს ჟურნალ Fanebi.com-ის ფეისბუქის გვერდი:  www.facebook.com/Fanebi.Journal

ნომრის PDF ვერსია

4 მაისის ნომრის გაცნობა აქვე შეგიძლიათ

ჟურნალის მთავარი რედაქტორი: ბექა დოგრაშვილი

Fanebi.Com-ის ჟურნალის მე-16 ნომერი გამოქვეყნდა

გამოვიდა Fanebi.com-ის ინტერნეტ-ჟურნალის მეთექვსმეტე ნომერი, რომელშიც წაიკითხავთ:

გვ. 2-3 — ტიტო ვილანოვა (1968 – 2014)
გვ. 4-5 — კვირის   ახალი   ამბები;
გვ. 6-7 — კვირის  კარიკატურები;
გვ. 8 — ვინ იქნება „მანჩესტერის“ მწვრთნელი?

   შეგახსენებთ, რომ ფუნქციონირებს ჟურნალ Fanebi.com-ის ფეისბუქის გვერდი:  www.facebook.com/Fanebi.Journal

ნომრის PDF ვერსია

27 აპრილის ნომრის გაცნობა აქვე შეგიძლიათ

ჟურნალის მთავარი რედაქტორი: ბექა დოგრაშვილი

Fanebi.Com-ის ჟურნალის მე-15 ნომერი გამოქვეყნდა

გამოვიდა Fanebi.com-ის ინტერნეტ-ჟურნალის მეთხუთმეტე ნომერი, რომელშიც წაიკითხავთ:

გვ. 2 — ჯენიფერ ლოპესი: „ფეხბურთი გვაერთიანებს“ (ინტერვიუ);
გვ. 3 — მუნდიალის თასი მსოფლიოს უკლებლივ ყველა ნაკრებს;
გვ. 4-5 — კვირის   ახალი   ამბები;
გვ. 6-7 — კვირის  კარიკატურები;
გვ. 8 — ბექა გოცირიძე: „უმაღლესი ლიგის რამდენიმე გუნდმა სავარჯიშოდაც კი არ მიმიღო“ (ინტერვიუ).

   შეგახსენებთ, რომ ფუნქციონირებს ჟურნალ Fanebi.com-ის ფეისბუქის გვერდი:  www.facebook.com/Fanebi.Journal

ნომრის PDF ვერსია

20 აპრილის ნომრის გაცნობა აქვე შეგიძლიათ.

ჟურნალის მთავარი რედაქტორი: ბექა დოგრაშვილი

Fanebi.Com-ის ჟურნალის მე-14 ნომერი გამოქვეყნდა

გამოვიდა Fanebi.com-ის ინტერნეტ-ჟურნალის მეთოთხმეტე ნომერი, რომელშიც წაიკითხავთ:

გვ. 2-3 — ჩავი ფეხბურთს მიღმა (ინტერვიუ);
გვ. 4-5 — კვირის   ახალი   ამბები;
გვ. 6-7 — კვირის  კარიკატურები;
გვ. 8 — ფორმატის მორიგი ცვლილება?

   შეგახსენებთ, რომ ფუნქციონირებს ჟურნალ Fanebi.com-ის ფეისბუქის გვერდი:  www.facebook.com/Fanebi.Journal

ნომრის PDF ვერსია

13 აპრილის ნომრის გაცნობა აქვე შეგიძლიათ.

ჟურნალის რედაქტორი: ბექა დოგრაშვილი