კარლ-ჰაინც რუმენიგე: „გვარდიოლას სახით მცოდნე მწვრთნელი გვყავს“

მიუნხენის „ბაიერნის“ გენერალურმა დირექტორმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ განაცხადა, რომ მადრიდის „რეალთან“ ანგარიშით 0:4 წაგებული მატჩი მის კლუბისთვის სერიოზული დარტყმაა.

„შეგვიძლია ვთქვათ, რომ „რეალმა“ სახეში ჩაგვარტყა. ამ საღამოს ნადმვილი კატასტროფა გადავიტანეთ. თუმცა ჩვენ ხოსეპ გვარდიოლას სახით მცოდნე მწვრთნელი გვყავს.

რა თქმა უნდა, ეს მძიმე მარცხია, თუმცა ამჟამად ფუნდამენტალურ პრობლემებზე საუბარი სწორი არ იქნებოდა“, – განაცხადა რუმენიგემ.

ალექსანდრე მატევოსოვი

გვარდიოლა: „ამ მარცხს ერთადერთი მიზეზი აქვს“

უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე მიუნხენის „ბაიერნსა“ და მადრიდის „რეალს“ შორის გამართული მატჩი „სამეფო კლუბის“ დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 4:0 დასრულდა. ამრიგად, ფინალში მონაწილე ერთი გუნდის ვინაობა გაირკვა.

მატჩი „ბაიერნის“ თავკაცმა ხოსეპ გვარდიოლამ შეაფასა.

„კარიერის განმავლობაში რამდენიმე მძიმე დარტყმა მიმიღია, ეს კი ერთ-ერთი მათგანია. მარცხის ერთადერთი მიზეზი ისაა, რომ ცუდად ვითამაშეთ. სხვა მიზეზი არ არსებობს. მოედანზე აღფრთოვანებული განწყობით გავედით და „რეალისგან“ სწრაფი გოლიც მივიღეთ. შემდეგ, პირველი შეხვედრის შედეგიდან გამომდინარე, სხვა ვარიანტი არც გვქონია“, – გვარდიოლას სიტყვებს ესპანური გამოცემა „ასი“ ციტირებს.

ბექა დოგრაშვილი

ანჩელოტი: „იდეალური მატჩი ჩავატარეთ“

უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე მიუნხენის „ბაიერნსა“ და მადრიდის „რეალს“ შორის გამართული მატჩი „სამეფო კლუბის“ დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 4:0 დასრულდა. ამრიგად, ფინალში მონაწილე ერთი გუნდის ვინაობა გაირკვა.

მატჩი მადრიდული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ შეაფასა.

„დღეს იდეალური მატჩი ჩავატარეთ. ჩემი გუნდი ყოველდღიურად მაკვირვებს. პირველ ტაიმში ფანტასტიურად ვითამაშეთ. სტანდარტული სიტუაციების დროს განსაკუთრებით მარჯვედ ვმოქმედებდით, რადგან ვიცოდით, რომ მეტოქეს ასეთ დროს პრობლემები შეექმნებოდა.

მიუნხენში „ბაიერნის“ წინააღმდეგ კარგი სტატისტიკა მაქვს, მაგრამ ახლა ყველაზე მთავარი ისაა, რომ 12 წლის შემდეგ „რეალი“ კვლავ ფინალშია.

გადამწყვეტ მატჩში თამაშის უფლების მოპოვება ჩვენი მთავარი მიზანი იყო. ეს არ ყოფილა ადვილი გასაკეთებელი, მაგრამ ამოცანას თავი კარგად გავართვით. ტურნირზე ერთადერთი ცუდი მატჩში ჩავატარეთ, როდესაც დორტმუნდის „ბორუსიას“ გასვლაზე ვეთამაშეთ“, – ანჩელოტის სიტყვები ესპანურმა გამოცემა „მარკამ“ გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი 24 მაისს, ლისაბონში მდებარე სტადიონ „ეშტადიუ და ლუჟზე“ გაიმართება.

ბექა დოგრაშვილი

რუმენიგე: „ასეთ მომენტებში უმჯობესია, ხმა არ ამოიღო“

უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე მიუნხენის „ბაიერნსა“ და მადრიდის „რეალს“ შორის გამართული მატჩი „სამეფო კლუბის“ დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 4:0 დასრულდა. ამრიგად, ფინალში მონაწილე ერთი გუნდის ვინაობა გაირკვა.

პირველი შეხვედრის შემდეგ ბავარიული კლუბის გენერალური დირექტორი კარლ-ჰაინც რუმენიგე კი იქადნებოდა, „ალიანს არენაზე“ „რეალს“ ჯოჯოხეთს მოვუწყობთო, თუმცა ანგარიშიდან გამომდინარე, კუპრში დამწვარს „ბაიერნი“ უფრო ჰგავდა.

„ასეთ მომენტებში უმჯობესია, ხმა არ ამოიღო. მეტოქემ აშკარად გვაჯობა, ნამდვილი ფიასკო განვიცადეთ.

არის თუ არა პეპ გვარდიოლა დამნაშავე? ჩვენ კომპეტენტური მწვრთნელი გვყავს. კი ბატონო, მტკივნეული მარცხი ვიწვნიეთ, მაგრამ ყველაფრის ეჭვქვეშ დაყენება არ შეიძლება. გარდა ამისა, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ „რეალმა“ დიდებულად ითამაშა“, – რუმენიგეს სიტყვები „ასმა“ გამოაქვეყნა.

ბექა დოგრაშვილი

რამოსი: „მოედანზე სული და გული დავდეთ“

უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე მიუნხენის „ბაიერნსა“ და მადრიდის „რეალს“ შორის გამართული მატჩი „სამეფო კლუბის“ დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 4:0 დასრულდა. ამრიგად, ფინალში მონაწილე ერთი გუნდის ვინაობა გაირკვა.

მატჩის შემდეგ მადრიდული კლუბის ვიცე-კაპიტანმა და დუბლის ავტორმა სერხიო რამოსმა კომენტარი გააკეთა.

„თითოეულმა ჩვენგანმა ამ მატჩში მთელი სული და გული ჩადო. ფინალში გასვლა ნამდვილი ოცნებაა. აქამდე ამ ტურნირის გადამწყვეტ შეხვედრაში არ მითამაშია“, – სერხიო რამოსის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი აქვეყნებს.

ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი 24 მაისს, ლისაბონში მდებარე სტადიონ „ეშტადიუ და ლუჟზე“ გაიმართება.

ბექა დოგრაშვილი

ლამი: „ეს არ არის ჩვენი სათამაშო სტილი“

უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე მიუნხენის „ბაიერნსა“ და მადრიდის „რეალს“ შორის გამართული მატჩი „სამეფო კლუბის“ დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 4:0 დასრულდა. ამრიგად, ფინალში მონაწილე ერთი გუნდის ვინაობა გაირკვა.

მატჩის შემდეგ ბავარიული კლუბის კაპიტანმა ფილიპ ლამმა კომენტარი გააკეთა.

„იმედგაცრუებულები ვართ. ტაქტიკურად კარგად ვერ ვითამაშეთ, თავიდანვე გავიხსენით. პირველ მატჩში თამაშის მიმდინარეობას ჩვენ ვაკონტროლებდით, დღეს კი მეტოქეს ფართო სივრცე მივეცით. ეს არ არის ჩვენი სათამაშო სტილი. სამაგიეროდ, ასეთი თამაში მოწინააღმდეგეს ძალიან მოეწონა“, – ლამის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი ციტირებს.

ბექა დოგრაშვილი

ბეილი: „იმედია, „ბაიერნთან“ ვითამაშებ“

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა გარეთ ბეილმა, რომელმაც ვირუსი გადაიტანა, აღნიშნა, რომ მიუნხენის „ბაიერნთან“ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის საპასუხი ნახევარფინალური მატჩისთვის მზადაა.

„თავს კარგად ვგრძნობ. რამდენიმე დღის განმავლობაში ვვარჯიშობდი და, იმედია, ხვალ მოედანზე გამოვალ. ჯერჯერობით სეზონი ჩვენთვის წარმატებულად მიმდინარეობს, თუმცა კიდევ ბევრის გაკეთება მოგვიწევს.

„ბაიერნთან“ ურთულესი დაპირისპირება გველის და ამჟამად მხოლოდ ამ მატჩზე ვფიქრობთ. შევეცდებით, მეტოქეს შევუტიოთ, თუმცა დაცვაში თამაშზეც უნდა ვიფიქროთ. პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებისთვის მზად უნდა ვიყოთ. ჯერ არ ვგრძნობ, რომ ფინალში ვართ“, – განაცხადა უელსელმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

კვირის კარიკატურები

უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე მადრიდის „რეალმა“ მიუნხენის „ბაიერნი“ ანგარიშით 1:0 დაამარცხა. ბავარიული გუნდის ფეხბურთელები თამაშის სტილის გამო გააკრიტიკეს, მათ ტემპი დაუწუნეს და ერთფეროვნებაში დასდეს ბრალი. „ბაიერნის“ შეტევითი ხაზის განეიტრალება სერხიო რამოსმა და პეპემ შესანიშნავად მოახერხეს, იკერ კასილასმა კი კვლავ დაამტკიცა, რომ თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა.

მეორე ნახევარფინალური მატჩი, რომელიც მადრიდის „ატლეტიკოსა“ და ლონდონის „ჩელსის“ შორის გაიმართა, უგოლოდ დასრულდა. ჟოზე მოურინიომ თამაში ჩაკეტა და თუ თანამედროვე საფეხბურთო სამყაროში დამკვიდრებულ ტერმინს გამოვიყენებთ, საკუთარი კარის წინ „ავტობუსი დააყენა“. ფაქტი ერთია: „ჩელსიმ“ კარი მშრალად შეინახა და „სტემფორდ ბრიჯზე“ გასამართი მატჩის წინ მცირე უპირატესობა მოიპოვა.

რაიან გიგზი „მანჩესტერ იუნაიტედში“ 13 წლის ასაკიდან არის. ამ ხნის განმავლობაში მან უმარავი ტიტული მოიგო. კლუბის თავკაცის პოსტიდან დევიდ მოიესის გათავისუფლების შემდეგ 40 წლის გიგზი მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნეს. უელსელმა პირველ გამოცდას წარმატებით გაართვა თავი და „ნორვიჩ სიტი“ შინ ანგარიშით 4:0 გაანადგურა.

დორტმუნდის „ბორუსიას“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე მისი ინტერესები უარყო. კლოპმა განაცხადა: „1000 მიზეზი მაქვს იმისა, თუ რატომ ვარ ბედნიერი „ბორუსიაში“ მუშაობით“. როგორც ჩანს, გერმანელი სპეციალისტი „წითელი ეშმაკების“ მაცდურ წინადადებას არ წამოეგო.

ბექა დოგრაშვილი
ინტერნეტ-ჟურნალი Fanebi.com

გვარდიოლამ გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა

მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ ბრემენის „ვერდერთან“ ანგარიშით 5:2 მოგებული მატჩის მიუხედავად, თავისი გუნდი გააკრიტიკა.

„ბაიერნში“ მუშაობის პერიოდში პირველად ჩემმა მოთამაშეებმა იმედი გამიცრუეს. ისინი ან კარგად თამაშობენ, ან ცუდად – ეს პრობლემა არ არის. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მოედანზე ის გუნდი არ იყო, რომელსაც მთელი სეზონის განმავლობაში ვხედავდით. გულშემატკივრები ასეთი თამაშის ნახვას არ იმსახურებენ, რის გამოც, მსურს, მათ ბოდიში მოვუხადო“, – განაცხადა ფეხბურთის ესპანელმა სპეციალისტმა.

Fanebi.Com-ის ჟურნალის მე-16 ნომერი გამოქვეყნდა

გამოვიდა Fanebi.com-ის ინტერნეტ-ჟურნალის მეთექვსმეტე ნომერი, რომელშიც წაიკითხავთ:

გვ. 2-3 — ტიტო ვილანოვა (1968 – 2014)
გვ. 4-5 — კვირის   ახალი   ამბები;
გვ. 6-7 — კვირის  კარიკატურები;
გვ. 8 — ვინ იქნება „მანჩესტერის“ მწვრთნელი?

   შეგახსენებთ, რომ ფუნქციონირებს ჟურნალ Fanebi.com-ის ფეისბუქის გვერდი:  www.facebook.com/Fanebi.Journal

ნომრის PDF ვერსია

27 აპრილის ნომრის გაცნობა აქვე შეგიძლიათ

ჟურნალის მთავარი რედაქტორი: ბექა დოგრაშვილი

გვარდიოლა: „ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო“

უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე მადრიდის „რეალსა“ და მიუნხენის „ბაიერნს“ შორის გამართული შეხვედრა „სამეფო კლუბის“ გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა. მატჩის ბავარიელთა მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ შეაფასა.

„თამაშს ჩვენ ვაკონტროლებდით, „რეალი“ კი თავის შანსს კონტრშეტევებზე ელოდა. მეტოქე გუნდს ჰყავს ისეთი ფეხბურთელები, რომლებსაც ასეთი შანსის გამოყენება არ ესწავლებათ. დღეს ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო. ყველა მატჩს ვერ მოვიგებთ. ჩვენ პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ და ძვირადღირებულ გუნდს ვეთამაშეთ“, – გვარდიოლას სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი აქვეყნებს.

შეგახსენებთ, რომ „ბაიერნსა“ და „რეალს“ შორის განმეორებითი შეხვედრა „ალიანს არენაზე“, 29 აპრილს გაიმართება.

ბექა დოგრაშვილი

რობენი: „რეალისგან“ მეტს მოველოდი“

უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე მადრიდის „რეალსა“ და მიუნხენის „ბაიერნს“ შორის გამართული შეხვედრა „სამეფო კლუბის“ გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა. მატჩის შემდეგ ბავარიელთა ერთ-ერთმა ლიდერმა არიენ რობენმა განაცხადა, რომ „რეალისგან“ ასეთ პასიურ თამაშს არ მოელოდა.

„რეალისგან“ მეტს მოველოდი. ველოდი, რომ მატჩის დაწყებიდანვე მეტოქე ჩვენს კართან შტურმს მოაწყობდა, თუმცა ამის ნაცვლად მათ ლოდინის პოზიცია აირჩიეს და თამაშის გაკონტროლების საშუალება მოგვცეს. ამან გამაკვირვა“, – რობენის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი ციტირებს.

შეგახსენებთ, რომ „ბაიერნსა“ და „რეალს“ შორის განმეორებითი შეხვედრა „ალიანს არენაზე“, 29 აპრილს გაიმართება.

ბექა დოგრაშვილი