ინიესტა: “მსოფლიოს ჩემპიონატზე უფრო ძლიერ ესპანეთს იხილავთ”

კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელმა ანდრეს ინიესტა აცხადებს, რომ მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე გულშემატკივრები უფრო ძლიერ ესპანეთის ნაკრებს იხილავენ.

შეგახსენებთ, რომ 30 მაისს, ესპანეთისა და ბოლივიის ნაკრებებს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა, რომელიც ვისენტე დელ ბოსკეს შეგირდების გამარჯვებით 2:0 დასრულდა. გოლების გატანა სერხიო ბუსკეტსმა და ანდრეს ინიესტამ მოახერხეს.

“მიხარია, რომ მეტოქის დამარცხება შევძელით. ვფიქრობ, მუნდიალზე უკეთესი გუნდი გვეყოლება, რადგან ყოველდღიურად ვუმატებთ”, – ამბობს ინიესტა.

დე ხეა: “ესპანეთის ნაკრები მსოფლიოში საუკეთესოა”

“მანჩესტერ იუნაიტედისა” და ესპანეთის ეროვნული ნაკრების მეკარე დავიდ დე ხეა აცხადებს, რომ ესპანელებს მსოფლიოს საუკეთესო გუნდი ჰყავთ.

“ჩვენი ნაკრების ფეხბურთელებისათვის მართლაც დამღლელი სეზონი იყო, ჩვენ დიდ კლუბებში გვიწევს თამაში. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ცუდად ვიასპარეზებთ. ვფიქრობ, მსოფლიოში საუკეთესო გუნდი გვყავს და მუნდიალის ფავორიტი კვლავაც ჩვენ ვართ”, – ამბობს დე ხეა.

ლიონელ მესი: „ესპანეთის ნაკრებთან არაოფიციალური კონტაქტი მქონდა“

„ბარსელონასა“ და არგენტინის ნაკრების თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ იმ ინფორმაციის შესახებ ისაუბრა, რომლის მიხედვითაც, თავის დროზე მას ესპანეთის ნაკრების რიგებში თამაში შეეძლო.

„არ ვიმედოვნებდი, რომ ესპანეთის ნაკრებში გამომიძახებდნენ. არაოფიციალური კონტრაქტი ნამდვილად გვქონდა, თუმცა ყოველთვის ვამბობდი, რომ ჩემი ქვეყნის ნაკრების მაისურით ვითამაშებდი, რადგან არგენტინა მივყარს. ვგრძნობ, რომ არგენტინის ფერები ჩემი არჩევანის ფერებია.

ბრაზილიაში მსოფლიოს ჩემპიონატებზე ჩემი პირადი სტატისტიკის გაუმჯობესება მსურს. მინდა, რომ არგენტინელები გავახარო“, – განაცხადა მესიმ.

ალექსანდრე მატევოსოვი

ესპანეთში პლეი ოფის მეტოქეები დაწყვილდნენ

ესპანეთის რეგულარული ჩემპიონატი დასრულდა. ბოლო, 34-ე ტურში, ქართველი კალათბურთელებისგუნდებმა წაგეს და პლეი ფში ბოლო ადგილებიდან გავიდნენ. ბექა ბურჯნაძის “კახასოლმა” მე-7 ადგილი დაიკავა, ხოლო ვიქტორ სანიკიძის “სარაგოსამ” – მე-8.

სარაგოსელები ერთერთ აუტსაიდერ “მურსიას” ესტუმრნენ და 82:90 წააგესსანიკიძესასტარტო ხუთეულში იყო და 20:47 წუთში 6 ქულა, 2 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა.ვიქტორმა 3-დან 2 ორქულიანი და 5-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამქულიანი ააცილა,ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 4-ჯერდაჯარიმდნენ.

“სარაგოსამ” რეგულარული ჩემპიონატი 18 მოგება-16 წაგებით დაასრულა. ზუსტად ასეთი შეფარდება ჰქონდა ბურჯანაძის “კახასოლსაც”, რომელიც ბოლო ტურში სტუმრად “ბარსელონას” შეხვდა და 70:88 წააგო.

ქართველი ფორვარდი მოედანზე ზუსტად 07:00 წუთი გამოჩნდა და 1 ქულა, 4 მოხსნა და 1ჩაჭრა მოაგროვაბურჯანაძემ თამაშიდან ოთხივე ტყორცნა (3 ორქულიანი და სამქულიანი)ააცილა და მის წინააღმდეგ 2-ჯერ დაჯარიმდნენ.

ასე და ამგვარად, “კახასოლი” მეოთხედფინალში მეორეზე გასულ “ვალენსიას” შეხვდება, ხოლო “სარაგოსა” პირვლადგილოსან მადრიდის “რეალს”.

gbf.ge

ფიგუ: „არა მგონია, მსოფლიოს თასი ისევ ესპანეთმა მოიგოს“

პორტუგალიის ნაკრების ყოფილ ნახევარმცველ ლუიშ ფიგუს ეჭვი ეპარება იმაში, რომ ესპანელები მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს დაიცავენ. პორტუგალიელის თქმით, 2014 წლის მუნდიალის მთავარი ფავორიტი ბრაზილიის ნაკრებია.

„არა მგონია, ესპანეთის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება მოახერხოს. ამ გუნდს გამარჯვებისთვის საჭირო ხარისხი არ გააჩნია. ესპანელებისთვის მუნდიალის მოგება რთული იქნება, თუმც არა შეუძლებელი.

ვფიქრობ, რომ ტურნირის მასპინძელ ბრაზილიას ჩემპიონობის ყველაზე დიდი შანსი აქვს. ლუიშ ფელიპე სკოლარის კარგად ვიცნობ. ის ამ ტიტულის მოსაპოვებლად ზედგამოჭრილი მწვრთნელია. ბრაზილიელ ფეხბურთელებს გულშემატკივართა მხრიდან გამხნევება გარანტირებული აქვთ. ბრაზილიის ნაკრების წინააღმდეგ თამაში ყველას გაუჭირდება.

რთული გზა აქვს პორტუგალიის ნაკრებსაც. ჩემს ქვეყანაში 11 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და ადვილია არ არის, იპოვო 18-20 პორტუგალიელი, რომელსაც მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება შეეძლება. ამასთან ერთად, გუნდი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული კრიშტიანუ რონალდუზე“, – ფიგუს სიტყვებს goal.com-ი ციტირებს.

პორტუგალიელმა ჩემპიონთა ლიგის ფინალის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფავორიტად მადრიდის „რეალს“ თვლის.

„ჩემი აზრით, ჩემპიონთა ლიგას „რეალი“ მოიგებს, რადგან კლუბმა ეს ტიტული უკანასკნელად 2002 წელს დაისაკუთრა, როცა ამ გუნდის ნაწილი მეც გახლდით. ასე რომ, ეს მატჩი მეტად მნიშვნელოვანია. იმედი მაქვს, „რეალი“ გაიმარჯვებს, თუმცა კარგად მოგეხსენებათ, რომ ფინალში ყველაფერი შესაძლებელია“, – განაცხადა ლუიშ ფიგუმ.

აქვე შეგახსენებთ, რომ „რეალსა“ და მადრიდის „ატლეტიკოს“ შორის ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი 24 მაისს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

ბექა დოგრაშვილი

ესპანელთა გაფართოებული სამუნდიალო განაცხადი

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ გაფართოებული სამუნდიალო განაცხადი გამოაქვეყნა.

მეკარეები: იკერ კასილასი („რეალი“), ხოსე რეინა („ნაპოლი“), დავიდ დე ხეა („მანჩესტერ იუნაიტედი“);
მცველები: ხუანფრანი („ატლეტიკო“), დანიელ კარვახალი („რეალი“), სეზარ ასპილიკუეტა („ჩელსი“), სერხიო რამოსი („რეალი“), ხერარ პიკე („ბარსელონა“), რაულ ალბიოლი („ნაპოლი“), ჟორდი ალბა („ბარსელონა“), ალბერტო მორენო („სევილია“);
ნახევარმცველები: ხავი მარტინესი („ბაიერნი“), ჩაბი ალონსო („რეალი“), სერხიო ბუსკეტსი („ბარსელონა“), ხესუს ნავასი („მანჩესტერ სიტი“), ჩავი („ბარსელონა“), კოკე („ატლეტიკო“), სანტი კასორლა („არსენალი“), ტიაგო ალკანტარა („ბაიერნი“), დავიდ სილვა („მანჩესტერ სიტი“), ანდერ იტურასპე („ბილბაო“), ფრანჩესკ ფაბრეგასი („ბარსელონა“), ხუან მატა („მანჩესტერ იუნაიტედი“), ანდრეს ინიესტა („ბარსელონა“);
თავდამსხმელები: დიეგო კოსტა („ატლეტიკო“), პედრო როდრიგესი („ბარსელონა“), ფერნანდო ტორესი („ჩელსი“), დავიდ ვილია („ატლეტიკო“), ფერნანდო ლორენტე („იუვენტუსი“), ალვარო ნეგრედო (მანჩესტერ სიტი“).

საბოლოოდ, მსოფლიოს ჩემპიონატზე 23 მოთამაშე გაემგზავრება, რომელთა ვინაობაც, სავარაუდოდ, 2 ივნისს გაირკვევა.

 

Fanebi.Com-ის ჟურნალის მე-18 ნომერი გამოქვეყნდა

გამოვიდა Fanebi.com-ის ინტერნეტ-ჟურნალის მეთვრამეტე ნომერი, რომელშიც წაიკითხავთ:

გვ. 2 — სპორტის სამინისტრომ ფეხბურთის განვითარების პროგრამა წარადგინა;
გვ. 3 — ჩემპიონთა ლიგის ფინალის მსაჯი – საინტერესო ფაქტები;
გვ. 4-6 — სუპერმენი მანჩესტერიდან;
გვ. 6 — კვირის  ახალი ამბები;
გვ. 7-8 — კვირის კარიკატურები

   შეგახსენებთ, რომ ფუნქციონირებს ჟურნალ Fanebi.com-ის ფეისბუქის გვერდი:  www.facebook.com/Fanebi.Journal

ნომრის PDF ვერსია

11 მაისის ნომრის გაცნობა აქვე შეგიძლიათ

ჟურნალის მთავარი რედაქტორი: ბექა დოგრაშვილი

კრუიფი: “ესპანეთის ჩემპიონატის მოგებას “ატლეტიკო” იმსახურებს”

კატალონიის “ბარსელონას” ლეგენდა იოჰან კრუიფი აცხადებს, რომ მიმდინარე სეზონში ესპანეთის ჩემპიონატის მოგებას მადრიდის “ატლეტიკო” იმსახურებს.

შეგახსენებთ, რომ ლა ლიგის დასრულებამდე ცოტა დროა დარჩენილი. ხოლო “ატლეტიკო”, ამავე დროს, ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის, ჩემპიონთა ლიგის ფინალშია გასული, სადაც თანაქალაქელ “რეალს” დაუპირისპირდება.

“მადრიდის “ატლეტიკომ” ესპანეთის ჩემპიონატის მოგება ყველაზე მეტად დაიმსახურა. სიმეონემ ბრწყინვალე გუნდი ჩამოაყალიბა”, – ამბობს კრუიფი.

ვილიას მუნდიალზე თამაშის იმედი აქვს

მადრიდის „ატლეტიკოს“ თავდამსხმელი დავიდ ვილია იმედოვნებს, რომ ესპანეთის ნაკრების სამუნდიალო განაცხადში მოხვდება.

„მწვრთნელი საუკეთესო გადაწყვეტილებას მიიღებს. უკვე რამდენიმე წელია, ესპანეთის ნაკრებს საკმაოდ ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს, რაც ვისენტე დელ ბოსკეს ამოცანას ართულებს. რა თქმა უნდა, მინდა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის შესაძლებლობა კიდევ მომეცეს. ძალისხმევას არ დავიშურებ, რომ 2010 წელს მოგებული ტიტული დავიცვა. იმედი მაქვს, განაცხადში მოვხვდები. ვფიქრობ, ჩემი გამოცდილება ნაკრებს დაეხმარება. ვგრძნობ, რომ კვლავ შემიძლია, გუნდს სარგებელი მოვუტანო“, – ვილიას სიტყვებს „ტუტომერკატო“ ციტირებს.

აქვე შეგახსენებთ, რომ  დელ ბოსკე 25 მაისს სამუნდიალო განაცხადის გაფართოებულ ვერსიას გამოაქვეყნებს, რომელშიც 30 ფეხბურთელი იქნება შეყვანილი. საბოლოოდ, მსოფლიოს ჩემპიონატზე 23 ესპანელი მოთამაშე გაემგზავრება, რომელთა ვინაობაც 2 ივნისს გაირკვევა.

ბექა დოგრაშვილი

პიარკამპანია ბანანით — დანი ალვესის მოქმედება დაგეგმილი იყო

წინა კვირის ერთ-ერთ მთავარ თემად „ელ მადრიგალზე“ მომხდარი ამბავი იქცა, როდესაც „ბარსელონას“ მცველ დანი ალვესს „ვილიარეალის“ გულშემატკივარმა ტრიბუნიდან ბანანი ესროლა. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა გადმოგდებული ხილი აიღო და მიირთვა, მეორე დღეს კი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ანტირასისტული კამპანია აგორდა. როგორც ირკვევა, ალვესის ქმედება სპონტანური არ ყოფილა, მან მიზანმიმართულად შეჭამა ბანანი, რადგან ანტირასისტული აქცია სახელწოდებით „ჩვენ ყველანი მაიმუნები ვართ“ – წინასწარ დაგეგმილი იყო.

ესპანური გაზეთი „ასი“ წერს, რომ მსგავსი ინციდენტი „ესპანიოლსა“ და „ბარსელონას“ შორის რამდენიმე კვირის წინათ გამართულ მატჩშიც მოხდა. იმ შეხვედრაში ნეიმარი და დანი ალვესი რასისტული შეძახილებით „შეამკეს“ და ტრიბუნიდან ბანანიც ისროლეს. მომხდარ ინციდენტს ბრაზილიელმა პიარსპეციალისტებმა ყურადღება მიაქციეს და მსგავსი ინციდენტის სათავისოდ გამოყენება გადაწყვიტეს.

ამ საშვილიშვილო საქმეს სააგენტო Loducca-მ მოჰკიდა ხელი, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება, რომ ბანანის სროლის შემთხვევაში, ფეხბურთელს ის უნდა შეეჭამა. თავდაპირველად ჩაფიქრებული იყო, რომ ამას ნეიმარი გააკეთებდა, ვინაიდან, როგორც წესი, ის ექცევა ხოლმე ყურადღების ცენტრში, თუმცა „ვილიარეალთან“ მატჩში ბანანი დანი ალვესს ესროლეს და ბანანის შეჭმაც ბრაზილიელ მცველს მოუწია.

„მოქმედება უფრო ღირებულია, ვიდრე ნებისმიერი სიტყვა. ჟესტს არ სჭირდება თარგმნა. როგორც დაინახეთ, ამ ქმედებამ მთელი მსოფლიო მოიცვა. ჩაფიქრებული იყო, რომ ბანანს ნეიმარი შეჭამდა, მაგრამ ეს ალვესმა გააკეთა. იდეამ მაინც იმუშავა. ჩვენ შევქმენით ჰეშთეგები #somostodosmacacos და #weareallmonkeys, რომლებმაც რასიზმის წინააღმდეგ სწორი ორიენტირი აიღო. იმედია, მსგავს ფაქტს ანალოგი აღარ ექნება“, – განაცხადა კომპანია Loducca-ს წარმომადგენელმა გუგა კეტცერმა.

საბოლოო ჯამში, რასისტული ქმედების მსხვერპლად თავად ბანანის მსროლელი იქცა. სტადიონის უსაფრთხოების სამსახურმა ხულიგანი რამდენიმე საათში ამოიცნო და მას მთელი სიცოცხლის განმავლობაში „ელ მადრიგალზე“ შესვლა აუკრძალა. თუმცა, მას მხოლოდ ეს არ აკმარეს. ესპანური გამოცემა „ელ პაისი“ წერს, რომ სამშაბათს ბანანის მსროლელი გულშემატკივარი პოლიციამ დააკავა. აქამდე დამნაშავის ვინაობას არ ასახელებდნენ, თუმცა ესპანურმა „მარკამ“ გაარკვია, რომ მას დავიდი ჰქვია, არის 25 წლის, ითვლება „ვილიარეალის“ ოფიციალური ფან-კლუბის წევრად. გარდა ამისა, გამოცემამ ფოტოც მოიპოვა, რომელზეც დავიდი „ვილიარეალის“ პრეზიდენტ ფერნანდო როიგ ალფონსოსთან ერთად არის გამოსახული.

ბექა დოგრაშვილი
ჟურნალი Fanebi.com

“ატლეტიკოს” ფანებმა “ლევანტეს” ფეხბურთელს რასისტული შეურაწყობა მიაყენეს

4 მაისს, ესპანეთის პრიმერა დივიზიონში, “ლევანტემ” საკუთარ მოედანზე “ატლეტიკო” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა. აღნიშნულ შეხვედრაში უსიამოვნო რამ მოხდა, “ატლეტიკოს” გულშემატკივრებმა მასპინძელთა გუნდის ფეხბურთელ პაპაკოული დიოპს რასისტული შეურაწყობა მიაყენეს.

“ბარსელონას” გულშემატკივრებმა “რეალის” მაისურიანი გულშემატკივარი ტრიბუნიდან გააგდეს

3 მაისს, ესპანეთის პრიმერა დივიზიონში, “ბარსელონასა” და “ხეტაფეს” შორის გამართული მატჩის დაწყების წინ, ტრიბუნაზე “რეალის” მაისურიანი გულშემატკივარი გამოჩნდა. თუ როგორ განვითარდა მოვლენები, ამას თავად იხილავთ.