გამოვიდა Fanebi.com-ის ინტერნეტ-ჟურნალის მეცამეტე ნომერი, რომელშიც წაიკითხავთ:
გვ. 2-3 — რის გამო უკრძალავს ფიფა „ბარსელონას“ ტრანსფერების განხორციელებას?
გვ. 4-5 — კვირის კარიკატურები;
გვ. 6-7 — კვირის ახალი ამბები;
გვ. 8 — რიბერი: „დღეს მე ჩემი სახეც მომწონს“.
გამოვიდა Fanebi.com-ის ინტერნეტ-ჟურნალის მეთორმეტე ნომერი, რომელშიც წაიკითხავთ:
გვ. 2-3 — КГБ — World Cup 2018;
გვ. 4 — ფიფას რჩევები ტურისტებს — რამ გამოიწვია ბრაზილიელთა უკმაყოფილება?
გვ. 5 — მსოფლიოს ყველაზე მხიარული მეკარე;
გვ. 6-7 — კვირის ახალი ამბები;
გვ. 8 — კითხვები, რომლებზეც პასუხი ყველას აინტერესებს.
გამოვიდა Fanebi.com-ის ინტერნეტ-ჟურნალის მეთერთმეტე ნომერი, რომელიც უპრეცენდენტოდ დიდი მოცულობისაა. დღევანდელი ნომერი 10 გვერდს მოიცავს.
ნომერში წაიკითხავთ:
მოტივაციის ნაკლებობა თუ დაუსჯელობის სინდრომი? ლაშა წამალაშვილი: „მთავარი პრობლემა ბავშვების აღზრდა და მომავალია თაობაა“; კვირის კარიკატურები; კვირის ახალი ამბები; ქარიზმატული მაესტრო.
უკრაინული პრესასთან საუბრისას, უკრაინის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენმა, ალეკსანდრ ვოლკოვმა ფიბას წევრებთან მიუნხენში გამართულ შეხვედრაზე გაამახვილა ყურადღება. სწორედ ამ შეხვედრის დროს გადაწყდა, რომ 2015 წლის ევრობასკეტი უკრაინაში გაიმართება.
უკრაინის კალათბურთის ფედერაციის, ახალი მთავრობის და ინვესტორების შეხვედების შემდეგ გადაწყვეტილია ფიბას წევრების უკრაინაში მიწვევა.
შეახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინული მხარე ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარების გამო, უარს ამბობდა კონტინტენტის პირველობის მასპინძლობაზე.
გამოვიდა Fanebi.com-ის ინტერნეტ-ჟურნალის მეათე ნომერი. აღსანიშნავია, რომ ამ საიუბილეო ნომრის გამოსვლა ვებ-პორტალ Fanebi.com-ის ექვსი წლის იუბილეს დაემთხვა.
ნომერში წაიკითხავთ:
ფეხბურთელთა კონტრაქტების ყველაზე საინტერესო პუნქტები; ფეხბურთი, როგორც რაგბის საწყისი; კვირის კარიკატურები; აგრესია ქართულ სტადიონებზე; Fanebi.Com-ი 6 წლისაა !!!
უკრაინის პრემიერლიგის გათამაშება 15 მარტს განახლდება. გადაწყვეტილება უკრაინის ფეხბურთის ფედერაციამ კლუბებთან შეთანხმებით მიიღო. თუმცა, გამორიცხული არ არის, რომ განახლებიდან პირვლეი ტური 18-20 მარტს გაიმართოს. ყველაფერი ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული.
ასევე, შესაძლოა “სევასტოპოლის” მატჩები მაყურებლის გარეშე ჩატარდეს ყირიმში არსებული მძიმე ვითარებიდან გამომდინარე.
unian.net-ის ცნობით, უკრაინა დიპლომატური არხების მეშვეობით ევროკავშირს სთხოვს, რომ რუსეთს 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება ჩამოართვან.
„უკრაინამ ევროკავშირს სთხოვა, რომ ყირიმში არსებული ვითარების გამო, რუსეთის წინააღმდეგ გადამჭრელი პოლიტიკური, ეკონომიკური და ჰუმანიტარული მოქმედებები გაატაროს.
უკრაინელები ევროკავშირს სთხოვენ, რომ რუსეთთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით მიმდინარე დიალოგი შეჩერდეს, გარდა ამისა, რუსეთს 2018 წლის მუნდიალის ჩატარების უფლება ჩამოერთვას“, – unian.net-ი ციტირებს ერთ-ერთი ევროპელი დიპლომატის სიტყვებს, რომლის ვინაობაც არ სახელდება.
მანამდე რუსეთისთვის 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის უფლების ჩამორთმევის ინიციატივით ყოფილი სპორტული ჟურნალისტი და ამჟამად დეპუტატი იგორ მიროშნიჩენკო გამოვიდა. ამავეს მოითხოვდა უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მარკიან ლუბკივსკი.
გამოვიდა Fanebi.com-ის ინტერნეტ-ჟურნალის მერვე ნომერი, რომელიც მთლიანად 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრის შედეგების შეფასებას ეხება.
ნომერში წაიკითხავთ:
ევრო-2016-ის შესარჩევი ეტაპი — გუნდების თავკაცების შეფასებები; ევრო-2016-ის შესარჩევი ეტაპი — ჩვენი კალენდარი; ისტორია, სტატისტიკა, შანსები.
ინციდენტი მოხდა უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის ოფისში.
aif.ua-ს ცნობით, 28 თებერვალს, შენობასთან რამდენიმე ავტობუსი მივიდა, საიდანაც შეიარაღებული პირები გადმოვიდნენ. მათგან დაახლოებით 25 კაცი ოფისში შეიჭრა და ფედერაციის პრეზიდენტ ანატოლი კონკოვს სულ ნახევარი საათი მისცა, რომ გადადგომის თაობაზე განცხადება დაეწერა.
„უცნობებმა განაცხადეს, რომ თუ პრეზიდენტი გადადგომაზე უარს იტყოდა, სისხლი დაიღვრებოდა“, – აღნიშნა თვითმხილველმა.
ფედერაციის თანამშრომლებმა მოგვიანებით სამართალდამცავები გამოიძახეს, მოხდა შენობის ევაკუაცია. ოფისში შეჭრილმა პირებმა ცეცხლი გახსნეს, თუმცა მალევე ისინი დააკავეს. დაკავებულებმა განაცხადეს, რომ კიევის „დინამოს“ ულტრასები არიან, აღნიშნული აქცია რამდენიმე პირმა დაგეგმა და ამისთვის ორგანიზატორებმა მათ თანხა გადაუხადეს.
უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მომხდარის შესახებ ფიფასა და უეფას აცნობებს.
უკრაინული ტელეარხი ICTV ავრცელებს ვიდეოს, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ შედიან უცხო პირები უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის ოფისში.
სოხუმის “დინამოს” ძალისხმევით აფხაზეთში 18-დან 24 მაისის ჩათვლით ბავშვთა საფეხბურთო ტურნირი გაიმართება, რომელიც ახრიკ ცვეიბას სახელობის იქნება. საინტერესოა, რომ რუსული გუნდების გარდა სოხუმში უკრაინული, თურქული და ავსტრალიური გუნდები დაპატიჟეს.
ტურნირში მონაწილეობის მისაღებად 2000 წელს დაბადებული ბავშვებით დაკომპლექტებული შემდეგი გუნდები დაპატიჟეს: ბეშიქთაში (თურქეთი), შახტარი (უკრაინა), დინამო მოსკოვი (რუსეთი), აკადემია კრასნოდარი (რუსეთი), Australian Soccer (ავსტრალია), ანჟი (რუსეთი) და სოხუმის დინამო.
ტურნირს სოხუმში მდებარი სპორტკომპლექსი “უჩხოზი” უმასპინძლებს.