დღეს მადრიდის “ატლეტიკო” ევროპის ლიგის ფინალში მარსელის “ოლიმპიკს” დაუპირისპირდება. ესპანელთა ლიდერმა, ანტუან გრიზმანმა წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა.
“ეს იქნება ჩემი პირველი მნიშვნელოვანი ტიტული მას შემდეგ, რაც ესპანეთის სუპერთასი მოვიგე. ახლა, შესაძლებლობა მაქვს, ევროპა ლიგის თასი მოვიპოვო. ეს ძალიან მსურს. ყველაფერს გავაკეთებ, რათა ჩემს გუნდელებს დავეხმარო. ხოლო, კლუბისთვის, უბრალოდ, კიდევ ერთი ტიტულია. მოუთმენლად ველი შეხვედრის დაწყებას. ფანტასტიკური თამაში გველის ლიონში, რომელიც ჩემი ქალაქიდან (მაკონი, ავტ.) მხოლოდ 45 წუთის სავალზეა. ბევრი ოჯახის წევრი დაესწრება შეხვედრას,” – ამბობს გრიზმანი.